რამდენი წლისაც არის თბილისი, იმდენი წლისაა სიონიც
რამდენი წლისაც არის თბილისი, იმდენი წლისაა სიონიც
სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო საკათედრო ტაძარი ჩვენი დედაქალაქის ცოცხალი მატიანეა. "რამდენი წლისაც არის თბილისი, იმდენი წლისაა სიონიც", - უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ამ სიტყვებში მრავალსაუკუნოვანი ისტორია ცხადდება.

წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალმა მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში ჩვენი დედაქალაქის დაარსების შემდეგ საფუძველი ჩაუყარა სიონის მშენებლობას. ამ ჟამიდან მოყოლებული სიონი თბილისთან ერთად უამრავ ქარცეცხლში გახვეულა. მტრის ურდოებს მრავალჯერ გადაუწვავთ. ვერც თემურ-ლენგისა და შაჰ-აბასის მრისხანებას გადაურჩა უვნებლად. ჩვენს ირგვლივ უდიდესი და უძლეველი იმპერიები აღიგავა პირისაგან მიწისა, თბილისი კი დღესაც ამაყად ამშვენებს ჩვენს სამშობლოს. რომ არა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხება და მფარველობა, რა ძალა შეძლებდა ასე სასწაულებრივად გადაერჩინა ეს ულამაზესი ქალაქი!

სიონში იწრთობოდა საუკუნეთა მანძილზე ქართველი კაცის რწმენა. აქ იშვა ასი ათასი მოწამე. როდესაც მეცამეტე საუკუნეში ხვარაზმელთა შაჰმა ჯალალ-ედ-დინმა თბილისი მოაოხრა, სიონს გუმბათი მოხსნა და იქ თავისი ტახტი დაიდგა. ტაძრიდან წმინდა ხატები გამოატანინა და მეტეხის ხიდზე გააფენინა, ერთადერთი მიზანი ამოძრავებდა: ქართველი ერი გაეტეხა სულიერად, რადგან კარგად უწყოდა, რომ ჩვენი ძალა ქრისტიანობაშია. მისი ბრძანებით, ვინც ფეხით გათელავდა ხატებს, სიკვდილით დასჯას გადაურჩებოდა და ამქვეყნიურ პატივსაც მიიღებდა. ამ დღეს ამაღლდა ქართველი კაცი - ასი ათასმა მორწმუნემ არ შეურაცხყო სიწმინდე. თავმოკვეთილმა სხეულებმა წითლად შეღება მტკვარი. მემატიანე გვამცნობს, მდინარე რამდენიმე დღე წითლად მოედინებოდაო.

ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, როდესაც საქართველოს სამოციქულო ეკლესია დიდ განსაცდელში იყო, სიონი მამოძრავებელი ძალა გახლდათ. აქ მოღვაწეობდნენ სარწმუნოებისა და სამშობლოსთვის თავდადებული პატრიარქები, რომელთა საფლავებიც აქვეა. საკურთხევლის წინ, გუმბათქვეშა ბურჯებთან, ჩვენი საქართველოსთვის მსხვერპლად შეწირული უწმინდესი პარტიარქები განისვენებენ. მოგეხსენებათ, მოწამებრივი სიკვდილით აღსრულებული პატრიარქი კირიონ II (საძაგლიშვილი) 2002 წლის 17 ოქტომბერს წმინდანად შერაცხა მადლიერმა შთამომავლობამ. მის საფლავზე, რომელიც საკურთხევლის წინ, მარცხენა მხარესაა, ჩაუქრობლად ანთია კანდელი. მის გვერდით განისვენებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ქრისტეფორე. "მორწმუნე გული ყოველთვის გრძნობს ქრისტეს სიახლოვეს და მას ატარებს თავის არსებაში", - ღვთისმოყვარე პატრიარქი ამბროსი (ხელაია) რამდენიმეწლიანი პატიმრობის შემდეგ აღესრულა. 1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმინდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით. საკურთხევლის წინ, მარჯვენა მხარეს, მის საფლავზე მუდმივად ანთია კანდელი. მის გვერდით განისვენებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე). "ვცხოვრობ მხოლოდ იმისთვის, რომ შევძინო და რამე შევმატო სათაყვანებელ სამშობლოს", - მისი სიტყვები ცხადყოფს, რამდენად თავდადებული პატრიარქი გახლდათ იგი. მაშინ თბილისში შავი ჭირი მძვინვარებდა. სუფთა წყალი არ იშოვებოდა. მორჩილებმა წყაროს წყლის მიტანა შესთავაზეს. "მეც იმავე წყლით ვისარგებლებ, რომლითაც ჩემი სულიერი შვილები სარგებლობენო", - მიუგო უწმინდესმა და ამ სიტყვებით ემსხვერპლა შავი ჭირის ეპიდემიას. კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს საფლავის გვერდით კალისტრატეს, მელქისედეკ მეორის, ეფრემ მეორისა და დავით მეხუთის განსასვენებელია.

სადიაკვნოს შესასვლელთან კი, თეთრი მარმარილოს ფილის ქვეშ, წმინდა იოანე მანგლელის ნეშტია დაკრძალული. ერთადერთი სურვილი უცხო ცის ქვეშ დამაშვრალისა ის იყო, რომ სამშობლოში დასაფლავებულიყო. ძნელბედობის გამო ვერ მოხერხდა მისი ანდერძის შესრულება. გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ იმპერატრიცა ელისაბედს თვით მღვდელმთავარი იოანე გამოეცხადა და სთხოვა, სამშობლოში გადაესვენებინა. ლიტანიობით მიიღო ერთგული შვილის ცხედარი სიონმა. წმინდა იოანე მანგლელი უფალმა კურნების ძალით დააჯილდოვა. სასწაულები დღესაც აღესრულება მის საფლავზე. მეფე გიორგი მეთორმეტის დროს ორჯერ გახსნეს საფლავი: პირველად - როცა მეფის ძე ილია სახადით გახდა ავად. ლუსკუმიდან ამოღებული წმინდანის თითი პირსა და თვალებზე დაადეს სნეულს და სასწაულებრივად განიკურნა; მეორედ - მეფის ასული თამარი განიკურნა წმინდანის წმინდა ნაწილების შეხებით.

აქვე არიან დაკრძალულნი საზოგადო მოღვაწენი: იერუსალიმის წმინდა ჯვრის ქართული მონასტრის წინამძღვარი, მწიგნობარი და დიპლომატი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, პოეტი მიტროპოლიტი იოსებ თბილელი, XII საუკუნის ჰიმნოგრაფი ეპისკოპოსი საბა სვინგელოზი. გადმოცემით, ტაძარში დაკრძალულნი არიან მისი მშენებლები - ერისმთავრები გუარამი და ადარნასე, ეკვდერში მისი განმაახლებელი მთავარეპისკოპოსი ელისე საგინაშვილი განისვენებს.

ტაძრის ეზოში, მარცხენა მხარეს, მეთვრამეტე-მეოცე საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირები არიან დაკრძალულნი: ნინოწმინდელი ეპისკოპოსი იეროთეოზ იავაზაშვილი, დეკანოზი გაბრიელ ქართველიშვილი, პროტოპრესვიტერი ანტონ თოთიბაძე, პროტოპრესვიტერი მარკოზ ტყემალაძე, დეკანოზი იოსებ ფალავანდოვი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დავით ჭკადუა, ბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი რომანოზ პეტრიაშვილი, მიტროპოლიტი იოანე მარღიშვილი, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელ ჩაჩანიძე, წილკნელი ეპისკოპოსი ალექსი გერსამია, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი სვიმეონ ჭელიძე, ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი და მარგველი მიტროპოლიტი კონსტანტინე მელიქიძე.

ერთი წელია, რაც სიონის წინამძღვრის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მეთაურობით აღდგა სიონის საპატრიარქო რეზიდენცია. აქ ბოლო წლებში, ისევე როგორც მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოყოლებული, ფუნქციონირებდა სამრევლო სკოლა, რომელშიც ასწავლიდნენ ქართულ წერა-კითხვას, საღვთო რჯულსა და გალობას. ამჟამად სამრევლო სკოლა სამების საპატრიარქო ტაძარში გადავიდა. აღსანიშნავია, რომ საუკუნეთა მანძილზე სიონს საგანმანათლებლო დანიშნულებაც ჰქონდა. აქ არსებობდა საეკლესიო სკოლა და საკმაოდ მდიდარი წიგნთსაცავი.

ტაძრის ეზოდან რამდენიმესაფეხურიანი კიბით შევედით საპატრიარქო რეზიდენციის ბაღში. შუაში მწვანე მინით გადახურული აიაზმა იდუმალ ელფერს სძენდა გარემოს. ნაძვნარითა და უცხო ყვავილებით მორთული ეზო გადავკვეთეთ და ფეხი შევდგით უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქის ილია მეორის რეზიდენციაში. ეს არის ორსართულიანი პატარა სახლი, რომელიც თავისი სისადავითა და სიძველით მიგიზიდავს. პირველ სართულზე მოძღვრებისთვის განკუთვნილი ოთახებია, მეორე სართულზე კი პატრიარქის სამყოფელი. მეგზურობა გაგვიწია 21 წლის ლევან ნადარეიშვილმა, რომელიც ერთგულად დარაჯობს რეზიდენციას.

წითელი ხალიჩით დაფენილ კიბეებს ავყავართ მეორე სართულზე. გრძელ დერეფანში დგას ძველი ორგანი, რომელზეც უწმინდესმა ყოვლადწმინდა სამების სადიდებელი საგალობელი "წმინდაო ღმერთო" დაწერა. უწმინდესის მიერვე დაწერილი წმინდა გიორგის ხატი, რომელზეც სიმბოლურად წითელ მზეში გამოსახული მამა ღმერთის სახე, კრავის სახით - ძე ღმერთი, მტრედის სახით - სულიწმინდა ღმერთი, წმინდა გიორგის მახვილით დამარცხებული გველეშაპის ქვეშ კი ჯვარზე გაკრული საქართველოა გამოხატული, სატრაპეზოს ჩრდილოეთ კედელზეა.

უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის საძინებელი სატრაპეზოს მოსდევს. ეს არის უბრალოებით გამორჩეული პატარა ოთახი, სადაც დგას ერთი საწოლი, პატარა ტუმბო და ძველებური კომოდი, რომელზეც დაბრძანებულია წმინდა სამების, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებისა და წმინდა ნინოს ხატები.

მოპირდაპირე მხარეს სტუმრების მისაღები ოთახია. აქაც ყველაფერს სიძველის ელფერი დაჰკრავს. დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის მიერ საჩუქრად გამოგზავნილი წერილების შესანახი ხის ყუთი ("The besly cabinet letter file") შერწყმია საქართველოს პატრიარქის კალისტრატეს დროინდელ საწერ მაგიდას.

სანამ დავტოვებდით უწმინდესის სამყოფელს, პატარა ხის აივნიდან დავტკბით მშვენიერი ეზოსა და სიონის დიადი გუმბათის ხედით.

გამოსასვლელ კართან შევამჩნიეთ ორი კრავის ქანდაკება. კრავი ხომ სიმბოლურად ჩვენთვის ჯვარცმულ ძე ღვთისას გამოხატავს.

- ლევან, დიდი ხანია უწმინდესის საპარტიარქო რეზიდენციაში ცხოვრობ?

- რამდენიმე თვეა, მას შემდეგ, რაც ჩემი წინამორბედი თემურ მჟავანაძე დიაკვნად აკურთხეს. დედა ბარბარემ და მამა შალვამ შემომთავაზეს, უწმინდესის საპატრიარქო რეზიდენციის დარაჯად დამეწყო მუშაობა. ეს უფლის უდიდესი წყალობა იყო, ჩემი ოჯახისთვის - დიდი მატერიალური შეწევნა: ჩემს მშობლებს ბინის ქირის გადახდა აღარ მოუწევდათ. ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიცხოვრო იქ, სადაც საქართველოს პატრიარქებს უცხოვრიათ, ყოველდღიურად შევეხო ამდენ სიწმინდეს. ეს, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაც არის. ვგრძნობ, როგორ მებრძვის ეშმაკი. ხანდახან ვამჩნევ, ვეჩვევი ამ დიდ სიწმინდეს, თითქოს ჩემი სახლი იყოს. უფალს ვთხოვ შეწევნას და თავს განუწყვეტლივ ვახსენებ, რომ ადგილი, სადაც მე ვიმყოფები, წმინდაა. აქ ხომ საქართველოს წმინდა პატრიარქები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ.

- როდის დაიწყე ეკლესიური ცხოვრება?

- მეოთხე კლასში ვიყავი, რომ მოვინათლე. მას შემდეგ დავდივარ ეკლესიაში, თუმცა ერთხანს, უფროს კლასებში, შევწყვიტე ეკლესიური ცხოვრება. ღვთის შეწევნით, თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი, რომელიც ოპერის უკან მდებარეობდა. ერთ საღამოს შემთხვევით შევედი ქაშვეთში. მამა გიორგი ზვიადაძე ამბიონიდან ქადაგებდა. მისმა სიტყვებმა მომაჯადოვა და გადავწყვიტე, დავბრუნებოდი დედაეკლესიას. მეორე დღესვე მივედი მამაოსთან. მან ჩვეული მამობრივი სიყვარულით მიმიღო. რადგან ძალიან დაკავებული იყო, აღსარებას მამა შალვას (კეკელია) ვაბარებდი. მათი დამსახურებაა, რომ ჩემი ცხოვრება უფლის სათნოდ წარიმართა. წელიწად-ნახევრის წინ მამა შალვამ მითხრა, რომ სტიქარს ჩამაცმევდა. ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგულებოდა - ძალიან მინდოდა, სტიქაროსანი გავმხდარიყავი. სიონის მთავარი სტიქაროსნის მოადგილე ვარ.

- რა მოვალეობა გაკისრია?

- მსახურების დაწყებამდე უნდა მივიდე ტაძარში. ავანთო კანდელები, მოვამზადო საკმეველი, ნახშირი, სანთლები და მამაოს შესამოსელი. თუ საკურთხეველი დასალაგებელია, დავალაგო. ეს ჩემთვის დიდი პატივია. სტიქაროსნობა უდიდესი პასუხისმგებლობაცაა: მრავალი ადამიანი გაკვირდება. შენი საქციელით შეიძლება ბევრი დააბრკოლო ან პირიქით - ეკლესიისკენ მოაქციო. უფალს ვთხოვ შეწევნას, დამიფაროს სხვათა დაბრკოლებისგან.

დღეს, უფლის წყალობით, მრევლში ახალგაზრდები მრავლობენ. თუმცა სიონს ის დროც ახსოვს, როდესაც წირვა-ლოცვას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. ამ პერიოდზე დეკანოზი მამა ამირანი (ამირანაშვილი) მოგვითხრობს:

KARIBCHE- კომუნისტების დროს სიონი მხოლოდ ისტორიული ძეგლი იყო, რომელსაც ტურისტებს აცნობდნენ როგორც სიძველის ნიმუშს, ცოცხალ ორგანიზმად მას არ განიხილავდნენ. მეც ხომ კომუნისტების დროს მოვედი ტაძარში. იყო სიცარიელე, მცირე მრევლი. არ შემიძლია, არ აღვნიშნო მისი უწმინდესობის როლი მრევლის გაზრდაში. ეკლესია გაივსო ხალხით. შეიქმნა მგალობელთა გუნდები. დღესაც არის მეფსალმუნეთა ჯგუფები. წირვა-ლოცვის დროს ტაძარში ტევა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ დიდმა ლავრამ - საოცარმა სამების ტაძარმა უამრავი მრევლი მიიზიდა, მადლობა ღმერთს, სიონი დღესაც სავსეა და ახალგაზრდობა აღავსებს დედაეკლესიას.

ათეიზმის ხანაში, როდესაც დედაეკლესიის კარი დაიკეტა ახალგაზრდებისთვის, გავრცელდა უამრავი სექტა. ამ პერიოდს იხსენებს სიონის მრევლი მარინა ტაბატაძე:

- 20 წლისა უკვე პარტიული ვიყავი, მიუხედავად ამისა, ყოველთვის მაინტერესებდა რელიგია. აღმოვჩნდი ბაპტისტების სექტაში. მალე გარდამეცვალა დედა. ვერაფრით შევეგუე იმ აზრს, რომ დედაჩემისთვის ვეღარაფერს გავაკეთებდი. ბებიაჩემისგან ვიცოდი, რომ მიცვალებულისთვის საკურთხი კეთდებოდა, რასაც ბაპტისტები არ აღიარებდნენ. ოჯახურმა ტრადიციამ მიმახვედრა, რომ ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელსაც მივდევდი, განსხვავდებოდა ჩემი წინაპრების რწმენისგან. დავძლიე შიში - მოგეხსენებათ, ახალგაზრდა პარტიულის ეკლესიაში სიარული შეუმჩნეველი არ დარჩებოდა - და სიონს მივაშურე. მაშინ ჩემი ერთადერთი მიზანი დედაჩემისთვის საკურთხის მომზადების სწავლა იყო. ასე ავიდგი ფეხი, ვეზიარე ჭეშმარიტ სარწმუნოებას. აღსანიშნავია, რომ მაშინ მრევლის უმრავლესობას ის ადამიანები შეადგენდნენ, ვისაც სპეციალობითი შეხება ჰქონდა რელიგიასთან.

სიონი ანდამატივით იზიდავს ადამიანის გულს. მრავალი სიწმინდე, რომელიც ამ ტაძარში ინახება, ღვთიური მადლით აღავსებს მომლოცველს. დეკანოზმა შალვამ (კეკელია) ამ წმინდა ნაწილთა ნუსხა წარმოგვიდგინა:

- საკურთხეველში არის სანაწილე, რომელშიც მოთავსებულია წმინდა მოწამე რაჟდენის წმინდა ნაწილი, წმინდა ნინოს თმა, ხოლო წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი, რომლის ძალითაც მოციქულთა სწორმა მოგვაქცია ქართველები ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, საკურთხევლის კანკელის ჩრდილოეთით არის მოთავსებული, სამხრეთით კი წმინდა მოციქულ თომას თავის ქალაა დაბრძანებული. დავუბრუნდეთ კვლავ სანაწილეს. მასში ინახება წმინდა გიორგის, წმინდა პარასკევას, წმინდა გრიგოლ ნოსელის, წმინდა საბას, წმინდა ექვთიმეს, წმინდა მოწამე თიბეას, წმინდა დიმიტრის, წმინდა პანტელეიმონის, წმინდა თეოდორე ტირონის, წმინდა მარინეს, წმინდა სერაფიმე საროველის, წმინდა ტიხონის წმინდა ნაწილები, ასევე მაცხოვრის სამსჭვალის სანაწილე, ხოლო თვითონ სამსჭვალი ამჟამად წმინდა სამების საპატრიარქო საკათედრო ტაძარში ინახება. წმინდა დავით გარეჯელის მადლის ქვაც, რომელიც წმინდა მამამ იერუსალიმიდან წამოიღო, სიონიდან სამებაში გადააბრძანეს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით. უნდა აღინიშნოს ოდიკში მოთავსებული წმინდა ნაწილებიც, რომელიც აუცილებლად წმინდა მოწამის უნდა იყოს, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველი ქრისტიანები, სანამ ეკლესიებს ააშებენდნენ, წმინდა მოწამეთა საფლავებზე აღასრულებდნენ წირვა-ლოცვებს. სწორედ ამ ტრადიციის მიხედვით, ყოველ მოქმედ ტაძარში არის წმინდა მოწამის წმინდა ნაწილი, რომელიც ოდიკშია ჩაკერებული.

სიონში დასვენებულ მრავალ ხატს შორის, შეუძლებელია, განსაკუთრებით არ აღინიშნოს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, სიონის ღვთისმშობლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ხატები, წმინდა გიორგის უძველესი ხატი, წმინდა ნინოს, წმინდა ნიკოლოზის, წმინდა სერაფიმე საროველისა და საქართველოს დიდების ხატები.

სიონის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ათონის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლია. მის შექმნასა და სიონში ჩამობრძანებაზე დეკანოზი ამირანი გვესაუბრა:

- როდესაც ხატის ასლი შეიქმნა ათონის წმინდა მთაზე, მხატვარმა შეგნებულად აარიდა თავი დეტალების სიზუსტეს, იმის შიშით, რომ მადლი არ გამოსულიყო მონასტრის კარიბჭის მცველი ხატიდან. მიუხედავად მათი მცდელობისა, სასწაული მაინც მოხდა: ცნობილია, რომ იმ ადგილას, სადაც ხატი ზღვიდან გამოაბრძანა ღირსმა მამა გაბრიელ ქართველმა, წყარომ ამოხეთქა. მოგვიანებით, ათონის წმინდა მთის კეთილმოწყობისას, სამი მილით ამ წყაროს წყალი თანაბრად მიეწოდებოდა მონასტრებს. როდესაც ჩვენმა დელეგაციამ ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლთან ერთად დატოვა მონასტერი, წმინდა მთა პანიკამ მოიცვა, რადგან სამივე მილში იკლო წყლის დონემ. ყველა მონასტრიდან მოვიდნენ ბერები, ილოცეს, მაგრამ ამაოდ - წყაროზე დაიკლო ჭავლმა, ერთ მილში კი წყალი მთლიანად დაშრა.

წმინდა ხატმა ხილული სასწაული თბილისშიც მოახდინა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ივერიის ღვთისმშობლის ხატი ოქროს პერანგით უნდა შემოსილიყო. როდესაც გახსნეს ხატის საცავი, რომელიც სისქით 20-25 სანტიმეტრია, იხილეს საოცრება - მინაზე გადმოსულიყო ხატის ზუსტი ასლი. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. მთელი საქართველოდან, ჩვენი მეზობელი ქრისტიანული ქვეყნებიდან უწყვეტ ნაკადად მოდიოდნენ მომლოცველები. ზოგმა სამეცნიერო კვლევაც ჩაატარა, მაგრამ სასწაული ვერავინ ახსნა. ამჟამად ხატის საცავი, რომლის მინაზე ახლაც შეგიძლიათ იხილოთ ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, ბრძანდება ტაძრის ჩრდილოეთ ეკვდერში, რომელიც წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობისაა.

KARIBCHEამჟამად სიონში ათი მღვდელმსახური მოღვაწეობს. ტაძრის წინამძღვარი - პროტოპრესვიტერი, რაც პირველ მღვდელს ნიშნავს, მამა გიორგი ზვიადაძეა. ეკლესიის წეს-განგების მიხედვით, წირვა-ლოცვა ყოველდღე აღესრულება. შაბათს კი, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სიონში დგება წირვა შვილმკვდარი დედებისთვის. ეს 25-წლიანი ტრადიციაა. ამ წირვა-ლოცვაზე დასასწრებად მთელი თბილისიდან მოდიან შვილმკვდარი დედები.

ჩვენ გვესაუბრა ქალბატონი გულნარა დოლენჯაშვილი, რომელიც წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მრევლია. მას ცხრა წლის წინათ გარდაეცვალა შვილი:

- ჩემთვისაც და სხვა შვილმკვდარი დედებისთვისაც ეს წირვა-ლოცვა უდიდესი შვებაა. ჩემი ვაჟი, ხვიჩა, 2001 წელს გარდაიცვალა. მადლობელი ვარ უწმინდესისა და უნეტარესის, რომლის მეოხებითაც თვეში მხოლოდ 5 ლარად საშუალება გვეძლევა, ჩვენი შვილების სულის მოსახსენიებელი შეკვეთილი წირვა დავაყენოთ. ვაკეთებთ საერთო საკურთხს. სხვაგვარად, მოგეხსენებათ, ასეთი გაჭირვების ჟამს ძნელი მოსახერხებელი იქნებოდა ყოველ შაბათს შეკვეთილი წირვის დაყენება. აქედან შევეწევი ჩემს შვილს, თავს ვინუგეშებ. ლოცვითა და მისი სულის მოხსენიებით ვგრძნობ, რომ ხვიჩა ჩემთან მხოლოდ ფიზიკურად აღარაა, სული კი არ გამქრალა.

ჯვრის ფორმაში ჩახაზული გუმბათიანი სიონი აუღელვებლად გადმოჰყურებს მტკვრის დაუდგრომელ დინებას და მშვიდად აკვირდება დედაქალაქის ცხოვრებას. ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის ჩრდილოეთ ეკვდერი, რაც მცირე ეკლესიას ნიშნავს, წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობისაა, სამხრეთ ეკვდერი კი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზისა. ტაძრის ჩრდილოეთით სამრეკლოა, რომელიც 1725 წლით თარიღდება. ეკლესიას მეორე სამრეკლოც აქვს. ქუჩის მეორე მხარეს, დასავლეთით, აღმართულია 1812 წელს აგებული სამიარუსიანი სამრეკლო, რომელიც ჩვენს დედაქალაქში რუსული კლასიციზმის პირველ ნიმუშს წარმოადგენს.

დიდებული ტაძრის სახელწოდება იერუსალიმში არსებული წმინდა მთის სახელიდან მომდინარეობს. სიონის მთაზე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახლში, მიიძინა ყოვლადწმინდა მარიამმა. "სიონი" ებრაული სიტყვაა და მზიანს ნიშნავს. უფალმა ინებოს, კიდევ დიდხანს მოეფინოს ჭეშმარიტი სარწმუნოების ნათელი თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარს სრულიად საქართველოსთვის.

სანაპიროდან კიბეებს აუყვები, შეხვალ ტაძრის ეზოში და თეთრ ჯვარს მიაშურებ. მამა ღმერთის მაკურთხეველი ხელი, ჩვენთვის ჯვარცმული ძე ღვთისა და სულიწმინდა მტრედის სახით - სამგვამოვანი უფლის ხატება გამზადებს ტაძარში შესასვლელად. ჯვრის მარჯვენა მხარეს წმინდა მეფეები არჩილი, ლუარსაბი და დიმიტრი წმინდა დედოფალ ქეთევან წამებულთან ერთად არიან გამოსახულნი, მარცხნივ - წმინდა ნიკოლოზი, წმინდა მეფეები მირიანი, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე, უკანა მხარეს კი ღვთისმშობლის ხატია წმინდა ილიასთან, ბასილი დიდთან, იოანე ოქროპირთან, მოსესა და მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლესთან ერთად. "რომელსა ნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე", - მაცხოვრის ეს სიტყვები, ჯვრის გარშემო ძველქართული ასოებით ამოკვეთილი, დაგატოვებინებს ამქვეყნიურ ფიქრს და გაგიხსნის სულიერი სამყაროს კარს.

მოამზადეს
თამთა გოგიჩაშვილმა და თინათინ მაჭარაშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
19.09. 2017
შალვა ლორია
გაიხარეთ გოგონებო ასეთი საინტერესო სტატიისთვის ჩემთვის სიხლე იყო ამ სტატიაში წაკითხული ბევრი ნაამბობი
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat