სოფელი შრომა, რომელიც საუკუნეებს ითვლის მიქელ-გაბრიელის, მთავარანგელოზთა სახელი ერქვა.
ადგილობრივი სოფლის მოძღვარმა, დეკანოზმა პავლე ქინქლაძემ "კარიბჭესთან" საუბრისას თქვა, რომ სურვილი აქვთ სოფელს თავისი პირვალდელი სახელი და მადლი დაუბრუნონ, რომელიც ამ ზეციური ანგელოზების მიერ იყო სოფელში მოფენილი.
ღვთის ნებით მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მეუფე იოსებმა ახლად აგებული ტაძარიც მთავარანგელოზთა- მიქაელისა და გაბრიელის სახელზე აკურთხა. ტაძარში დეკანოზი პავლე ქინქლაძე იმსახურებს. ვიმედოვნებთ მანამდე არსებული წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი და მთავარანფელოზთა ტაძარი დიდ გარდატეხას მოახდენს სოფლის სულიერი გაჯანსაღებისა და აღმავლობის საკითხში.