ახტალიდან ლორემდე – სომხეთში ქართული ტაძრების კვალდაკვალ
ახტალიდან ლორემდე – სომხეთში ქართული ტაძრების კვალდაკვალ
ძირძველ ქართულ მიწებზე, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში უკვე კარგა ხანია აღარ არის, ბოლო წლებში ხშირად მიწევს მოგზაურობა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ხან ისტორიულ ჰერეთში (აზერბაიჯანი) ვარ, ხან ტაო-კლარჯეთში (თურქეთი). ბოლოს ლორე-ტაშირი მოვინახულე (სომხეთი).

საქართველოს ძირძველ მიწებზეYყოველი მოგზაურობისას თუ მისი დასრულების შემდეგ ხშირად მიფიქრია, მაინც რა იყო ჩვენთვის მეოცე საუკუნის 20-იანი წლები და რატომ დავკარგეთ სამი ისტორიული მხარე ერთად.

ტაო-კლარჯეთში ჯერ კიდევ შეხვდები ქართველს, ლორე-ტაშირში კი ქართველს ვეღარსად ნახავ. არადა, საქართველოს საზღვართან ახლოს, სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართულ ეკლესია-მონასტრებში, რომელთა უმეტესობა განადგურების პირასაა, ჯერ კიდევ შემორჩა ქართული ფრესკები, ქართული ასომთავრული და საფლავები ძველქართული თუ მხედრული წარწერებით.

ისტორიულ ქართულ მიწაზე ჩასულ ქართველს გულს მხოლოდ ტაძრების სავალალო მდგომარეობა არ გიკლავს. მძიმე მოსასმენი იყო ჩემთვის, როდესაც სომეხი გიდი გერმანელ ტურისტებს ახტალის ტაძრის შესახებ უამბობდა და უხსნიდა, რომ ტაძარიც და მასში შემონახული ფრესკებიც სომხურია.

არადა, ისტორიული წყაროების თანახმად, საეპისკოპოსო კათედრის დაარსება ახტალაში მეფე ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება. სწორედ მას დაუარსებია აქ აგარაკის საეპისკოპოსო კათედრა, რომელიც ასწლეულების განმავლობაში ქვემო ქართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სასულიერო კერას წარმოადგენდა.

მოგვიანებით, IX-X საუკუნეებში, ეს კუთხე ქართლის მმართველებიდან სომეხ ბაგრატუნიანთა ხელში გადავიდა. თუმცა მისი დიდი ნაწილი XI საუკუნიდან კვლავ საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში დაბრუნდა.

XI საუკუნიდან ქვემო ქართლის ეს რეგიონი, სახელდობრ ლორე, 1920-იან წლებამდე სამხრეთ კავკასიაში მართლმადიდებლური აღმსარებლობის დამკვიდრებისა და სამონასტრო აღმშენებლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა.

მისი აღმავლობის ხანა XIII საუკუნის დასაწყისია, როდესაც თამარ მეფის თანადგომითა და საქართველოს სამეფო კარის დიდმოხელეთა - ივანე მხარგრძელისა და მისი ძის, ავაგის ღვაწლით, მონასტრის ახალი აღმშენებლობის ეტაპი იწყება (ორივე - როგორც ივანე, ისე ავაგი, კომპლექსის მთავარი ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ ეკვდერშია დაკრძალული).

KARIBCHE
ახტალის ფრესკები

კომპლექსის მთავარი ეკლესია XIII საუკუნის ოციან წლებში აიგო. ტიპოლოგიურად (გეგმა, პროპორციები, ინტერიერის გადაწყვეტა, ფასადების დეკორაციული მორთულობის პრინციპი) იგი ქართული ჯვარ-გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ძეგლთა იმ რიგში დგას, რომელიც XI საუკუნიდან მოყოლებული XVIII საუკუნის ჩათვლით გვხვდება. ამასთან, ცალკეული არქიტექტურული თავისებურებები ახტალის მონასტრის მთავარ ტაძარს უკავშირებს XII-XIII საუკუნეების მიჯნის გუმბათიან ეკლესიათა ჯგუფს (ბეთაია, ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი).

ახტალაში ქართულიდან სომხურად ითარგმნებოდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ლიტერატურა. ქართული წარწერები, რომლებიც მრავლადაა მონასტრისა და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე, ცხადყოფს მონასტრის ინტენსიურ ცხოვრებას.

ბოლო ხანების კვლევის საფუძველზე დადგინდა მონასტრის ტიპიკონიც, რომელმაც ჩვენამდე ფრაგმენტული სახით მოაღწია. ახტალას ეკლესიის მოხატულობა მაღალპროფესიული ოსტატების მიერ შექმნილი ანსამბლია, რომელიც დღესაც, მიუხედავად საგრძნობი დაზიანებებისა, შთამბეჭდავია თავისი მასშტაბებითა და მხატვრული გადაწყვეტით. მოხატულობის იკონოგრაფიულ პროგრამაში საგანგებოდაა წინ წამოწეული საქართველოს ეკლესიის წმინდანთა თემა. გამოსახულნი არიან: წმინდა ნინო, წმინდა იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი და ევაგრე. აგრეთვე წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, წმინდა ილარიონ ქართველი.

XIV საუკუნიდან ახტალა მიტროპოლიტის კათედრა გახდა. მონასტრის განახლების კიდევ ერთი ეტაპი XVIII საუკუნის მიწურულია, როდესაც მეფე ერეკლე II-მ ომარ ხანის შემოსევის შემდეგ სპილენძითა და ვერცხლით მდიდარ ამ ადგილში ბერძნები ჩამოასახლა სამთამადნო წარმოების კვლავ ასაღორძინებლად.

საქართველოში სამეფო ხლეისუფლების გაუქმებისა და რუსეთის მმართველობის დამყარების შემდეგ, 1802 წლიდან ახტალა კავკასიაში მართლმადიდებლური ეკლესიების ცენტრი გახდა. მონასტერი XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე ადგილობრივი მმართველების - მელიქიშვილების განსასვენებელი იყო. აქ შემდგომ ხანებშიც იკრძალებოდნენ ქართული წარჩინებული გვარის წარმომადგენლები. მდებარეობდა ტფილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში.

XX საუკუნის ოციანი წლებიდან მოყოლებული, ახტალა ამ კუთხის სხვა ძველქართულ ეკლესიებსა და მონასტრებთან ერთად სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, დღეს კი სომხეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ახტალის მონასტერში სომეხი მეცნიერები და რესტავრატორები მუშაობდნენ. ტაძრის არქიტექტურისგან განსხვავებით, მისი ფრესკების რესტავრაციის არაპროფესიული მიდგომის გამო აქ ბევრი რამ გადაიწერა, რის გამოც ფერწერული ანსამბლის საერთო მხატვრულ სახეში მრავალი რამ ფაქტობრივად საბოლოოდ დაიკარგა.

ახტალა გამორჩეულად ლამაზი არქიტექტურული ძეგლია, ამასთან, საკმარისად იოლად მისადგომიც, ამიტომ მნახველი ყოველთვის მრავლად ჰყავს.

ქობაირის მონასტერი
ქობაირის მონასტერი - კიდევ ერთი ქართული ტაძარი სომხეთში. მონასტერი ადრეულ შუა საუკუნეებში ჩანს დაარსებული. ერთი პერიოდი ის ლორის კვირიკიანთა სამეფო კარის წარმომადგენლების ხელში უნდა ყოფილიყო. XIII საუკუნის შუა ხანებისთვის დედათა მცირე სავანე შანშე მხარგრძელის მეუღლის ხელით სომეხთაგან კვლავ ქართველთა მფლობელობაში გადავიდა - სწორედ იმხანად იწყება ქობაირში აქტიური და ფართო სამშენებლო მოღვაწეობა, შენდება და ფრესკებით იმკობა დიდი ტაძარი, შანშეს სახლის წარმომადგენელთა დასაკრძალავი ეკვდერი, აგრეთვე სამრეკლო, სატრაპეზო, სხვა ნაგებობები. ქობაირში მრავლადაა ვრცელი ქართული საქტიტორო წარწერები, ისევე როგორც ქართულწარწერიანი საფლავები, რომლებიც მხარგრძელთა ოჯახის წევრებს, აგრეთვე აქ მოღვაწე პირებს ეკუთვნის (აქვეა ძალზე საინტერესო ეპიტაფია ლექსად).

KARIBCHE

ქართული ასომთავრული წარწერა ქობიარიდან

ქობაირის სამონასტრო კომპლექსს თავის დროზე უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ხეობიდან ის, ფაქტობრივად, შეუმჩნეველია, ხოლო თავად მონასტრიდან მთელი ხეობის გაკონტროლება შეიძლებოდა. მონასტერი მნიშვნელოვნად არის შელახული, კომპლექსი დღითიდღე იშლება, ამაზე ირგვლივ გაფანტული ლოდებიც მოწმობს, რომლითაც ოდესღაც ძეგლი იყო აგებული.

მონასტრამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკი ნახევრად მიტოვებულ სომხურ სოფელზე გადის. აქა-იქ ჯერ კიდევ შემორჩენილია მონასტრამდე მისასვლელი ქვის კიბის ნაშთები.

თავად ძეგლი ზღვა ისტორიულ მასალას რომ იტევს, ეს თვალის ერთი გადავლებითაც შეიმჩნევა. ძლივს შემორჩენილი კედლის ნაშთები, ისევე როგორც ფრესკები, მაინც დიდებული და შთამბეჭდავია.

ჩამოქცეულ კედლებზე კერ კიდევ კარგად არის შენახული ქართული ასომთავრული წარწერები.

KARIBCHE

 

ქართული ტაძარია ჰნევანქიც, იგივე ძელი ჭეშმარიტი - გუმბათიანი ტაძარი, რომელიც XII საუკუნის შუახანებშია განახლებული. ტაძარზე შემორჩენილია სუმბატ დიდი ორბელის 1154 წლის საქტიტორო წარწერა. ორბელები იმ დროისათვის ქვემო ქართლის ვრცელი ნაწილის მფლობელები იყვნენ, და როგორც ჩანს მათ სააღმშენებლო მოღვაწეობა ამ რეგიონსაც მოიცავდა. ძელი ჭეშმარიტის ეკლესია ვახუშტი ბატონიშვილთან იხსენიება. ტაძრის გარშემო მრავლადაა ქართული საფლავები.

სომხეთის ტერიტორიაზე უძველესი ქართული ციხე-ქალაქი ლორეც. მისი ნანგრევები ქალაქ სტეფანავანთან არის შემორჩენილი.

ციხე-ქალაქი ლორე XI საუკუნეში დაარსდა და 1065 წლიდან კვირიკიდების დინასტიის მიერ ჩამოყალიბებული ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ცენტრი. მდებარეობდა მაღალ სამკუთხა პლატოზე. ორი მხრით ხეობები იცავდა, მესამე მხრით - ციხესიმაგრეთა კედლების სისტემა. 1118 წელს მეფე დავით IV აღმაშენებელმა ლორე მიმდებარე ტერიტორიებით საქართველოს სახელმწიფოს შემოუერთა. განსაკუთრებული სამხედრო მნიშვნელობის გამო იგი საქართველოს ამირსპასალართა სადგომი პუნქტი გახდა. განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში მთელ ტაშირს ლორე ეწოდა. 1177 წელს ლორე მეფე გიორგი III-ის წინააღმდეგ აჯანყებული ივანე ორბელისა და დემნა უფლისწულის უკანასკნელი საყრდენი პუნქტი იყო. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ქალაქი ამირსპასალარ ყუბასარს გადაეცა. 1186 წლიდან ლორეს მხარგრძელთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს სანაპირო საერისთავოს ცენტრი იყო. მხარგრძელთა მმართველობის დროს ქალაქი აყვავდა. აშენდა სასახლეები, ეკლესიები, ხიდები. 1236 წელს ლორე მონღოლებმა აიღეს და სასტიკად დაარბიეს. XIV-XV საუკუნეებში ქალაქი მნიშვნელოვნად დაქვეითდა და ციხესიმაგრის ფუნქციაღა შერჩა. XVI-XVIII საუკუნეებში საბოლოოდ დააკნინა ირანელთა და ოსმალთა ლაშქრობებმა.

KARIBCHE

ალავერდი, დებედას ხეობა

რაც შეეხება ალავერდს, ქალაქს, სადაც ეს ორი სომხური ტაძარი მდებარეობს - ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება ძვ. წ. III-II სს-დან მანიც-გომის, მანესის სახელწოდებით. XIII ს-ის დასაწყისიდან ცნობილია როგორც სპილენძის წარმოების ადგილი. XIII საუკუნის დასაწყისიდან ცნობილია როგორც სპილენძის წარმოების ადგილი. თანამედროვე სახელი მიიღო XVII საუკუნეში. 1770 წელს ლორის ოლქში მაღაროს ბერძენი მუშები დასახლდნენ, რომლებმაც ააშენეს სპილენძსადნობი ქარხანა ალავერდში და შამლუღში, რომელიც 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანმა დაანგრია.
1801 წელს ალავერდი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1921 წელს ალავერდში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. 1938 წელს მიიღო ქალაქის სტატუსი. 1963 წლიდა კი, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქია.
მთვარისა თარხნიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat