დიღმის მღიმევი - ახალდაარსებული მამათა მონასტერი
დიღმის მღიმევი - ახალდაარსებული მამათა მონასტერი
დიდი დიღმიდან როგორცკი დაადგებით მუხადგვერდის სავალ გზას, ხელმარჯვნივ სამანქანო, ვიწრო გზა ახალდაარსებულ მამათა მონასტერთან მიგვიყვანთ.
მონასტერი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირებმა დააფუძნეს. ვინ იფიქრებდა თუ ამ გაუდაბურებულ ადგილას ოდესმე ღვთის სახლი დაფუძნდებოდა და ღვთის სადიდებელი წირვა-ლოცვა აღევლინებოდა. წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ფოკამ (მარკოზია) მშენებარე მონასტრის კელიები, დროებით კარავში მოწყობილი ტაძარი და ირგვლივ შემოგარენი დამათვალიერებინა. გზადაგზა ამ ადგილის აღმოჩენის საგულისხმო ამბავიც გაიხსენა.

-მონასტრის დაფუძნების სურვილი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში ყოფნის დროს გაჩნდა. როცა ეპარქიაში ცვლილება მოხდა მე ბაკურიანიდან, ხოლო ამჟამინდელი ძმობის წევრები თავისი წინამძღვრით ფოთოლეთის მონასტრიდან წამოვედოთ, იმ მიზნით, რომ მცხეთა-თბილისის ეპარქიაში მამათა მონასტერი დაგვეფუძნებინა. -ამ ადგილს როგორ მოვაგენი? მცხეთისკენ მიმავალ გზაზე ერთ ადგილას კარგად ჩანს კლდეში გამოკვეთილი გამოქვაბულები. ყოველთვის მაინტერესებდა ამ გამოქვაბულის ადგილი და მიკვირდა აქ ბერები რატომ არ ცხოვრობდნენ. ეპარქიიდან რომ წამოვედით მეტი ინტერესი გამიჩნდა, მონასტრისთვის ადგილი მოსაძებნი მქონდა და ამ ტერიტორიებში სიარული დავიწყე. მაშინ არანაირი გზა არ იყო, გარშემო ეკალბარდს თუ ნახავდით. ამდენ სიარულში გამოქვაბულების თავზე მოვხვდი. ახლობლების დახმარებით სამანქანო გზა შემოვიყვანეთ. ახლომდებარე ფერმიდან ბილიკი გამოვჭერით. კომუნისეტების დროს, ზემოთ ტბა ყოფილა. დაშრა ტბა და იმ ტბაში როცა წყალი იკლებდა, მტკვრიდან აკაჩავებდნენ, ასე რომ ძველი გზა იყო. ღვთის შეწევნით, შევძელით ბუჩქების, ტოტების გაწმენდა და გზის გაყვანა. ყველას გვენიშნა ის დღე, რადგანაც წმინდა მამა გაბრიელის ხსენების დღე აღმოჩნდა... აგვისტოში. ზუსტად ამ დროს გამოვჭერით გზა. გავასუფთავედ ეს ადგილი და დავიწყეთ მონასტრისთვის სენაკების აშენება, გავჭერით საძირკველი. მანამდე სატელეფონო კავშირი მქონდა ფერმის მეპატრონესთან გიორგი გილაურთან. მანქანით რომ გამოვიარე ფერმაში იყო და გამომყვა. თავის მიწაზე რომ გამომევლო სასიარულო ნებართვა ვთხოვე, მერე გზაც მომცა და ყველანაირად გვერდით გვიდგას. დენიც მისი წყალობით გვაქვს. აქ ამომიყვანა და მითხრა, გარშემო რომ ქვებია შემოვლებული ამას მშრალ ხიდს ეძახიანო. რატომ იცით? ალბათ, წლების უკან ხეები დაბალი იყო. ახლაც ვერ გაივლი ისეთი დაბალია და ამ ქვებზე დადიოდნენ ზევიდან. ამის თავზე ხიდივით ქვები მიყვება. ადვილი სასიარულოა, ხე არ არის და არ გიშლის სიარულში. ვინც ზემოდან დადის მისთვის ეს ხიდია. ქვევიდან თუ გაივლი მათთვის თაღია.

KARIBCHE

ერთი საგულისხმო ამბავი გაიხსენა, თავის მეზობელზე, რაც ბავშვობაში, 10 წლის ასაკში შეემთხვა. მაშინ ომის პერიოდი იყო, დაახლოებით 1940-41 წლები. მწყემსად დადიოდა და საქონელს უვლიდა. ამ ადამიანს ამგვარი სასწაული აქვს ნანახი ამ ადგილებში. ერთხელაც, ძალიან ჩამობნელდა, ძლიერი წვიმა წამოვიდაო და იმ ადგილას, სადაც ჩვენი მონასტერია დაფუძნებული და გვედრზე გამოქვებულია თავი შეაფარა. წვიმის გადაღების შემდეგ მშრალ ხიდს ნათლის სვეტი დაადგაო (აქაურები გამოქვაბულის თავზე მთელს სიგრძეზე გამავალ ქვის გალავნს მშალ ხიდს ეძახიან). ეს ნათელი რომ დაინახა გამოქვაბულიდან გამოვიდა და ღვთისმშობლის გამოსახულება დაინახაო. ამ კაცს ეგონა ჩვენ ეს ისტორია ვიცოდით და მაგის გამო მოვედით აქ. მართლაც, ღვთისმშობელმა მოგვიყვანა და ამდენი წლების მერე ეს ამბავიც განცხადდა. ჩვენს პირობებში და შესაძლებლობებში რამის გაკეთება, ძალიან დიდი სასწაულია.

***
ბაკურიანიდან წამოსვლის შემდეგ უწმინდესს რჩევა ვთხოვე, რა გამეკეთებინა მომავალში. რუსეთში სასულიერო აკადემიაში სწავლის სურვილი გამოვთქვი, ვიფიქრე ცოტას დავმშიდდები, განვერიდები ამ სიტუაციასთქო. -არაო, -ასე მიპასუხა უწმინდესმა, რა დროს შენი სწავლაა, რაღაც ააშენეო. მე ვუთხარი, არც საშუალება მაქვს და არც ამის განწყობათქო. - არაო, თავი გააქნია. სადმე ტყეში-ღრეში წადი და იქ ააშენეო. საუბრის ბოლოს მივხვდი, რომ ვერაფრით ვერ მივიღე ეს სიტყვები. გავიფიქრე, სად ტყეში-ღრეში მიშვებენ კიდეთქო. მერე გავცნობიერე უწმინდესის რჩევა-დარიგება, ლოცვა-კურთხევა და ღვთის ნებად მივიღე. უწმინდესის კურთხევის შემდეგ დავიწყე მონასტრისთვის ადგილის ძებნა. მეუფე ნიკოლოზმა მითხრა, იარე ტყეში სადამდეც მანქანა მივაო, მერე დატოვე მანქანა და ფეხით დაიწყე სიარულიო. ზუსტად ასე ამიხდა. მანქანა ვერ მოვიდა აქ, დავტოვე ზემოთ და ფეხით ვიარე. ასე აღმოვაჩინეთ ეს ადგილი.

KARIBCHE KARIBCHE

***
2017 წლის ზაფხულში დავიწყეთ მშენებლობა. ამ დროს გავიყვანეთ გზა. ყოველდღიურმა ნიშნებმა და სასწაულებმა გვიბიძგა გავაგრძელოთ ცხოვრება, ვაშენოთ და ვაკეთოდ. თავიდან, ტყეში, მონადირის კარვებში ვცხოვრობდით. მეგობარმა გვაჩუქა ერთი კარავი, მერე მეორე გვაჩუქეს. რაღაც კარებისგან შევჭედეთ დროებითი სატრაპეზო და ასე მოვეწყვეთ. საკმაოდ დიდ კარავში სამლოცველო მოვაწყვეთ. მერე ნელ-ნელა დავიწყეთ საცხოვრებელი სენაკების მშენებლობა. აშენდა ოთხი სენაკი, დიდი სატრაპეზო, სასტუმრო ოთახი, მისაღები, თავისი სველი წერტილებით. დიდი ტაძრის მშენებლობისთვის ადგილია მონიშნული და მშენებლობისთვის არის გამზადებული. ახლა ვიწყებთ პატარა ტაძრის მშენებლობას. მივაშენებთ კელიაზე. პროექტი უწმინდესს უნდა წარვუდგინო დასამტკიცებლად და მშენებლობის კურთხევას ავიღებ. ასე ვაგრძელებ ცხოვრებას...

ამ გამოცხადების ადგილას ღვთისმშობლის ხატი აღვმართედ. დაბლიდან რომ გამოვხედავთ ნიშანი გვაქვს, რომ ღვთისმშობელი გვიყურებს, გვიცავს და გვეხმარება. თავიდანვე იგრძნობოდა განსკუთრებული მადლი, რაღაც დამოკიდებულება, შეწევნა. ამ ადგილს დიღმის მღვიმევი დავარქვით. მღვიმეებმა მოგვიყვანა აქ. უწმინდესმა მღვიმეებზე მითხრა როგორც არის ისე დატოვეო. მაგრამ ისე გავაკეთებთ, რომ მისვლა შეიძლებოდეს. ალპინისტები მოვიყვანე და მღვიმეები დაათვალიერეს. გვერდიგვერდ ორი გამოქვაბულია, ერთ-ერთ გვირაბს ნაცხოვრები ეტყობა, ცეცხლის კვალია. როგორც ჩანს იქ სენაკი იყო მოწყობილი.

KARIBCHE

***
პატარა ტაძარს წმინდა იოანე ზედაზნელის სახელზე ვაშენებთ. მეუფე სერაფიმეს სურვილია დიდი ტაძარი აშენდეს ვიმატარის, საკურთხევლის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. მეუფე სერაფიმე როცა იყო ვათოპედის მონასტერში, წინამძღვართან საუბარში ახსენა ტაძრის აშენება თუ ვის სახელზე შეიძლებოდა აგვეშენებია. გადაწყა, ვიმატარის ხატის სახელზე ტაძრის აშენება.

მამათა მონასტერი წმინდა იოანე ზედაზნელის სახელზე დავაფუძნეთ. რატომ ზედაზნელის სახელზე? უწმინდესს როცა მოვახსენე, 90 -იან წლებში ამ ტერიტორიაზე ტარდებოდა სატანისტების მსხვერპლშეწირვა, შეკრებებითქო, მითხრა, იოანე ზედაზნელი ბოროტ ძალთა განმდევნელია და მის სახელზე ააშენე მონასტერიო. ასე დაფუძნდა ჩვენი მონასტერი იოანე ზედაზნელის სახელზე.

ვცხოვრობთ მონასტრული ტიპიკონით, აღესრულება წირვა-ლოცვა. კარვებიდან კელიებში შემოვედით. საცხორებელ პირობებს შეძლებისდაგვარად ვაწესრიგებთ. მონასტერში 7 წევრი ვართ. მე, არქიმანდრიტი ფოკა (მარკოზია), იღუმენი სპირიდონი (აბრალავა), მღვდელმონაზონი თეოდორე (ხიდეშელი), ბერი იოსები (ინასარიძე) და ბერდიაკონი სერაპიონი (ნოზაძე).

-ადგილმდებარეობა განსაზღვრავს ლოცვით განწყობას?

-თითქოს არ უნდა განსაზღვრავდეს, მაგრამ ბერები გარემოფაქტორებზე მაინც ვართ დამოკიდებულები. შინაგან სიმშვიდეს თუ ვერ მიიღებ ვერც იმ ადგილას გაჩერდები. რამდენი ადამიანიცაა იმდენი სურვილი და განწყობაცაა. აქედან გამომდინარეა მონასტრებიც.

ჩვენი მონასტრის სახით დედა ეკლესიას კიდევ ერთი მონასტერი შეემატება.. ადგილმა იმხელა ძალა მოგვცა, მონასტერი ავაშენეთ. მონასტერი კიდევ იმხელა ძალას მოგვცემს სხვა დანარჩენიც შევმატოთ. თქვენი ჟურნალის დახმარებით უდიდესი მადლობა მინდა გამოვხატო უწმინდესის მიმართ..უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და მისი დამსახურებით დაფუძნდა ჩვენი მონასტერი.

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat