სარწმუნოებრივის გარდა ეროვნული მნიშვნელობაც აქვს აქ მონასტრის დაფუძნებას
სარწმუნოებრივის გარდა ეროვნული მნიშვნელობაც აქვს აქ მონასტრის დაფუძნებას
ბოლნისში სტუმრობისას მეუფე ეფრემმა საუბარში თეოდორეწმინდის დედათა მონასტერი ახსენა - ახალდაწერილი წმინდა თეოდორე ტირონის ხატის საკურთხებლად მიბრძანდებოდა. მაშინვე სურვილი გამიჩნდა, მომელოცა დედათა სავანე და მეუფესთან ერთად გეზი მონასტრისკენ ავიღეთ. რას ვიფიქრებდი, ამ უთავბოლო წუთისოფლიდან უეცრად ასეთ სიმშვიდეში თუ აღმოვჩნდებოდი. სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, ტყიან ადგილას მდებარეობს თეოდორეწმინდის დედათა მონასტერი. სოფელს გაშორდებით თუ არა, ტყეში ჩაფლული უძველესი ტაძრები გვამცნობენ, რომ აქ ერთ დროს საკმაოდ ძლიერი სამონასტრო ცხოვრება იყო. უფლის ნებით და მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით ამ წმინდა ადგილას დედათა მონასტერი დაფუძნდა. თავად წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ტაძარი დრო-ჟამს ისე დაუნგრევია, რომ მისი აღდგენა ჯერაც ვერ მოხერხდა. მეუფე ეფრემის დიდი სურვილია, რომ წმინდა თეოდორეს ტაძარს დაუბრუნდეს კვლავინდებური სიდიადე და იქ აღდგეს ღვთისმსახურება. იმედია, გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები და თავიანთ წვლილს შეიტანენ ტაძრის აღდგენაში. წმინდა თეოდორეს ტაძრის გვერდით მცირე ზომის უძველესი ტაძარია. მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით და ძალისხმევით მოხერხდა მისი აღდგენა. ტაძარი წმინდა ეკატერინეს სახელზე აკურთხეს. კვირაში ერთხელ აქ ღვთისმსახურებას ამავე ეპარქიის მამები აღავლენენ. დედები წმინდა ეკატერინეს ტაძარში ლოცულობენ ღვთისა და ჩვენი ქვეყნის სადიდებლად.

- ისტორიიდან ვიცით, რომ თეოდორეწმინდის მონასტერი ფიტარეთის მეტოქიონი იყო თავისი სოფლებითურთ და იქიდან იმართებოდა. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა თეოდორეს სახელობის ტაძარი თაღებჩამონგრეულია, ნახვისთანავე გაგვიჩნდა სურვილი, აქ მონასტერი დაგვეფუძნებინა. მონასტრისათვის ძალიან მყუდრო გარემოა, მიუვალი ადგილია, მოსახლეობაც არ არის ახლოს, - მიამბობს მეუფე ეფრემი, -Dდედათა მონასტრის მშენებლობა შარშან დავიწყეთ, ერთი წელიც არ არის, რაც გაიწმინდა აქაურობა და საცხოვრებელი კელიებისთვის მომზადდა ადგილი. აშენდა საერთო სატრაპეზო და სენაკები. მონასტრის კეთილმოწესეა მონაზონი ქეთევანი (პატარაია). მასთან ერთად აქ მსახურობს თამარიც. იმედია, მომავალში გაძლიერდება აქ სამონასტრო ცხოვრება. მიწის სამუშაოების დროს მრავალი საფლავი და სხვადასხვა ნივთი აღმოჩნდა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ აქ დიდი სამონასტრო კომპლექსი იყო. დედებს ტაძარი რომ ჰქონოდათ და წირვა-ლოცვაზე შეკრებილიყვნენ, კულტურული მემკვიდრეობის ფონდის დახმარებით ჯერ მცირე ზომის ეკლესია აღვადგინეთ. სავარაუდოდ, ეს ტაძარი უფრო ძველია, ვიდრე წმინდა თეოდორე ტირონის სახელობისა. მისი ასაკი ალბათ VII-IX საუკუნეებით უნდა განისაზღვროს. მცირე ზომის ტაძრის თაღი ჩამონგრეული იყო. ახლა მთლიანად აღდგა და წმინდა ეკატერინეს სახელზე იკურთხა. კვირაში ერთხელ აღევლინება წირვა-ლოცვა. მღვდელი მოდის ბოლნისიდანაც და წუღრუღაშენის მამათა მონასტრიდანაც.

KARIBCHEმონასტერს აქვს თავისი ტიპიკონი. დედები დილიდან ატარებენ შუაღამიანს, მწუხრს, ცისკარს, პარაკლისებს. წელს გვინდა აღდგეს წმინდა თეოდორეს მთავარი ტაძარი. რამდენიმე საუკუნის შემდეგ, თევდორობას, გაზაფხულზე, პირველი წირვა ჩატარდა ღია ტაძარში. ღვთისმსახურება დროებით ტრაპეზზე ჩავატარეთ, მრევლიც დაესწრო. ეს ნიშანია იმისა, რომ ტაძარი აღდგება. წმინდა თეოდორე ტირონის ძვირფასი ხატი დაიწერა და მობრძანდა მონასტრეში. გვინდა, მისი წმინდა ნაწილიც მოვაბრძანოთ - ამ წმინდანის წმინდა ნაწილები დაბრძანებულია გელათში. მეუფე კალისტრატე შეგვპირდა მის გადმოცემას. ასე გაცოცხლდება ეს მხარე. ეროვნული მნიშვნელობაც აქვს აქ მონასტრის დაფუძნებას. ქართველებისგან მიტოვებულია აქაურობა. მონასტერი აცოცხლებს ყველაფერს და გვწამს, რომ ამოქმედდება ქართული ცხოვრება. აზერბაიჯანელებსაც კარგი დამოკიდებულება აქვთ ჩვენს მიმართ. ერთი აზერბაიჯანელი, ნური, ამოდის ხოლმე მონასტერში და ყველანაირად გვეხმარება. მოსალოცადაც მოდის მრევლი. საზოგადოებისთვის ჯერჯერობით არ არის ცნობილი თეოდორეწმინდის დედათა მონასტრის ამოქმედება, "კარიბჭის" საშუალებით გაიგებენ. რაც უფრო მეტი მრევლი მოილოცავს ასეთ მიტოვებულ მონასტრებს, უფრო მეტად გაძლიერდება ეკლესია და ქართველობა. ვისაც სურვილი აქვს მონასტრული ცხოვრების დაწყებისა, მონასტრის კარი ყველასთვის ღიაა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat