ასწავლეთ მათ ლოცვა და სჯული ქრისტესი
ასწავლეთ მათ ლოცვა და სჯული ქრისტესი
თეკლათის მონასტერი
II ნაწილი
- ბატონო პაატა, ჩვენ გავიხსენეთ ის მამები, რომლებიც თავიდან უძღვებოდნენ თეკლათელ დედათა სულიერ ცხოვრებას. მაგრამ დედათა სულიერი ორიენტირი ალბათ მაინც დედა სალომეს პირადი მაგალითი იყო. რამდენადაც ვიცი, დედა სალომე თეკლათში არ არის დაკრძალული.

- დიახ, ასეა. 1875 წელს გაბრიელ ეპისკოპოსმა იღუმენია სალომე იმერეთში, მღვიმევის სახელგანთქმული მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანა. აწ უკვე ჭარმაგ დედა სალომეს ემძიმებოდა თავის სულიერ ნაშობთან განშორება, მაგრამ მეუფეს ვერ ეურჩებოდა. თვალცრემლიანი დაემშვიდობა დასს და წინამძღვრობა დედა ათანასიას გადააბარა. დალოცა, დაარიგა და გაემგზავრა. ნეტარხსენებულს ამის შემდეგ დიდხანს არ უცოცხლია - 1878 წელს გარდაიცვალა და იქვე, მღვიმევშივე დაკრძალეს.

- როგორ წარიმართა დედა სალომეს გარეშე ცხოვრება?

- თეკლათის მონასტრის ყოველდღიური ყოფიდან ბევრი რამ აქვს დაფიქსირებული ალექსი ბერს (შუშანია). გთავაზობთ ერთ ასეთ აღწერილობას: ,,დარჩნენ სავანეში შვიდი დები დედა ათანასიას მეთაურობით. დები თანდათან ემატებოდნენ და ყველანი ერთად, მიუხედავად ყოვლისა გაჭირვებისა, მშიერ-მწყურვალენი, თავგანწირულად მოღვაწეობდნენ.

დღესასწაულებში და შაბათ-კვირაობით ლობიო და მჭადი იყო მათი საზრდო, ხოლო სადაგში - დღეში ერთხელ მჭადსა და წყალს იხმევდნენ და ამას დიდ ღვთისწყალობად მიითვლიდნენ. არც ერთი მათგანი არ ზრუნავდა სასმელ-საჭმელისა და სამოსელისათვის, არამედ ყველას თავიანთი ზრუნვა ღვთისათვის მინდობილი ჰქონდათ. სიტყვისაებრ მეფსალმუნისა: ,,მიუტევე უფალსა ზრუნვა შენი და მან გამოგზარდოს შენ".

კეთილმოღვაწე დები თავიანთი შრომით და საშუალებით იკეთებდნენ ხის სენაკებს, რომლისათვის დიდის ჭირით და განსაცდელით ამოჰქონდათ მხრებით სამი ვერსის სიშორიდან, უგზოდ, მიუდგომელ სავანის მთაზე ფიცრები და აგურები. ქრისტესმიერ შეკავშირებულნი ერთმანეთს ეხმარებოდნენ ყოველგვარი მუშაობის დროს. ჯერ ყველანი ერთი დათაგანის ბინის კეთებას შეუდგებოდნენ, შემდეგ მეორის, მესამისა და სხვათა. სენაკების აშენებამდე ერთად იკრიბებოდნენ; ღამეს ეკლესიაში ათევდნენ და დღე მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ სავანის ასაღორძინებლად. საზოგადოებაც თანაუგრძნობდა მათ, შემწეობას არ აკლებდა. არც მოწყალე მწყემსმთავარი გაბრიელი იშურებდა შეწევნას".

გაბრიელ ეპისკოპოსს დედა სალომეს მღვიმევში გადაყვანის შემდგომ დიდად ეიმედებოდა დედა ათანასია და ის 1878 წლის 2 მაისს მონასტრის დროებით მმართველად დაადგინა. მეუფე მას რჩევა-დარიგებას შემდგომშიც არ აკლებდა, მუდმივად უგზავნიდა საჭირო წიგნებსა და ნივთიერ დახმარებას.

- ალბათ ამ ზრუნვის შედეგი იყო თეკლათელ დედათა გამრავლება.

- მართალი ბრძანდებით. თეკლათისაკენ ყოველი მხრიდან მოეშურებოდნენ მოღვაწეობის მსურველი ქალბატონები.

დედა ათანასიას წინამძღვრობის მეათე წლის თავზე დების რიცხვმა ორმოცს მიაღწია. მონასტერი პატარა დაბას დაემსგავსა. უმშვენიერესი გარემო შრომამ და გარჯამ მიწიერ ედემად აქცია. გაზრდილი დასი უკვე ტაძარშიც ვეღარ ეტეოდა. გაბრიელ ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევითა და რჩევით დედა იღუმენიამ ძველი ბაზილიკის ადგილას ახალი ეკლესიის აგება გადაწყვიტა. კრებულმა შემწეობის თხოვნით ნაცნობთ და კეთილისმყოფელთ მიმართა. მეუფის ნებართვით, ორი მოწესე - დედა გულქანი და დედა მაია მთელ ეპარქიაში როჭიკობდნენ. მეუფე გაბრიელის დავალებით, გელათის მონასტრის მღვდელმონაზვნებმა - მამა მაკარიმ და მამა ამბერკიმ იმერეთი მოიროჭიკეს და შვიდი ათასამდე რუბლი შეაგროვეს.

ამავდროულად, ყოვლადსამღვდელო გაბრიელის შუამდგომლობის საფუძველზე, რუსეთის იმპერიის წმინდა სინოდმა, 1884 წლის 23 ივნისის განკარგულებით, თეკლათის დედათა მონასტერი, რომელიც მანამდე დამოუკიდებელ სავანედ ითვლებოდა, უფლებრივად აამაღლა და ოფიციალურად აღიარა, როგორც დედათა საზოგადო საცხოვრისი. მონასტერს, კანონმდებლობით, ყოველწლიური პენსია - 860 რუბლი დაენიშნა და საგანგებო აქტით, იმხანად უკვე გაუქმებული, ცაიშისა და ქვედა თეკლათის მამათა მონასტრების კუთვნილი მამულებიც გადაეცა. კრებულმა პირველსავე წელს ერთჯერადი დახმარების სახით 400 რუბლი მიიღო. ამ შეწევნამ დედათა დასს მოღვაწეობის უფრო მეტი საშუალება მისცა.

- მონასტრისთვის დიდი დახმარება გაუწევია მეუფე გრიგოლს (დადიანი)...

- 1885 წელს დასავლეთ საქართველოში ეპარქიათა ცვლილება მოხდა, საქართველოს ეგზარქოსის წარდგინებით სინოდმა იმპერატორს თხოვნა აახლა და ალექსანდრე III-ის ბრძანებით, იმერეთის ეპარქიას გურია-სამეგრელოს სამწყსო გამოეყო, რომლის პირველ მღვდელმთავრად ეპისკოპოსი გრიგოლი (გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანი, 1833-1907) დადგინდა.

1885 წლის 13 სექტემბერს დედათა კრებულმა მორჩილი ათანასია წინამძღვრად აირჩია. მეუფე გრიგოლმა ერთი წლის შემდეგ, 1886 წლის 1-ელ აგვისტოს ღირსი დედა მონაზვნად აღკვეცა. ამასთანავე შეარჩია ახალი ტაძრის ასაშენებელი ადგილი, დაამტკიცა მისი გეგმა და მშენებლობასაც შეუდგა.

საყდარს დიდი, თლილი ქვებით აგებდნენ. უგზოობის გამო ჭირდა სამშენებლო მასალის ამოზიდვა, მაგრამ მონდომებამ თავისი გაიტანა. როგორც კი შეგროვილი თანხა ამოიწურა, მონაზვნებმა კვლავ მიაშურეს სამეგრელო-აფხაზეთის სოფელ-ქალაქებს. 4000 რუბლი მოაგროვეს და მშენებლობაც დასრულდა.

უთუოდ გაგახსენდებათ გიორგი მერჩულე, რომელიც ხანძთის მონასტრის მთავარი ტაძრის აშენებას შემდეგნაირად აღწერს: ,,ხოლო ქვაი და კირი ფრიად შორით მოაქუნდა ძნელთა მათ გზათა კაცთა ზურგითა, და ყოველი სასწორითა იწონებოდა, რამეთუ იყიდდეს მაშენებელნი იგი".

ბოლოს გრიგოლ ეპისკოპოსმა პირადი შენაწირით სახურავისთვის თუნუქი და ტაძარზე აღსამართავი ჯვარიც შეიძინა და ასე დასრულდა ამ სამნავიანი ბაზილიკის აშენება.

მალე ლამაზი, სამსართულიანი სამრეკლოც აღიმართა, რომლის კეთილად ჩამოსხმული ზარების ხმაშემკობილი რეკვა კარგა შორ მანძილზე გაისმოდა.

როგორც 1889 წლის 30 ოქტომბრის ჟურნალი ,,მწყემსი" იუწყება, თეკლათის დედათა მონასტრის ღვთისმშობლის შობის სადიდებლად აგებული ახალი ტაძრის საზეიმოდ კურთხევა პირველ ოქტომბერს მომხდარა. საყდარი გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს გრიგოლ დადიანს უკურთხებია. იმ დღეს თეკლათში მრავლად ყოფილან სამღვდელონი, მრევლი, მორწმუნე საზოგადოების წარმომადგენელნი.

მღვდელმთავარი წინადღით დილიდანვე აბრძანებულა მონასტერში. მეუფეს მწუხრი ცისკრის ლოცვით დაუსრულებია და მეორე დღეს, 1-ელ ოქტომბერს, ტაძრის კურთხევას დილის 9 საათიდან შესდგომია. ღვთისმსახურების დასრულების შემდგომ გრიგოლ დადიანს საგანგებო ეპისტოლეთი მიუმართავს კრებულისა და დამსწრე საზოგადოებისათვის

ნაშუადღევს მონასტრის წინამძღვარს მღვდელმთავარი, მისი თანმხლები კრებული და სტუმრები საზეიმო სადილზე მიუწვევია. პირველი სადღეგრძელო იმპერატორ ალექსანდრე III-ისა წარმოუთქვამთ, რომელმაც აგრერიგად დააფასა დედათა სავანე და კრებულს უძვირფასესი სატაძრო ხატი შემოსწირა. სადღეგრძელოს გალობა მოჰყოლია. თამადას შემდგომ საქართველოს ეგზარქოსი პალადი უდღეგრძელებია. მესამე სასმისით გურია-სამეგრელოსა და იმერეთის ეპისკოპოსები გრიგოლი და გაბრიელი შეუმკიათ.

ერთ-ერთი სადღეგრძელო ჟურნალ ,,მწყემსის" რედაქტორის – დეკანოზ დავით ღამბაშიძის შესამკობადაც თქმულა.

მეუფემ დედათა კრებულს დახმარება შემდგომშიც აღუთქვა და აღნიშნა, რომ მომავალში ისიც დაასვენებდა სადღესასწაულო ხატს ტაძარში. დამსწრე საზოგადოებისგანაც დაიწყო შემოწირულობის მიღება. იმ დღეს სტუმართაგან თითქმის არავინ დარჩენილა, ვინაც წვლილი არ შეიტანა სავანის გასამშვენებლად.

გრიგოლ ეპისკოპოსს შემდეგშიც არაერთხელ მოულოცავს თეკლათი. ყოვლადსამღვდელო გულისყურით ეკიდებოდა დედათა მოკრძალებულ თხოვნებს. ქართველი საზოგადოებაც, შეძლებისგვარად, დახმარების ხელს უწვდიდა მათ.

1891 წლის 5 მაისს დეკანოზმა დავით ღამბაშიძემ დანაპირები შეასრულა და კანკელის დასამშვენებლად უძვირფასესი ხატები მოაბრძანა; ამასთანავე, მონასტრის ბიბლიოთეკა დიდძალი საღვთისმეტყველო ლიტერატურით გაამდიდრა. ეპისკოპოსმა გრიგოლმა ასეთი მნიშვნელოვანი შენაწირის მირთმევის დღესაც პირადად სწირა და სასოებით აკურთხა ახალმოსვენებული სიწმინდენი.

- მეუფე გრიგოლივე ყოფილა ინიციატორი თეკლათის მონასტერში ქალთა სამონასტრო სკოლის დაარსებისა...

- ტაძრის კურთხევის დღეს ეპისკოპოსმა გრიგოლმა სამომავლო მიზნები დაუსახა დედათა კრებულს: ,,შემოიკრიბეთ ამ მიყრუებულ მხარეში მცხოვრებთ ასულნი, უსწავლელნი, რომელთაც არა იციან სჯული ღვთისა და არც საჭირო ლოცვები, რომელიც თვით უფალმა მისცა მართლმადიდებელ ქრისტიანეთა. ასწავლეთ მათ ლოცვა და სჯული ქრისტესი და საჭირო საგნები, კერვა-ჭრა და ქარგვა".

გრიგოლ ეპისკოპოსის ამ მოწოდების თანამოაზრედ წარმოგვიდგება იმხანობას მონასტრის მოძღვარი მამა ვასილ ხეცურიანიც, რომელიც თეკლათელ მონაზვნებს თვითონაც შეაგონებს, რომ არ მოიკლონ ეგრე კეთილად აშენებულ და აწ უკვე ნივთიერად მომძლავრებულ სავანეში სულიერი საზრდო და არა მარტო საკუთარი სულისათვის, არამედ მოძმეთა, ნათესავთა და მთლიანად ერის გადასარჩენადაც იზრუნონ. მამა ვასილსაც, უპირველესად, ქრისტიანული სიყვარულით გამსჭვალული ცოდნისა და სწავლა-განათლების გავრცელება მიაჩნდა აუცილებლობად.

გრიგოლ დადიანმა კარგად უწყოდა, თუ ვის და რას ავალებდა. იგი დიდად აფასებდა დედა ათანასიას, ეიმედებოდა, სჯეროდა, რომ მონასტრისათვის ეგზომ დამაშვრალი იღუმენია ამ საშვილიშვილო საქმესაც ღირსეულად გაუძღვებოდა.

,,მოღვაწე"! - რამდენი საოცარი ეპითეტი დაუმკვიდრებიათ ჩვენს წინაპრებს. მართლაც, სხვა რომელი შესადარი სიტყვით შეიძლება დაახასიათო ეს ჭეშმარიტად ბრძენი ქალბატონი. დედა ათანასიას ჯაფა, მისი სამაგალითო ზრუნვა დასის თითოეული წევრის, მრევლისა თუ აღსაზრდელის ბედზე ცხადყოფს თუ რა საქვეყნო ღვაწლი შეიძლება გასწიოს ერთმა ქალმა, დედამ, მონაზონმა.

იღუმენიამ მშვენივრად უწყოდა, რომ ის დიდი ჯვარი, რაც იტვირთა, მისგან გაცილებით მეტს მოითხოვდა, ვიდრე კრებულის სულიერი წინამძღვრობა. დედათა მონასტერს ერის წინაშე იმაზე მეტი ვალდებულება უნდა ეკისრა, რაც განაწესით ეკუთვნოდა. ამ ქალბატონის ამაგი, დღეს ნაკლებად თუ ახსოვს ვინმეს. აუცილებელია მისი ბიოგრაფიის დაწვრილებით შესწავლა და ღირსეულად წარმოჩინება.

გრიგოლ ეპისკოპოსის ახალი დავალება მარტო ქალთა სასწავლებლის დაარსებას არ გულისხმობდა, მეუფე აუცილებლობად მიიჩნევდა საღვთისმეტყველო ლიტერატურის დასაბეჭდად მომზადებასა და ხალხში გავრცელებას. 1889 წლის 26 ოქტომბრის ,,ივერია" იუწყებოდა: ,,ყოვლად პატივცემულ მოძღვარს მონასტრისას განუზრახავს ფრიად კეთილი და სამადლო საქმე. მას განზრახვა აქვს ააშენოს მონასტრის ახლო ერთი დიდი სახლი ავადმყოფთათვის, რადგან კარგი სადგომი იშვიათი და ძვირია". ჯერჯერობით ვერ მივაკვლიე რაიმე ცნობას ქსენონის არსებობაზე, მაგრამ შემდგომში მონაზონ ფატი ზაქარაიას სამკურნალო საქმიანობა დღემდე ახსოვთ სენაკელებს. ამაზე მერე უფრო ვრცლად შევჩერდებით.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat