ვერავითარი დარბევით, დაშინებით, იძულებით ვერ გატეხეს ეს ფიზიკურად სუსტი ქალები
ვერავითარი დარბევით, დაშინებით, იძულებით ვერ გატეხეს ეს ფიზიკურად სუსტი ქალები
ვესაუბრებით ბატონ პაატა ქურდოვანიძეს.

- ბატონო პაატა, მოსასმენადაც კი ძნელია 20-30-იანი წლების საქართველოს ამბები. მაშინ მრავალნი დიდნი კაცნი, ვითარცა ლერწამნი, ირწეოდნენ; ამ დროს მტკიცედ იდგნენ თეკლათელი დედები. წინამძღვარიც შესაფერისი ჰყავდათ - იღუმენია ელეონორა (დადიანი). გთხოვთ გაიხსენოთ თქვენი დიდი ბებია!

- უფლის ნება თუ იყო დედა ელეონორას წინამძღვრობა იმ ავბედით დროს. წმიდა, ბრძენი, მომთმენი და სულით ძლიერი პიროვნება იყო ნეტარხსენებული. სწორედ ასეთ ადამიანს თუ შეეძლო განადგურების პირას მდგარი მონასტრის გადარჩენა, პირადი მაგალითით კრებულის, სამღვდელოთა თუ ერისკაცთა სულიერი გამხნევება და განმტკიცება.

სქემიღუმენია ელეონორა დაუცხრომელი ლოცვითა და ფიზიკური შრომით აღაფრთოვანებდა სულიერ შვილებს და იმ კრიტიკულ წლებში იხსნა კიდეც მონასტერი იავარქმნისაგან.

დეიდაჩემი, თამარ (გუგული) დადიანი-კეშელავა ასე იგონებდა ბებიას: ,,ჯერ კიდევ ბავშვი, ბედნიერი მივყვებოდი მას სიონში, როდესაც პატიმრობიდან განთავისუფლებულ კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ეახლა. მათ საუბარს მე ვინ დამასწრებდა და ამაზე ვერც ვერაფერს გიამბობ, მაგრამ დღესაც თვალწინ მიდგას უწმინდესის ოთახიდან გამოსული ბებიას ბედნიერი, ცრემლიანი სახე. გვერდით მივყვებოდი სიონიდან ფეხით წამოსულს. საწინამძღვრო ჯვრით დამშვენებულს, ხელში კვერთხით მდუმარედ მომავალს, თავისდაუნებურად გზას უთმობდნენ შემხვედრნი და სულითა და გარეგნული მშვენებით შემკულს აღფრთოვანებულნი მიადევნებდნენ თვალს. ბებია გრძნობდა ამ ჩუმ თაყვანისცემას და შინაგანად შეწუხებული, ცდილობდა, ფეხაჩქარებული განრიდებოდა ქუჩის ორომტრიალს. მაშინ ძნელად თუ ვინმე გაბედავდა რუსთაველზე საეკლესიო სამოსლით გასვლას. იმ ხანობას თავად საქართველოს პატრიარქს შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მართლაცდა საშინელი დრო იდგა!"

- მონასტრის სიწმინდეები თუ გადაურჩა უღმერთოებს?

- სენაკის მაზრის ხელისუფლებამ კომკავშირელ აქტივისტებს მონასტრის ტაძარი რომ დააცლევინა და შეაბილწვინა, უთუოდ ივარაუდა, შევიწროებული მონაზვნები დაიშლებიან და ოჯახებს დაუბრუნდებიანო, მაგრამ მწარედ შეცდა. დედებმა მოახერხეს ზოგიერთი სიწმიდის გადამალვა, მათ შორის სატაძრო ხატისა, იმპერატორმა ალექსანდრე III-მ რომ უძღვნა მონასტერს, თუმცა ამ ხატის უძვირფასესი ვერცხლის შესამოსელი გაიტაცეს. ასევე გადარჩა ათონის მთის იოანე ღვთისმეტყველის მონასტრიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის ხატი - ,,ყვავილი დაუჭნობელიც". დათაგან რამდენიმემ სხვადასხვა საშუალებით, - პირადი დანაზოგითა თუ ნათესავ-მოყვრების შეწევნით, მძარცველებისაგან ზოგიერთი სხვა სიწმიდე და ტაძრის კუთვნილი საღვთისმსახურო ნივთი გამოისყიდა. ასე დაიბრუნეს ოქრომკედით ნაქარგი უფლის გარდამოხსნაც.

- ტაძრის გარეშე დარჩენილ მონაზვნებს გაუძნელდებოდათ ამგვარი ცხოვრება.

- ტაძარს განშორებულმა კრებულმა სატრაპეზო სამლოცველო სახლად გადააკეთა და იქ დაიწყო წირვა-ლოცვა, მაგრამ ესეც შეიტყვეს ბოლშევიკებმა. განრისხებულებმა, ახლა "მებრძოლ უღმერთოთა კავშირის" თავკაცები გააქეზეს. იმათაც სატრაპეზო ისე დაშალეს, რომ ქვა ქვაზე არ დატოვეს, უმწეო ქალებს კი უბრძანეს, სენაკებს გასცლოდნენ, - ყველაფერი ახალდაარსებულ მებოცვრეობის საბჭოთა მეურნეობას უნდა გადასცემოდა. მონაზვნებმა სასტიკი უარი განაცხადეს. დედებს სენაკების წინა კარები აუჭედეს და საერთო ეზოთი სარგებლობა აუკრძალეს. ძველებურად გაგრძელდა ყაჩაღთა ღამეული თავდასხმებიც. მაზრის უფროსობა ახალგაზრდა მონაზვნების მშობლებს იბარებდა და მათზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა, რათა აეძულებინათ ქალიშვილები შინ დაბრუნებულიყვნენ.

ასეთმა დაუნდობელმა ბრძოლამ კრებული გარკვეულწილად შეამცირა, მაგრამ მოწესეთა ძირითადი ჯგუფი სავანეს მაინც არ ტოვებდა. სატრაპეზოს დანგრევის შემდეგ დებმა დეკანოზ გიორგი ახვლედიანის მიერ აგებულ შედარებით დიდ შენობაში დაიწყეს ღვთისმსახურება. ამ სახლში გამოიყო ერთი დიდი ოთახი, მოეწყო კანკელი, დაიდგა ტრაპეზი და სამკვეთლო...

ძნელია დაწვრილებით ყველა იმ უკეთურობის ჩამოთვლა, რაც ხელისუფლებამ იმ წლებში ჩაიდინა. იოანე ბერი (ანანიაშვილი) იგონებს: ,,ბოიკოტიც გამოუცხადეს მონაზვნებს და ყველას, ვინც კი გაბედავდა მათთვის დახმარებას. ეს კი, როგორც მითხრეს ძველმა მორწმუნეებმა და მათ შორის დედა მატრონა ეჯიბიამ (იგი ბოლოს აღიკვეცა ჯერ ენკრატისად და შემდეგ კი დიდ სქემმონაზვნად), ნიშნავდა იმას, რომ მეზობელიც კი ვერ მიაწვდიდა ჭიქა წყალსა და პურის ნატეხს ბოიკოტგამოცხადებულს... ცეცხლი რომ წაჰკიდებოდათ, ჩასაქრობად ვერვინ გამოიღებდა ხელს... მონაზვნებს ერთხანს ქალაქის ბაზარშიც კი არ უშვებდნენ რაიმის გასაყიდად თუ საყიდლად. ეუბნებოდნენ: თქვენ მუქთახორები ხართო...

- ამ დროს თავი რომ გადაგერჩინა, ალბათ სასწაული უნდა მომხდარიყო, ისეთი, როგორიც პირველი ქრისტიანების დროს აღესრულებოდა.

- მაგრამ სასწაული ხდებოდა - ვერანაირი დარბევით, დაშინებით, იძულებით ვერ გატეხეს ეს ფიზიკურად სუსტი ქალები, პირიქით - რაც უფრო მეტ განსაცდელს მოაწევდნენ მათზე, ისინი უფრო მეტად განმტკიცდებოდნენ ხოლმე და უხაროდათ, ვინაიდან სწამდათ, ამდენ რბევას, დაშინებას, ლანძღვა-გინებას, დაცინვას, ათასგვარ შევიწროებას ისინი ქრისტეს გულისთვის დაითმენდნენ და რაც მეტ იწროებას მოითმენდნენ, მით მეტ სიხარულს მიიღებდნენ მაცხოვრისაგან.

როგორც კი რომელიმე დიდი დღესასწაული მოვიდოდა, მაგალითად, ქრიტესშობა, ხარება, აღდგომა და სხვა, ამოიყვანდნენ სახანძრო მანქანებს, წყალს მთელი ძალით შემოუშვებდნენ ჩვენს სენაკებში, დაგვისველებდნენ ყველაფერს, გაგვიფუჭებდნენ და თან გვიყვიროდნენ, - წადით, გადაშენდით აქედან, უპატრონოები ხომ არ ხართ, რატომ არ მიდიხართო. ჩვენ მაინც არ ვტოვებდით მონასტერს, - იტყოდნენ ხოლმე სულიერი სიქადულით და დაამატებდნენ, - ჩვენ ყველაზე უარესები დაგვტოვა ღმერთმა ამდენ ხანს, ჩვენზე ბევრად უკეთესი, ნამდვილი მონაზვნები წინათ იყვნენ. მათთან შედარებით ჩვენ ვინ ვართო.

ჩემს არქივში ვინახავ სხვადასხვა დროს მოპოვებულ, იმ წლების მწარე რეალობის ამსახველ ორ პირად წერილს. დროის სიმძაფრე რომ გაითავისოთ, გთავაზობთ მათ მცირედი შემოკლებით.

პირველი მათგანი ეკუთვნის ჯიხეთის დედათა მონასტრის იღუმენია ანასტასიას (ლორთქიფანიძე-დადიანი), რომელიც სამძიმრის ბარათს უგზავნის სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში მცხოვრებ, ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და ქველმოქმედის ნიკოლოზ (კოკინია) ალექსის ძე დგებუაძის მეუღლეს ბარბარე (ვარინკა) გიორგის ასულ მიქელაძეს, რომელსაც 1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ორი სტუდენტი შვილი დაუხვრიტა.

,,ძვირფასო და სანატრელო დაო, ბატონო ვარინკა-კნეინა დგებუაძისა!

ღვთისმშობელი დედა იყოს თქვენი ნუგეშისმცემელი. მე რა შემიძლია, მე - საწყალს, რომ განუგეშო, მხოლოდ ,,ვაის" და ,,ვაის" - მომთქმელი უბედური ჩემი თავით, მოგეახლოვები ვითარცა ახლომყოფი, ჩემი შავი და ბნელი ფიქრებით მწარედ გულჩათუთქული, თვალცრემლიანი შენი დაია და ჩაგეხვევი გამწარებულ გულში და მოგისამძიმრებ ძვირფასი შვილების დაკარგვას. არა, დაკარგულნი არ არიან ისინი, ანგელოზნი არიან ფრთოვანნი წინაშე ღვთისა. დაკარგულნი ისინი არიან, ვინც ასეთი საშინელი საქმე მოიმოქმედა და შავი დღეE დაგათენათ. შავი დღე დაადგათ იმათ და წყეულ იყვნენ ყოველისპირისაგან! ვარინკას შამოევლოს ჩემი სიცოცხლე! - რა დღეში მეგულვები და, მე უბედური, ვერც კი მოვდივარ, რომ პირადად გნახოთ და თქვენს წინაშე ვითავცემო.

ძვირფასს სიძე-ბატონს კნზ. კონსტანტინეს მივუსამძიმრებ, გულზე ამბორებით, მისი ძვირფასი და აყვავებული დროის ვაჟიშვილებს. ვაი ჩემს შავ დღეს! - რა გუნებაზე იქნება.

ვარინკას ჭირიმე, ჩემი შამოთვლა რად გინდა, შენ შამოგევლე, ქმარს მოუფრთხილდი, ნამეტანს შენს შეწუხებას ნუ დაანახვებ, თორემ ვერ მოითმენს და, მაგას რომ რამე გაუჭირდეს, ცოცხლად მიწაში მდებარე იქნები.

გთხოვ მოიღო შრომა და ორივე ყმაწვილის სახელი მომწერო, აქ, მონასტერში, მათ სახელზე რომ ვაწირვინო. მათ შამოვევლე, - ისინი ანგელოზნი არიან, მაგრამ მონასტერში წირვას სხვა მადლი აქვს...

ღმერთო, ეს რა დრო მოგვევლინა ქართველებს, რა ადამიანები დახოცეს?! რა გაგიკვირდება, ჩემო ვარინკა? - სადაც ეკლესიები, ხატები და ჯვრები ააოხრეს, ამის შემდეგ რა უნდა გაგიკვირდეს! წერია, ბატონო, ანდრია სალოსის წიგნში: ,,როს სარწმუნოება დაეცეს, ძმა ძმაზედ აღდგეს სამტროდ და მამა შვილზედო". შესრულდა ყველა. მადლობა ღმერთს, კიდევ მალე გამობრუნდა ქვეყანა. რამდენი ეკლესია შეურაცხყვეს და დაანგრიეს...

მადლობა უფალს, ჩვენი მონასტერი ჯერჯერობით გადარჩა. დაგვიფარა ღმერთმა, არავითარი შეურაცხყოფა არ მისდგომია მას ხელისუფალთაგან, მაგრამ როდის ინებებენ ჩვენსკენ გამოხედვას, არავინ იცის. შიშში ვართ ყოველ წუთს და ამიტომ ვერ ვტოვებთ, დაო ვარინკა, აქაურობას.

თქვენს დარჩენილ შვილებს დავკოცნი, მათი ბედნიერებით გაგახაროთ ღმერთმა! მარად თქვენთვის მლოცველი იღუმენია ანასტასია".

მეორე ბარათი შუშანიათა საგვარეულოს ღირსი დედის - იღუმენია ფავსტოსადმია მიწერილი წილკნელი ეპისკოპოსის - ტარასის (იაკობ გიორგის ძე კანდელაკი 1871-1951) მიერ:

,,ჩემო სულიერო შვილო დედაო იღუმენია ფავსტო!

დაგლოცოთ ღმერთმა! როგორც ჩქარა მიპასუხეთ, ისე ჩქარაც მივიღე თქვენი წერილი. სამი მარტის მენჯის ფოსტის ბეჭედი აზის წერილს და ოთხ მარტს მე მომივიდა, გამიკვირდა. აქედან თბილისში ორ-სამ დღეს ძლივს იღებენ და მათგან აგრე სწრაფად როგორ მივიღე-მეთქი. თქვენი წერილი კი გამიხარდა, მაგრამ ფულის გამოგზავნა არ მიამა. მე ხომ გწერდით, რომ, თუ თქვენ მიგზავნით, არ გააკეთოთ-მეთქი. სხვაზე არას ვამბობდი, მაგრამ არ გამიგეთ. როგორ შეიძლება ძროხა გაყიდოთ და მე მიგზავნოთ ფული. თქვენი მიცვალებულები ჩემს მოსახსენებელში ყველა მიწერია და მუდამ ვიხსენიებ, ცოცხლებს კი ხომ გიცნობთ და, რა თქმა უნდა, ვლოცულობ თქვენზე.

იღუმენია ნინოს ამბავი ასე იყო: მონასტრიდან რომ გამოასახლეს, ყველანი ერთად ერთ პატარა მიწურიატაკიან ოთახში მოთავსდნენ. იღუმენია ნინო და სამიც მონაზონი გამუდმებით ერთად იყვნენ. ვერ აიტანა საწყალმა ამგვარი ცხოვრება. ამბობდა, მალე მოვკვდებიო და მართლაც მძიმედ ავად გახდა, უმკურნალეს და გამობრუნდა, მაგრამ ავადობამ კვლავ გაუხსენა და 10 თებერვალს, ღამის პირველის ნახევარზედ გარდაიცვალა. მე მეორე დილას მივედი მათთან სახლში, ჩვენგან ახლოს ცხოვრობდა. პანაშვიდი გადავუხადე და წამოვასვენე ჩვენს ტაძარში. დილა-საღამოს პანაშვიდებს ბლომად ესწრებოდა ხალხი. 14-ში, შაბათს, მევე ჩავუტარე წირვა, ხალხიც ბევრი მოვიდა. წირვის შემდეგ გამოვედით ეკლესიიდან და ანდერძი სამი საათისათვის დავნიშნე. უკანასკნელად ჩვენს გალავანში გავუძეხი წინ და მერე მისმა ნათესავებმა წაასვენეს მონასტერში და ეკლესიის აღმოსავლეთის მხარეს დაასაფლავეს.

მწერთ, რომ ჩამოსვლა გსურთ, ამაზე მეც გთხოვდი და მოხარული ვიქნებოდი თქვენის აქ მოსვლით, მაგრამ ახლა არ გირჩევთ. თვინიერ იმისა, რომ ძნელია მგზავრობა, საშიშიც არის, ეპიდემიის გამო მატარებლის ვაგონები დატილიანებულიაო და ტიფიანი ავადმყოფის ტილმა თუ უკბინა კაცს, ისიც ავად გახდება თურმე. თბილისში უკვე არიან ტიფით ავად. ასე რომ, კარგი დროისათვის გადასდევით თქვენი ჩამოსვლა. მშვიდობა იყოს და ყოველივეს მოვესწრებით.

იღუმენია ბატონო, გეცნობებოდათ, აქ რომ კახეთელიძე იყო, 93 წლისა, გაიკრიჭა, ტანისამოსი გაიხადა, მღვდლობას დაანება თავი და ,,სტოროჟად" დადგა. ჩემი აწეწ-დაწეწვა სულ იმის ბრალი იყო, არ ვიცი, რა მიზეზით, მაგრამ ცდილობდა, რომ გავეციმბირებინეთ. დღედაღამ ჩემს მტრობაში იყო. ვენაცვალე უფლის სახელს! - დამიფარა. მთავრობა ჩემს დევნას შეეშვა და ნება დამრთეს ტაძარში დავბრუნებულიყავი. ყველანი მოხარულნი არიან ამისა, მაგრამ მაინც მაწუხებს კითხვა: ნეტა რა დავუშავე ამ 90 წლის კაცს, ან ვინ შეასმინა, ეწერა ჩემზე ,,დანოსები". ისე მოულოდნელად გარდაიცვალა, ვერც დავეკითხე და ვერც ვერაფერი გავიგე დანამდვილებით. რა სასწაულები მოხდა აქ, ვერ მოგწერთ, თუ ოდესმე გნახავთ, გიამბობთ.

დედა ზოილე და ერთი ავადმყოფი მონაზონი, ქრისტინე, კვლავ ერთ ოთახში არიან, მესამე წელიწადია, ზოილე მას უვლის, სიყვარულით მოგიკითხათ ორივემ. ავადმყოფს სქემმონაზონ მარიამს ჩემს მაგიერ გადაეცი ლოცვა-კურთხევა და დიდი სამადლობელი სახსოვრისათვის. მე მოხსენიებაში მას არასოდეს ვივიწყებ. აგრეთვე ლოცვა-კურთხევა დედათქვენს და თქვენს დას - აკეფსიმეს. ბევრი რამ მინდა, შვილო, მოგწერო, მაგრამ ვჩქარობ და ეხლა ეს იკმარე. იყავით კარგად და ჯანმრთელად. ვიცი, რა გარემოებაშიც გიხდებათ ბრძოლით ცხოვრება, მაგრამ მარტო თქვენ არა ხართ ასე, ბევრი ამხანაგიც გყავთ.... უფალი იყოს თქვენი შემწე და მფარველი, გიძღოდეთ ყოველ გასაჭირში!

ნეტავ როდის ვეღირსები თქვენსა და თქვენი სავანის ნახვას, თქვენთან გულდინჯ საუბარს. აწ, მგონი, მე ამას ვერ ვეღირსო და ნუ დამივიწყებთ მოხუცს. მარად თქვენი მომხსენებელი ეპისკოპოსი ტარასი. 4 მარტი".

ამ წერილებს, იქნებ, არ ჰქონდეს დიდი ისტორიული მნიშვნელობა, მაგრამ ვფიქრობ, თითოეული მათგანი ეპოქის სუნთქვას გვაგრძნობინებს. მათში ნახსენები: იღუმენია ანასტასია, იღუმენია ნინო, ეპისკოპოსი ტარასი, მონაზონი ზოილე დვალი, იღუმენია ფავსტო და მისი და მონაზონი აკეფსიმე შუშანიები ტრაგიკული ბედის პიროვნებანი არიან. მათი მოღვაწეობა ანტირელიგიური ბრძოლის სასტიკ პერიოდს დაემთხვა და ამის გამო მათ არაერთხელ უგემიათ ცხოვრებისეული სიმწარე. მრავლისმეტყველია თუნდაც ის ფაქტი, რომ 90 წლის ბერიკაცს აიძულებენ, მთავრობას ეპისკოპოსზე საჩივარი მისწეროს!...

ყოვლადსამღვდელო ტარასი გულისტკივილით აღნიშნავს: - ვერ მოვასწარი მეკითხა, თუ რამ აიძულაო. ჰქონდა კი პასუხის გაგებას რაიმე მნიშვნელობა?! ხელისუფლება მტყუან-მართლის გამრჩევი არ იყო.

- საოცარია, როგორ გადარჩა ეს წმინდა სავანე!

- ხშირად დავფიქრებულვარ, მართლაცდა, რა ძალამ გადაარჩინა თეკლათის დედათა მონასტერი, როგორ გაუძლეს ამ უმწეო ქალბატონებმა ამდენ განსაცდელს?! უფალი ბრძანებს: ,,სადაცა არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი" (მთ. 6,21). მათი საუნჯე, ღვთის ნებით, აქ იყო!

როგორც იმ ავბედითი, სასტიკი წლების მოწმენი და მონაწილენი იგონებენ, ასაკოვანნი ახალგაზრდებს ამხნევებდნენ, რწმენას განუმტკიცებდნენ და სიმშვიდისაკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ახალგაზრდები მოხუცებს, ავადმყოფებს და ლოგინად ჩავარდნილებს უვლიდნენ. ლოცვას რომ მორჩებოდნენ, მიწის სამუშაოებს იწყებდნენ. თითოეულ საცხოვრისს თავისი პატარა ნაკვეთი ჰქონდა. მონაზვნები იქ სიმინდს თესავდნენ, ბოსტანს ამუშავებდნენ, ჰყავდათ პირუტყვი, ფუტკარი, რგავდნენ დაფნას. უამინდობისას ხელსაქმობდნენ და ასე გრძელდებოდა ზამთარ და ზაფხულ...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat