ვლადიკავკაზიდან გადმოსულმა გიორგი შიოლაშვილმა მეუღლის, ნატალიას გარდაცვალების შემდეგ მცხეთაში შეიძინა კარ-მიდამო.
მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორობის ჟამს სწორედ ამ სახლში ცხოვრობდნენ მომავალი საქართველოს პატრიარქი და მისი ძმისშვილი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის დიმიტრის, უფროსი ძმა, გიორგი, რომელიც 45 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი უვლიდა წინაპრების კერას და ცალკე სახლის აშენებასაც ფიქრობდა. ეზოში საძირკველიც გაუთხრია, მაგრამ არ დასცალდა...
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა- კურთხევით, 2006 წელს შიოლაშვილების ისტორიულ სახლში მამათა მონასტერი დაფუძნდა, ხოლო გოგი შიოლაშვილის მიერ გათხრილ საძირკველზე აშენდა წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი; იქვე ახლოს კი წმიდა ნატალიას სახელობის ეკლესია უწმიდესის დედის სულის საოხად. მამათა მონასტერში უწმიდესის ნივთებია შემონახული: მაცხოვრის, ღვთისმშობლის და წმიდა ნიკოლოზის ხატები, საწერი მაგიდა, სავარძელი, ტუმბო.