კრძალვა და თავდაცულობა გმართებთ, დანო, ადამიანების წინაშე, რათა არავინ დააბრკოლოთ და რაიმე ვნება არ მიაყენოთ თქვენი უწესო ქცევა-ცხოვრებით საზოგადოებას
კრძალვა და თავდაცულობა გმართებთ, დანო, ადამიანების წინაშე, რათა არავინ დააბრკოლოთ და რაიმე ვნება არ მიაყენოთ თქვენი უწესო ქცევა-ცხოვრებით საზოგადოებას
თეკლათის მონასტერი
IV ნაწილი

ვათვალიერებ "ფეისბუქზე" ბატონ პაატა ქურდოვანიძის მიერ შექმნილ ალბომს "თეკლათი" და აღფრთოვანებას ვერ ვმალავ. დედა სალომესა (თავდგირიძე) და დედა ათანასიას (სალაყაიას) სურათები არ შემორჩენილა, სამაგიეროდ, იქ შეგიძლიათ ნახოთ დედა ეკატერინე (აფაქიძე) და ის წმინდა გარემო, სადაც იგი მოღვაწეობდა. ბატონი პაატაც იზიარებს ჩემს აღფრთოვანებას:

- დედა ეკატერინეს რამდენიმე ფოტო შემორჩა. თითოეული მათგანი ნათლად გვიდასტურებს ზეპირი გადმოცემის სანდოობას - ნეტარხსენებული წინა იღუმენიების ღირსეული მემკვიდრე და კრებულის მიერ სიყვარულით გარემოსილი ყოფილა. მაღალი, შემართული, ეტყობა, სიტყვაძვირიც... ისეთი ადამიანი, პირველი შეხვედრისთანავე კრძალულებით რომ განგაწყობთ. დიდი ოსტატობითაა ფოტოგრაფის მიერ აღბეჭდილი ის სულიერი ერთობა, წინამძღვარსა და კრებულს შორის რომ სუფევდა. მრავლისმეტყველია თუნდაც ის ფაქტი, სქემიღუმენია ათანასიას შემდეგ თეკლათელ დედათა კრებულის წინამძღვრად სწორედ დედა ეკატერინეს რომ ირჩევენ...

- რა ვიცით ამ წმინდა დედის შესახებ?

- იღუმენია ეკატერინე აფაქიძის ბიოგრაფიის შესახებ დოკუმენტური წყაროები მწირია. ვიცით, რომ იგი ზუგდიდელ აფაქიძეთა საგვარეულოს წარმომადგენელია. ვაჟისა და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ღირსი დედა ჯიხეთის მონასტერს შეჰკედლებია, მერე ალექსანდრე ეპისკოპოსს თეკლათში გადმოუყვანია. სამწუხაროდ, მისი ოჯახის მემკვიდრეთ ვერ მივაკვლიე, რომ რაიმე მასალა მომეძია. მაგრამ ამ ხარვეზს ერთგვარად ავსებს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს დიმიტრი აბაშიძის მიერ 1905 წლის 22 იანვარს საქართველო-იმერეთის სინოდური კანტორისადმი გაგზავნილი მოხსენებითი ბარათი, სადაც მეუფე დიმიტრი აღნიშნავს, რომ 1903 წლის 14 აპრილს ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის მიერ თეკლათის დედათა მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად დროებით, წმიდა სინოდის დამტკიცებამდე, დაინიშნა თავად დავით გუგუნავას ქვრივი, ეკატერინე, რომ ღირსი დედა დიდის მონდომებით უძღვება მონასტრის საქმეებს და მოწესეთა შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. მაგრამ მეუფე დიმიტრი იქვე წერს, რომ ეკატერინე აფაქიძე, მიუხედავად 7 წლის მორჩილებისა, მონაზვნად ჯერ კიდევ არ არის აღკვეცილი და წმიდა სინოდისაგან ნებართვას გამოითხოვს, აღკვეცოს იგი მონაზვნად და იღუმენიას წოდებაშიც აღამაღლოს. წმიდა სინოდმა იმავე წლის 16 მაისს ეპისკოპოსს ამ თხოვნაზე თანხმობა განუცხადა.

მონასტრის კრებულს დედა ეკატერინე 1910 წლის 27 მაისამდე უძღვებოდა. იგი ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხესთანაა დაკრძალული და ზედ ქვის დიდი ლოდი ადევს, რომლის წარწერა, სამწუხაროდ, არ იკითხება.

- გთხოვთ მოგვითხროთ იმ სურათის ისტორიაც, რომელზეც თეკლათის დედათა მონასტრის კრებული ღვთისმშობლის ხატთან ერთად არის გამოსახული?

- უდიდეს დღესასწაულად გათენდა დედათა კრებულისათვის 1904 წლის 22 მაისი (ძველი სტილით). ამ დღეს მონასტერში ათონის მთაზე, ივერონში დავანებული უდიდესი სიწმინდის - ივერიის მფარველი უფლის დედის - მარიამ ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლი იქნა ჩამოსვენებული. მას ,,დაუჭნობელი ყვავილი" ეწოდება. სიწმინდეს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი, ყოვლადსამღვდელო დიმიტრი (აბაშიძე) და სამღვდელოთა დიდი დასი შეეგებნენ.

"წამის ყოფითა სამმნათობიერისა ღვთისა და სათნო ყოვლისა წმიდისა ღვთის მშობელისათა და მეოხებითა ძედ წოდებულისა მისისა წმიდისა დიდებულის იოანე მახარობელისათა მე უნდომან მღვდელ მონაზონმა იონა მთაწმინდელმან ხატი ესე სასწაულმოქმედისა ღვთის მშობელისა დაუჭნობლად წოდებულისა დავახატვინე და შევსწირე ჩემს სამშობლოს თეკლათის დედათა მონასტერს ვითარცა მფარველად მიურულებლად სარწმუნოებითა და შიშითა ღვთისათა მკვიდრთა მას შინა და მარადის მოსახსენებლად სულისა ჩემისა და მშობელთა ჩემთა და ქრისტესმიერ ძმებითურთ. ამინ. ათონის მთაწმიდა. 1903 წელსა". ასეთი წარწერა ამშვენებს მას. იგი თეკლათში ქართველთა მონასტრის წინამძღვრის, მამა იოანე ხოშტარიას მიერაა გამოგზავნილი.

იოანე ბერს ორი წლის შემდეგ ღვთისმშობლის მეორე დიდი ხატიც შეუკვეთია და გურიის ჯიხეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელზე აგებული დედათა მონასტრისათვის შეუწირავს. უფლის დედის ეს დიდებული სახება დღესაც ამშვენებს ამ სავანეს. "განგებითა ღვთისათა, და წამისყოფითა დედისა ღვთისათა, მე მონა მისი მღვდელ-მონაზონი იონამ, ამ ჟამათ მყოფი ათონის მთა წმიდის ქართველთა წ-ა იოანე მახარებლის სავანის გამგემან, დავახატვინე წ-ა ხატი ესე სახელწოდებით სასწაულთ მოქმედი დედა ღვთისა ივერიისა, შევწირე გურიის ჯიხეთის დედათა სავანესა. დედაო ღვთისაო მარიამ, მომიხსენე მე ცოდვილი, ოდეს მოვიდეს ძე შენი დიდებითა მისითა ჩემის მშობლებით, სულიერი და ხორციელი ძმებითურთ. ამინ. 1905 წელსა 1-ელ აგვისტოსა", - ივედრებოდა იოანე ბერი და ზეციერმა დედოფალმა კომუნისტური ავკაცობისაგან სასწაულებრივი ძალით დაიცვა ეს ორი ტყუპი და-მონასტერი, დღესაც რომ დაუშრეტელი მადლით მოსაგრეობენ გურიასა და სამეგრელოს!

იოანე ბერის თეკლათისადმი შეწირული ამ დიდებული საჩუქრის მობრძანების დღეს გურია-სამეგრელოს ეპარქიის ახალდადგენილმა მწყემსმთავარმა დიმიტრიმ საზეიმო წირვა აღასრულა, რომლის დასრულების შემდგომ მამა ალექსი შუშანიამ ეპისკოპოსს, დედათა კრებულს, მოწვეულ სამღვდელოთა და მრევლს საგანგებოდ მომზადებული ქადაგებით მიმართა. ვფიქრობ, დრო-ჟამს გადარჩენილი ეს შთამაგონებელი სიტყვა, არ შევცდები, თუ ვიტყვი - ქართული ჰომილეტიკის ეს შედევრი დღესაც საგულისხმოა:

"საყვარელნო, ნუ ყოვლისა სულისა გრწამნ, არამედ გამოიცადენით სულნი, უკეთუ ღვთისაგან იყვნენ, რამეთუ მრავალნი ცრუ-წინასწარმეტყუელნი განსრულ არიან სოფლად" (კათ. იოანე, 4. მ. 1).

ყოვლად უსამღვდელოესო მეუფეო, გვაკურთხენ!

KARIBCHE

მეუფე ლეონიდე (ოქროპირიძე) თეკლათში სტუმრობისას

ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! დასდგა დრო საშიშარი, დრო დიდად სამწუხარო და წარმტაცი ადამიანებისა სულით და ხორცით ჯოჯოხეთისკენ, რომელმან განამრავლა შვილნი ბნელისანი და სწავლანი საეშმაკონი. დადგა რა მეოცე საუკუნე და საქართველო ესე ვიდრე დღემდე ამაყობდა ქვეყნის წინ სარწმუნოების მტკიცე და შეურყეველი ნიადაგით; ეს სარწმუნოება იყო ჩვენი ერის ძლიერება ჯვარ-მოსილებით, რომლითა გამსჭვალულნი მეფე და ერი მედგრად ებრძოდნენ ყოველ-მხრით გარემოდგომილს სულიერსა და ხორციელს მტრებს სასახელო გამარჯვებით. დღეს დაუდგა ჟამი ეკლესიასა, რომელიც სასტიკად დევნის მას და ლამის დამხობად. ვისგან? მისი აღზრდილი შვილებისაგან, მისგან მონათლულ-გაბედნიერებულთა ძეთაგან. ამათ დაუტევეს მამა-პაპეული ღვთისა მიერ გადმოცემული ნათლის სარწმუნოება და შეუდგნენ ანტე-ქრისტესა, და გატაცებულნი ეშმაკის მოძღვრებით მიმორბიან ქალაქითი-ქალაქად და სოფლითი-სოფლად, ზოგნი სიტყვით და ზოგნი დაბეჭდილ წერილებით ქადაგობენ ეშმაკეულ მოძღვრებას და ხალხში ავრცელებენ ღვთის უარისყოფას, ეკლესიის არარაობას და ყოველი მისი საიდუმლო მღვდელმოქმედებისგან განდგომილებას. საცოდავნი, ღვთის უმადლო სოფლიო სიბრძნით ოდენ გონება ცდომილნი, დამთვრალ არიან ამპარტავნებით, რომლის წყალობით ეუფლა მათ სული გმობისა და მრავალგვარ მწვალებლობისა, რომლითა თვითგახრწნილნი ხრწნიან კაცთა სულის საუკუნო ნეტარებას.

დაუკვირდით, ძმანო საყვარელნო, და განიხილეთ, თუ რა შედეგი მოაქვს ნაყოფად ქვეყნისა ამ ცრუ სწავლულ ზოგიერთ პირების ქადაგებას, დაუკვირდით კარგათ, ნუ მოსტყუვდებით ქარბერილი ოცნებით. მიიხედეთ გონიერად ცხოვრებისაკენ და იხილეთ, თუ ვითარ განმრავლდა უღმრთო მოქმედებანი, რომელ არს კაცისკვლა, მირონის შებღალვა, ნათესავის აღრევა, თავის მკვლელობა და ყოვლადვე ბიწიერებით აღსავსე ზნეობრივი დაცემა. ესე ყოველი არის ნაყოფი ურწმუნოებისა, მით, რომ თუ სარწმუნოება დაკარგა ადამიანმა, მაშინ არც ერთი უსჯულო მოქმედების შიში და რიდი არ ექმნება.

უნდა აღგიაროთ ჩემი გულის მწუხარება, რომ შეძრწუნებულ არს სული ჩემი და ვეკითხები ჩემ თავს გაოცებით, თუ რა მოელის ქვეყანას. ოხ, მძიმე საგრძნობელი კითხვაა ეგ ჩემთვის, როცა თითქო უნუგეშოდ მექადის განმრავლება ანტეს მოწაფეებისა, მაგრამ ერთიღა იმედი აღმიტაცებს და ისევ მანუგეშებს, რომ ძლევს ეკლესია და დასუსტდებიან მისი მოწინააღმდეგენი, რამეთუ ესრეთ ჰრქვა უფალმა პეტრეს: ,,კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". მრწამს ჭეშმარიტად, რომ ჩვენს ეკლესიას, ქრისტეს სარწმუნეობის კლდესა ზედა აღშენებულს, ვერ მოერევიან ჯოჯოხეთის მეკარენი. დასცხრება მრავლად განდიდებული აბორგება ეკლესიის განდგომილთა შვილთა, უკეთუ არა არს ჟამი უკანასკნელი, ქრისტეს მეორედ მოსვლისა, ე.ი. ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ უნდა იქმნეს დიდად განმრავლება უსჯულოებისა, ვითარცა იტყვის მოციქული პავლე: ,,უკეთუ არა იქმნეს განდგომილება, დიდი დღე იგი უფლისა არა მოვიდესო" (თესალონიკ. 2.მ.2-3).

მაშ, ჩვენ უნდა მივიღოთ და ჭეშმარიტებით, რომ ორისაგან ერთი ყოფად არს სწორედ: 1. თუ დრო არს ქრისტეს მოსვლისა, მაშინ ვერაფერი შეაყენებს უსჯულოების განმრავლებას წინასწარმეტყველებისაებრ მოციქულისა და 2. თუ არადა, სიტყვა ქრისტესი აღსრულდება ჭეშმარიტად და კლდესა ზედა სარწმუნოებისასა აღშენებული ეკლესია ძლევს მისდამი ლეგეონობით გამოლაშქრებულს ანტეებს და ჩვენ დიდი ნეტარება მოგველის ამ ურწმუნოების დროს მტკიცედ დგომისათვის.

ამისთვის გევედრებით, საყვარელნო ძმანო, ფხიზელ იქმენით და ღირსეულად დააფასეთ მადლი ეკლესიისა, რომელიც გადმოგვცა ღმერთმან საიდუმლოებისა მისისა გამოცხადებით; დააფასეთ მაღლის ძეობა, გამოუთქმელ და აუწერელ დიდების მემკვიდრეობით. მიიღეთ გულისხმისყოფა სულის ძლიერებისა, სულის მაღალ მეცნიერებისა, უკვდავებისა და ნათელ გონიერებისა, რომლის მსგავსებას ქვეყნიერობაში გარეშე კაცისა ვერას იპოვნით, მხოლოდ იპოვნით თვით შემოქმედის სიბრძნეში, რომლისა ვართ ხატება და მსგავსება; იცანით, ძმანო, საყვარელნო, მადლი ესე სულის აღმაფრთოვანებელი და ორთავ სოფლის საბედნიერო; ორთავ სოფლის საბედნიერო-მეთქი, დიაღ, არის ქვეყანაზედაც ჭეშმარიტი ბედნიერება მხოლოდ ერთი და ეს არის ღვთის სარწმუნოება, სიყვარული და მის მიერ გამონათებულნი სათნოებანი. მხოლოდ ამას შეუძლია ბედნიერჰყოს კაცი ქვეყანაზედაც, მით, რომ ვითარცა ბედნიერების დროს, აგრეთვე ყოველ უბედურების დროსაც ახარებს და ძლევით აღიყვანს მას სარწმუნოება ღვთისადმი და ღმერთი განუსვენებს მას, ვითარცა მამა სახიერი ნუგეშინის ცემითა სულისა წმიდისათა და განამხნევებს ხედვითა მომავალის ნეტარებისათა. აი, ესე არს ძალა სარწმუნოებისა, ესე არს მხოლოდ მისანდობელი ჩვენი მრავალ მღელვარე ცხოვრებისა, ესე არს ნავთსაყუდელი ზღვა, ცხოვრების მწარე ტალღების განსარინებელი; მხოლოდ ესე ღვთის სიყვარული და სარწმუნოება ქრისტესი აღამაღლებს და განათავისუფლებს ადამიანს მრავალგვარ ცოდვათა მონებისაგან და ზესთა ჰყოფს პირუტყვთა ტომობით ვნებათაგან, რომელიც მოგმადლოსთ თქვენ ყოველთა ღმერთმან.

ხოლო თქვენ, დანო და შვილნო, კრებულნო ამა მონასტრისანო, გულისხმაჰყავთ, რომ დანიშნულება თქვენი დიდი და მაღალია. არ იფიქროთ, ვითომ სოფლისგან რჩევითი წოდება თქვენი იყოს მარტო კერძო-პირადი თქვენი სულის ცხოვნებისათვის. არა, განგებულებამ, რომელმან განაგო კაცად კაცადისა საერთო კაცობრივ გვამთაგან ასოთ ჩინება, მან გამოგიწოდათ გვამთა შორის, ვითარცა თვალი მოყვასთა სინათლის მიმფენებლად, რომლითა სრულიქმნება თქვენიცა პირადი განათლება და ცხოვნება საუკუნო. დღითიდღე გესმიან, დანო, წმიდა მამების ცხოვრება, რომლებიც მათ-მათი აღრჩეულ მდგომარეობით, ვითარცა პირადისა თანასწორად, საერთო მოვალეობისათვის განმსჭვალულ იყვნენ: ზოგნი მოძღვრება-ქადაგებით, ზოგნი - სიტყვით, ხოლო ზოგად ყოველნი - ქვეყნისთვის გულმხურვალე ლოცვით და მათი სამაგალითო ცხოვრების ჩვენებით. აი, მოვალეობა თქვენი ამაში მდგომარეობს.

გახსოვდესთ მარადის, რომ ტვირთი თქვენი საერთოა და მამულის საყურადღებო, რომელიც მოითხოვს სიტყვით, საქმით და სამაგალითო ცხოვრებით ანგელოზებრივ წესებს. დიდი კრძალვა და თავდაცულობა გმართებთ, დანო, ადამიანების წინაშე, რათა არავინ დააბრკოლოთ და რაიმე ვნება არ მიაყენოთ თქვენი უწესო ქცევა-ცხოვრებით საზოგადოებას, თორემ მძიმე პასუხისგება მოგელით. მარადჟამ შეიმოსეთ ქალწულებრივი მორცხვობა, რომელიც არის მაღალი პატიოსნების სამკაული და თვალწინ გეხატოდენ თქვენი სასოება - სულის ნათელი იესო მეუფე ზეციერი.

აწ კურთხეულ არს ხატი დედისა ღვთისა, მოსრული სახელითა უფლისათა წმიდა ათონით მის წილ-ხდომილ ივერიაში, რომელმან მოგვცა მიზეზი ამ დიდებულ შემთხვევისა. ყოველთა უღაღადოთ მას შესხმა-ვედრებით: უმეტესად კურთხეულო დედაო ღვთისაო! სდუმს ყოველი ენა, ყოველი სიბრძნე და ყოველი ღონე კაცობრივი მიწდომად შენის საიდუმლოებისა, კრთის გული გამოძიებად და გონება იშიშვის შეპყრობილი განკვირვებითა, თუ ვითარ დაიტიე ან ვითარ იტვირთე და ღირს იქმენ ცა და ქვეყნის შემოქმედის ღვთისა შენ შორის დამკვიდრებად, კაცობრივ მშობელად და რძითა მაწოებელად.

ჰოი, სიღრმე და უფსკრული ღვთის განგებულებისა. ჰოი, სიმდაბლე მიუწვდომელი სახიერებისა მისისა, რომელიც ინება მის ხელქმნულის ადამიანის სიყვარულისათვის.

ეჰა, დედაო ღვთისაო! ესე არს ჩვენი სიხარული, ესე არს ჩვენი იმედი, ნუგეში და სასოება მისაყრდნობელი, რომელ ესრეთ ანგელოზთაცა უაღმატებულესად აღრჩეული პირი გვივი შენ, ჩვენი ნათესავი დედა წინაშე ღვთისა მეოხად.

ესე ადამის ტომთა საერთო სიხარული კმა იყო ჩვენდაცა, გარნა შენ არა აკმარე ესე სამშობლოსა ჩვენსა საქართველოსა, არამედ მთელ ქვეყნის წინ სახელი ქართველებისა აღამაღლე და მიისაკუთრე მით, რომელ გამოირჩიე ქვეყანა ესე და წილ-რგებულ ჰყავ შენდა სახელ-წოდებით: ,,ივერია წილ-ხდომილი დედისა ღვთისა". აჰა, დიდება-სიქადული წინაშე ყოვლისა ერისა საქართველოსი!

უმეტესად კურთხეულო დედაო ღვთისაო! ესე ივერია შენდა წილ-ხდომად წინასწარ განგებულ ჰყო უფალმან და უსწრო ვით წინამძღვარმან სიხარულისამან და კვართი მისი, რომელ არს სამოსელი სიხარულისა, არგუნა და მოსცა წილ-ყრითა საქართველოს, პატივად შენდა წილ-ხდომილებისა. ესეოდენ სასწაულებრივ საიდუმლო მხედველობით იხარებს გული უსაზღვროდ, თუ ვითარ ღირს-ვიქმენით ჩვენ საწყალნი ივერიელნი ესრეთ ღვთისა მიერ მოხედვასა.

დედაო მაღლისაო! დიდებულ არს შენი ჩვენდამი გულ-სავსეობა, რომელიც დაამტკიცე შემდეგ მიცვალებისაცა და მოუვლინე ნუგეშად და წინდად სიყვარულისა კვართი შენი საქართველოს, რომელიც დაუნჯებული არს სამენგრელოის ხობის მონასტერსა შინა. ამისათვის გულ-წრფელად გევედრებით ყოველნი აქა შემოკრებილნი: ყოვლად წმიდაო ღვთისმშობელო ქალწულო, ნუგეშო და საფარველო ჩვენო, დიდო იმედო ქართველთა ერისაო და ყოველთა ქრისტიანეთა შესავედრებელო!

აკურთხე სამშობლო ჩვენი, შენი წილ-ხდომილი საქართველო და მას შინა მცხოვრები მონანი და მხევალნი საფარველითა შენითა დაიფარე და მადლი ზეგარდამო ძისა შენისა გარდამოუვლინე ერსა შენსა უხვად და ყოველნი შეცოდებანი მათნი დაივიწყენ, შეუნდევ და ესრეთ ძლიერებითა ჯვარისათა განამტკიცე სარწმუნოებასა ზედა და ეკლესიანი მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა შეზღუდენ და დაიცევ გარემოდგომილთა განსაცდელთაგან და ძაღლებრ მდევნელნი მრავალ-ანტენი, მგმობარნი შენი და ძისა შენისა ღვთაების უარის-მყოფელნი, განსწავლენ შესაბრალებლად განსაცდელთა მიერ, რათა შეიგნონ ჭეშმარიტება, გულისხმა ჰყონ ცდომილება მათი და მოიქცენ და შეინანონ.

მფარველო და მეოხო ყოველთა ადამიანთაო, ღვთისმშობელო ქალწულო, მიიღე შუამდგომლობა წინაშე ღვთისა ამ ჟამად ორთა მებრძოლთა ხელმწიფეთა შორის გარდამოვლინებად ზეგარდამო მშვიდობისა, რათა არა განაგრძოს უფალმან რისხვა ადამიანთა მომსვრელი და დასცხრეს სამწუხარო სისხლისღვრა, რათა არა განმრავლდეს გოდება მრავალ რახიილისა შვილთა მათთა ზედა და ვითარცა ყოვლის შემძლებელმა ღმერთმან გამოიხსნას მძიმე განსაცდელისაგან მართლმორწმუნე ხელმწიფე ჩვენი, იმპერატორი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე და ყოველნი მხედრობანი მისნი. აცოცხლე გურია-სამენგრელოისა ეპისკოპოსი დიმიტრი, რომელიც დიდად დაშვრა პატივისცემითა ხატისა შენისათა. ადიდე სახელი მისი ორთავ სოფელში და საღმრთო სიყვარულითა აღავსე გული მისი სამწყსოისა მისისადმი და მოვალეობა სამშობლოისა სახელოვანად განამდიდრე მის შორის, შეწევნითა შენითა და ძლევამოსილ ჰყავ თვისთა ვნებათა ზედა, ვითარცა მწყემსი მნათობად ერისა.

აკურთხე, უმეტესად კურთხეულო დედაო ღვთისაო, მონასტერი ესე და დანი წმიდისა ამის სავანისანი, სამშობლოს დიდებად უკვდავ ძეგლისა - მონასტრისა ამის აღმაშენებელნი, რომელნიც განუსაზღვრელის სიხარულით მოელოდენ ამ ძვირფასსა ხატსა შენსა.

მოიხილე მათ ზედა სიყვარულით და მოჰფინე მშვიდობა, სიხარული და სიტკბოება სისაწყლესა მათსა, დაიფარე სამარადისოდ საფარველითა შენითა, შეზღუდენ ესენი უხილავის მებრძოლის საძლეველად ჯვარითა ძისა შენისათა, განაბრწყინვე ქალწულება და სიწმიდე მათი შარავანდედობითა მათზე დედოფლობისა შენისათა. აღავსე გული მათი სიყვარულითა იესო ქრისტესითა და სიმდაბლისა მისისა მიმბაძველობით, ჭეშმარიტ მოწაფედ გამოაჩინე ესენი. შერისხენ სულსა უკეთურსა ბოროტ ეშმაკისასა მათ შორის მეშფოთარსა, მოშურნესა და გარდამოფინე მათ ზედა სული მშვიდობისა და სიყვარულისა.

მოეც გულსა მათსა, ვითარცა შვენის ლტოლვითა სოფლისათა, სურვილი მყუდროებისა და ლოცვისა და ესრეთ სამკვიდრებელად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა ჰყავ კრებული ესე შენ მიერ შეყვარებული, სადიდებლად ღვთისა და შენ - ჩვენი ნუგეშისა და მეოხის მარიამისა.

უკანასკნელ მე, ესე მძიმე ცოდვებით დატვირთული ალექსი ბერი, არა ღირსი მიხედვისა ხატისა შენისა, ცრემლით გევედრები და გთხოვ: შენ და ძესა შენსა იესო ქრისტეს ვესავ, ნუ მრცხვენებინ მე უკუნისამდე. ამინ. 1904 წ. 17 მაისი".

- მართლაც უძვირფასესი მარგალიტია ეს სიტყვა. ეს წმინდა ხატი თუ გადაურჩა კომუნისტებს? სად არის დასვენებული?

- უწინდებურად გასხივოსნებული და გაბრწყინებული, მირონმდინარე ეს წმიდა ხატი დღესაც ადგილზე ბრძანდება და ათას ჭირშენახვედრ მონასტერს არასოდეს განშორებია, თუმც კი იყო დრო, როცა მონაზვნები მას ხელისუფლებისაგან მოგზავნილ კომკავშირელ აქტივისტებს უმალავდნენ, რათა, როგორც სხვა უამრავი სიწმინდე, ისე არ დაეღუპათ, არ დაეტაცნათ - დაეცვათ მსასოებლად და მეოხად დასისა, მონასტრისა და ქართველი ერისა.

ამ დიდებული ხატის სატაძრო დღესასწაული დედათა მონასტერში მუდამდღე საზეიმო წირვით აღინიშნებოდა და რაოდენ სასურველია, რომ ეს ტრადიცია აღდგეს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat