ვიმედოვნებთ, რომ აღდგება ისტორიული სამართლიანობა და კვლავ დაგვიბრუნდება ჰუჯაბის ისტორიული მონასტერი
22.07.2017
-ჰუჯაბის მამათა მონასტერი მშენებარეა. ამჟამად მიმდინარეობს საამშენებლო სამუშაოები,
რათა იქ, მამებს, რომლებიც ვიმყოფებით და ვცხოვრობთ, გვქონდეს მისაღები, - გვესაუბრება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, წითელ ხიდზე მდებარე მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ანდრია (ორმოცაძე).
-მონასტერი ემსახურება არა მხოლოდ თავის თავს, მონასტერი ემსახურება სახელწიფოს და მონასტერი ემსახურება თითოეულ მართლმადიდებელ მაცხოვრებელს ჩვენს სახელმწიფოში. ვცდილობთ მივიღოთ ხალხი, დავეხმაროთ, სულიერი რჩევა-დარიგება სულიერი წამალი მივცეთ, ამისათვის პირობა არის საჭირო, რომ ჰქონდეთ მათ დასარჩენი როცა მობრძანდებიან მონასტერში. ვცდილობთ ეს პირობები შევქმნათ. მარტივი არ არის არც სამშენებლო მასალების მოტანა, ხარჯებიც საკამოდ დიდია იმის გათვალისწინებით, რომ ერთი არის შეიძინო მასალა, მეორე არის ამოიტანო და ამ ყველაფერს ორაგნიზება გაუწიო. ჩვენთვის ესეც გარკვეულ სირთულეებს წარმოადგენს. მიწა, სადაც ჩვენ დავდივართ და სადაც დავაბიჯებთ ჩვენი წინაპრების სისხლით არის გაჯერებული. ვფიქრობ, თქვენი მობრძანებით, მომლოცველობით ჩვენს წინაპრებს სცემთ პატივს. ჩვენ არ გვაქვს უფლება დავივიწყოთ ჩვენი წარსული. ილია მართალი ბრძანებს: "ვისაც წარსული არ ახსოვს მას მომავალი არ აქვსო". ჭეშმარიტად ასეა, თუ დავივიწყებთ ჩვენს წარსულს მომავალს ვერ მივიღებთ და ამით დავიკარგებით.
-რამდნი წევრი ხართ მონასტერში?
-ამჟამად ძმობის შვიდი წევრი ვცხოვრობთ.
-ტაძარი გაქვთ?
-მცირე ზომის ტაძარი გვაქვს აშენებული. ამჟამად სენაკების მშენებლობა მიმდინარეობს. საცხოვრებელი პირობები რომ. ჩვენ იქ შევისყიდეთ არაერთი სახლი და იმ სახლებში ვცხოვრობთ. ძალიან დიდი სურვილია, იქ მოხდეს ქართველების ჩასახლება. იმ ტერიტორაზე სახლები თუ იყიდება ვცდილობთ შევისყიდოთ და როდესაც შევაგროვებთ რამდენიმე სახლს, დაახლოებით 10-15 სახლი რომ გვექნება იმის შემდეგ შევთავაზებთ ქართველებს თუნდაც საზაფხულოდ მაინც შეძლონ ამოსვლა, დაისვენებენ კიდევაც. ამით მონასტერს მრევლი გაუჩდება, თან ავითვისებთ ჩვენი წინაპრის მიწებსაც, რომელიც შეიძლება ითქვას ჩვენს მიერ უპატრონოდ არის მიტოებული. სადაც ჩვენ ვმოღვაწობთ იმ მიმდებარე ტერიტორიებზე, ჩვენი უყურადღებობიდან გამომდინარე ათასობით ჰექტარი მიწა დავკარგეთ.
ჰუჯაბის მონასტერიც ზიანდება. ფაქტრიუარდ ინგრევა, ხეები არის გუმბათზე ამოსული და ჩვენ არ გვეძლევა იმის საშუალება იქ შევიდეთ. რაღაცით შევაჩეროთ ეს პროცესი. წარმოიდგინეთ ჩვენთვის ძალიან დიდი ტკივილია, როდესაც ვხედავ თვალწინ როგორ გვენგრევა ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა,-ჰუჯაბის უძველესი ტაძარი. რომელიც არა თანამედროვე ტექნოლოგიებით არის ნაშენი და რაღაც ახალი ტექნიკებით, არამედ ჩვენი წინაპრების ქრისტესმიერი სიყვარულით. დღეს ჩვენ ამ პროცესებს რომ ვერ ვაჩერებთ ჩვენი ყოველდღიური გულისტკივილია. იმ ტაძარზე ყოველდღიურად შეხედვა ჩვენი ტკივილის განახლებაა. ვიმედოვნებთ, რომ აღდგება ისტორიული სამართლიანობა და კვლავ დაგვიბრუნდება ჰუჯაბის ისტორიული მონასტერი. ჩვენი პირველი სურვილი და თხოვნა უფლის მიმართ ეს არის, რომ დაგვიბრუნდეს ტაძარი. მას შემდეგ რაც მონასტერი დაარსდა, მათ მიერ სასაზღვრო კანონი უფრო განმტკიცდა. სამხედროებიც დაამატეს და ვიდეო კამერებიც მიამაგრეს ტაძარის შესასვლელში, რათა არ მოხდეს ვინმეს გადასვლა და არ მოილოცოს ეს ტაძარი. პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს რაღაცაზე , რომ ჩემია და შენსას არ უფრთხილდებოდე და ისე ინგრეოდეს? ვისაც კი უნახავს ჰუჯაბის ტაძარი არ ჩანს თუ ვინმე უფრთხილდება და თავისად აღიქვამს. პირიქით, ხელისშემწყობები არიან იმისა, რომ მალე დაინგერს და ამით ერთის მხრივ დაიკარგოს ჩვენი ისტორიული სამართლიანობა.
უღრმესი მადლობა ჩვენს ეპარქიაში მობრძანებისთვის. მადლობა, რომ გამოთქვით სურვილი მოსულიყავით, იქ სადაც თქვენი თავი ნამდვილად სჭირდებათ. რაც გვეძლევა დედამიწაზე ღმერთისგან გვეძლევა და ამ ღვთისგან ბოძებულ ნიჭს და წყალობას როგორ გამოვიყენებთ, როგორ წარვმართავთ ჩვენზეა დამოკიდებული. აქ მობრძანება თქვენი სულისთვისაც შესაწევნელია, მეორეს მხრივ აქ მობრძანებით აკეთებთ ქართულ საქმეს.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.