ხობის მონასტერი - ღვთისმშობლის კვართის სავანე
ხობის მონასტერი - ღვთისმშობლის კვართის სავანე
გვესაუბრება ხობის ხარების დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ანა (მუსელიანი):

- ჩვენი ქვეყნის ისტორიის ცოცხალი სახეა ხობის სამონასტრო კომპლექსი , რომელიც უძველესი ქრისტიანული პერიოდიდან იღებს სათავეს და ქართველი ხალხის ცნობიერებაში სულიერ და ეროვნულ სიწმინდედაა აღბეჭდილი.

ტაძრის აგების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა მონასტერში არსებული სიწმინდეების გამო იგი ევროპელ მოგზაურთა ყურადღების ცენტრში მოქცეულა. რუსი ელჩების - ტოლჩანოვისა და იევლევის ცნობით, ხობის მონასტერი აგებულია ბერძენთა კეისრის, ჰერაკლეს დროს. დიუბუა დე მონტერე მიიჩნევს, რომ ტაძრისთვის მიშენებული ეკვდერი XI-XII საუკუნეებისაა. ექვთიმე თაყაიშვილის აზრით, ტაძრის გეგმა, ჩუქურთმა და სტილი მიუთითებს, რომ მონასტერი აგებული უნდა იყოს არა უგვიანეს X-XI საუკუნეებისა. სავარაუდოა, რომ მონასტერმა დღევანდელი სახე XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე მიიღო და ეს პროცესი გიორგი II დადიანის სახელს უკავშირდება. ამას ადასტურებს ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე მოთავსებული მისივე ფრესკა, რომელიც, მართალია, XVII საუკუნეს განეკუთვნება, მაგრამ, როგორც ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავს, იგი განუახლებიათ უკვე გაცრეცილ კონტურზე, სწორედ იმ დროს, როდესაც იქ ლევან დადიანსა და მის მეუღლეს ხატავდნენ. მისივე აზრით, გიორგი II დადიანი ტაძრის პირველი მაშენებელი ვერ იქნება, რადგან ხობში დაცულია შერგილ დადიანის XIII საუკუნის ფრესკა. გიორგი დადიანს უნდა მიეწეროს იმ ღია შტოს მიშენება, რომელიც უვლის ხობის ეკლესიას სამხრეთით და აღმოსავლეთით. როგორც ჩანს, გიორგი II-მ ტაძარი აღადგინა. ყოველ შემთხვევაში, მის სახელს აქ მნიშვნელოვანი ძვრები უკავშირდება. მასვე უნდა მიეწეროს გარკვეულ სამშენებლო საქმიანობასთან ერთად საეპისკოპოსო კათედრის დაარსება.

ხობის ტაძრის შესახებ არსებულ XIV-XV საუკუნეების დოკუმენტებში ხობის მონასტერი მოიხსენიება როგორც საეპისკოპოსო კათედრა. პირველი ხობელი ეპისკოპოსია ილარიონი.

1470 წლიდან XV საუკუნის შუა ხანებამდე, ანუ საბოლოოდ გელათში დამკვიდრებამდე, აფხაზეთის კათალიკოსები ბიჭვინთის პარალელურად ხობში მოსაყდრეობდნენ.

XVII საუკუნეში იტალიელი მოგზაური, არქანჯელო ლამბერტი, რომელიც სამეგრელოში 1633-1649 წლებში ცხოვრობდა, ხობს გაუქმებულ საეპისკოპოსოთა შორის მოიხსენიებს. XVII საუკუნის 30-იან წლებში მოშლილი ხობის საეპისკოპოსო ლევან დადიანს 1639-1649 წლებში აღუდგენია.

1852-82 წლებში ხობის მონასტერში მოღვაწეობდა მღვდელმონაზონი კალისტრატე ჩიჩუა, რომელსაც მნიშვნელოვანი ნაშრომი აქვს დაწერილი და სერიოზულ ისტორიულ მასალებს გვაწვდის ტაძრის მატიანისა და აქ დაცული სიწმინდეების შესახებ.

მონასტერმა არაერთი დარბევა და გაძარცვა განიცადა, მაგრამ იგი ყოველთვის ახერხებდა ისევ ფეხზე დადგომას და აქედან გახიზნული ხატებისა და სიწმინდეების უკან დაბრუნებას.

ტაძრის მატიანის ბოლო ფურცლები გვამცნობს, რომ 1886-90 წლებში აქ უმოღვაწია ღირს მამა სქემმონაზონ იოანე-ალექსი შუშანიას, რომელსაც დიაკვნად ამ მონასტერში დაასხეს ხელი.

XX ს-ის დასაწყისში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ვერც ხობის მონასტერი გადაურჩა და, სამწუხაროდ, იგი ყველაზე მძიმე და მტკივნეული აღმოჩნდა. როგორც ყველგან, ხობის მონასტრიდანაც დაიწყეს ხატებისა და სიწმინდეების გატანა. 1923-36 წლებში ზუგდიდის ისტორიულ და თბილისის სახელმწიფო მუზეუმებს სათანადო აქტების საფუძველზე გადაეცათ ხობის მონასტრის ხატები და სიწმინდეები, თითქოს შესაკეთებლად და დროებით შესანახად.

ხობის მონასტერში დაცულ სიწმინდეთაგან აღსანიშნავია: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი ვერცხლის კუბოთი, რომელიც ლევან II დადიანს შეუწირავს (საყურადღებოა ვერსია ღვთისმშობლის კვართის ხობის მონასტერში მოხვედრის თაობაზე. იმავე რუსი ელჩების ათონელი ბერებისგან მიღებული ცნობით, კვართი საქართველოში კონსტანტინოპოლიდან წამოუღია ერთ წიგნების მცველს და დაუტოვებია ხობის მონასტერში, ჯერ კიდევ VIII-IX საუკუნეებში, როდესაც ბიზანტიაში ხატმებრძოლობა მძვინვარებდა. ეს მოსაზრება იძლევა საფუძველს, რომ VII-VIII საუკუნეებიდან აქ არსებობდა ღვთისმშობლის სახელობის პატარა ეკლესია, რომელიც იქცა ბალავრად შემდგომში მძლავრი მონასტრის დაფუძნებისა), ძელი ჭეშმარიტის რამდენიმე ნაწილი, რომელიც ბურდუხან დედოფლის კუთვნილ ხატში ყოფილა ჩაბრძანებული, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი ძელიცხოვლის ნაწილით, ტრაპეზის ჯვარი ძელიცხოვლის ნაწილით, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი, წმიდა იოანე ნათლისმცემლის ნაწილი, წმიდა გიორგის ბარძაყის ძვალი, წმიდა მარინეს მკლავის ნაწილი, სხვადასხვა ხატები, მათ შორის ხობის ღვთისმშობლის X ს-ის ხატი და სხვა უამრავი ხატი, რომელთა ნაწილი დაიკარგა, ნაწილი კი დაცულია აღნიშნულ მუზეუმებში.

ბოლშევიკებმა ფიზიკური შეურაცხყოფით მონასტრიდან გააძევეს ბოლო წინამძღვარი, არქიმანდრიტი ალექსი მირცხულავა. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარში წირვა-ლოცვა აუკრძალეს, იგი ფარულად ასრულებდა საეკლესიო წესებს და სიცოცხლის ბოლომდე არ მიუტოვებია მონასტრის შემოგარენი, დაუღალავად იღვწოდა მის გადასარჩენად. დადიოდა ხალხში, ქადაგებდა, ჰქონდა ურთიერთობა ზუგდიდის მუზეუმის დამაარსებელ აკაკი ჭანტურიასთან. შემორჩენილია მამა ალექსის წერილები მისდამი, რომლებშიც დაჟინებით მოითხოვდა, რომ ტაძრის გასაღები მას ჰქონდეს და სხვას არ გადასცეს, თორემ რაც არის დარჩენილი, ისიც განადგურდება. მამა ალექსი გარდაიცვალა 1962 წელს და დაკრძალულია მონასტრის სამრეკლოში. მისი მოღვაწეობა ამ მონასტერში ერთგვარი გმირობაა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა აქაურთა გულსა და გონებაში.

კომუნისტურ მთავრობას მონასტრის ტერიტორიაზე საკავშირო მნიშვნელობის პიონერთა ბანაკის მშენებლობა განუზრახავს, აქვე აშენებდნენ სარიტუალო სახლს, მაგრამ ღვთის განგებით ეს გეგმა ვერ განხორციელდა. 1989 წლის 16 სექტემბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ტაძარი ხელახლა იკურთხა და წინამძღვრად დადგენილ იქნა მღვდელმონაზონი ისააკი (ენუქიძე), რომელიც შეეცადა მონასტერი აღედგინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან მალე ტრაგიკულად დაიღუპა (ავტოკატასტროფით). ტაძრის კურთხევიდან მოყოლებული ტაძარში წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა, მაგრამ იგი მოქმედებდა როგორც სამრევლო ეკლესია.

***
2004 წლის 15 სექტემბრიდან, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ხობის მონასტერში დაიდო ბინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელზე ნაკურთხმა დედათა მონასტერმა. მონასტრის წევრები ვცდილობთ, ღირსეული მემკვიდრენი ვიყოთ დიდი წარსულისა.

დღეს ხობის მონასტერი ახალი სიცოცხლით სუნთქავს და ახალ ისტორიას წერს. ჩვენს მონასტერში ოთხი მონაზონი და ორი მორჩილია. თავისი არსებობის მოკლე დროში მონასტერმა შეძლო ერთი შვილობილი მონასტრის კურთხევა სოფელ პირველ ხორგაში, რომელიც იოანე ნათლისმცემლის სახელობისაა. იქ ამჟამად სამი მონაზონია. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის ლოცვა-კურთხევით, მონასტერს განსაზღვრული ტიპიკონი აქვს. ლოცვა დილით ხუთ საათზე იწყება. ლოცვა და შრომა ერთმანეთს ენაცვლება. მონასტრის თითოეულ წევრს მისთვის დადგენილი მორჩილების წესი და ლოცვითი კანონი აქვს. შრომას ისევ ლოცვა ცვლის და მწუხრის ლოცვა საღამოს ექვს საათზე სრულდება, სერობა - კი ცხრა საათზე. ტრაპეზი დღის განმავლობაში ორჯერაა, ამ დროს წესისამებრ იკითხება წმიდანთა ცხოვრება და მამათა სწავლანი. მონასტერში საკუთარი მეურნეობა გვაქვს. გვყავს შინაური ფრინველები, ფუტკარი, ძროხები. ღვთის შეწევნითა და ხელისუფლების კეთილი ნებით, მონასტერს პირად საკუთრებაში გადმოეცა და დაუკანონდა მონასტრის ჩამორთმეული ტერიტორიების გარკვეული ნაწილი, სულ 23,5 ჰა, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენივე შრომით მოწეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი გვქონდეს.

მონასტერში მიმდინარეობს სამშენებლო და სარესტავრაციო სამუშაოები. შარშან დაიწყო და წელს დასრულდა ტაძრის ქვის კანკელის აღმართვა. სამუშაოების დროს აღმოჩნდა ძველი კანკელის შუბლი და ის შენარჩუნებულია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ტაძარში აღმოჩნდა შერგილ დადიანისა და მისი შთამომავლების საგვარეულო აკლდამა. ხალხში შემორჩენილი გადმოცემებით ვიცოდით, რომ ცოტნე დადიანის საფლავი არის იქ, სადაც მისი ფრესკა იყო, რაც გათხრებმა დაადასტურა. ტაძარში შეიცვალა იატაკი, მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე დასრულებული არ არის, რადგან ჩვენ ვთხოვეთ სპეციალისტებს, გაგვიკეთონ სათანადო პროექტი, როგორიც ამ საძვალეს შეშვენის და ალბათ, უახლოეს პერიოდში უკვე დასრულდება ეს სამუშაოებიც.

ტაძრის ეზოში ჩატარებული გათხრების შედეგად მიაკვლიეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII-VII საუკუნეების კოლხური ნამოსახლარის ნაშთებს, სადაც ამჟამად ჯვარი აღვმართეთ და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენივე ხელით გავამშვენიერეთ. მონასტრის გალავანთან აღმოჩნდა უძველესი ტაძრის ნაშთები, რომელიც დაახლოებით IV საუკუნით თარიღდება.

***
გაზაფხულისათვის დაგეგმილია სამრეკლოს სარესტავრაციო სამუშაოები, რომელსაც გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები კულტურის სამინისტროს მიერ უკვე ჩაუტარდა. პარალელურად მიმდინარეობს ჩვენს ეზოში არსებული სარიტუალო სახლის გადასაკეთებელი სარემონტო სამუშაოები, სადაც საპატრიარქო რეზიდენცია იქნება. მონასტერში მიმდინარე ყველა სამუშაო მონასტრის სულიერი მოძღვრის დეკანოზ ილია ლომაიას დიდი შრომითა და ძალისხმევით კეთდება, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმ სამუშაოებთან შედარებით, რაც შესასრულებელია.

მონასტრის არქიტექტურულ კომპლექსში შედის საკათალიკოსო სასახლე - ეკლესიის ზღუდეში ჩაშენებული ორსართულიანი შენობა. ქვედა სართულზე მარანი ყოფილა. თავის დროზე მოხატულიც კი ჩანს. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, სასახლის ნანგრევები იმ დიდებაში აღგენილი ვიხილოთ, როგორიც ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა ააგო თავის დროზე.

***
ხობის მონასტერს ყოველდღიურად ახალი შტრიხი ემატება. აქ მიმდინარე უზარმაზარი აღდგენითი სამუშაოები კი, რა თქმა უნდა, საკუთარ სამშობლოზე მზრუნველთა და წარსული დიდების ქომაგთა თანადგომასა და მხარდაჭერას ითხოვს. ეს მხარდაჭერა და თანადგომა, ღვთის შეწევნით, ხობის მონასტერს აღდგენის დღიდან არ მოჰკლებია და გვწამს, ღვთის წყალობით, არასდროს მოაკლდება.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელთა თითო ზარითა თუ სხვა შემოწირულობით მონასტერი ახერხებს ნაბიჯ-ნაბიჯ დასახული მიზნისკენ სვლას. ღმერთმა დალოცოს და გაახაროს თითოეული მათგანი და არ მოუშალოს ჩვენს ერს ურთიერთთანადგომა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat