მისთვის მხოლოდ უფლის წყალობა იყო ჯილდო
მისთვის მხოლოდ უფლის წყალობა იყო ჯილდო
თეკლათის მონასტერი
III ნაწილი
- ბატონო პაატა, წინა წერილში მივადექით თეკლათის საქალებო სასწავლებლის აშენების პერიოდს. ამ სასწავლებლის დაარსებას ორმაგი მნიშვნელობა ჰქონდა: ამით სამეგრელოში ქალების ცხოვრება წინ წამოიწევდა და თანაც იგი წინ აღუდგებოდა იმპერიულ, რუსიფიკატორულ პოლიტიკას. ამიტომაც გთხოვთ დაწვრილებით მოგვითხროთ ამ სკოლის დაარსების ამბავი.

- როგორც წიგნაკი, "წინამძღვარი დედა ათანასია და თეკლათის დედათა მონასტერი", გვამცნობს, XIX საუკუნის ბოლოს მონასტრის იკონომოსს (სახმართა გამგე), დედა აღათი ცომაიას, ეპისკოპოსის სათანადო ნებართვით, ქალთა სამონასტრო სკოლის ასაშენებელი შემოწირულობის შესაგროვებლად უცხოეთში უმოგზაურია. დედა აღათის, რუსეთის გავლით, მანჯურიამდეც ჩაუღწევია. მართლაც რა სულიერი სიმტკიცე უნდა ჰქონოდა ქალს, რომელიც ქართულისა და მეგრულის გარდა სხვა ენას ვერ ფლობდა, ასე შორს გაებედა წასვლა. საჭირო თანხას თავი მოუყარა და სამშობლოში უვნებლად დაბრუნდა. ეპარქიის მმართველობამ მეთვალყურეთა საბჭო აირჩია, რომელსაც სენაკის სასულიერო სასწავლებლის გამგე, არქიმანდრიტი გიორგი ალადაშვილი ჩაუდგა სათავეში. უმოკლეს დროში აიგო ქვითკირის ორსართულიანი შენობა, სადაც საქალებო ოთხწლიანი სასწავლებელი განთავსდა.

- რამდენად გამართლდა სასწავლებლის დამაარსებელთა იმედები?

- სასწავლებელმა თანდათან ისე გაითქვა სახელი, რომ შვილის იქ აღზრდა ოჯახისათვის თავმოსაწონებელ საქმედ მიიჩნეოდა. სამონასტრო სკოლაში ასწავლიდნენ: საღვთო სჯულს, საეკლესიო წირვა-ლოცვის ტიპიკონს, გალობას, ქართულ და რუსულ წერა-კითხვას, მათემატიკას, ისტორიას, საოჯახო საქმიანობას - ქარგვას და სხვა. სწავლის დასრულების შემდეგ ზოგი გოგონა, საკუთარი სურვილითა და წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით, მონასტერში რჩებოდა - ჯერ სამორჩილოდ, შემდგომ კი სამონაზვნო მოღვაწეობისათვის. სხვანი საერო ცხოვრებას უბრუნდებოდნენ და მიღებული სწავლა-განათლების წყალობით სიკეთე მოჰქონდათ საკუთარი ოჯახისა და ქვეყნისათვის. ბევრმა მათგანმა გიმნაზიაში განაგრძო სწავლა და სასიქადულო გარჯით (ძირითადად პედაგოგიურ ასპარეზზე) დიდი სიყვარული და სახელი მოიხვეჭა. საკმარისია სენაკის სინამდვილიდან XX საუკუნის I ნახევრის ცნობილი პედაგოგების - პაშა ახვლედიანის, ძაძუ კეკელიას, ვერა ჩხეტიას, გალინა ლომიას, ფლორენცია კალანდარაშვილის, აგრაფინა იოსავას, ვერა ხუხიას, ნინა გუგუნავასა და სხვათა გახსენება, რომელთა ამაგი დაუვიწყარია თაობებისათვის. ცნობილი მსახიობი არეთა ლოლუა მოგონებებში განსაკუთრებული სიყვარულით იხსენიებს ქალთა ამ სასწავლებელს. უდავოდ დიდი საგანმანათლებლო მნიშვნელობა ჰქონდა მონასტრის მიერ სხვადასხვა დროს გამოცემულ და უფასოდ გავრცელებულ საღვთისმეტყველო ხასიათის წიგნებსაც.

- ამასობაში მოახლოვდა დედა ათანასიას მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი წლებიც...

- ეგზარქოს ფლავიანეს მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ნიკოლოზ II-მ სქემიღუმენია ათანასია მრავალი წლის სამაგალითო ქრისტიანული კეთილმსახურებისათვის 1902 წელს ოქროს სამკერდე ჯვრით დააჯილდოვა. წმინდა დედა მთელი ცხოვრება უფალთან მიახლებას, ღვთისა და მოყვასისათვის თავდადებას ემსახურა. მისთვის მხოლოდ უფლის წყალობა იყო ჯილდო, მაგრამ საერო ხელისუფლების ასეთი ყურადღება, როგორც პირადად, ასევე მთელი დასისათვისაც, სასიამოვნო მოულოდნელობად იქცა.

ერთი წლის შემდეგ ღვთისმოწყალებისა და სულიერი სიმდიდრის მაძიებელი დედა ათანასიას ამქვეყნიური ცხოვრება დასრულდა. 1903 წლის 5 აპრილს, აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდგომ, ყველასათვის მოულოდნელად, ნეტარხსენებული გარდაიცვალა.

"საკმარისია მარტო ერთი თვალი გადაავლოს კაცმა თეკლათის დედათა მონასტერს, რომ დარწმუნდეს, რა დიდი ჭკუისა და ენერგიის პატრონი იყო დედა ათანასია, რომელმაც არარაობისაგან ოცდახუთი წლის განმავლობაში შეჰქმნა მონასტერი, რომლის ქონება დღეს რამდენიმე ათი-ათასი მანეთი ღირს. სხვა რომ არ იყოს რა, მარტო ტაძარი და სასკოლო შენობა 60 000 მანეთი დაჯდა. ორსართულიან ძვირფას ქვის შენობაში მოთავსებულია ორკლასიანი საქალებო სკოლა, ეკლესია და მრავალი ოთახი სხვა და სხვა დანიშნულებისათვის.

მონასტრის დიდ ტაძარში ყოველ დღე გაისმის სულის დამტკბობი, შეწყობილი ქართული გალობა მონასტრის დათა და აი, ყოველივე ეს მარტოოდენ დედა ათანასიამ შექმნა ოცი-ოცდახუთი წლის წინ დაუცხრომელი შრომითი მეცადინეობით. სამშობლო ეკლესიის ასეთი დაუღლელი, მხნეობით სავსე მუშაკი, სულ 52 წლის ადამიანი, ვნების კვირას, 5 აპრილს წუთისოფელს გამოესალმა", - წერდა გაზეთი ,,ივერია" 1903 წლის 18 აპრილს.

დაკრძალვის დღეს, 9 აპრილს, მონასტერში მწირველი ბრძანდებოდა ყოვლადსამღვდელო ალექსანდრე (ოქროპირიძე) დიდძალი სამღვდელო თანამსახურებით. წირვას აუარებელი საზოგადოება დაესწრო. ნეტარხსენებული იღუმენია, მისივე ანდერძის თანახმად, მონაზვნური წესით - უკუბოოდ, ჭილოფში გახვეული დაუკრძალავთ. განსასვენებელი მისი ტაძრის სამხრეთ კარიბჭესთან, სვეტის წინ მდებარეობს და დღეს მასზე დასვენებულია ათონიდან ჩამობრძანებული - ,,ყვავილი დაუჭნობელი".

სქემიღუმენია ათანასია სალაყაიას ცხოვრება მომავალი თაობისათვის სანიმუშო და მისაბაძი მაგალითია იმისა, ჭეშმარიტმა ქრისტიანმა თუ როგორ უნდა განვლოს გზა ამა სოფლის, რათა უფალს მინდობილმა, მარადიული სიცოცხლით ინეტაროს.

- სწორედ იმ წელს ეგზარქოსი ალექსი, თავის ამალასთან ერთად, სამეგრელოში ჩავიდა, სადაც მას საპროტესტო წერილით შეხვდა წმინდა ალექსი შუშანია. ეს ამბავი დღესაც აქტუალურია. ბნელ ზრახვებს აყოლილნი დღესაც ცდილობენ სამეგრელოში წყლის ამღვრევას. ამ საფრთხეზე მიგვითითა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავის საშობაო ეპისტოლეში...

- დასავლეთ საქართველოში მოგზაურობისას, ნიშნად იმ დიდი დამსახურებისა, რაც ეკლესიის წინაშე მიუძღოდა დედა ათანასიას, ეგზარქოსი ალექსი 29 აპრილს სპეციალურად აბრძანებულა თეკლათის მონასტერში, რათა პირადად ეწირა გარდაცვალებულის სულის საოხად.

ამ ამბავს წმინდა ალექსი შუშანიას ბიძაშვილი, ონოფრე შუშანია ასე იგონებს: ,,ალექსი ბერი დიდ ინტერესს იჩენდა საზოგადოებრივი საკითხებისადმი. ავადმყოფობა რომ არ მიშლიდეს ხელს, ხალხში გასვლა და მოღვაწეობა ჩემი სანატრელი იდეალიაო, იტყოდა იგი. 1903 წელს, მეფის რუსეთის რუსიფიკატორული პოლიტიკის გამტარებელი ეგზარქოსი ალექსი, ცნობილ ვოსტორგოვთან ერთად, ცდილობდა სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის სწავლების ამოღებას. ალექსი ბერი, თავისი ხის დიდი ჯვრით, გზაში შეხვდა სენაკიდან თეკლათის დედათა მონასტერში დიდი ამალით მიმავალ ეგზარქოს ალექსის და მას საპროტესტო წერილი გადასცა, რომელიც რუსულად უთარგმნია სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორს დავით კაჭახიძეს (შემდგომში ეპისკოპოსი).

,,თქვენო მაღალყოვლადსამღვდელოებავ!

ჩემი ძმებისადმი სიყვარული მაიძულებს, მოგმართოთ შემდეგი თხოვნით. ღმრთის განგებით თქვენ მონდობილი გაქვთ ქართული ეკლესიის მართვა, ზრუნვა მის შვილთა ხსნაზე, რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნას თქვენი ჩვენდამი სიყვარულით, რომელიც მაცხოვრის მცნების თანახმად, თავგანწირვამდე უნდა მიდიოდეს. ჩვენ არ ვეჭვობთ, რომ თქვენ მხურვალედ გიყვართ საკუთარი სამწყსო და ამიტომ გთხოვთ ყურად იღოთ ვედრება იმათი, ვისაც თქვენ მწყემსავთ. როგორც თქვენ გიყვართ რუსი ხალხი და რუსული ენა და გსურთ, რომ იგი ჰყვაოდეს მრავალი წლის მანძილზე, ზუსტად ასევე მოექეცით ჩვენს ხალხს, ჩვენს ქართულ ენას, რათა მზაკვარმა ვერ ჩამოაცილოს თქვენი შვილები მართლმადიდებლურ ეკლესიას. უფლისა ჩვენის იესო ქრისტეს სახელით, რომელმაც ჩვენ ურთიერთსიყვარული გვიანდერძა, მე გთხოვთ, თქვენ არ დაუშვათ, რომ ბოროტმა სულმა თქვენს ყანაში დათესოს ღვარძლი - მტრობის თესლი და ყოველნაირად შეუწყოთ ხელი იმას, რომ ჩვენ, მჭიდროდ დაკავშირებულნი დიდ რუს ხალხთან, ერთიანი გულით ვადიდებდეთ ღმერთს".

ეგზარქოსი შეშფოთდა, ხალხში დიდი პატივისცემით შემოსილი მოღვაწე ბერის ასე საჯაროდ გამოსვლამ იგი დააფიქრა და იქვე დაამშვიდა და აღუთქვა, ეს ჭორია და არ მოხდებაო".

ქართველთა სიძულვილით ცნობილი იოანე ვოსტორგოვი ეგზარქოსის მოგზაურობის აღწერისას ,,საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო მახარობელში" ამ ფაქტს არ აღნიშნავს, მაგრამ ხელიდან არ უშვებს შემთხვევას, ერთხელ კიდევ განმარტოს მეგრელი ბავშვებისათვის ქართული ენის სწავლების არამართებულობა, რადგან, მისი შეხედულებით, მეგრელები ქართველები არ არიან. იმპერიის უერთგულესი მსახურის, დეკანოზ ვოსტორგოვის ანტიქართული საქმიანობა ჩვენს ისტორიკოსებს დაწვრილებით აქვთ აღწერილი და მე მასზე სიტყვას არ გავაგრძელებ. მაგრამ მკითხველის ყურადღებას მივაპყრობ სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის უფროსი ვაჟის, ნიკო მინგრელსკის დამოკიდებულებას ხელისუფლების მიერ სამეგრელოში ბავშვებისათვის ქართული ენის სწავლების აკრძალვის მცდელობისადმი.

მთავრის ძე ჯერ კიდევ 1885 წელს ვასილ მაჩაბელს სწერდა: ,,ჩემო ვასო, შენი ორივე წიგნი მომივიდა და ვჩქარობ შემოგწირო მადლობა, რომ ყოვლისფერი გააკეთე ისე, როგორც მე მსურდა და მიამებოდა. შენმა უკანასკნელმა წიგნმა მეტად მასიამოვნა... მე წავიკითხე ის სტატიები, რომელნიც ამტკიცებენ, რომ მეგრულ ენასა და ქართულ ენას შუა მსგავსება არ არისო. ჩემი ამბავი ხომ იცი: მე ვერაფერი გამაკვირვებს!.. მე ოღონდ ამას ვიტყვი, რომ ის გარეშე ქვეყნის ფილოლოგები, რომელნიც სწერენ მეგრულსა და ქართულ ენებზედ, არიან სრულიად დაბნეულნი. ჯერ ჩვენი ენა ისწავლონ და მერე სწერონ. ნამეტანი სწავლა ზოგიერთებს მთლად დააბნევს!.. მე სამეგრელოს, იმერეთს და გურიას ვუყურებ როგორც საქართველოს პროვინციებს. ჩვენ შუა განსხვავება არ არის და არც უნდა იყოს; ეს არის ჩემი აზრი და ამ აზრით მოვკვდები. ისღა გვაკლია ახლა, რომ ვინმე ჩინელმა ფილოლოგმა დასწეროს ჩვენს ენაზედ ან ქართული გვასწავლოს... იმედი მაქვს, რომ არ დამივიწყებ და მომწერ მანდაურ ამბებს. შენი მეგობარი ნიკო. 17 აპრილს 1885 წ. პეტერბურგი".

კავკასიის საეგზარქოსოს საეკლესიო-სამრევლო სკოლების მეთვალყურე იოანე ვოსტორგოვს, მხარდაჭერის იმედით, წერილით მიუმართავს ნიკო დადიანისათვის. როგორც ლიტერატურის მუზეუმში დაცულUგ. ტატიშვილის მოგონებაშია აღნიშნული: ,,ერთხელ სუფრაზე ყოფნისას ნიკოს მიართვეს წერილი. მან გახსნა, წაიკითხა და კოტე ყიფიანს გადასცა: ნახე, ეს ხულიგანი რას მიბედავსო!

ქუთაისში მოსულიყო მღვდელი ვოსტორგოვი და იქიდან ეს წერილი ვიღაც პოლიციელი მოხელის ხელით გამოეგზავნა. ვოსტორგოვი სთხოვდა ნიკო დადიანს, დაედასტურებინა, რომ მეგრელი ცალკე ეროვნებაა, რომელსაც ქართველ ერთან საერთო არა აქვს რა, რომ მეგრელებს აქვთ თავიანთი ენა, დამწერლობა, ლიტერატურა და ისტორია...

ნიკო თავის კაბინეტში გავიდა პასუხის დასაწერად, ხოლო შემდეგ თავისი პასუხი იქ მყოფთ წაუკითხა: - ,,მღვდელო, თქვენმა ხულიგნურმა წერილმა დიდად გამაკვირვა, რომ ღვთის მსახური, რომელიც მოვალეა პატივი სცეს ხალხის ისტორიას, ეცნობოდეს მას და ახარებდეს მისი ძმური ერთობა, სულ სხვა გზას დასდგომია. თქვენ გიკისრიათ როლი იუდასი და ცდილობთ გაყაროთYძმები და მტრად გახადოთ ერთმანეთისა. სამეგრელო, ქართლი, კახეთი, მესხეთი, გურია, იმერეთი და სხვა - ეს გეოგრაფიული სახელებია, სადაც ცხოვრობენ ქართველები, რომელთაც აქვთ ერთი საერთო საზოგადო ენა და დამწერლობა, თვისი ლიტერატურით, ხოლო თქვენ გინდათ თვითნებურად ყოველივე ეს ასიმილაციისთვის გამოიყენოთ. ამაზე ცალკე ვილაპარაკებთ, რაც მოხსენდება თვით ხელმწიფეს".

ალექსი შუშანიას მიერ დაურიდებელი პირდაპირობით აღსავსე იმ მიმართვამ თუ ბევრმა სხვა რამემ, ეტყობა, ეგზარქოსი ალექსი ეპისკოპოს ალექსანდრეზე გაანაწყენა. იგი თბილისში დაბრუნებისთანავე მღვდელმთავარის გურია-სამეგრელოს ეპარქიის მმართველობიდან დაუყონებლივ დათხოვნის წინადადებით სინოდს მიმართავს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat