მიკვირს, ხორციელად განლეულს, საიდან ამოსდიოდა ის ღვთიური ხმა
მიკვირს, ხორციელად განლეულს, საიდან ამოსდიოდა ის ღვთიური ხმა
ვესაუბრებით ბატონ პაატა ქურდოვანიძეს.

- ბატონო პაატა, მაშინ ბევრი ღირსი დედა მოღვაწეობდა, გთხოვთ გაგვაცნოთ ზოგიერთი მათგანი.


- დიდი სიამოვნებით. 1960-70-იანი წლების მიჯნაზე მონასტერში ერთადერთი დაყუდებული მონაზონი იყო დედა მარიამი (ძაკუ ივანეს ასული ძიძავა). 90 წელს მიღწეული დედა მარიამი უმცროს დასთან, დედა ანასთან (ანაპო ივანეს ასული ძიძავა) ერთად ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა აღიკვეცა. ბოლო წლებში იგი უძლურებისგან ლოგინს იყო მიჯაჭვული და მუდამდღე სკვნილით ხელში ლოცულობდა.

ძიძიშვილები - ძაკუ და ანაპო ძიძავები ბავშვობიდან გრიშა და ელეონორა (ციცუ) დადიანების ოჯახში ცხოვრობდნენ (მათი დედა სამეგრელოს სამთავრო სახლის წევრის, გრიშა ბატონიშვილის ძუძუმტე იყო). ბოლშევიკური რეპრესიების ხანაში ამ ოჯახის ყველა გაჭირვების თანამოზიარეთ დიდი ამაგი ჰქონდათ შვილებსა თუ შვილიშვილებზე. ელეონორა დადიანმა მონაზვნად აღკვეცა რომ გადაწყვიტა, ახალგაზრდა ძაკუ ძიძავაც თან ეახლა ქალბატონს. ისინი თავიდანვე ერთ სენაკში დასახლდნენ. დედა იღუმენიას გარდაცვალებიდან ათწლეულების შემდეგაც იქ თითქმის არაფერი შეცვლილა. სალოცავ კუთხეში ესვენა უძვირფასესი ხატები, სათუთად ინახებოდა დრო-ჟამს გადარჩენილი წერილები, წიგნები. კედლებზე ეკიდა დადიანთა ოჯახის წევრთა სურათები. ბუხარზე ადგილშეუცვლელად იდგა დედა ელეონორას პატარა დოქი... დღესაც თვალწინ მიდგას დედა მარიამის საწოლთან, ლურსმანზე ჩამოკიდებული პატარა ბიჭის გაცვეთილი ქალამანი. ეს იღუმენიას შვილიშვილის - კოკი კოკის ძე დადიანის პირველი ფეხსაცმელი იყო. ასეთი სიყვარულით იყვნენ გამსჭვალულნი ეს მხცოვანი დები, მთელი მათი ოჯახი გრიშა ბატონიშვილის შთამომავლებისადმი და საფუძველი ამისა ძიძიშვილობის მადლი გახლდათ - საოცარი ტრადიცია ჩვენი ერისა.

ეს ერთი ციდა, მუდმივად მდუმარე მოხუცი ბავშვებისთვის არ უნდა ყოფილიყო მიმზიდველი ადამიანი, მაგრამ საკმარისი იყო გასაუბრებოდით, რომ გამორჩეული სითბო გეგრძნოთ. მასლაათი არ უყვარდა, სტუმრად მისულ ნათესაობას თავშეკავებული თავაზით ექცეოდა, მხოლოდ აუცილებელს გამოჰკითხავდა და შესაბამისად დაარიგებდა. მოწიწებით ეპყრობოდნენ თანამოწესე დედები - იშვიათად თუ ეწვეოდნენ, ერიდებოდათ მისი მყუდროების დარღვევა. დასის მოძღვარი მამა კონსტანტინე ხშირად აკითხავდა, სულიერ დარიგებებს არ აკლებდა, აზიარებდა. როგორც წესი, ტაძარში წირვა-ლოცვის ჟამს წინამძღვრის შემდგომ დიდი სქემმონაზონ მარიამის საჯანმრთელო ითქმოდა. 

დედა მარიამს დაბარებული ჰქონდა, საყდარში გადასვენებისას მისი ნეშტისთვის იღუმენიას კუთვნილი წმინდა ბარბარეს დიდი ხატი წარემძღვარებინათ. განსასვენებელი ადგილიც აღმზრდელის ფერხთით მიიჩინა. ერთი სათხოვარიც დატოვა: როგორც ჩემი კოკი (კოკი გრიგოლის ძე დადიანი, გრიშა და ელეონორა დადიანების უფროსი ვაჟი, ხელისუფლებამ 1924 წელს დახვრიტა) გაურანდავი ფიცრებით შეკრული სასახლით დაიმარხა, მეც ასევე დამასაფლავეთო.

ორი წლის შემდეგ, 1975 წლის 28 დეკემბერს, 90 წლის ასაკში, უმცროსი და ანაც გარდაიცვალა და ასე დასრულდა ამ ორი  წმინდა მონაზვნის მიწიერი ცხოვრება.

დაყუდებულობის თემას დიდსქემოსან მარიამის გახსენების გამო შევეხე. მაშინ ასაკის სიმცირის მიზეზით, რა თქმა უნდა, არაფერი გამეგებოდა, მაგრამ ის კი კარგად მახსოვს, დედას რომ პირველად ვკითხე, ძაკუ ცირა ოთახიდან რატომ არ გამოდის-მეთქი, არც ის დამავიწყდება, რა სერიოზულად დამიწყო ბალღს ახსნა, რომ ის უფლის წინაშე დადებული პირობის გამო აივანზე ვერ გამოვიდოდა.

- თქვენ ხშირად გიხსენებიათ დიდი აღტაცებით თეკლათელ დედათა შესრულებული საგალობლები. რით იყო ისინი ასე განსაკუთრებული?

- ბავშვობაში არაერთხელ მომისმენია დასის უკანასკნელი მხცოვანი მონაზვნების ძველქართულ კილოზე შესრულებული გალობა, რაც იმდენად ამაღლებული და განუმეორებელი განწყობილების მომგვრელი იყო, რომ, ასაკის მიუხედავად, ვგრძნობდი მის სიდიადეს. ახლაც ჩამესმის მარიამ ჭიჭინაძის საოცარი ბანი... მიკვირს, ხორციელად განლეულს, საიდან ამოსდიოდა ის ღვთიური ხმა. ამბიონზე მამა კონსტანტინე წირავდა, დედები გალობდნენ და მე, კუთხეში მდგარი, მოკრძალებით შევცქეროდი მათ თითქოს ძველქართული ფრესკებიდან გადმოსულ სახეებს...

არაერთხელ მისაუბრია დედაჩემთან, ნინო დადიანთან ამ თემაზე, როცა ძველი და თანამედროვე მგალობლები შეგვიდარებია. დედას უყვარდა ქართული სიმღერა, დანანებით მეტყოდა: - ეჰ, შვილო, ის უნდა მოგესმინა, რაც ჩვენს ბავშვობაში იყო... თებრონე ჯინორია და ფოტი სანიკიძე გალობას რომ იწყებდნენ და მათ გუნდი აჰყვებოდა, რა აღწერს იმ დიდებულებას. ეს იყო გასაოცარი, ენით გამოუთქმელი, ღვთისგან ბოძებული ნიჭიერების ზეიმი, მედავითნეთა კილო, მგალობელთა ტექსტისა და ჰანგის ჰარმონია ისეთ განწყობილებას შეგიქმნიდა, ამქვეყნად თუ იყავი, გავიწყდებოდაო...

- გთხოვთ დედა თებრონეზეც მოგვითხროთ.

- ამ მოღვაწე მონაზვნის ხსოვნა ათწლეულების შემდეგაც შემორჩა ხალხს. ბერი იოანე ანანიაშვილი იგონებს: "დედა თებრონე ჯინორიძე (იგივე ჯინორია) იყო საეკლესიო წირვა-ლოცვათა ტიპიკონის ბრწყინვალე მცოდნე და დიდებული მგალობელი. იგი საეკლესიო გალობას ასწავლიდა მოსწავლე ასულებს, ვიდრე ამ სკოლის გაუქმებამდე უღვთოთა მიერ. მისი ღვთივ-განსვენების შემდგომ დიდი დრო იყო გასული, როდესაც მე სასულიერო მოღვაწეობა დავიწყე სენაკში, და მაინც, არა მხოლოდ ძველი თაობის მონაზონნი, არამედ ძველი თაობის მორწმუნე ერისკაცნიც კი მოწიწების გრძნობით მოიხსენიებდნენ მას და აუცილებლად აღნიშნავდნენ ხოლმე, ფრიად წმინდა მონაზონი და კარგი მგალობელი იყოო.

დედა თებრონე 1910 წლის 14 მარტს დაჯილდოებულ იქნა ვერცხლის მედლით და ვლადიმერისა და ალექსანდრეს ორმაგი ბაფთითა და ამ მედლის სატარებლით. ეს მედალი, თავისი ბაფთით, ფრიად დაზიანებული, და დაჯილდოების მოწმობა (რუსულ ენაზე) მონასტრის ნეტარხსენებულმა მოძღვარმა მამა არქიმანდრიტმა კონსტანტინე ქვარაიამ მე ჩამაბარა შესანახად.

შემთხვევითაა გადარჩენილი ქაღალდის მცირე ზომის ერთი ფურცელი, ორივე გვერდზე ნაჩქარევი მხედრული ასოებით დაწერილი მონაზონ თებრონე ჯინორიას ხელით. ამ ნაწერიდან ჩანს, თუ რაოდენ ღრმადმორწმუნე დედა ყოფილა იგი.

პირველ გვერდზე: "1895 წ. 28 სექტემბერს ღამის მესამე საათზე 28 დღეზეთ შაბათი რო თენდებოდა, ისე განისვენა განათლებული, გამზრდელი ჩემი, მღვდელ-მონაზონი დიდ სქემოსანი თეოფანემ - მამაო ჩემო, მიოხე მაცხოვრის წინაშე, მე, შენ მიერ შეყვარებულს შვილს მონაზონ თებრონეს.

ღმერთო მოწყალევ, ღირს მყავ, რათამცა მეცა მივაწიო იმ ადგილს, რომ სამარადისოდ ვხედვიდე შენს მიერ ბოძებულს დიდებაში მამასა ჩემსა დიდ ბედნიერობისა შვამდგომელს თეოფანეს, ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია".

აქ მოხსენიებული დიდსქემოსანი მღვდელმონაზონი თეოფანე არის ზემოხსენებული მამა თეოფანე ჯინორია. ამ გაცრეცილმა ფურცელმა გვამცნო მისი გარდაცვალების წელი, თვე, რიცხვი, საათი და დღეც. თუმცაღა ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს ასეთ სიზუსტეს, მაგრამ კარგია და გულისამაჩუყებელიც, რომ დედა თებრონემ ასე ზუსტად ჩაიწერა და ისტორიას დაუტოვა ცნობა თეოფანე ჯინორიას გარდაცვალებისა.

მეორე გვერდზე წერია: "1902 წ. 11 ივლისი. ამავე რიცხვსა შინა განისვენა დიდი სქემმონაზონი დედა ჩემი დოდო ჟვანიას ასულმან. დასაფლავდა აქავე ჩემს მონასტერში. ღმერთო, შენ გაანათლე დედაჩემის სული შენითა უხვითა მოწყალებითა, ეს შემისრულე. შენი მოწყალების მაძიებელი უღირსი მონაზონი თებრონე ჯინორია".

როგორც არქიმანდრიტ კონსტანტინესგან მომისმენია, სქემმონაზონი თებრონე ჯინორიძე 1949 წელს გარდაცვლილა. მამა კონსტანტინეს ნათქვამი აქვს ჩემთან და სხვებთანაც: "როცა ამ მონასტერში დავიწყე მოღვაწეობა, სქემმონაზონი თებრონე ჯინორიძე ძალიან მოხუცი, თანაც სნეული იყო და სიარულიც უჭირდა, რის გამოც სენაკში ვნახულობდი და ვაზიარებდი. დიდად მოღვაწეს სხვა მონაზვნები და მორწმუნე ერისკაცები გამორჩეული პატივისცემით ეპყრობოდნენ. თეკლათში ჩემი მისვლის შემდგომ მალე გარდაიცვალა. მამა კონსტანტინემ მაჩვენა აგრეთვე დედა თებრონე ჯინორიძის საფლავი. იგი არის ტაძრის აღმოსავლეთით.

ამ რამდენიმე წლის წინ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის გაზეთ "საფარველის" 2001 წლის მეორე ნომერს ვათვალიერებდი, იქ აწ გარდაცვლილ მამა დავით ფიფიას ოჯახისგან გადმოცემულ, ვინმე დედა თებრონეს ერთ წერილს წავაწყდი. როგორც ამ მასალის გამომქვეყნებელი აღნიშნავს: "მოსწავლის რვეულის ორ გვერდზე დაწერილი ეს სიწრფოებით, უფლისადმი სასოებითა და მოყვასისადმი უსაზღვრო სიყვარულით სავსე სტრიქონები ჩვენს თვალწინ აცოცხლებს იმ ავბედით დროს, როცა ბოროტების იმპერიის იდეოლოგიისგან დევნილი ჭეშმარიტება, მიუხედავად მრავალი შეჭირვებისა, მტკიცედ იდგა კლდეზე და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას. წერილი დაუთარიღებელია, მაგრამ მასში მოხსენიებული მოვლენები გვავარაუდებინებს, რომ დაწერილია 1930 წელს".

ეს დედა თებრონე, ცხადია, თებრონე ჯინორიაა, წერილში მოხსენიებული მღვდელი პეტრე - მამა პეტრე ბაკურაძე, ხოლო ნიკო - 1924 წელს დახვრეტილი - მოძღვარი, მამა ნიკო ხეცურიანი უნდა იყოს. დედა ფასტო - ფავსტო შუშანიაა, მარია - დედა მარიამ ჭიჭინაძე, აღზრდილი თებრონე ჯინორიძისა, შემდგომში ძველი დასის უკანასკნელი წინამძღვარი.

წერილი დაუთარიღებელია, კორესპონდენტი 1930-იან წლებს აკუთვნებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის უფრო ადრე, 1924 წლის შემოდგომაზე უნდა იყოს დაწერილი.

"ქრისტე აღსდგა!

10 აპრილი. ძველით.

ჩემო ძვირფასნო მეგობარნო, მიხაილ და ანასტასია! თქვენი ხსენების ჭირიმე, მოგილოცავთ პასექის დღესასწაულებს. მრავალ ბედნიერ დღეებს დასწრებოდეთ საყვარელის შვილებითურთ, მასთან დედა ელისაბედს და მამის მსგავს ჩაგუს სასოებით ვიკითხავ და ქრისტე აღსდგას ვეტყვი შორიდან. მაცხოვარს ვევედრები მათთვინ, კეთილი დრო და ჟამი მოესწროთ მათ, მანემდი აცოცხლოს. აგრეთვე თქვენ საყვარელ შვილებს - გიორგი, დავით, კონსტანტინე, მარიამ, ახლად შეძენილ ასულ ნინას ვეამბორები შორიდან ყველას და ქრისტე აღდგას უგალობ სასიხარულოდ და აღსაზრდელად იმ წარმოდგენით, ვითომ მე თქვენს ბედნიერ ოჯახში ვიყო და იქვე ვგალობდე, ისე შორით გახსენებთ სიყვარულით და ვგალობ. ქრისტე აღდგას ამხანაგებითურთ ჩემით აღვავლენთ ღვთის წინაშე ვედრებას თქვენდა სადღეგრძელოდ.

ძმაო მიხაილ, მე მშვიდობით გახლავარ ღვთის შეწევნით. თქვენ მიერ წერილი თუმცაღა მომივიდა ადრევე, მაგრამ იმდენი განსაცდელები ტრიალებდა შემდგარი ჩვენთვის, დროის გამოკეთებას უყურებდი და მიტომ ვერაფერი მოგწერეთ. ჩვენ ვიყავით ათასი ფუთი სიმიდით დაბეგრილი, ანუ გადახდა, ანუ სამი დღის შიგნით დაცლა მონასტრისა. ეს წინადადება გამოგვიცხადეს. მე ჩემი მხრით გამოუცხადე მონაზვნებს: - "აბა, დებო, მოაწია ჩვენმა ბედნიერმა დღემ, მოვემზადოთ, წამება მოგველის, ჩქარა გვიშვებენ მაცხოვართან-მეთქი", და, რასაკვირველია, ჩემო მიხაილ და ანასტას ჭირიმე... დავითანხმე ყველა და ვემზადებოდით, უსიკვდილოდ გადასვლა არ შეიძლებოდა. ეს ჩვენი აზრი შეიტყვეს, ბევრი რამე არჩიეს, მაგრამ რადგან ღმერთი მოწყალედ გვიყურებდა, იდიდა მისი ხატება, სიმიდის გადახდა მოხსნეს და ჩვენც ხელშეუხებელი დავრჩით. თქვენი კეთილი მეგობარი ფასტო დაიჭირეს, ჩეკაში ყავდათ ორი დღე-ღამე, ვითომ ლივერი (რევოლვერი, - კ.კ.) უნდა ქონებოდა. ვიღაც სულის მტერმა შური იძია, ფასტომ სიტყვა გასცა: "თუ ჩემი ანაფორა ლივერად მიგაჩნიათო, არ ვიციო. მე და ეს ერთად უნდა მოვკტეთო და სხვა სულ ტყვილი და სიცრუე არის". მთავრობამ სახეში მიიღო როგორიც სიმართლე ქონდა, მეორე დღეს გაუშვეს. ეხლა მშვიდობით არიან ორივე დები. სახლი კარგი აქვენ, ეკლესია სამოთხის შესადარია, გაღებილია, ვლოცულობთ, ვგალობთ და ვევედრებით მოწყალეს, მშვიდობა ინებოს საყოველთაოდ. ჩვენმა სამღვდელოებამ ყველამ ხელი მოაწერა, უარი თქვეს საეკლესიო სამსახურზე, ჩვენმა მღვდელმა პეტრემ ყველაზე წინ გაიძრო, გაიპარსა, მაგრამ სიმიდი 30 ფუთი მაინც გადაახდევინეს, ჩვენმა ნიკომ რა ქნა, არ ვიცი. დაიჭირესო, გავიგე, შემდეგი ვერაფერი გავიგე, იმედი მაქვს, ის მხნე კაცია და სხვა..."
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat