სამღვდელოება წინ მიუძღოდა ამბოხებულებს და მტკიცედ მოითხოვდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სარწმუნოებრივი თავისუფლების აღდგენას
სამღვდელოება წინ მიუძღოდა ამბოხებულებს და მტკიცედ მოითხოვდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სარწმუნოებრივი თავისუფლების აღდგენას
ვესაუბრებით ბატონ პაატა ქურდოვანიძეს.

- როგორ მოხდა დედა ნინოს (ვაჩნაძე) იღუმენიად კურთხევა?


- როგორც ეტყობა, სიცოცხლის ბოლო წლებში იღუმენია ეკატერინე აფაქიძე ავადმყოფობდა და ძველებური შემართებით ვერ უძღვებოდა სამეურნეო საქმეებს. გაფართოებული მონასტრის ხარჯები კი დღითი დღე იზრდებოდა. ამ დროისათვის კრებულში 90-ზე მეტი მხოლოდ მუდმივად მცხოვრები მოწესე იყო. 1910 წლის 24 მაისს მხცოვანი წინამძღვარი თხოვნით მიმართავს ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე), ასაკისა და ავადმყოფობის გამო გაათავისუფლოს დაკისრებული მოვალეობისაგან. სავარაუდოა, რომ იღუმენიას ეს სურვილი მწყემსმთავრისათვის მოულოდნელი არ იყო და იგი მოხსენებას 26 მაისს სათანადო რეზოლუციას დაადებს. სანამ საკითხს წმიდა სინოდში განიხილავდნენ და საბოლოოდ დაამტკიცებდნენ, მონასტერს დედა ნინო (ვაჩნაძე) უძღვებოდა.

როგორც გაზეთ ,,შინაური საქმეების" 1911 წლის 23 ივლისის ნომერი გვამცნობს, ეპისკოპოსი სასულიერო მოღვაწეთა დიდი დასის თანხლებით სტუმრებია მონასტერს და მეორე დღეს, კვირის წირვაზე, დედა ნინო იღუმენიად უკურთხებია.

კოკისპირული წვიმის მიუხედავად, იმ დღეს ტაძარი საპატიო სტუმრებს ვერ იტევდა თურმე. ოდიშ-იმერეთიდან მოწვეული საზოგადოება საგანგებოდ მომზადებული და უძველესი წესით ჩატარებული ღვთისმსახურების მოწმე გამხდარა. საზეიმო ლიტურგიის დასასრულ. მწყემსმთავარს აწ უკვე დედა იღუმენია ნინოსათვის ძვირფასად ნაქანდაკარი საწინამძღვრო კვერთხი გადაუცია და ფრიად ნიშნეული სიტყვითაც მიუმართავს. გთავაზობთ ამ სიტყვიდან ამონარიდებს: ,,მიიღე კვერთხი ესე, რომლითაცა დამტკიცებითა სამწყსო შენი წარმართო, რამეთუ ჯერ გიჩნს სიტყვისა მიცემად მათთვის ღვთისა ჩვენისა მიმართ დღესა მას სასჯელისასა" (სამღვდელმთავრო კონდაკი)....

მადლიანი კვერთხიც ნურც ერთხელ ნუ იქნება შენგან გადაქნეული შენი პატარა სულიერი სამწყსოს რომელიმე წევრისადმი უმიზნოთ და უმიზეზოთ ტკივილის მისაყენებლად. ცხვრებისათვის თავდადებული მწყემსის მსგავსად ნურც შენ მისცემ შენს თვალსა და მუხლებს მოსვენებას, თავდადებით უდარაჯე დღედაღამ საწინამძღვრო კვერთხით ხელში ღვთისაგან მოცემულს შენს სამწყსოს, რომ არსაიდგან შემოგეპაროს მგელი და არ წაგიწყმიდოს რომელიმე ცხოვარი, იფხიზლე და თვალყური ადევნე, რომ დათა შორის არა დაითესოს და ფეხი არ მოიკიდოს ისეთმა რამემ, რაც მავნებელია მათი მონაზვნობის წოდებისათვის და, საჭირო შემთხვევაში, იმარჯვე კვერთხი ესე, მოსწვი ამით, როგორც ჯოჯოხეთის ქვით, თესლი ბოროტებისა და სისწრაფით ამოფხვარ იგი ძირიან-ფესვიანათ შენი საგამგებლოდან, ოდნავაც არა მიმხედველმან ვისიმე ხათრისა ანუ შიშისა; იმხნევე, იზრუნე, იმუშაკე, იღვაწე და იგულსმოდგინე, როგორც ერთგულმა ჭირისუფალმა, რომ შენს ხელქვეითებს არ აკლდეთ არც ხორციელი, არც სულიერი საზრდო-საკვები, რომ შენმა სულიერმა შვილებმა აქაც კეთილად იმოქალაქონ და იქაც ღირსნი აღმოჩნდნენ სასუფეველის დამკვიდრებისა"....

- წარმოშობით კახელი დედა ნინო როგორ მოხვდა სამეგრელოში?

- მართალი ბრძანდებით: იღუმენია ნინო (ერობაში ელენე დავითის ასული ვაჩნაძე) კახეთში დაიბადა, 1884 წელს, ბაკურციხელი თავადის დავით ყაფლანის ძე ვაჩნაძისა და მარიამ ივანეს ასულ გერასიმოვას ოჯახში. ელენე პატარაობიდანვე ბოდბის წმიდა ნინოს მონასტერში იღუმენია იუბენალია მარჯანიშვილის (დიდ სქემაში დედა ფამარი) მეთვალყურეობით იზრდებოდა. იქვე მიღებული პირველდაწყებითი განათლება მან შემდგომ მოსკოვში, პედაგოგიკურ კურსებზე დაასრულა. სულიერებით გამორჩეული ახალგაზრდა მასწავლებელი სამშობლოში დაბრუნებისთანავე ბოდბის მონასტრში მორჩილად შედგება და სასწავლებელში პედაგოგობას იწყებს. 1904 წელს ის მონაზვნად აღიკვეცა. სამეგრელოში, სავარაუდოდ, მეუფე ლეონიდეს (ოქროპირიძე) მღვდელმთავრობისას გადმოიყვანეს.

- როგორ იპყრა მან წინამძღვრის კვერთხი, ხომ არ გაუჭირდა შედარებით უცხო გარემოში მოღვაწეობა?

- ახალგაზრდა წინამძღვარი დედა ნინო დიდი მონდომებით შეუდგა ეგზომ სახელოვანი მონასტრის საქმეთა წარმართვას. მისი ხელმძღვანელობით მონაზვნებმა მთელი საქართველო შემოიარეს და ქალთა სასწავლებლის უკეთ მოწყობისათვის საჭირო თანხაც შეაგროვეს. სკოლის მუშაობაც კარგად მიმდინარეობდა. 1911 წლის მეორე ნახევარში ის უფრო მრავალრიცხოვანი გახდა. მოზღვავებულ მოსწავლეებს ვერც ინვენტარი გასწვდა და ვერც შენობა...

მონასტრის განვლილი ცხოვრების აღწერა ვერ იქნება სრული, თუ ჩვენთვის ცნობილ, არცთუ სახარბიელოდ გასახსენებელ ამბავსაც არ შევეხე. ჯერ კიდევ ბავშვობაში მქონდა ყურმოკრული, იღუმენია ნინოს წინამძღვრობის დასაწყისში დედათა დასი რომ მღელვარებდა. უფროსები მიზეზად იღუმენიას მეტად მომთხოვნ ხასიათს ასახელებდნენ. სიყრმიდანვე რუსული მონასტრის საეკლესიო ადათზე აღზრდილ დედა ნინოს, ალბათ, ეუცხოვა კრებულისა და წინამძღვართა ძველ ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებული ის ურთიერთობები, თეკლათში რომ იყო წესად მიღებული.

მტკიცე ხასიათის, საკუთარი თავისადმი უკომპრომისო ახალგაზრდა წინამძღვარი თითოეული მოწესისაგან მორჩილებასა და მისი ნებისმიერი გადაწყვეტილების უსიტყვო ასრულებას მოითხოვდა. ამ საკითხთან დაკავშირებით წლების წინ არაერთხელ მისაუბრია იოანე ბერთან (ანანიაშვილი), რომელსაც მხცოვანი დედების მონაყოლზე დაყრდნობით სწორედ იგივე დასკვნა გაეკეთებინა.

ზემოთ აღწერილ შემთხვევას მონასტრის ცხოვრება დიდად არ შეუცვლია და დედა ნინოც დასის წინამძღვრად მანამდე დარჩა, სანამ 1917 წელს ბოდბელ დედათა კრებულმა აღმზრდელი მონასტრის იღუმენიად არ მოუხმო.

დღეს თეკლათის მონასტერში დედა ნინოს მოღვაწეობაზე ერთი ფოტოღა მიგვანიშნებს. იგი 1910 წელს უნდა იყოს გადაღებული, იღუმენია ეკატერინე აფაქიძის სიცოცხლის ბოლო ჟამს. კაკლის ძველებურ ჩარჩოში მოთავსებული ამ დიდი სურათით დასის წინამძღვარს სასტუმრო ოთახის კედელი აქვს დამშვენებული. ყურადღებით დაკვირვებისას შეამჩნევთ, რომ ქართული სამონაზვნო ლეჩაქით მოსილ კრებულში მხოლოდ ერთი მონაზვნის შუბლს ამკობს რუსული ტიპის კუნკულ-ბარტყული. ეს მონაზონი დედა ნინოა...

იღუმენია ელენე ახვლედიანმა წლების წინ დეიდაჩემს - გუგული დადიანს სათუთად შენახული ნინო ვაჩნაძის მეორე ფოტო უძღვნა, რომელსაც ქართული წარწერა აქვს. ამ ფაქტის აღნიშვნით იმის თქმა მსურს, რომ ძველი კრებულის წევრებს არასოდეს დავიწყებიათ მათი ახალგაზრდა წინამძღვარი...

- მივადექით ერისა და ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდს...

- დიახ, ასე დადგა 1917 წლის 12 მარტი, კვირადღე, სვეტიცხოვლის წმიდა ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურების შემდგომ ყოვლადსამღვდელო ლეონიდემ ქართველ ერს ივერიის სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა მიულოცა.

ამ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენიდან ერთი წლის შემდეგ, 1918 წლის 26 მაისს, ქართველობამ სახელმწიფოებრივი თავისუფლებაც გამოაცხადა. სამწუხაროდ, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში ეკლესიის მონაწილეობა მიუღებლად მიიჩნია. მენშევიკურმა ხელისუფლებამ რწმენისა და ღვთისმსახურთადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება არაერთი სახელმწიფოებრივი აქტით გაამჟღავნა. მაგრამ, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, საქართველოს ეკლესია და მისი სასულიერო კრებული ცდას არ აკლებდა ქართველი ხალხის ჭეშმარიტი მორწმუნეობისა და თვითმყოფადობის განსამტკიცებლად.

როგორც პროფესორი ქეთევან პავლიაშვილი თავის მონოგრაფიაში, ,,საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 1917-1921 წლებში", აღნიშნავს: ,,დემოკრატიული საქართველოს მთავრობისაგან უარყოფილი ეკლესია ცდილობს ძლიერი ორგანიზაციული აპარატის შექმნას, რაც მისი შემდგომი არსებობა-განვითარების გარანტი იქნება. 1918-1921 წლებში საქართველოს ეკლესიაში გატარებულმა საორგანიზაციო რეფორმებმა ის მორალურ-ზნეობრივი, ეროვნულ-პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით იმდენად განამტკიცა და აამაღლა, რომ მან ეპოქით განპირობებულ შემდგომი დროის მძიმე და სერიოზულ წინააღმდეგობებს გაუძლო".

საეკლესიო რეფორმის შედეგად აღდგა ჭყონდიდის ეპარქია, რომელიც მიტროპოლიტმა ამბროსი ხელაიამ ჩაიბარა. მეუფე ამბროსიმ თეკლათის დედათა მონასტრის ახალ იღუმენიად მონაზონი ელეონორა დადიანი აკურთხა. შემდგომში ცალკე აღვწერთ იღუმენია ელეონორას ღვაწლს, აქ კი მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ეს ეპოქალური მნიშვნელობის ამბები გარეგნულად მონასტრის სულიერ ცხოვრებას არაფერში დასტყობია და იმ სამი წლის ყოველდღიურობამ სიმშვიდესა და მყუდროებაში განვლო.

- განვლო სამმა წელმა და საქართველოში ხელისუფლება გაცილებით მტარვალმა ძალამ ჩაიგდო ხელში, ვიდრე მენშევიკები იყვნენ. ძნელი დრო დაუდგებოდათ თეკლათელ დედებსაც...

- წუთისოფელში ყველაფერს აქვს დასაბამი და დასასრული. 1921 წლის თებერვალში რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიამ და, შესაბამისად, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამ დაასრულა თეკლათის დედათა მონასტრის ღვთივსათნო კრებულის მშვიდი ცხოვრება.

1921 წლის 6 აპრილის #17-მა და 15 აპრილის #21-მა დეკრეტებმა მართლმადიდებლური ეკლესია და საერთოდ ყველა რწმენის რელიგია კანონგარეშე გამოაცხადა. ,,არც ერთ საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებას არა აქვს უფლება იქონიოს საკუთრება. მათ არა აქვთ იურიდიული პიროვნების უფლება. საქართველოს რესპუბლიკაში არსებული საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებათა მთელი ქონება გამოცხადებულია სახალხო კუთვნილებად", - მკაცრად მიუთითებდა #21 დეკრეტის - "სახელმწიფოსაგან ეკლესიისა და ეკლესიისაგან სკოლის გამოყოფის შესახებ" - მე-15 მუხლი.

ამ დოკუმენტების გამოქვეყნებისთანავე ახალ-სენაკის მაზრის რევკომის თავმჯდომარის სამსონ მამულიას განკარგულებით, მონასტერს სახნავ-სათესი მიწები და ტყე ჩამოერთვა. დაიხურა ქალთა სასწავლებელი, რომლის შენობა ,,საერთო სახალხო" საკუთრებად გამოცხადდა.

მთავრობისაგან უხეში ზემოქმედება, დაშინება, შეურაცხყოფა, სამღვდელოთა და მორწუნეთა დევნა ყოველდღიურ მოვლენად იქცა. დაიწყო ეგრეთ წოდებული "ხალხის მოთხოვნით" ეკლესია-მონასტრების დახურვა-გაუქმება. ხელისუფლების წარმომადგენლები განსაკუთრებული შემართებით შეუდგნენ სარწმუნოებრივ დევნას. აგიტატორები ცეცხლითა და მახვილით შეესივნენ უძველეს ქართულ ეკლესია-მონასტრებს. დაიწყო ღვთისმსახურთა დაპატიმრებები.

ქართველი კომუნისტები ანტირელიგიურ საქმიანობაში ცენტრალური მთავრობის გამოცდილებას იყენებდნენ, ეცნობოდნენ რუსეთში ჩატარებულ ყველა ღონისძიებას და შემდეგ თავგამოდებით იმეორებდნენ. 1923 წლის აპრილისათვის თბილისის მაზრაში 48, ქუთაისში 160, სენაკში 148 ეკლესია-მონასტერი დაიხურა.

ასეთ აღტკინებას, რა თქმა უნდა, არც სენაკელი ბოლშევიკები ჩამორჩენიან. 1923 წლის 27 თებერვალს ახალ სენაკში გამართული ანტირელიგიური შეკრება იმით დასრულდა, რომ ქალაქის ცენტრში აღმართული წმიდა გიორგის დიდი ტაძარი ჯერ გაძარცვეს და შემდგომში დაანგრიეს. ამ საყდრის ბედი ერგოთ სხვა სალოცავებსაც. რა გასაკვირია, ასე ორგანიზებული მიტინგის ჩატარების შემდეგ ხელისუფლებისაგან დავალებამიცემული აქტივისტები, უპირველესად, დედათა მონასტერს შესეოდნენ, მით უფრო, რომ ამ დროისათვის ის სენაკის მაზრის რევკომის თავმჯდომარის, სამსონ მამულიას ბრძანებით, უკვე დახურულად იყო გამოცხადებული და ჩამორთმეული ჰქონდა ყველანაირი ქონება. რევკომის ეს გადაწყვეტილებაღა აკლდათ მის დასარბევად მზადმყოფ კომკავშირელ აქტივისტებს.

როგორც მომსწრენი იგონებდნენ, ტაძარში შეჭრილ ახალგაზრდებს უპირველესად ამბიონი შეუბილწავთ, შემდეგ ოქროს ვარაყით დაფარული, ულამაზესი კანკელი დაუმტვრევიათ. ზოგ მათგანს ხატებისათვის შლეგური სროლაც აუტეხია. დაუმსხვრევიათ ბარძიმ-ფეშხუმი, დაუხევიათ საღვთისმსახურო დანიშნულების წიგნები. შემდეგ ოქრომკედით ნაქარგი შესამოსელი ჩაუცვამთ და ისე შესევიან მონაზონთა სენაკებს...

გადაუხსნიათ სამრეკლოს თავი და ზარები ჩამოუყრიათ. ურმით წაუზიდავთ ტაძრის კუთვნილი უძვირფასესი ჭურჭლეულობა და ოქრო-ვერცხლის ნივთები. თავზარდაცემული დები ამაოდ ცდილან წაბილწვას გადაერჩინათ სიწმიდენი, შველა არსაით იყო. მათ შეურაცხყოფდნენ, ზოგიერთი უცემიათ კიდეც.

ასეთი რბევა რამდენიმე დღე გაგრძელებულა. ტაძარი რომ საბოლოოდ დაუცარიელებიათ და გამოუკეტავთ, ესეც არ უკმარიათ და ახლა მისი საძირკვლამდე დანგრევა გადაუწყვეტიათ. ჯერ სამსართულიანი სამრეკლო დაუქცევიათ, შემდეგ კი ტაძრის კედლების ნგრევა დაუწყიათ...

მოულოდნელად მოწმენდილი ცა მოქუფრულა, ჭექა-ქუხილი ამტყდარა და ერთ მუხას მეხი დასცემია. მაშინ კი შეშინებულან უღვთონი და უკანმოუხედავად გაქცეულან...

გასული საუკუნის 70-იან წლებში ჯერაც ცოცხალნი იყვნენ ის ადამიანები, რომელთაც ახსოვდათ ახალ სენაკში მომხდარი ანტირელიგიური ქმედებანი, პირადად იცნობდნენ ეკლესიათა ნგრევის მონაწილეთ... პატივცემულო მკითხველო, თქვენც გაგონილი გექნებათ ცოდვილთა ოჯახების ამოწყვეტაზე, მათი შთამომავლების დაინვალიდებაზე, ფსიქიკურ შეშლილობასა თუ მრავალ სხვა უბედურებაზე - ღვთის რისხვაზე... დიდია საიდუმლო უფლისა, შეუცნობელი - გზანი მისნი!

- გვერდს ვერ ავუვლით 1924 წლის აჯანყების ჩაშლის შემდეგ პერიოდს. ბოლშევიკების ტერორი მას მერე უფრო გამძაფრდა. რა ხდებოდა მაშინ სენაკში?

- უფროსი თაობისაგან არაერთხელ მსმენია, აჯანყების დამარცხების შემდეგ სენაკის მოსახლეობამ რომ კვლავ გაიხსენა ეკის მთის სახიზრები და ვინც მაშინ დაჭერას გადაურჩა, თვეების განმავლობაში იქ იმალებოდა. მთებს შეფარებულთ ღამღამობით, მალულად, თეკლათის დედათა მონასტრის მონაზვნები უზიდავდნენ თურმე საკვებსა და წყალს და ასე იხსნეს არაერთი ადამიანის სიცოცხლე.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მაზრის სამღვდელოება უყოყმანოდ მიემხრო წინააღმდეგობის მოძრაობას. იმ დღეებში ღვთისმსახურთა უდიდესი ნაწილი, ფიზიკურად თუ მორალურად, აჯანყებული ხალხის გვერდით დადგა და სრულად იგემა დამსჯელთა სისასტიკეც და დამარცხების სიმწარეც.

ჟურნალისტმა რევაზ გრიგოლავამ გამოწვლილვით შეისწავლა სენაკელ აჯანყებულთა ქმედებანი, მათი შემდგომი ბედი და საერთოდ ამ დიდი სახალხო მღელვარების ისტორია. გთავაზობთ ნაწყვეტს მისი ერთ-ერთი წერილიდან: ,,საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წმ. ამბროსი ხელაიას მოწოდება გენუის კონფერენციისადმი ფაქტობრივად წარმოადგენდა მოწოდებას თავისი სამწყსოსადმი, სასულიერო მოღვაწეებისადმი და ეს ასეც იქნა აღქმული, რის შედეგადაც ათობით სასულიერო პირი არალეგალურ ანტისაბჭოთა საქმიანობაში ჩაება. ბანძის რაიონული მილიციის თანამშრომლებმა ხელისუფლების საწინააღმდეგო არალეგალური საქმიანობისათვის 1922 წელს დააპატიმრეს ჭყონდიდელი ეპისკოპოსი და მარტვილის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის არქიმანდრიტი დავით შალამბერიძე, რათა, როგორც მილიციის უფროსის ლუკა კიკალეიშვილის მოხსენებით ბარათშია აღნიშნული, - "ძირფესვიანად აღმოფხვრილიყო ყოვლად წმიდა მამის ყოვლად უწმინდური შეტევა კომუნისტური პროპაგანდის წინააღმდეგ".

ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის მილიციამ დააპატიმრა სენაკის წმიდა გიორგის ეკლესიის დეკანოზი არისტრახოს კალანდარიშვილი, ბანძის შაურკარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი მიხეილ ცხაკაია, ნაგებერიოს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი დავით გახოკიძე, კვათანის თემის სოფელ ნოღოხაშის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი სიმონ კაჭარავა, მღვდლები ბესარიონ და ანდრია დანელიები, ვლადიმერ კეკელია, ამბროსი ოდიშარია, ბესარიონ გაბუნია, კონსტანტინე გვალია, გიორგი კალანდარიშვილი და სხვები, რომლებსაც ჩამოერთვათ ხელწერილი და აეკრძალათ სამაზრო ხელისუფალთა უნებართვოდ სენაკში შესვლა. ხოლო მოგვიანებით, როგორც სამაზრო პოლიტბიუროს უფროსი გრიშა მალანია სამაზრო აღმასკომის თავმჯდომარის სამსონ მამულიას სახელზე გაგზავნილ თავის მოხსენებით ბარათში წერდა - ,,ამ სულის ყორნებს - მღვდელებს, რომლებიც მცხოვრებთ უსისინებდნენ არ დაეჯერებინათ კომუნისტებისათვის" - საერთოდ აეკრძალათ სამაზრო ცენტრში მოღვაწეობა.

ანტისაბჭოთა საქმიანობას არალეგალურად ეწეოდნენ, აგრეთვე, სენაკის მაზრის მღვდლები: გიორგი გამზარდია (მეორე შხეფის მთავარანგელოზის ეკლესიის წინამძღვარი), თეოფანე კალანდარიშვილი (ქვემო თეკლათის მთავარანგელოზის ეკლესიის წინამძღვარი), კირილე ჯავახია, შალვა ხახუბია (სორტის წმიდა გიორგის ეკლესიის დეკანოზი), გერასიმე ხოშტარია (მარნის თემის ნამწარეთუს წმინდა გიორგის ეკლესიის მთავარხუცესი), ალექსანდრე და იაკობ კალანდარიშვილები, ირაკლი პარკაია, ნესტორ ქავთარაძე და სხვა.

არალეგალურ ანტისაბჭოთა საქმიანობაში ფართოდ იყვნენ ჩაბმულნი სასულიერო მოღვაწეთა ოჯახის წევრებიც. მღვდლების შვილები იყვნენ, მაგალითად, შალვა, კაკო და საშა მათეს ძე კალანდარიშვილები, გერასიმე გიორგის ძე გამზარდია, სიმონ და მიხეილ გიორგის ძე ხოფერიები, ვიქტორ მიხეილის ძე ხარბედია, კონსტანტინე ხარიტონის ძე ძიძავა და ასობით სხვ.

სასულიერო პირთა ეროვნული იდეალებისადმი ერთგულებაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ 1924 წლის აგვისტოს გამოსვლების დროს მარტო სენაკის მაზრაში აჯანყებულთა შორის 59 მღვდელი იყო, ხოლო ცალკეულ რაიონებსა და თემებში - მაგალითად, ახალ სენაკში, ნოქალაქევში, მარტვილში, სალხინოში, ბანძაში, აბაშაში და სხვაგან - სამღვდელოება წინ მიუძღოდა ამბოხებულებს და მტკიცედ მოითხოვდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სარწმუნოებრივი თავისუფლების აღდგენას.

ამ გამოსვლებში მარტვილიდან მონაწილეობდა - 10 მღვდელი, ნოქალაქევიდან - 4, სალხინოდან - 2, ბანძიდან და ძველი სენაკიდან - 3-3, აბაშიდან - 16, ხოლო სენაკიდან - 21 მღვდელი, რომელთაგან ბევრი სწორედ აჯანყებულთა მხარდაჭერისათვის დახვრიტეს.

არალეგალურ ანტისაბჭოთა საქმიანობასა და აგვისტოს გამოსვლებში აქტიური მონაწილეობის გამო, სუკის ყოფილი გენერლისა და ლავრენტი ბერიას უახლოესი თანამებრძოლის კაკო შელიას მოგონების მიხედვით, 20-იან წლებში საქართველოში კომუნისტებმა დახვრიტეს 200-მდე სასულიერო მოღვაწე და ამდენივე გადაასახლეს. დააპატიმრეს 160 მონაზონი.

ხელისუფლებამ, მართალია, კათოლიკოს-პატრიარქის დახვრეტა ვერ გაბედა, მაგრამ საგრძნობად გაამეჩხერა პატრიოტ ღვთისმსახურთა რიგები...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა დიდმოწამე დიმიტრი, შვილი კეთილშობილი და მაღალზნეობრივი მშობლებისა, ქალაქ თესალონიკში იშვა,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat