"კარიბჭის" ვებ გვერდზე ხშირად ქვეყნდება სხვადასხვა ეპარქიებში ეკლესია-მონასტრების მშენებლობისთვის განკუთვნილი მასალები საბანკო ანგარიშის ნომრებთან ერთად. ჩანს, კეთილი ადამიანების გულისხმიერებამ ნაყოფიც გამოიღო და უფლის სადიდებლად რამდენიმე ღვთის სახლი აშენდა.
"კარიბჭეში" გამოქვეყნებულმა ბერების წუხილმა სოფელ კევლიანის ივერიის ღვთისმშობლის სავანის მონასტრის მშენებლობასთან დაკავშირებით ბევრი გამოხმაურება ჰპოვა და გადმორიცხული თანხით მონასტრის წევრებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი სენაკების მშენებლობა დაიწყო... მონასტრის წევრების გულის გამოძახილია ახლაც, შევეწიოთ სავანეს, რათა ბერებმა შეძლონ მონასტრის ტერიტორიაზე ცხოვრება.
კევლიანის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სავანის იღუმენის ნიკოლოზის (ცაბაძე) განმარტებით, პირველ რიგიში მთავარია საცხოვრებელი პირობების შექმნა. ჩვენი მიზანია საცხოვრებელი პირობების მოწყობა. შარშან, ზაფხულში აშენდა საცხოვრებელი შენობა, სადაც მოეწყობა სენაკები... კედლები აშენებულია და სახურავით არის გადახურული. სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი, კარ-ფანჯარა და ყველაფერი გასაკეთებლია. აუცილებელია ისიც, რომ წმინდა გიორგის VIII-X საუკუნეების უძველესი ტაძარი კრამიტით გადაიხუროს. ეს დღემდე ვერ მოვახერხეთ... წელს აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გადახურვა, რათა ტაძარი არ დაინგრეს. სოფლიდან მონასტრამდე ერთი კილომეტრია მისასვლელი. ჩვენი ტრანსპორტიც არ გვყავს და ფეხით გვიწევს გადაადგილება.. ადგილზე რომ ვიყოთ ძალიან ბევრს გავკეთებდით. ღვთის მადლით ყველაფერი კარგად იქნება.
შეგახსენებთ, რომ უწმიდესის ლოცვა -კურთხევით, მცხეთა-თბილისის ეპარქიაში დაარსდა ივერიის ღვთისმშობლის მამათა სავანე, სადაც მდებარეობს VIII-X საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. მონასტრის ძმობამ წირვა-ლოცვის ჩატარება რომ შეძლოს, საჭიროა ტაძრის აღდგენა და განახლება. მონასტრის წინამძღვარია სქემიღუმენი ნიკოლოზი (ცაბაძე).
ვისაც შეგიძლიათ შეეწიეთ, სულ მცირედიც კი მნიშვნელოვანია. უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
საქართველოს ბანკი
GE23BG0000000355673400 მიმღები ზურაბი ცაბაძე.
მობ:
551 23 84 95