წმინდა ბარბარეს ტაძარი ნახევრად დანგრეული გახლდათ, შემორჩენილი იყო მხოლოდ საკურთხევლის ჩრდილოეთი კედელი.
2009 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგანტომ გამოყო თანხა ძეგლის რეაბილიტაციისთვის. პროექტის ავტორი გახლდათ ნოდარ მინდორაშვილი, აღდგენითი სამუშაოები იმავე წელს დაიწყო. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჭანდრის ღვინის ქარხნის დირექცია აქტიურად ჩაერთო ტაძრის რესტავრაციის საქმეში და ეკლესია ერთობლივი ძალისხმევით სრულად აღდგა თავდაპირველი სახით, გადაიხურა კრამიტით. ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულზე უამრავი ხალხი მოდის სალოცავად. კახეთის გუბერნიის მეშვეობით მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ძეგლების საკუთრებაში მიწის გადაცემის პროცესი და ტაძარს დაახლოებით 1 ჰა მიწა გადაეცემა.