ქართულ ტაძრებს ახლაც "სტკივათ" ამ რესტავრაციის კვალი და კარგად ახსოვთ რუსული ბათქაშის გემო
ქართულ ტაძრებს ახლაც "სტკივათ" ამ რესტავრაციის კვალი და კარგად ახსოვთ რუსული ბათქაშის გემო
დღესდღეობით ქართული კულტურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის უამრავი უმნიშვნელოვანესი ძეგლი მდებარეობს საქართველოს საზღვრებს მიღმა , მეზობელ ქალაქებსა და სახელმწიფოებში.

სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესია-მონასტრები. ჩრდილოეთ სომხეთი, იგივე ლორეს, ტავუშის პროვინციები, ისტორიული ქვემო ქართლის ნაწილს წარმოადგენს. მაგალითად, ქალაქი ალავერდი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 30 კმ-ზეა, 1921 წლამდე იყო საქართველოს შემადგენლობაში. სასაზღვრო რეგიონი მუდმივად ცილობის საგანია...

სომხური სამეცნიერო წრეები მიიჩნევენ, რომ ეს ტერიტორია ოდითგანვე სომხური იყო. თუმცა ვერ გაურბიან იმ ფაქტსაც, რომ ძველ სომხურ წყაროებში ქვემო ქართლის ნაწილს "ვრაც დაშტი", ანუ "ქართველთა ველი" ერქვა.

ფაქტია, რომ ამ რეგიონში ერთმანეთის გვერდით გვხვდება როგორც ქართული მართლმადიდებლური, ასევე სომხური გრიგორიანული ტაძრები.

განსაკუთრებით მრავლადაა აქ XI-XII სს-ის ქართული ტაძრები. მოგეხსენებათ, ეს პერიოდი ქართული კულტურის აღმავლობის ხანაა და სათანადოდ დღევანდელ ჩრდილოეთ სომხეთშიც მრავალი ქართული ტაძარია აგებული.

ისტორიულად, ოდითგანვე სომხური მოსახლეობა ჩრდილოეთით მოიწევს. ეს ლოგიკურიცაა, რადგან სამხრეთიდან მოწოლილი მუსლიმანური ძალებისგან თავის დასაღწევად ჩრდილოეთს აფარებდნენ თავს. ეს ყველაზე მეტად გვიან შუა საუკუნეებში ხდებოდა და დღევანდელი საქართველოს სამხრეთ რეგიონშიც ძირითადად XVII ს-ის მიწურულსა და XVIII ს-ში არიან შემოსახლებული ლტოლვილი სომხები. მათი დიდი ნაკადი შემოსახლდა ასევე XIX ს-ის 20-იანი წლების მიწურულს, როდესაც მათი დიდი ნაწილი თურქეთიდან გადმოასახლა კავკასიის მთავარმართებელმა პასკევიჩმა. XX ს-ის დასაწყისშიც სომეხთა დიდი ნაწილი გამორბის თურქეთიდან და საქართველოს აფარებს თავს.

სულ რამდენი ქართული ტაძარია დღესდღეობით სომხეთის ტერიტორიაზე. ეს რეგიონი ჯერ ისევ არაა სათანადოდ შესწავლილი და ამისი თქმა ძნელია. რამდენიმე დიდი და მნიშვნელოვანი სამონასტრო კომპლექსია ცნობილი, რომელთაგან თითოეულში რამდენიმე ეკლესია და სამლოცველო დგას. თავისი მნიშვნელობითა და მხატვრულ-ხუროთმოძღვრული ღირებულებით ისინი არ ჩამოუვარდებიან საქართველოში არსებულ ბეთანიის, ქვათახევის, ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსებს.

ამას გარდა, ამ რეგიონში უამრავი მცირე ნანგრევია, რომლებსაც ქართული წარწერები აქვს შემორჩენილი. ამ წარწერების ნაწილი სომხეთის მუზეუმებშია გადატანილი, მაგრამ დიდი ნაწილი ადგილზე უნდა იყოს. არსებობს ისეთი ძეგლები, მაგალითად, სოფელ აქორის ეკლესია, რომელსაც ქართული წარწერა არ გააჩნია, მაგრამ მისი ხუროთმოძღვრული შემკულობა ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ის ქართული მართლმადიდებლური ტაძარია. ამგვარი ძალიან ბევრია, მაგალითად, ადრე შუა საუკუნეების ისეთი ტაძრები (სამეკლესიიანი ბაზილიკები), რომლებიც მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე და ჩრდილოეთ სომხეთში გვხვდება. ესეც იმაზე მეტყველებს, რომ აქაც ქართული ფესვები უნდა ვეძიოთ.

ცოტა ხნის წინათ ქართული ექსპედიიციის წევრებმა სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ტაძრები დაათვალიერეს.

ხელოვნების მუზეუმის სპეციალისტებმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა ახტალისა და ტყობაიარდის ტაძრების მდგომარეობა შეისწავლეს. მათ ტყობაიარდის მონასტერში ქართულ საფლავებსაც მიაგნეს.

ჯგუფის წევრთა ცნობით, ტაძრები პრაქტიკულად განადგურებულია და მათი მდგომარეობა საგანგაშოა.

როგორც ხელოვნების მუზეუმის სპეციალისტები აცხადებენ, ტაძრები მთლიანად ქართული ტრადიციების კვალდაკვალ, ქართული არქიტექტურის ნიშნებისა და ფორმების მიხედვით არის აგებული.

ექსპედიციის წევრებმა ასევე დაათვალიერეს ქალაქი ალავერდი, სადაც XII ს-ის ხიდია. ადგილობრივი მოსახლეობა მას თამარის ხიდად მოიხსენიებს.

სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრების ამჟამინდელი მდგომარეობა. ახტალის მონასტერი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული კომპლექსია სომხურ ტერიტორიაზე, სადაც შედის 4 ეკლესია, სატრაპეზო, ციხე-გალავანი და კოშკი, აშკარად ითხოვს სარესტავრაციო სამუშაოებს. ახტალის ღვთისმშობლის სახელობის მთავარი ტაძრის ინტერიერში იგრძნობა ნესტი. სახურავიდან ჩამოდის წვიმის წყალი. ინტერიერი თითქმის მთლიანად მოხატულია, კედლების მხატვრობას ქართული ასომთავრული წარწერები ამშვენებს. ინტერიერი, ერთი შეხედვით, თავისი მომეტებული ცისფერ-ლაჟვარდოვანი ფონებით ძალიან მოგვაგონებს ყინწვისის ტაძრის ინტერიერს. ფრესკებიც, სადაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს ჩატარდა საკონსერვაციო სამუშაოები, მოითხოვს ხელახალ რესტავრაციას. დაზიანებულია აგრეთვე ტაძარში საფლავის ქვები, რომელთაგან ყველას ქართული (ზოგიერთს ქართულ-რუსული) წარწერები ამშვენებს.

როდის და ვის მიერ აიგო ახტალის სამონასტრო კომპლექსი. ახტალის სამონასტრო კომპლექსი და მისი ღვთისმშობლის სახელობის მთავარი ტაძარი დაარსდა XIII ს-ის დასაწყისში ივანე მხარგრძელის მიერ. ივანე მხარგრძელი, საქართველოს სამეფო კარის დიდი ვეზირი, ათაბაგად წოდებული, მხარგრძელების ფეოდალური სახლის ცნობილი წარმომადგენელი იყო. თვითონ ივანე მხარგრძელი ამავე მონასტერშია დაკრძალული, მთავარი ტაძრის სამხრეთ-დასავლეთიდან მიდგმულ ეკვდერში.

მხარგრძელების წარმომავლობაზე მოგვითხრობს XIII ს-ის ქართული, სომხური და სხვა უცხოური წყაროები, რომელთა მიხედვით მხარგრძელები ქურთული წარმომავლობისანი არიან. მართლაც, XI ს-ის შუა ხანებში ირანის ქურთისტანიდან გადმოსახლებული მხარგრძელთა წინაპარი ჩამოდის და სახლდება კავკასიაში, კერძოდ, ტაშირ-ძორაგეტის სომხურ სამეფოში. ტაშირ-ძორაგეტის სომხური სამეფო-სამთავრო X ს-ის მიწურულს ქვემო ქართლის ტერიტორიაზე შეიქმნა. ერთხანს მათი დედაქალაქი სამშვილდეც კი იყო. 1065 წელს სამშვილდე ბაგრატ IV-მ გაათავისუფლა.

ივანე მხარგრძელი მოინათლა მართლმადიდებლურად. ზაქარიას შვილი, საქართველოს ისტორიაში ცნობილი ამირსპასალარი შანშე მხარგრძელი, ასევე ბავშვობაშივე მოინათლა მართლმადიდებლურად.

ივანე მხარგრძელი უკვე მართლმადიდებელი იყო, როდესაც ახტალის სამონასტრო კომპლექსი ააგო.

დღეს ამ კომპლექსში ოფიციალურად სომხურ-გრიგორიანული საეკლესიო მსახურება არ მიმდინარეობს, თუმცა საკურთხეველი ლიტურგიისთვის მზადაა და გამართულია. სამონასტრო კომპლექსის ჩრდილოეთით, სოფლის შუაგულში, მცირე ბორცვზე დგას ნათალი ქვით ნაგები წმინდა გიორგის სახელობის პატარა, დარბაზული ეკლესია, რომლის დასავლეთ ფასადზე 10-სტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერაა, საიდანაც ვიგებთ, რომ ის ივანე მხარგრძელის შვილის, ავაგ ათაბაგის საწირველოა, რომელიც XIII ს-ის 50-იან წლებში აუგია პეტრე წინამძღვარს.

ამავე სოფელშია სამების ეკლესია - ორნავიანი ნაგებობა, რომელზეც მოსე კანდელაკის წარწერაა. ეს ეკლესიაც XIII ს-ით თარიღდება.

სამების ეკლესიის საკურთხეველი ქართული ჩუქურთმიანი ქვებითაა აგებული. დღესდღეობით არც ერთი მათგანი არ ფუნქციონირებს.

ისტორიული ძეგლები შიდა ქართლის ტერიტორიაზე. IV ს-დან ქართლის სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ აქ მრავალი ტაძარი აიგო, რომელთაგან აღსანიშნავია ვახტანგ გორგასლის მიერ V ს-ში აშენებული ნიქოზის ბაზილიკა. საკულტო მშენებლობა განსაკუთრებით ინტენსიური იყო VIII-IX სს-ში. ამ პერიოდს მიეკუთვნება ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ისეთი ძეგლები, როგორებიცაა არმაზი (ქსნისა (864 წ.), წირქოლი (IV ს.), კაბენი ყანჩაეთისა (X-XIII სს.), თიღვა (1152 წ.), იკორთა (1172 წ.), ხოფის ეკლესია და სატრაპეზო (XIII ს.), თირის მონასტერი (XIV ს.), ძაღინის სასახლის კომპლექსი (VII ს.) და სხვ. შემოინახა აგრეთვე ქართული რელიეფური ქანდაკებისა და მონუმენტური მხატვრობის არაერთი მნიშვნელოვანი ნიმუში.

მკვლევართა ყურადღებას იპყრობს სოფელ კუსირეთის ტაძარი (ცხინვალის მახლობლად) და მეჯუდის ხეობაში სოფელ ბიეთის ზევით დაცული ნახევრად გამოქვაბული ეკლესია.

არაგვისა და ქსნის ხეობების დასაცავად VIII-IX სს-ში აგებული ციხეები წირქოლსა და გრუაში, როგორც ჩანს, ძლიერი იყო იმდენად, რომ მათი დაუფლება ყოველთვის დავის საგანს წარმოადგენდა დიდებულთა შორის.

IX ს-ის ბოლოდან XI ს-ის დასაწყისამდე შიდა ქართლის ერთი კუთხის მთავრებად ტბელთა საგვარეულოს წარმომადგენლები ხდებიან. ტბელთა სამთავროს მნიშვნელობა გაზრდილი იყო იმით, რომ აქ გადიოდა გზა ჩრდილოეთ კავკასიაში. ეს გზა გამაგრებული იყო ციხეებით და კოშკებით - აჩაბეთის, კეხვის და სხვა ციხეებით. ციხეები აგებული იყო აგრეთვე ვანათში, აწრისხევში, ბიკარში. ციხე-გალავნები ჰქონდა ეკლესიებსაც და მონასტრებსაც, რომლებიც საჭირო შემთხვევაში თავდასაცავ გამაგრებულ პუნქტებად იქცეოდნენ ხოლმე.

ინტენსიურად გაშლილ მშენებლობაზე პოლიტიკურად და ეკონომიკურად გაძლიერებულ ამ ფეოდალთა პერიოდში მოწმობს რიგი ჩვენამდე მოღწეული ძეგლები: ერედვის წმინდა გიორგის ეკლესია, ე.წ. ბერის საყდარი, ხეითის საბაწმინდა, დოდოთის ცხრაკარა, ტბეთის ბორცვისჯვრის ეკლესია, ნიქოზის მცირე გუმბათიანი ეკლესია და სხვ.

KARIBCHEაფხაზეთში არსებული ტაძრები. ამ ტერიტორიაზე არსებული ტაძრები, საფორტიფიკაციო ნაგებობები, ხატწერის ნიმუშები და მსოფლიო მნიშვნელობის ეპიგრაფიკული წარწერები ნათლად მეტყველებენ, რომ აფხაზეთი ყოველთვის იყო ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი. რამდენად აღიქვამენ აფხაზები ამ კულტურულ მემკვიდრეობას ასეთ კონტექსში, ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთს, რომლის "მკლავებში მოქცეულ" აფხაზ ხალხს სრული ასიმილაცია, კულტურული და ლინგვისტური გადაგვარება ემუქრება, ნამდვილად არ აინტერესებს ქართული ეკლესია-მონასტრებისა და წარწერების ბედი. ბუნებრივია, რაც უფრო მალე წაიშლება იქ ქართული კვალი, მით უფრო მალე გახდება აფხაზეთი რუსეთის შემადგენელი ნაწილი.

ერთადერთი ტაძარი, სადაც რუსებმა "წყალობა გაიღეს", ახალი ათონის წმინდა პანტელეიმონის ტაძარია, რომელიც XIX ს-ის მიწურულს ქალკედონის ნახევარკუნძულიდან მოსულმა ბერებმა დააარსეს. აქ რუსულმა მხარემ 50-მეტრიანი სამრეკლოს საათი შეაკეთა. რუსეთის საეკლესიო პირებმა ამ მონასტერში კარგა ხანია დაივანეს და თავს ისე გრძნობენ, როგორც შინ. რასაკვირველია, უხერხულიც იქნებოდა რუსული მხარის მიმართ ქართული ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მოთხოვნა გაგვჩენოდა, პირიქით, უფალმა დაგვიფაროს ამ ინიციატივისაგან, ვინაიდან ქართულ ტაძრებს ახლაც "სტკივათ" ამ რესტავრაციის კვალი და კარგად ახსოვთ რუსული ბათქაშის გემო.

სამაგიეროდ, ტაძრების რესტავრაციის სურვილი აფხაზურ მხარეს გასჩენია და ამის დასტური ბედიის სამონასტრო კომპლექსში იძებნება. ცნობილია, რომ X ს-ის ეს ტაძარი, რომელსაც უგუმბათობა და მის ნაცვლად მოწყობილი სახურავი არა მარტო არქიტექტორულ იერსახეს აკარგვინებს, არამედ ბუნებრივი ზემოქმედებისგანაც ვერ იცავს, სავალალო მდგომარეობაშია. ფაქტობრივად, განადგურებულია სამხრეთ კედელზე არსებული მოხატულობის ფრაგმენტები და წარწერები.

ახალი ინფორმაციით, აფხაზურ მხარეს აქვს ბედიის ტაძრის რესტავრაციის რეალური სურვილი, თუმცა საამისოდ არავითარი რესურსი არ გააჩნია - არც ფინანსური და არც ადამიანური. ამის საილუსტრაციოდ ის ფოტომასალა გამოდგება, რომელიც ახლახან არის გადაღებული და სადაც ხარაჩოებში ჩასმული ბედიის ტაძარია გამოსახული, რომელიც მერამდენე წელია, რესტავრაციის მოლოდინში ასეთ მდგომარეობაშია.

დაღესტნის (ავარეთი) ტერიტორიაზე, სოფელ დათუნასთან არსებობს X ს-ის ქართული ტაძარი. დაღესტან-საქართველოს გაერთიანებული არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აქაროს მთაზე (ხუნძახი, დაღესტანი) აღმოჩენილია თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარი და ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, "ღუნძეთის ერისთავის" (არაბული წყაროების სარირის მეფის) ციხესიმაგრე, რომლის საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება - რუსეთის ფედერაციის დაღესტნის სამეცნიერო ცენტრთან და დაღესტნის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად დაიგეგმა.

ტყობია-იერდას ქრისტიანული ტაძარი (ინგუშეთი) უკვე 1000 წელს ითვლის. დაიგეგმა ასევე ალბი-იერდასა და სოფ. თარგიმის ქრისტიანული ეკლესიების (XI-XII სს., ინგუშეთი) სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება.

ხოზიტა მად მაირამის (X-XI სს., ჩრდ. ოსეთის რესპუბლიკა) ქრისტიანული ტაძარიც უკვე 1000 წელს ითვლის.

სოფ. თლისთან არსებული ნაეკლესიარი (XI-XIII სს.) ასევე რესტავრაციას საჭიროებს. ბრწყინვალე ქართული კედლის მხატვრობითაა დამშვენებული სოფ. ნუზალის ეკლესია (ჩრდ. ოსეთის რესპუბლიკა), რომელიც 800 წელს ითვლის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat