ძვირფასო თანამემამულენო, ნეკრესის ეპარქიაში სოფელ გავაზში მშენებარე წმინდა ტრიფონის სახელობის ეკლესიის მშენებლობა ამ ეტაპისთვის შეჩერებულია.
01.10.2017
ტაძრის მშენებლობა დაიწყო 2016 წელს, ნეკრესის ეპარქიის მღვდელთმნთავრის, მიტროპოლიტ სერგი (ჩეკურიშვილის) კურთხევით,
ამ ეტაპისათვის აშენებულია საძირკველი და ამოყვანილია კედლები.
ამ ახალი ტაძრის მშენებლობამ გამოაცოცხლა, ახალი სტიმული, და სიხარული შეიტანა თვითოეული გავაზელის გულში.
ტაძრის მშენებლობისას ყოველდღე გამოდიოდა 10–15 ადამიანი და იყო დღეები (საჭიროებისამებრ) 30 ადამიანიც გამოსულა თავისი ნებით და სრულიად უანგაროდ უმუშავია.
ღვთის მადლით ამ ახალი ტაძრის მშენებლობისას ეკლესიურ ცხოვრებას შეუდგა და ქრისტეს ნათელ გზას დაადგა, მშენებლობაზე გამოსული მრავალი გავაზელი.
ამ ახალი ტაძრის მშენებლობა უდავოდ ახალი სისხლის გადასხმა იქნება გავაზისათვის, უზარმაზარ წინსვლას შეიტანს გავაზელების ეკლესიურობისკენ მოსაქცევად, რადგან ძველი, 1781 წელს აშენებული წმინდა გიორგის ტაძარი პატარაა და მრევლს ვეღარ იტევს. შესაბამისად ეს მოიტანს მოსახლეობის სულიერების ამაღლებას, რაც უდავოდ წაადგება სრულიად საქართველოს.
ყველას ვუხდით მადლობას ვინც პირველი განცხადებისას გადმორიცხა თანხა და ამჯერად მეორედ გთხოვთ ვისაც რამდენი შეუძლია, გვერდით დაუდგეს თავის წილ საქართველოს გავაზის ეკლესიის მშენებლობაში თანამონაწილეობით.
საქართველოს გაძლიერება და ეკონომიკური აღმავლობა ეკლესია მონასტრების მშენებლობით უნდა მოხდეს.
გავაზი არის სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით საქართველოსთვის სტრატეგიული სოფელი და სწორედ გავაზის გაძლიერებით უნდა დაიწყოს საქართველოს გაძლიერება.
იხარეთ ქრისტეში.
ლიბერთი ბანკი.
ანგარიშის დასახელება: გავაზის წმინდა ტრიფონის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდი.
ანგარიშის ნომერი: GE92LB0115119302544000