ათონის მთაზე ოცი მონასტერია და მთელი ათონის მთა ოც ნაწილადაა დაყოფილი
ათონის მთაზე ოცი მონასტერია და მთელი ათონის მთა ოც ნაწილადაა დაყოფილი
ბაღდათის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
-საოცარია, ჩვენი თვალთახედვიდან ის, რომ ყველა მონასტერში უამრავი სიწმიდნეა დაბრძანებული. წარმოუდგენელი სიწმინდეებია. არამარტო წმინდანთა ნაწილები, არამედ სასწაულმოქმედი ხატებიც. არ არსებობს მონასტერი, სადაც არ არის სასწაულმოქმედი ხატები. თითოეულ მონასტერში ასობით წმინდა ნაწილია.ზოგიერთ მონასტერში არის ცალკე სამლოცველო ან ცალკე ეკლესია, სადაც სიწინდეებია გამობრძანებული, ზოგიერთ მონასტრებში საცავებშიც აქვთ დაბრძანებული და დროდადრო გამოაქვთ ხოლმე წმინდა ნაწილები, ზოგსაც დღესასწაულებზე გამოაბრძანებენ. ათონის მთაზე არის საოცარი აღქმადობა იმ წირვა-ლოცვისა, რაც იქ აღესრულება. ადამიანს ლოცვისთვის განაწყობს. მაგალითად, ძალიან მცირეა ტაძრებში ბუნებრივი განათება. სპეციალურად არის ზოგიერთ ტაძრებში განათება ჩაბნელებული მიუხედავად იმისა, რომ მონასტრებს მთელი თავისი დამოუკიდებელი ელქტრო წყაროები აქვს (ძირითადად ეს არის დიზელის საწვავზე მომუშავე გენერატორები). არცერთ მონასტერს ტაძარში არ აქვს ელექტროგანათება, ეს არის კანდლების შუქზე მსახურება. ლოცვის დროს ფაქტიურად ტაძარში განათება ჩამქარალია და მცირე განათება ადამიანს ლოცვისათვის განაწყობს. ეს არის ათონური ტრადიციიდან, წმინდა მამათა გამოცდილება თუ როგორ არის ადვილი უფრო ლოცვა, რა დროს იქნება ადამაინის გონება უფრო მობილიზებული ლოცვის დროს, ამ საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ეს უძლიერესი სულიერი გამოცდილება პრაქტიკაშია განხორციელებული. ამიტომ ძალიან ადვილია ადამიანები განეწყონ ლოცვისათვის.

***
საერო მნიშვნელობის თვალსაზრისით ათონის მთა არის ცალკე ავტონომიური რესპუბლიკა საბერძნეთის შემადგენლობაში, ათონის მთას კინოტი მართავს. ეს არის ყველა მონასტრის, ათონის მთაზე მდებარე ყველა მონასტრის წარმომადგენლობა. ათონის მთაზე ოცი მონასტერია და მთელი ათონის მთა ოც ნაწილად დაყოფილი. თითო ნაწილი ეკუთვნის თითო მონასტერს, ასევე არის 15 სკიტი (პატარა მონასტერი), რომელიც ემორჩილება რომელიმე მონასტერს ანუ არა აქვს ისეთი უფლებები, როგორც დიდ მონასტერს და დამოუკიდებლად არ შეუძლია გარკვეული საკითხების გადაწყვეტა. ასევე არის დაახმლოებით 200 კელივა. კელივა ეს საკრებულოა, სადაც შეიძლება იყოს ერთი, ორი, სამი ან მეტი რაოდენობა ბერებისა, შეიძლება მეტიც იყოს. ათონის მთაზე ასეთი წესია, რომ 30 ბერზე ნაკლები არ შეიძლება იყოს მონასტერში. თუ მონასტერში 30 ბერზე ნაკლები დარჩა მონასტერი უნდა დაიხუროს. რა თქმა უნდა ეს ასე არ ხდება, რადგან სხვა მონასტრებიდან იკრიბებიან ბერები და გადადიან მონასტრებში რათა გააძლირონ. მონასტრის წინამძღვარს თავად მონასტრის წევრები, ბერები ირჩევენ. მაგალითად, ვათოპედის მონასტერში 150 ბერია, რომლებიც ვათოპედის მოანსტრის წევრებად ითვლებიან, წინამძღვარი ერთპიროვნულად ვერაფერს წყვიტავს, თუ საჭიროა ტიბიკონის შეცვლა ეს მონასტრის საერთო გადაწყვეტილებით ხდება. წინამძღვრის და საბჭოს მოვალეობა რა თქმა უნდა ის არის, რომ იზრუნონ მონასტრის სულიერ მდომარეობაზე, ასევე იმაზეც, რომ ტიბიკონის აღსრულებას მიაქციონ ყურადღება და თავადაც ამ ტიბოკონის დაქვემდებარებაში არიან. წინამძღვარი და საბჭო არ დგას ტიბიკონზე ზევით. ისინი არიან ტიბიკონზე დამორჩილებულები. მაგალითად, როცა ტიბიკონით ლოცვა იწყება გამთენიისას 4 საათზე, არ არსებობს არავითარი მიზეზი, რომ ლოცვა გამოტოვონ. მონასტრის ტრაპეზი არის ერთიანი და როგორი სტუმარიც არ უნდა იყოს, მონასტრის წევრებთან ერთად ტრაპეზობს. უმაღლესი რანგის პიროვნება, რომელიც ათონის მთაზე შეიძლება ჩავიდეს, ეს არის მსოფლიო პატრიარქი, რადგან უშუალოდ მის დაქვემდებარეობაშია ათონის მთა. მიუხედავდ იმისა, რომ ძალიან მდიდარია ათონის მთაზე მონასტრები ეს არ აისახება ბერების პირად ფუფუნებაზე. ყველა მონასტერში ტრაპეზზე აქვთ მეტალის ჭურჭელი. მსოფლიო პატრიარქიც რომ მივიდეს მოსალოცად იქ განსაკუთრებული ტრაპეზი არ გაიშალება, იქ ასეთი რამ არ ხდება. ეს არის სწორედ იმ ტარდიციის ერთგულება რაც ათონის მთას ახასიათებს.
ათონის მთაზე მორჩილება აღმატებულია. თავისი ნებით რომ არაფერი გააკეთო ეს მოწესრიგებულია, თუმცა, ისედაც არიან ისეთი ადამაინები, ვისაც არა აქვთ ეს მოწესრიგებული. ადამიანი ყველგან ერთნაირია სადაც არ უნდა იყოს. ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და ღვთის მცნებები უნდა აღასრულოს თავისუფალი ნებით. განსაკუთრებით საღვთისმსახურო პრაქტიკა არის ისეთი, რომ მობილიზაციას უკეთებს თავის თავს ლოცვის დროს. უფალი ისე განაგებს მონასტერში ადამიანის დამკვიდრებას, რომ ყველაზე საუკეთესო მდგომარეობა, სადაც იქნება უფალი იქ ამკვიდრებს, მაგრამ თუ ადამიანი ამ სარგებელს ვერ გამოიყენებს და დაღუპავს საკუთარ თავს უდებების გამო, იმას არ ნიშნავს რომ უფალმა განუწესა მას ისეთი ადგილი, სადაც ცხონებას ვერ მოიპოვებდა, ამიტომ ყველა მონასტერს აქვს სხვადასხვა ტრადიცია თუნდაც ლოცვების დაწყების ტარდიცია. საძმომ როგორც გადაწყვიტა იმ ტიბიკონს აღასრულებენ. როგორი წესი იქნება მონასტრისა ამას კი არ აქვს მნიშვნელობა ცხონებისათვის, არამედ ტიბიკონს თუ როგორ აღვასრულებთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat