იღუმენია ქეთევანისა და კონსტანტინე ბერის თანამოღვაწეობა განსაკუთრებული სულიერებით გამოირჩეოდა
იღუმენია ქეთევანისა და კონსტანტინე ბერის თანამოღვაწეობა განსაკუთრებული სულიერებით გამოირჩეოდა
1933 წლის შემოდგომაზე, სქემიღუმენია ელეონორა დადიანის გარდაცვალების შემდეგ, დედათა კრებული დიდხანს დარჩა უწინამძღვროდ. მერე კი იღუმენია ქეთევანს (ახვლედიანი) დაასხეს ხელი. დედა ქეთევანის მამა-ბიძანი ღვთისმსახურნი იყვნენ, თავდაპირველად სწორედ მათზე მოთხრობა ვთხოვეთ ბატონ პაატა ქურდოვანიძეს:

- თეკლათის დედათა მონასტრის სულიერი ცხოვრების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ახვლედიანთა გვარის იმ ოჯახმა, ღირსი მამა - დეკანოზი გიორგი რომ ედგა სათავეში, - ბრძანებს ბატონი პაატა, - ჩემს არქივში ვინახავ ეპისკოპოს გრიგოლ დადიანის ერთ ფოტოს ავტოგრაფული მინაწერითურთ: ,,ჩემს სულიერს მოძღვრად ყოფილს, მამა გიორგი დეკანოზს ახვლედიანს ყ-დ სასიყვარულოდ უძღვნი ეპისკოპოსი გრიგოლი. 1881 წ. 6 ივნისი". გიორგი სიმონის ძე ახვლედიანი ახალგაზრდობაში, გრიგოლ დადიანთან ერთად, კარგა ხანს მოღვაწეობდა აფხაზეთში და სწორედ იქიდან დაიწყო მათი მეგობრობა.

დეკანოზის ძმებიც ღვთისმსახურნი იყვნენ: არქიმანდრიტი სერაპიონი გელათის მონასტერს წინამძღვრობდა. 1911 წლის 15 მაისის #12 ,,შინაური საქმეები" პირველ გვერდზე აქვეყნებს ნეკროლოგს, რომელშიც აღნიშნულია: ,,გარდაიცვალა გელათის მონასტრის ყოფილი მხცოვანი წინამძღვარი, არქიმანდრიტი სერაპიონი (ახვლედიანი). განსვენებული დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა, როგორც წინამძღვარი, ჯერ მოწამეთას მონასტერში და შემდეგ გელათის მონასტერში. უკანასკნელ ხანებში, აგერ ექვსი წელიწადია, იგი მონასტერს აღარ განაგებდა მოხუცებულობის გამო. იგი იყო მოძღვარი ღვთივ განსვენებული ეპისკოპოს გაბრიელისა. განსვენებული არქიმანდრიტი დაასაფლავეს გელათის მონასტრის საკრებულო ტაძარში".

მეორე ძმა, ახალგაზრდობიდანვე ბერად აღკვეცილი ქრისტეფორე (ქაიხოსრო), ათონის წმინდა მთაზე, ახლად დაარსებულ ქართულ მონასტერში მოღვაწეობდა. სასულიერო პირი იყო სოფ. როკითში (ბაღდათის რაიონი) მცხოვრები ალექსი ახვლედიანიც. ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა ძირ ოჯახში, სოფელ გურძემში დარჩენილი უმცროსი ძმის - ივანეს სახლობაც.

ღვთის სიყვარულითა და რწმენის სიმტკიცით იყვნენ ცნობილნი ამ სასიქადულო ოჯახის სხვა წევრებიც. დეკანოზი გიორგი ახვლედიანი ქალიშვილებთან - ქეთევანთან და რიფსიმესთან ერთად მონასტერში ჯერ კიდევ 1880-იან წლებში დაემკვიდა. მათ რამდენიმე წლის შემდეგ ბიძაშვილი - ელენეც შემოუერთდა.

ერთ-ერთი გადმოცემით, დედათა მონასტრის უდიდესი სიწმინდე - იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი (ცერი თითი), რომელიც უძვირფასესად შემკულ ლუსკუმაში იყო ჩასვენებული, გიორგი ახვლედიანს საბერძნეთში, ათონის მთის მოლოცვისას შეუძენია ორას ოქროს მანეთად. მონასტრისათვის მისი შეწირვის შემდეგ, ყოველ წელს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე, ე.ი. ძვ.სტ. 24 ივნისს (7 ივლისს) ღამისთევით მსახურების შემდგომ, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ვრცელი პარაკლისი დაწესდა, რომლის დასრულებისთანავე წყალკურთხევის საზეიმო ცერემონიალი აღესრულებოდა.

გიორგი ახვლედიანს მონასტრისათვის შეუწირავს მეორე სანაწილეც (ეს ბერმა იოანე ანანიაშვილმა მიამბო). ეს სიწმინდე 1978 წლის ოქტომბერში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისათვის მონასტრის მოლოცვისას საჩუქრად მიურთმევიათ და დღეს საპატრიარქო რეზიდენციაშია დავანებული. იოანე ბერი აღნიშნავდა, რომ სანაწილეში ქაღალდზე ეწერა, თუ რომელი წმინდანების ნაწილები იყო იქ ჩასვენებული, მაგრამ, სამწუხაროდ, ნაწერი აღარ იკითხება, ამ ქაღალდს მაინც ვინახავ, იქნებ, მეცნიერებმა შემდგომში შეძლონ მისი ამოკითხვა და გავიგოთ მათი მნიშვნელობაო.

- დედა ქეთევანი იღუმენიად როდის აკურთხეს?

- სქემიღუმენია ელონორას გარდაცვალების შემდეგ (1933 წ.) დედათა მონასტერს წინამძღვარი კარგა ხანს არ ჰყავდა და კრებულს ენკრატისთა ჯგუფი განაგებდა. უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ, მოღვაწეობისათვის შედარებით მშვიდი დრო რომ დაუდგა, 1944 წელს, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტად და ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად გადასახლებიდან დაბრუნებული მეუფე ეფრემი (სიდამონიძე, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II (1896-1972)) დაადგინა. მღვდელმთავარმა ეპარქიის ჩაბარებისთანავე თეკლათი მოილოცა და იღუმენიად სქემმონაზონი ქეთევანი აკურთხა.

- დედა ქეთევანი წინამძღვრად რომ დაადგინეს, ოთხმოცდაათ წელს გადაცილებული ყოფილა. ხომ არ გაუჭირდა მონასტრის მართვა, ურწმუნო ხელისუფლებასთან ურთიერთობა?

- სქემიღუმენია ქეთევან ახვლედიანი მტკიცე ნების ადამიანი გახლდათ. მონასტრის ისტორიისა და სულიერი ცხოვრების მემატიანემ ზედმიწევნით იცოდა სავანის ყველა განაწესი და პირველი, რაც მოიმოქმედა, დასის წირვაზე გამოსვლის რიტუალი აღადგინა. შემოჰკრავდნენ თუ არა ზარს, ანაფორითა და სამონაზვნო ლეჩაქით შემოსილი, საწინამძღვრო ჯვრით მკერდდამშვენებული, თავჯვრიანი კვერთხით ხელში მობრძანდებოდა სენაკიდან. ორ მწკრივად ჩარიგებული მონაზვნები მოწიწებით ელოდნენ იღუმენიას, რომელსაც წინ მგალობლები მოუძღოდნენ. ვიდრე დედა იღუმენია ტაძრის ყველა ხატს არ ემთხვეოდა, გუნდი შეუწყვეტლივ გალობდა. მოლოცვის შემდგომ იგი, უძლურებისა გამო, საწინამძღვრო ტახტზე დაბრძანდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა ღვთისმსახურება. ვისაც კი დედათა დასის ეს ლამაზი და ტრადიციული მსვლელობა ერთხელ მაინც ენახა, მთელი ცხოვრება არ ავიწყდებოდა... ასე იყო ყოველცისმარ, წლიდან წლამდე, ნებისმიერ ამინდში, დარსა თუ ავდარში.

მისი წინამძღვრობის ჟამს, კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, თეკლათში მღვდელმსახურად ბერ-მონაზონი მამა კონსტანტინე (ქვარაია) დაემკვიდრა. იღუმენია ქეთევანისა და კონსტანტინე ბერის თანამოღვაწეობა განსაკუთრებული სულიერებით გამოირჩეოდა. მათი ერთობლივი ძალისხმევით მონასტრის მინავლებულმა ცხოვრებამ აღმავლობა იწყო. დედა იღუმენიას გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინე ბერმა თითქმის ნახევარი საუკუნე იცოცხლა და ის წმინდა აღმაფრენა თეკლათს არ განელებია. დედა ქეთევანისა და მისი თაობის ღირსეული მემკვიდრის - მამა კონსტანტინეს მოწამებრივი გარჯა-ამაგი მართლაც რომ სამაგალითოა.

ქეთევან ახვლედიანის წინამძღვრობისას კრებულს ადგილობრივი ხელისუფალება უწინდებურად არ ავიწროებდა, მაგრამ ოფიციალურად არც მონასტრის არსებობას აღიარებდა. მონაზონთა სენაკები დანომრილი იყო, როგორც ქუთაისის ქუჩის გაგრძელება, ხოლო მონასტრის შემოგარენი ქალაქ ცხაკაიის ერთ-ერთ უბნად აღირიცხებოდა, მონაზვნები კერძო სახლის მფლობელ მოქალაქეებად მიიჩნეოდნენ. კრებული დაცარიელებულ საცხოვრისზე პრეტენზიას ვერ განაცხადებდა. სახლს გარდაცვლილის ნათესავები ეპატრონებოდნენ და ძირითადად საზაფხულო აგარაკებად იყენებდნენ.

სქემიღუმენია ქეთევანს დიდ პატივს მიაგებდნენ არა მარტო სამღვდელონი და მოსიყვარულე მრევლი, არამედ თვით საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებიც. არაერთი მათგანი ცდილა, ოფიციალურ დოკუმენტებში მოხსენების გარეშე და უცხო თვალისაგან მალულად მისი მოკრძალებული თხოვნის შესაძლებლობისდაგვარად დაკმაყოფილებას.

- ამბობენ, ღირს დედა ქეთევანს მხატვრობის ნიჭიც ჰქონია...

- მართალს ბრძანებთ. ჩემს ხელთაა ბიძაჩემის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის, აგული დადიანის პატარა ესკიზი - ,,მხატვარი მონაზონი", რომელიც მან 50-იან წლებში დაწერა და გასაგები მიზეზების გამო არასოდეს გამოქვეყნებულა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს, სადაც ის მონასტერში გატარებულ ბავშვობას იგონებს და ქეთევან ახვლედიანის დიდი გატაცების - ხატწერის სიყვარულზე გვიამბობს.

,,საქართველოში თითქმის ყველა მონასტერი ლამაზ ადგილზეა აშენებული. სილამაზის ცქერა მორწმუნეებს ალბათ უადვილებდა ასკეტურ ცხოვრებას. თეკლათის დედათა მონასტერიც მშვენიერ ადგილზეა: სოფელი თეკლათი ცხაკაიიდან სამიოდე კილომეტრითაა დაშორებული. აქედან წიფლისა და რცხილის ტყით დაფარული მთა-გორაკების იქით ზემო თეკლათის მონასტრის ჭიშკარიც გამოჩნდება. ჭიშკრის შიგნით, მარჯვნივ, ორსართულიანი ქვის შენობა დგას, სადაც ადრე სასულიერო სასწავლებელი იყო. ამ ,,მოკლევადიანი მოსამზადებელი კურსების" დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ასულები მონაზვნად - იესო ქრისტეს მხევლებად აღიკვეცებოდნენ და ეკურთხებოდნენ.

მონასტრის ეზო ოვალურია, რომლის შუაში აუზისა და შადრევნის ნანგრევებია, გარშემო კი ყავრით დახურული მრავალი პატარა სენაკი (მონაზონთა საცხოვრებელი სახლი) ჩამწკრივებულა. ეზოს ბოლოში ეკლესია დგას. იქვე წყდება მთის თხემი და იწყება კოლხეთის ველის ულამაზესი გადასახედი. იგი წარმტაცია, როგორც ალაზნის ველი სიღნაღიდან...

ჩემს ბავშვობაში გავიცანი ქეთევან ახვლედიანი. ამ მონასტრის მონაზონი, მეტად ნიჭიერი ქალი. ეს ნაცნობობა ოციან წლებში დაიწყო, მაშინ მშობლებს დავყავდით ბებიასთან სააგარაკოდ. აქ მშვენიერი ჰაერია, ხორაგიც საკმარისი იყო, სასეირნო და ბურთის სათამაშო ადგილიც, ამ ორ უკანასკნელს მაინც დანატრებული ვიყავით. სეირნობა მხოლოდ უფროსების თანხლებით შეიძლებოდა, იმათ კი არ ეცალათ, ბურთის თამაში ხომ სასტიკად იკრძალებოდა მონასტრის ეზოში.

და აი, კდემამოსილი ქართველი ქალის განსახიერება - ქეთევან ახვლედიანი! კარგად არ ვიცი მისი ბიოგრაფია, მაგრამ მახსოვს ერთ-ერთი მონაზვნის სახლში დეკანოზ ახვლედიანისა და მისი სამი ასულის დიდი სურათი, შემდგომ სამივე მონაზვნად აღიკვეცა. ერთ-ერთი მათგანი მონაზონთა გუნდის ლოტბარი გამხდარა. იგი, ალბათ, უკანასკნელი ქართველი მგალობელი იყო, შესაძლოა მან ძველი ქართული მუსიკალური დამწერლობა იცოდა, რადგან მახსოვს მისი საგალობელთა ტექსტების რვეული რაღაც უჩვეულო ნიშნებით.

ერთხელ ქეთევან ახვლედიანთან შესვლისას დავინახე საღებავშეუშრობელი ხატი, იქვე საღებავები, ფუნჯები, გავოცდი. ეს წმინდა ნინოა, საქართველოს განმანათლებელი, - მითხრა მან და ღიმილით დასძინა: არ მისწავლია, მიყვარს და ვხატავ. ჩემი იქ ყოფნისას ქეთევანმა დაამთავრა წმინდა ნინოს ის ხატი, რომელიც შემდეგ აკურთხეს (ძველი ქართული წესით) და სხვა ხატების გვერდით დაასვენეს, მას შემდეგ ორჯერ კიდევ ვნახე და ახლა ათას ხატში გამოვარჩევ. ქეთევან ახვლედიანის გარდაცვალების შემდეგ ვიღაც მორწმუნეს აჩუქეს და დაიკარგა...

ნანახი მაქვს ქეთევან ახვლედიანის კიდევ ერთი ადრინდელი ნამუშევარი - წმინდა ეკატერინე, რომელიც სქელ ფიცარზე იყო დახატული. ასეთ ფიცარ-ჩარჩოს რუსეთის საეკლესიო აღკაზმულობის სახელოსნოები ამზადებდნენ. ჩარჩოს პირზე, ზევით, იმ წმინდანის სახელი იწერებოდა, ვისი სახეც უნდა ჩახატულიყო განკუთვნილ ადგილას. სახის გარშემო ქარხნული წესით დახატული იყო ოქროსფერი შარავანდედი. ჩარჩო მოოჭვილი იყო საღებავებით იმიტირებული ძვირფასი თვლებით. ქეთევან ახვლედიანის სხვა ხატი ,,ღვთისმშობელი ჩვილით" ქუთაისში მონაზონ ბერაიას ნათესავებთან ინახება, ხოლო ეკლესიაში ახლაც კიდია მხატვარ-მონაზვნის მიერ დიდი ოსტატობით შესრულებული ,,მწყემსი მაცხოვარი". იგი გადმოღებულია რუსული ხატიდან. ღრმად მოხუცებულმა მონაზვნებმა დამიდასტურეს, რომ ქეთევანს დახატული ჰქონდა წმინდა გიორგი, თეკლათის დედათა მონასტრის მფარველი, წმინდა ბარბალე და სხვა, მაგრამ ძნელია ახლა მათი მიგნება...

ამ მცირე წერილის მიზანი თვითნასწავლი ნიჭიერი ქართველი ქალის არსებობის აღნიშვნა იყო. ვინ იცის, იქნებ, შემდგომში ვინმე დაინტერესდეს ქეთევან ახვლედიანის ცხოვრებითა და მხატვრობით და ეს პატარა ჩანაწერი გზამკვლევად გამოადგეს".

რა უცნაურად იწინასწარმეტყველა აგული დადიანმა, იქნებ ,,გზამკვლევად გამოადგესო", გამომადგა და მერე როგორ!

ქვეყნიური ღვაწლით მოღლილ-მოქანცული იღუმენია ქეთევანი 1957 წლის 10 მარტს (ძვ.სტ.) აღესრულა შობიდან 120 წლისა, დაკრძალულია მონასტერში, ტაძრის დასავლეთ მხარეს, მამისა და დის - სქემმონაზონ რიფსიმეს გვერდით. დროის გადასახედიდან უდავოდ დიდი მორალური გამარჯვებით დასრულდა ამ გამორჩეული ქალბატონის ურთიერთობა ურწმუნო ხელისუფლებასთან.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat