XVIII საუკუნეში გომარეთი მცირე დაბა-ქალაქი ყოფილა სამხრეთ საქართველოში. ამ პერიოდში საქარავნო გზა გადიოდა დაბა გომარეთზე.
ეს გზა ცნობილი იყო არტანუჯის სახელით და უკავშირდებოდა ტრაპიზონს. აქვე ყოფილა საქარავნო ქარვასლები. აზიის მდიდარი ქალაქებიდან მოვაჭრე ქარავნები გომარეთზე გავლით შავი ზღვის მიმართულებით მიდიოდა. დაბა გომარეთის ქარვასლებში მოქარავნეები იზამთრებდნენ და გაზაფხულზე გზას აგრძელებდნენ დასავლეთის მიმართულებით. ყოფილი ქარვასლების ადგილი, გადმოცემით ბევრმა მოხუცმა გომარელმა იცის. დროთა განმავლობაში მიწას დაუფარავს და მისი კვალი წაიშალა.
ჩვენს მხარეში XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში გაუკაცეიელებულ ადგილებზე სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსახლებული მოსახლეობა დასახლდა. ზოგი ტყვედ წაყვანილი ჩამორჩა ტყვეებს და დარჩა სოფელში. ზოგი მებატონეს გამოექცა და აქ შეაფარა თავი. ზოგიც სამართალმისჯილი გამოქცეულა. ამიტომაც არის, რომ გომარეთში სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ხალხს მრავლად შეხვდებით. მაგალითად კახეთიან არიან ჩამოსახლებულები სამადაშვილები, ხიზანიშვილები, ურუმაშვილები. ქართლიდან-სიხუაშვილები, მუჯირიშვილები, ბაინდურაშვილები და სხვა. იმერეთიდან-თეთაძეები, ირემაძეები, მუმლაძეები, რთველაძეები. რაჭიდან-ბაქრაძეები, რაზმაძეები, მაისურაძეები, ჭელიძეები, მურჯიკნელები, ხმალაძეები. მესხეთიდან-ექიზაშვილები, ქრისტესაშვილები, ქართველიშვილები, ადამაშვილები და სხვა.ხრამის ტერიტორიაზე მდებარე "ლამაზი ეკლესიის" მიდამოებში მდებარეობს "ჭიჭეს საყდარიც", ეს არის ულამაზესი ეკლესია თავისი უდიდესი ნასოფლარით. "ჭიჭეს" საყდარს ამგვარი წარწერა ამშვენებდა: "ესე სოფელი ქცია, მტერმა ვერ დააქცია, მოვიდა ერთი ჭირი და სოფელი დაქცია". ჩანს, რომ მტერს ვერ გაუხარია ამ ტერიტორიაზე, სამაგიეროდ რაღაც ჭირს დაურევია ხელი ქციისათვის და სოფელიც განადგურებულა.
ხრამის ხეობაში ყოფილა VIII-IX საუკუნის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესია, რომელიც რევაზაშენის ეკლესიის სახელით არის ცნობილი. ამავე პერიოდში აშენებულა ურუმაანთ ეკლესიაც - დარბაზული, ერთნავიანი სიხუანთ ეკლესია კი აუშენებიათ 1034 წელს. აგვეთვე გვაქვს ღვთისმშობლის-ხიზანაანთ ეკლესია, კვირაცხოველი-აღდგომის დარბაზული ეკლესია.
ავბედობის ჟამს, გომარეთის მოსახლეობას მიწისქვეშაც ჰქონდათ ეკლესიები. ეკლესიას რამდენიმე გვირაბი ჰქონდა სხვადასხვა მიმართულებით. სხვადასხვა მიმართულებით შემოსევების დროს ჩამოდიოდნენ და გვირაბებში იმალებოდნენ, თან მიწისქვეშა ეკლესიაში ლოცულობდნენ. როგორც მკვიდრი მოხუცებისგან შევიტყვე, ეკლესია მდებარეობს მასურაანთ და ოსეფაანთ სახლებს შუაში, საიდანაც შეიძლება ეკლესიასთან დაკავშირება ღრმა კიბეებით. ეკლესია დღესაც არსებობს, მაგრამ სოფლის მოსახლეობას მასთან არავითარი კავშირი არა აქვს.ისტორიული მონაცემების მიხედვით, დიდ გომარეთს 1500 წლის ისტორია აქვს. გომარეთის წარმოშობის შესახებ ზუსტი წერილობითი მონაცემები არ მოგვეპოვება. არქეოლოგიური მონაცემებიდან ირკვევა, რომ გომარეთს ხანგრძლივი ისტორია აქვს. გომარეთის მიმდებარე ტერიტორიის სიძველე ასახულია იმ მდიდარ და მრავალრიცხოვან არქიტექტურულ ძეგლებში, რომლითაც მოფენილია გომარეთი და მისი მიდამოები. აქ არის როგორც ქვის, ბრინჯაოს, ისე ანტიკური და ფეოდალური ხანის უამრავი არქეოლოგიური ნასახლარები, სამაროვნები, ეკლესია-მონასტრები, სხვადასხვა სახის ნაგებობები, უძველესი ნასოფლარები-ქვის სტელები, ქვაჯვარები და სხვა.
ჟამთა სვლაში ბევრი ავ-კარგი უნახავს ჩვენი მხარის მოსახლეობას. ბევრი ხალხმრავალი ქართული სოფლები ყოფილა სპარსელებისა და თურქების ხანგრძლივი შემოსევებით განადგურებული. ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით, შემოსევებამდე ჩვენს მხარეში უცხოვრია სხვადასხვა გვარის ხალხს. მათ შორის: ბალიაშვილებს, დოიჯიშვილებს, გულაბაშვილებს, ზავარდაშვილებს, აბაშერაშვილებს, კოკოჩაშვილებს, ლაბქარაშვილებს, ლუგაზაშვილებს, მეურნანგიშვილებს, ყაზარაშვილებს, სამადაშვილებს, ძაძაშვილებს, როინიშვილებს, სუხიშვილებს, ტერკოზაშვილებს, ხარებაშვილებს, სოხიაშვილებს, ხუციშვილებს და სხვა.
კვირიკესა და შამბნარი მთების კალთებზე რვა სოფელი მდებარეობს. მათგან ხუთი ქართულია და სამი ბერძნული. ქართული სოფლებია: დიდი და პატარა გომარეთი, მამულო, ახა და კაკლიანი. ბერძნების სოფლებია: ველისპირი, განახლება, სარკინეთი. ქართული სოფლების ძველი სახელებია: მამულოს წინათ სხალნარი ერქვა. ახას გვარჯილა, კაკლიანს ედიშაანი. ბერძნული სოფლების ძველი ქართული სახელებია: ველისპირი-თოყროყანა, განახლება-ზაულარი, სარკინეთი- ულასანი. XII საუკუნეში თურქებს ქართული სოფლები უკაცრიელი გაუხდიათ და ამ სოფლებში ბერძნები ჩაუსახლებიათ. გომარეთს სამხრეთიდან ტერიტორიულად ირანელი თათრების სოფლები ესაზღვრება. აღნიშნული თათრული სოფლების ადგილას XVII საუკუნის ბოლომდე ხალხმრავალი ქართული სოფლები ყოფილა. შაჰ-აბასს ქართული სოფლები უკაცრიელი გაუხდია, ვინც ცოცხალი გდარჩა ტყვედ წაუყვანია. დღეს მათ ადგილას ირანიდან ჩამოსახლებული თათრები ცხოვრობენ. მათი შთამომვლები სწრაფად მრავლდებიან. ამ სოფლებში დღემდე არის შემორჩენილი ნგრევის პირას მისული ძველი ქართული ეკლესიები.
-საქართველოს ყველა მხარე, ყველა კუთხე-კუნჭული საინტერესო და მიმზიდველია, ზედაპირის თავისებურებებით, ფლორითა და ფაუნით, ჰავით და ნიადაგებით, შიგა წყლებით, მოსახლეობით და სხვა,-მიამბობს ქალბატონი ლელა. ყოველივე ეს მოითხოვს შესწავლას. გომარეთში კეთილი, გულღია და უბოროტო ხალხი ცხოვრობს. გომარელებმა აქ უდიდესი ძნელბედობის და დიდი მძიმე ისტორიის მიუხედავად შეინარჩუნეს წმინდა ქართული ენა, კულტურა და ზნე-ჩვეულებები. გომარეთი ქციის, ლუკუმის, კვირიკესა და შამბიანის მთებს შორის მდებარეობს. ჩვენს სოფელს დასავლეთიდან ესაზღვრება ნინოწმინდის რაიონი, ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან წალკის, აღმოსავლეთიდან თეთრი წყაროს რაიონი. გომარეთის სამხრეთით კი დმანისის რაიონი გრძელდება.
რა დაგვრჩა გომარეთიდან.სოფელ გომარეთში უძველესი წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აგებული სკოლა მდებარეობს. სკოლაშივე არის მოწყობილი წმინდა ექვთიმეს ცხოვრებისა და მოღვაწერობის ამსახველი ფოტო და წერილობითი მასალა. სკოლის პედაგოგებისგან ბევრი რამ გავიგეთ სოფლის წარსულისა და დღევანდელობის შესახებ. ისტორიის მასწავლებელს ლელა ხმალაძეს გომარეთის შესახებ საკმაოდ ვცელი მასალა შეუგროვებია. რასაც გთავაზობთ კიდეც.
თავისუფლად ცხოვრობენ ძირძველ ქართულ მიწაზე და ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად. გზად სოფელი ყარაბულახი გავიარე. ამ სოფელს მდინარე შავი წყალი ჩამოუდის. სოფლის სახელიც აქედან მოდის. ყარაბულახი, აზერბაიჯანულად შავ წყალს ნიშნავს. ყარაბულახში იმ დღეს თავიანთ რელიგიურ დღესასწაულს, მუჰამედის შვილების წამების დღეს აღნიშნავდნენ და დიდი და პატარა ყველა გარეთ იყო გამოსული. ყარაბულახის შემდეგ იწყება ქართველებით დასახლებული სოფელი. ქციის მარადქალწულ ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრის, მღვდელმონაზონ ხარიტონის (არეშიძე) ლოცვა-კურთხევით და დახმარებით შევძელი ძირძველი სოფლების მონახულება და ეკლესია-მონასტრების მოლოცვა. ჩვენი ჟურნალის დახმარებით მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა მამა ხარიტონს. ღმერთმა გაგაძლიეროთ მამაო.თვალში მოსახვედრია გზის პირას მდებარე არაქართული სოფლები, რომლებიც გზის პრობლემას ნამდვილად არ განიცდიან.