ღვთის წყალობა ეძლევა იმ ადამიანს, ვისაც სინანული და გამოსწორების სურვილი აქვს
ღვთის წყალობა ეძლევა იმ ადამიანს, ვისაც სინანული და გამოსწორების სურვილი აქვს
სარკის (სარყის) წმინდა გიორგის მადლმოსილება მორწმუნეებს უწყვეტ ნაკადად იზიდავს. ეს ადგილი სიმშვიდისა და სიხარულის მნათობია მორწმუნე სულისათვის, - ვკითხულობთ სარკის მამათა მონასტრის აწ განსვენებული მორჩილის, ლავრენტი თუმანიშვილის მიერ მომზადებულ მასალაში (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული). ლეგენდის მიხედვით, ქარელში, სოფელ საღოლაშენთან არის "დედოფლის მინდორი" და "დასასრულად" წოდებული ადგილი, რაც წმინდა, შენახულ ადგილს ნიშნავს. აქ გლეხი არ ხნავდა და არც საქონელს უშვებდა. დაცვისა და ხელშეუხებლობის ნიშნად ამ მდელოს ხნულის შემოვლებით სარყავდნენ. ერთ-ერთი სარყვის შემდეგ დაღლილ გუთნისდედას ჩასძინებია და საკვირველი ჩვენება უხილავს. გამოღვიძებულს არავისთვის უთქვამს, მხოლოდ ღვთისაგან მითითებულ ნიშანს ელოდა, რომელსაც ხვნა უნდა შეეფერხებინა. მართლაც, სარყვისას თურმე უღლეული შედგა. მეხრეს, ხარების გასაფიცხებლად, შოლტი გადაუკრავს გუთნის შემაფერხებელი მცენარეთა ფესვების ლანძღვით. მაშინვე უსულოდ მიწას დანარცხებია. გაუთხრიათ ის ადგილი. დიდმოწამე გიორგის ქვაში ნაკვეთი ხატი გამოჩენილა. აქ, "დასარყულ" მინდორზე, დღესაც დევს წმიდა გიორგის ქვის ხატი. სწორედ მასზე ეუწყა გუთნისდედას სიზმარეულ ჩვენებაში: ამოებრძანებინა ის, ურმით ხარებისთვის გაეტანებინა და ღვთის ნებით, სადაც დაღლილი ხარები დაწვებოდნენ, იქ აეგოთ დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესია. უღლეულმა თრიალეთის ქედს მიაშურა. ეკლესიის გზის შუა წელზე, საჯავარედ წოდებულ შესასვენებელ ადგილზე შეჩერებულან დაღლილი ხარები, მუხლის ქარი ამოუღიათ და გზა გაუგრძელებიათ. დღეს აქ მორწმუნენი ჩერდებიან, რომ ძალამოკრებილნი კვლავ შეუდგნენ ეკლესიისკენ აღმართს. ბოლოს, ხარები არაქათგამოცლილნი დაწოლილან. ამ ადგილას სამი მონაზონი მოსულა, რომელთაც ღვთის შემწეობით აუგიათ სარყის წმინდა გიორგის ეკლესია და მონასტერი დაუარსებიათ. ჟამთა სიავით ათეული წლობით შეფერხებული ღვთისმსახურება მაღალყოვლადუსამღვდელოეს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით აღდგა. განახლდა სარკის წმინდა გიორგის ეკლესია, ამოქმედდა მამათა მონასტერი. სარყე დროთა განმავლობაში სარკედ იქცა. მისი მადლმოსილება სარკესავით ჩანს და მორწმუნეთა სულებს ათბობს.

ერთხელ ყიფიანებს ცხვარი მიუყვანიათ სარკის წმინდა გიორგის ეკლესიაში. ტრადიციისამებრ, ცხვარი ტაძრისათვის უნდა შემოეტარებინათ. ჭედილა გაქცევიათ და 3 კილომეტრით დაშორებული ყინწვისის ეკლესიისკენ გაქცევიათ. ცხვარი გზის მიუთითებლად ყინწვისის ეკლესიაში მისულა, სამჯერ გარშემო შემოუვლია ტაძრისთვის და კვლავ სარკის ეკლესიისკენ წასულა. თურმე ეკლესიის კარებთან წინა ფეხებით დაჩოქილმა თავი მიწას დაადო. ამის ხილვით შეძრული ხალხი შემოქმედს განადიდებდა და უფალს მადლობდა, რომელმაც პირუტყვის მიერ განსწავლა მცირედმორწმუნენი თავმდაბლობასა და ღვთისმორჩილებაში.

გიორგობას სარკის წმინდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ზოგი მათგანი კლდოვან გზას ფეხშიშველი მიუყვება. არ ყოფილა შემთხვევა, ვინმე ამის გამო გაციებულიყო ან ფეხი დაზიანებოდა.

ერთხელ მძიმე ავადმყოფი ურმით წამოუყვანიათ სალოცავში. ტაძართან მისულმა კი ურმიდან დაუხმარებლად ჩამოსვლა და გავლა შეძლო.

წმინდანებს სხვადასხვა დახმარებას სთხოვენ. ეს იმაზეა დამოკიდებული, წმინდანი სიცოცხლეში რა სასწაულებს ახდენდა ან რა მოღვაწეობას ეწეოდა, როგორ ეწამა, გარდაცვალების შემდეგ როგორ შეეწეოდა ადამიანებს. წმინდა გიორგი განსაკუთრებული წმინდანია. მას სხვადასხვა თხოვნით მიმართავენ. სარკის წმინდა გიორგიც სხვადასხვა თხოვნით მოსულებს შეეწევა. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ. კეთილად მთხოვნელთ მსწრაფლი შეწევნა მიუღიათ.

***
გვესაუბრება სარკის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი სქემიღუმენი გიორგი (ედილაშვილი):

- მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, ხაშურის საკათედრო ტაძარში ვმსახურობდი დიაკვნად, მღვდლად კურთხევის შემდეგ რამდენიმე თვე აქვე ვწირავდი. შემდეგ სურამის კვირაცხოვლის სახელობის ტაძარში მამა სტეფანესთან (კორინთელი) ერთად ვმსახურობდი. 2005 წელს ბერად აღვიკვეცე. მანამდე მამა გერასიმე მერქვა, აღკვეცის შემდეგ გიორგი დამარქვეს.Mმამა შიოს (ხარძეიშვილი) გარდაცვალების შემდეგ, 2007 წლის იანვარში, გადმომიყვანეს ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად. 2008 წლიდან კი სარკის მამათა მონასტერს ვწინამძღვრობ.

მართლაც ღვთის წყალობაა ადამიანის მიერ უფლის შეცნობა. მას თითოეული ადამიანი სხვადასხვანაირი გზით შეიცნობს: ზოგი - განსაცდელით, ზოგი - ავადმყოფობით, ზოგიც მორწმუნე ოჯახში იზრდება. ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი გამოვიარე. მორწმუნე ბებია მყავდა. ყოველ შაბათ-კვირას ჩვენი სოფლის, ბეკამის წმინდა გიორგის ტაძარში სანთელს ანთებდა ხოლმე. მუდამ მარიგებდა, - შვილო, ძილის წინ პირჯვარი გადაისახე და თქვი, - სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ. მერე უკვე შენი სათხოვარი სთხოვე უფალსო. ჩემს სათხოვარს უფალს ბავშვურად ვევედრებოდი. 1995 წელს მძიმე ავად გავხდი, საკუთარ ხელს ვეღარ ვგრძნობდი. მერე თანდათან გამიძლიერდა რწმენა და დავრწმუნდი, რომ ყველაფერი უფლის ხელშია. ავადმყოფობისას უფალს შევპირდი, გამოჯანმრთელების შემდეგ სურამის ახლოს, ამაღლების სახელობის ტაძარს მოვილოცავ-მეთქი. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ძლივს ავედი ტაძარში. უფალმა მართლაც უდიდესი სიხარული და წყალობა მოიღო ჩემზე. ამ პერიოდში ჩვენს ეპარქიაში ჩამობრძანდა მეუფე იობი. მოსახლეობას ძალიან დიდი ინტერესი გაუჩნდა ეკლესიასთან სიახლოვისა და ბევრი მოექცა კიდეც უფლისკენ. ტაძარში სიარულის შემდეგ სურვილი გამიჩნდა, წიგნის კითხვა მესწავლა. როგორც ჩანს, ბოროტი მებრძოდა - ძალიან გამიჭირდა. ვფიქრობდი კიდეც, ხალხი უცხო ენას სწავლობს და მე რატომ მიჭირს ძველქართულად კითხვის სწავლა-მეთქი. ამაღლების მონასტერში დედებთან დავიწყე სიარული. მათ მასწავლეს წიგნის კითხვა, მედავითნეობა, სტიქაროსნობა. ერთ დღესაც მეუფე ამაღლების მონასტერში მობრძანდა და მითხრა, ჩვენთან ხომ არ წამოხვიდოდიო. დავთანხმდი. 12-14 დღე ვიყავი მონასტერში. მაშინ ქოზიფის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა შიო (ხარძეიშვილი) ბრძანდებოდა. როცა დადგა არჩევანი, მეუფემ მითხრა, ან ოჯახი უნდა შექმნა, ან ბერად შედექიო. ბერობა ავირჩიე. თავიდან ყინწვისში ვმსახურობდი, მერე სარკის მამათა მონასტერში.

სარკის წმინდა გიორგი განსაკუთრებით უშვილოების შემწეა. თავად ვარ მომსწრე ამ სასწაულებრივი შემთხვევებისა. შვილის შეძენის შემდეგ მოდიან ხოლმე მადლიერი ოჯახის წევრები მონასტერში შესაწირავით. ყველაზე დიდი შესაწირი - მადლიერებაა. ბევრი შემთხვევა ყოფილა სასწაულისა. ერთ მრევლთაგანს წმინდა გიორგისთვის უთხოვია, ფეხით გეახლებით და შვილი მოგვეციო. მართლაც, როცა სოფლიდან მონასტრამდე ფეხით ამოვიდნენ, მაშინ მიეცათ შვილი. ერთი სიმსივნით დაავადებული მანდილოსანი ვანუგეშე და ვურჩიე, წმინდა გიორგისთვის შეწევნა ეთხოვა. თვალცრემლიანი ლოცულობდა და წმინდა გიორგის განკურნებას სთხოვდა. რამდენიმე ხანში გერმანიიდან ანალიზების დადებითი პასუხი მოუვიდა. საქართველოშიც შეუმოწმებია და მართლაც სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა. რამდენიმე თვის შემდეგ კიდევ მოვიდა მონასტერში. ამჯერად წმინდა გიორგის შვილიერებას სთხოვდა. ორი თვის შემდეგ მახარა, - შვილს ველოდებიო. ეს მართლაც ღვთის სასწაული და წყალობაა.

ღვთის წყალობა ეძლევა იმ ადამიანს, ვისაც სინანული და გამოსწორების სურვილი აქვს. გადარჩენა მხოლოდ ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი. ტაძარი ხომ უფლის სხეულია. უფალმა პეტრე მოციქულს უთხრა, - შენ ხარ კლდე და კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიანო. ბჭენი ჯოჯოხეთისანი დაღუპვა და წარწყმედაა. თუ ეკლესიაში იქნება ადამიანი, გადარჩება, არ დაიღუპება. დღეს, როდესაც საცდური გამრავლებულია, როდესაც მგელი ცხვრის ტყავშია, როდესაც ბოროტება სიკეთით არის შენიღბული, როდესაც მართლაც დახვეწა ბოროტმა თავისი მზაკვრული ხერხები კაცთა სულების დასაღუპავად, საჭიროა გავაძლიეროთ ეკლესიური ცხოვრება, მცნებების შესრულება. შეუძლებელი კაცთაგან - შესაძლებელია ღვთისაგან. უფალი შეგვაძლებინებს, ვიყოთ მეტად მორწმუნენი, მოწყალენი, მოსიყვარულენი. ვთხოვ უფალს, მეტად მოშურნენი ვყოფილიყავით საკუთარი სულების გადასარჩენად.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat