ეკლესიის კარებს გააღებდა თუ არა, მაშინვე მთავარანგელოზების ფრთების შრიალი ესმოდა
ეკლესიის კარებს გააღებდა თუ არა, მაშინვე მთავარანგელოზების ფრთების შრიალი ესმოდა
ათენში სტუმრობისას განსაკუთრებული შთაბეჭდილება მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში სტუმრობამ მოახდინა. ღვთის შეწევნით, ერთი ღამე მონასტერში გავათიე და ღვთისმსახურებაში იქაური დედების გვერდით ვიყავი.

ჩემს მასპინძელთან, ირინა მათურელთან ერთად ნეა ეპიდავროს კუნძულის სოფელ დიმენაში, მთავარანგელოზთა დედათა მონასტერში წავედით. გავიარეთ საოცარი ადგილები, კორინთო... მოგეხსენებათ, რომ კორინთოს ხელოვნური არხი, ორ - ეგეოსის და იონიის ზღვას აერთიანებს. ის მოკლე გზაა პელოპონესის ნახევარკუნძულამდე. ზღვიდან კუნძულებზე პატარა გემებით გადააქვთ ტვირთი. კორინთო და პელოპონესი ზეთისხილის ხეებით ცნობილი ადგილებია.

მონასტერში გველოდებოდნენ - აქ ხუთი ქართველი მონასტრის წევრი ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდნენ. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მამა გიორგი რაზმაძის ძალისხმევით, ზაჰესში, ერთ-ერთ შემაღლებულ ადგილას, შენდება ყოველთა დედოფლის, პანტანასას (ღვთისმშობლის) სახელობის დედათა მონასტერი. მონასტრის მშენებლობის დასრულების შემდეგ საბერძნეთში, მთავარანგელოზთა მონასტერში მოღვაწე ქართველები სამშობლოში გააგრძელებენ მსახურებას მამა გიორგის სულიერი და ფიზიკური მზრუნველობით. აქ სტუმრობა იმითაც მახარებდა, რომ კარგა ხნის უნახავ ჩემს სულიერ დებს ვნახავდი. მონასტრის წინამძღვარი გახლავთ ვათოპედის მამათა მონასტრის წინამძღვარი გერონდა ეფრემი. გერონდა ეფრემის სულიერი მოძღვარი კი ბერი იოსებ ისიქასტი გახლდათ. კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ: "კარიბჭეში" ბერ-მონაზვნური ცხოვრების შესახებ მასალებს ბერი იოსებ ისიქასტის წიგნის, "მონაზვნური გამოცდილების", მიხედვით ვწერდი... მამა იოსებმა თავისთან მიმიყვანა და ცოცხლად მაჩვენა მის მიერ შექმნილი მონასტერი და მონაზვნური ცხოვრების წესი.

მონასტრის კარიბჭესთან ქართველი სულიერი და შემოგვეგება. მონასტრის წევრებმა დიდი სიყვარულით მიგვიღეს, სასტუმრო ოთახში შეგვიპატიჟეს და გვიმასპინძლეს. ტაძარი მოვილოცეთ, ლოცვა-კურთხევა გერონდისა მაკარიასგან ავიღეთ. დედებს ვუამბე ჩვენი ჟურნალის შესახებ და მოკრძალებით ვთხოვე ინტერვიუ. ვიდრე დედა მაკარიასთან ინტერვიუს შემოგთავაზებდეთ, გეტყვით, რომ მან რამდენჯერმე გვთხოვა, დავრჩენილიყავით იმ დღეს მონასტერში - ღამდება და შესაძლოა, ტრანსპორტიც არ იყოსო. ძალიან მინდოდა დარჩენა, მაგრამ ჩემი მასპინძელი მეორე დღეს სამსახურში უნდა წასულიყო და... წამოსვლისას სადგურში დავრეკეთ. დისპეტჩერმა გვითხრა, - სამწუხაროდ, ათენისკენ მიმავალი ავტობუსი სხვა გზით წავიდა და მაგ სოფელს აღარ გაივლისო. გაოცებულები დავრჩით. გული სიხარულით ამევსო და მონასტერში დავბრუნდით. დედებმა გვითხრეს, - მთავარანგელოზებს სურდათ თქვენი დარჩენაო. მადლობა უფალს! ამას ხომ დედა მაკარიაც წინასწარ გრძნობდა, მაგრამ ადამიანური ბუნება ძნელად თუ ემორჩილება გამოცდილი წინამძღვრის ნათქვამს... შუაღამიანის ლოცვის მადლი დედებთან ერთად მივიღეთ. მეორე დღეს კი დედა მაკარიას ლოცვა-კურთხევა და მადლიანი დალოცვა თან წამოგვყვა.

დედა მაკარიას ლოცვა-კურთხევით მოვილოცეთ მთავარანგელოზთა მონასტრის მეტოქიონი, ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერი.

ღვთისმშობლის (აგნონდას) სახელობის დედათა მონასტერი ერთ-ერთი მთის ფერდობზე, ნეა ეპიდავროდან 7 კილომეტრითაა დაშორებული. ლეგენდის მიხედვით, ერთ ღამეს ანაზდად სინათლე გამოჩნდა, თითქოს ვარსკვლავი ციალებდა მთაზე. მწყემსმა, რომელსაც ამ გზაზე რაღაც შუქი უნათებდა სავალს, დედა ღვთისმშობლის ხატი აღმოაჩინა. ამის შემდეგ გადაწყდა ამ ადგილას მონასტრის აშენება. აგნონდა, აგნანტევო თვალყურის დევნებას ნიშნავს. გადმოცემით, მონასტერი დაახლოებით XI საუკუნეშია აგებული. გარს აკრავს მაღალი და მტკიცე ციხე-კოშკები, გალავანი, რომელიც მონასტერს თურქთა შემოსევებისგან იცავდა. შუა ეზოში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარია. ეკლესია ფრესკებით არის მოხატული, რომელიც 1250 წლით თარიღდება. ამიტომაც შედის საბერძნეთის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. 1759 წელს ფრესკები მტრებმა გადაღებეს. მონასტრის კუთვნილებაში იყო ათასობით ზეთისხილის ბაღები, მინდვრები, ვენახები, ფიჭვის ტყეები... ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა. აქვე ინახებოდა ოქროსა და ვერცხლის ნივთები. წიგნები და ძვირფასი სურები მტრის შემოსევას გადაურჩა და გადაიტანეს მთავარანგელოზთა დედათა მონასტერში. ამჟამად მონასტერი მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის მეტოქიონია. მას პანაღია აგნონდად მოიხსენიებენ. მონასტერი 1029 წელს აშენდა. თავიდან მამათა სავანე იყო, - მიამბობს გერონდისა მაკარია. დედა მაკარიასთან ერთად მონასტრის წარსულს მორჩილი მაგდალინეც გადმოგვცემს. ბერძნულიდან ქართულად კი ერთ-ერთი ქართველი მონასტრის წევრი მითარგმნის.

ღვთისმშობლის მონასტრის დაარსება მამა ანტონიოს სახელს უკავშირდება, - საუბარს განაგრძობს მორჩილი მაგდალინე, - ჯერ მონასტერში მოვიდა მამა ანტონი. მასთან უამრავი მომლოცველი მიდიოდა. მამა ანტონი ასკეტი იყო და ერიდებოდა ხალხმრავლობას. წამოვიდა მონასტრიდან და ააშენა ზღვის პირას პოლიმარხოს ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი. მალე მასთან მორჩილად მივიდა მამა ნიფონტი. მამა ნიფონტი არის წმინდა მამა, კონსტანტინოპოლის პატრიარქი. წარმოშობით საბერძნეთიდან იყო. იგი ეპიდავროში აღიკვეცა. ათონის მთაზე მოსაგრეობდა და წიგნების გადამწერელი იყო. სხვადასხვა დროს წინამძღვრობდა: თესალონიკის, კონსტანტინოპოლის, ვლახეთის საყდრებს. უსჯულოების მხილებისთვის ეპარქიიდან განდევნილმა წმინდა მამამ კვლავ ათონს მიაშურა. ჯერ ვათოპედის მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ კი იოანე ნათლისმცემლის შობის სავანეში (დიონისეს მონასტერში). მან დამალა თავისი ხარისხი და ყოველთვის უმდაბლეს მორჩილების საქმეებს ასრულებდა. უფალმა გამოცხადებით ამცნო ბერებს მისი ვინაობა. ერთხელ, როცა შეშის შესაგროვებლად რიყეში წასული წმინდანი მონასტერში ბრუნდებოდა, ძმები გამოეგებნენ და ზეიმით შეხვდნენ, როგორც პატრიარქს. მღვდელმთავარი ნიფონტი შემდგომშიც არაფრით განირჩეოდა სხვა ბერებისგან. თანასწორად იზიარებდა მათი შრომის სიმძიმეს. წმინდა მამა 1460 წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა, 90 წლისა.

მამა ნიფონტის და მამა ანტონის პოლიმარხოს ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში მეზღვაურების ხმაური აწუხებდათ, იქიდან წამოვიდნენ და მთაზე ააშენეს კალამის მონასტერი - იქ ახლა დედათა სავანეა.

ხალხს ძალიან უყვარდა მამები, შეუძინეს ტერიტორია და სთხოვეს, ჩამოსულიყვნენ იმ ადგილას, სადაც ახლა მთავარანგელოზთა დედათა მონასტერია. ასე დააარსეს პელოპონესის ნახევარკუნძულზე მთავარანგელოზთა დედათა მონასტერი. მამა ანტონის სახელს უკავშირდება რამდენიმე მონასტრის დაარსება. ესენია: პელოპონესზე მდებარე ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი, პოლიმარხოს ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი, კალამის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი და მთავარანგელოზთა მონასტერი.

XIV-XV საუკუნეებში მონასტერში დაფუძნდნენ მამები. იმდენად დიდ სათნოებებს ფლობდა მამა ნიფონტი, რომ კონსტანტინოპოლში მიიწვიეს სამოღვაწეოდ. მოღვაწეობდა რუმინეთშიც. ვიდრე კონსტანტინოპოლის პატრიარქი გახდებოდა, ათონის მთაზე, დიონისეს მონასტერში მოღვაწეობდა. გადადგა პატრიარქობიდან (ალბათ ღმერთისგან ჰქონდა მინიშნება) და დაუბრუნდა დიონისეს მონასტერს, როგორც ერთ-ერთი რიგითი მორჩილი. თავმდაბლობის ნიშნად ვინაობა არავის გაუმხილა. თავიდან შედარებით რთულ მორჩილებებს აძლევდნენ გამოსაცდელად - ვირებს მწყემსავდა. მერე ერთ მამას გამოეცხადა წმინდა იოანე ნათლისმცემელი - დიონისეს მონასტერი იოანე ნათლისმცემლის სახელზეა აგებული და უთხრა, - როგორ კადრულობ, რომ ასეთ მორჩილებაში გყავდეს კონსტანტინოპოლის პატრიარქი. დიდებით უნდა გყავდეს შემკული, ვირებს კი არ უნდა მწყემსავდესო. როცა მამა ნიფონტის ვინაობა გაიგეს, მთელი საძმო წმინდანს ლიტანიობით შეეგება. მამა ნიფონტი გააოცა ამგვარმა შეხვედრამ. მონასტრის ძმებმა შეჰკადრეს, - რატომ არ გვითხარი, ვინ იყავიო. მამა ნიფონტი მონასტერში კვლავ თავმდაბლად მოღვაწეობდა, როგორც რიგითი წევრი. რადგან აქ, მთავარანგელოზთა მონასტერში მოღვაწეობდა მამა ნიფონტი, დაახლოებით 1958 წელს დიონისეს მონასტრიდან მისი წმინდა ნაწილები გადმოგვცეს. თურქების შემოსევის შემდეგ ტაძარი დაზიანდა. მერე მამა დამასკინმა აღადგინა ეს ეკლესია. გერონდისა მაკარიამდე მონასტრის წინამძღვარი გერონდისა ქრისტონიფი (ქრისტეს რძალს ნიშნავს) გახლდათ.

ეს მონასტერი დიდი კულტურული, სასულიერო ცენტრი იყო მთავარანგელოზთა მონასტერი და ემორჩილებოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქს.

საბერძნეთში, როცა მამათა მონასტრები იშლებოდა მამების ნაკლებობის გამო, მათ მაგივრად დედათა მონასტრები ფუძნდებოდა. რამდენიმე წელი გაუდაბნოებული იყო აქაურობა. მთავარეპისკოპოსი დაბლადურაკი მოვიდა და კუნძულ იდრადან მოიწვია გერონდისა ქრისტონიფი თავისი მონაზვნებით. მორჩილთა უმეტესობა ათენიდან იყო. მონასტერში 50 წევრზე მეტი ცხოვრობდა. გერონდისამ, დედების დახმარებით, დაიწყო მონასტრის აღორძინება. ზრუნავდა, მონასტრისთვის შეეძინა სულიერი და ფიზიკური სიძლიერე.

KARIBCHEგერონდისა მაკარია იხსენებს: - გერონდისა ქრისტონიფიმდე აქ მსახურობდა გერონდისა თეოდიტი. მარტო ცხოვრობდა და ძალიან დიდ საქმეს აკეთებდა. კომუნისტებისგან დევნილ ხალხს მალავდა მონასტერში. ერთხელ მონასტრის კარს შეიარაღებული კაცები მოადგნენ - ის დამალულები მოიკითხეს. მონაზონი არ შეშინდა და მთავარანგელოზთა ხატზე მიუთითა მოსულებს, - თუ ცუდად მოიქცევით, ესენი დაგსჯიანო. შეშინდნენ და უკან გაბრუნდნენ. დამალულთაგან ერთმა ვერ მოითმინა, - წავალ, ბავშვები მელოდებიანო. წმინდა დედამ ურჩია, არ წასულიყო. სამწუხაროდ, არ უსმინა, წავიდა და გზაში მოკლეს... დედა თეოდიტი ქადაგებდა - აღსარება თქვით, მოინანიეთო. ძალიან ბევრი გადაარჩინა თავისი ქადაგებით. დღემდე ახსოვთ მისი ქადაგება.

ამ მონასტერში მოღვაწეობდა ბერი გაბრიელი, რომლის წმინდა ნაწილი გვაქვს შენახული სხვა წმინდა ნაწილებთან ერთად. მან ისე გაიარა მდინარეში, რომ არც დასველებულა. სულიერად მაღალ საფეხურზე იდგა ეს წმინდანი და როცა მისი საფლავი გათხარეს, კეთილსურნელება ამოიფრქვა. აქვე არის წმინდა გიორგის ეკლესია, იქაური საფლავებიდანაც კეთილსურნელება გამოდიოდა.

სასწაულები
მონასტერში ცხოვრობდა ერთი მონაზონი ტაქსიარხია (მთავარანგელოზი). მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები ეცხადებოდნენ ხოლმე. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო მონასტერში. კარებიც კი არ ჰქონდა. ერთხელ რაღაც ხმა მოესმა და გარეთ გამოვიდა. გახედა ეკლესიის კარებს, ფრთების ფრთხიალი შემოესმა. მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები გამოეცხადა. გერონდისა ქრისტონიფი საღამოს პირველ საათზე ჩამოდიოდა ტაძარში სალოცავად. კარებს გააღებდა თუ არა, მაშინვე მთავარანგელოზების ფრთების შრიალი ესმოდა.

მონასტრის პირველი მონაზონი იყო მაგდალენი. II მსოფლიო ომის დროს დიდი გაჭირვება იყო. რადგან დედა მაგდალენს ებარა საკუჭნაოს გასაღები, ცილი დასწამეს, მონასტრის კუთვნილი სურსათი გაყიდაო. ხმა არ ამოუღია თავის სამართლებლად. მონასტრიდან გაუშვეს. არადა ერთ-ერთი მუშის წაღებული იყო ყველაფერი. როცა მობრუნდა მონასტერში, ცხოვრობდა დამცირებული, წარსულზე არაფერს ჰყვებოდა. სიკვდილის წინ ავად გახდა. წაიყვანეს საავადმყოფოში. კანის დაავადება დაემართა. ექიმების მიერ ზედმეტი დოზით გაკეთებული წამლით გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ექიმებს უთხრა, - ხვალ მოვკვდები და წამიყვანეთ მონასტერში (დიდსქემოსანი იყო), თქვენ უფლება არ გაქვთ, ჩამაცვათო. უთხრეს, - აბა, ხომ გაქვავდებიო. მიუგო, - მონაზვნები არ ქვავდებიან. წამიყვანეთ მონასტერში. გერონდისა არ შეაშინოთ. კარები ღია დაგხვდებათ. ტანსაცმელს დედები ჩამაცმევენო. დაკრძალვის დროც კი თქვა.

გერონდისა იმ საღამოს შეწუხებული იყო. ერთხანს ჩათვლიმა. ეზმანა - მტრედი დაფრინავს მის კელიაში. ალბათ სული იყო იმ მონაზვნისა. ამასობაში კარებზე დაუკაკუნეს, - გერონდისა, მონაზონი მაგდალენი მოვასვენეთო.

თურმე ითხოვა, ფსალმუნები ეგალობათ. გალობის დროს მშვიდად გარდაცვლილა. მან სიმშვიდით დაითმინა ცილისწამება, შეურაცხყოფა. ვინც დაითმენს ცილისწამებას, ძალიან დიდ ჯილდოს მიიღებს, ისე როგორც წმინდა ნექტარიოსმა დაითმინა. ისე უყვარდა ამ მონაზონს ცხოველები, რომ სულ გულში იკრავდა, ახალგამოჩეკილ წიწილებს იხუტებდა და ათბობდა.

ღამე ადგებოდა, ლოცვებს კითხულობდა, ყველას კელიაში მიდიოდა და აკმევდა, რომ ეშმაკები გამქრალიყვნენ... 39 წლისა გარდაიცვალა.

***
98 წლის გარდაიცვალა გერონდისა ქრისტონიფი. მისი მორჩილი ვიყავი. შემდეგ მონასტრის გერონდისად გამომარჩიეს, - საუბარს განაგრძობს დედა მაკარია, - ძალიან მოწყალე იყო გერონდისა ქრისტონიფი. ყველა გაჭირვებულს ეხმარებოდა.

- დედა მაკარია, რამდენი წელია, რაც მონაზონი ბრძანდებით?

- 49 წელია.

- რთულია მონაზვნობა?

- ძალიან ტკბილია მონაზვნის ცხოვრება. ჩემი ოჯახის წევრები მეკითხებან ხოლმე, არ ნანობ, მონაზონი რომ გახდიო? არასდროს ვინანებ ამას, პირიქით, მადლობა ღმერთს, რომ გამომირჩია და მონასტერში მომიყვანა-მეთქი. რა თქმა უნდა, უფლის იმედი მაქვს, რომ სულის გადარჩენას შევძლებ. ყველაზე დიდი ბედნიერება ადამიანისთვის არის უფალთან სიახლოვე და ღმერთთან ყოფნა. დიდ სქემაში მყოფი მონაზონი მთლიანად მსოფლიოსთვის ლოცულობს. მონასტრებიც რომ არ ყოფილიყო, მართლმადიდებლური სარწმუნოებაც არ იარსებებდა. მოდის ხალხი მონასტერში, ითხოვენ ლოცვას. დედები მოდიან და გვთხოვენ, ჩვენს შვილებზე ილოცეთო. ერთ ქალს ორი ნარკომანი შვილი ჰყავს და მონასტერს მოაშურებს, რომ რაღაცნაირად შვება ნახოს.

სხვადასხვანაირები არიან ადამიანები, ზოგი ნანობს, ზოგი ენთუზიაზმის გამო მიდის მონასტერში, მაგრამ მონაზონი ყველაზე ბედნიერი ადამიანია. 14 წლის ვიყავი, როცა მონასტერში წასვლის სურვილი გამიჩნდა. მირჩევდნენ, ოჯახი შემექმნა. არ მინდოდა. ეს სურვილი უფლისგანაა, ადამიანისგან არ მოდის. როცა მონაზონი გავხდი, ამას უცებ მივხვდი. 14 წლამდე მონაზონი თვალით არ მენახა. როცა დავინახე, გულში ვთქვი, ასეთი მინდა გავხდე-მეთქი. გავყევი ამ მონაზონს უკან. მთაში ცხოვრობდნენ დედები. იქვე დავჯექი და ველოდებოდი, როდის გამოვიდოდნენ გარეთ. მერე ერთი მონაზონი გამოვიდა და მკითხა: - აქ რატომ ზიხარო. თქვენი ყურება მინდა-მეთქი. მონასტერში შემიყვანეს და ვნახე ძალიან მოკრძალებული სენაკები. ძალიან ღარიბულად ცხოვრობდნენ. დედებმა მითხრეს, სამონაზვნედ პატარა ხარ, რომ გაიზრდები, მერე შეიძლებაო. მონაზონს ხელში სკვნილი ეჭირა. ასეთი მეც მინდა-მეთქი. მომცეს და მასწავლეს, როგორ მელოცა მასზე. ღამეები ვლოცულობდი. მომეწონა ეს სულის საქმე. დედა მორწმუნე ქრისტიანი გახლდათ. არ მიშლიდა ლოცვას. იცოდა, რომ უფლის უნებურად არაფერი ხდება.

რამდენიმე წლის შემდეგ გავიცანი გერონდისა ქრისტონიფი. მაგრამ მანამდე მნიშვნელოვანი სიზმარი ვნახე: მივყავდი რაღაც ავტობუსს, ბევრი ხალხი იყო, მათ შორის ახალგაზრდებიც. მიკვირდა, ნეტავ, სად მიდიან-მეთქი. ერთი გერონდა დავინახე - ყველას ეუბნებოდა, ვინ როდის დაქორწინდებოდა და რამდენი შვილი ეყოლებოდა. ჩემი რიგიც მოვიდა. ნეტავ, რას მეტყვის-მეთქი. ამომხედა, კვერთხი მომაწოდა და მითხრა, - ეს შენიაო. გამიკვირდა - რა არის-მეთქი? მერე ციდან ფერადი კაბები ცვიოდა. გოგონები იღებდნენ და იცვამდნენ, მე შავი ტანსაცმელი მეცემოდა. მამაჩემი დედას ეუბნებოდა, - ჩემი შვილი მონაზვნად რომ აღიკვეცოს, პირველად შენ მოგკლავო. მერე მამა სიმსივნით გარდაიცვალა. მალე მეც მონასტერში წამოვედი. დედა მარტო დარჩა. ჩემი ძმები დაოჯახდნენ. ცოტა ხანში დედაც მოვიდა მონასტერში. ძალიან ღირსეული ქალი იყო. მონაზვნობა რომ გადავწყვიტე, მეუფე ქრიზოსთომოს (ოქროპირი) დაბლადურაკმა დედას უთხრა, - ვისურვებდი, მალე თქვენც გამხდარიყავით მონაზონიო. დედას ეკატერინე ერქვა, მონაზვნად აღკეცის შემდეგ ევული დაერქვა. ევული არის წმინდა პანტელეიმონის დედის სახელი.

გერონდისამ მითხრა, - შენზე სიზმარი ვნახე, ოღონდ ახლა ვერ გეტყვიო. წლების მერე მითხრა, - ეკლესიაში ვიყავით, ჩემი ადგილი დაგითმე და ჩემი კვერთხიც მოგეციო. სამი კლასი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ რამდენიმე წელში ზეპირად იცოდა პარაკლისები, ლოცვები, დაუჯდომლები. ჩემს გვერდით კელიაში ცხოვრობდა, გარეთ არ გამოდიოდა, სულ ლოცულობდა. ხშირად ჰქონდა ბრძოლები და ამას ლოცვით უპირისპირდებოდა - "ღვთისმშობელო ქალწულოს" ლოცვას ამბობდა და ეშმაკი მაშინვე ქრებოდა.

ერთხელ დიდი გვალვა იყო. ხალხი ეახლა სათხოვნელად, ელოცა, რათა წვიმა მოსულიყო. აანთო სანთელი, აკმია. ღამე ხშირად ვდგებოდი, რათა მენახა გადახდილი ხომ არ ჰქონდა საბანი. ერთხელაც დავინახე, რომ ხელები და თვალები მაღლა აღეპყრო და ლოცულობდა. რაღაცას ხედავდა. ვკითხე, - იწვიმებს-მეთქი და - აუცილებლად იწვიმებსო. მართლაც გაწვიმდა. 15 დღე და ღამე არ გადაუღია.

***
როცა ბერი იოსებ ისიქასტი გარდაიცვალა, მისმა მომვლელმა ბერმა ათანასემ ვერ შეძლო, დაეხურა მისთვის პირი. არ სურდა, რომ ხალხს ენახა ბერი ასეთ მდგომარეობაში. სუდარა გადააფარეს. გერონდა ეფრემმა ითხოვა, გადახადეთ, რომ ბერები გამოემშვიდობონო. გადახადეს - ბერს სახეზე ღიმილი ეფინა...

ცილისწამება დაითმინა მამა იოსებმაც. ცილისწამების გარეშე ვერ გახდება ბერი წმინდანი. არასდროს უსაყვედურია იმ ადამიანისთვის, ვინც ცილი დასწამა. ერთხელ მისი მომვლელი მამა ათანასე მტირალს დაადგა თავს. რატომ ტირიხარო. მთელი ღამე მისთვის ვილოცე, ვინც ცილი დამწამაო.

გერონდა ეფრემიც ძალიან დიდ ცილისწამებას განიცდის ახლაც. ღმერთმა შეუნდოთ ცილისმწამებლებსო, - ამბობს ხოლმე. როცა ჩამოდის, ყოველთვის მოღიმარი სახე აქვს.

- როგორ გმოძღვრავთ ხოლმე მამა ეფრემი?

- თავის გამოცდილებას გვიზიარებს. ძალიან გვაძლიერებს მისი ლოცვა-კურთხევა. 120 ბერი ჰყავს და როგორ არ იქნება გამოცდილი. ყველა ახალგაზრდაა. გერონდა ეფრემი ვათოპედის მონასტრის წინამძღვარია. ქადაგებს, რომ ეკლესიის გარეშე შეუძლებელია ადამიანის ცხოვრება და ცხონება. ყველაზე ახლოს ეკლესიასთან უნდა იყოს. სატანისტების მომრავლების გამო თუ ეკლესიასთან ახლოს არ იქნები, დაიღუპები. მოძღვარი უნდა ჰყავდეს ყველას და მის ლოცვა-კურთხევას ემორჩილებოდეს.

- თანამედროვე ადამიანმა როგორ უნდა იცხოვროს წუთისოფელში?

- გარემოებამ არ უნდა მოახდინოს თქვენზე ზეგავლენა. აუცილებლად უნდა იყოთ აღმსარებელი და მიმართოთ მოძღვარს. როცა ადამიანს ჰყავს სულიერი მოძღვარი, აღარ არის საფრთხის წინაშე. ერთი ნაცნობი მყავდა, სამედიცინოზე სწავლობდა. ყველაფერზე წინ სწავლას აყებნებდა. სულიერება კი უკან რჩებოდა. ამის გამო ყველაფერი დაკარგა. ბოლოს, მისი ცხოვრება ისე წავიდა, რომ ოჯახიან მამაკაცს შეხვდა და ბავშვიც გააჩინა. ეს იმიტომ დაემართა, რომ სხვა ადამიანის აზრი არ გაიზიარა. არ ჰყავდა ვინმე მრჩეველი.

ახლა უამრავი რელიგიური ლიტერატურაა გამოსული, სადაც შეგვიძლია წავიკითხოთ, თუ როგორ აღვზარდოთ შვილები, როგორ ვიცხოვროთ, როგორ მოვიქცეთ ოჯახში. ვისაც სურვილი აქვს, ეს წიგნები დაეხმარება. ყველა ადამიანი ვერ გახდება ღვთისმსახური, თუ ეს უფლისგან დაშვებული არ არის. ილოცეთ თქვენი ოჯახის შექმნისთვის. დღეს, როცა გოგონას არ მოეწონება ქმარი, შორდება და მერე სხვას მიჰყვება. ვისაც სურს კარგი ოჯახის შექმნა, მოძღვრის აზრი უნდა გაითვალისწინოს. მოძღვარს, თავისი ლოცვებიდან გამომდინარე, ღმერთი ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. მოძღვარი ხშირად მეუბნებოდა, - ღვთისმშობელს შეევედრე და აუცილებლად შეისმენსო. ღვთისმშობლის ხატს ისე უნდა ვესაუბროთ, როგორც დედას, ჩვეულებრივი სიტყვებით.

რაღაც გაჭირვება მქონდა მონასტერში. მივედი ღვთისმშობლის ხატთან. დახმარება ვთხოვე. ასეთი პასუხი მივიღე, - შენ რას აკეთებ, რატომ ხარ გაჩერებული, ეს მონასტერი თქვენი სახლია და რატომ არაფერს აკეთებთო? ძალიან ცოტა ხანში ეს პრობლემა მოგვარდა. რწმენა და ღვთის იმედი არ უნდა დავკარგოთ. არ უნდა ფიქრობდეთ, არსებობს კი სხვა ცხოვრება? რწმენა თუ გვექნება, უფალი აუცილებლად შეგვეწევა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მშობლები და პედაგოგები როგორ აღზრდიან მომავალ თაობას. უფროს-უმცროსობა არ იციან ბავშვებმა. ვთხოვ, ტელევიზორს მოარიდონ ბავშვები. ოჯახში საერთოდ არ უნდა ჩართონ ტელევიზორი. არც ახალი ამბების ნახვა-მოსმენაა საჭირო. ინტერნეტის გამო პატარა ბავშვები თავს იკლავენ.

- დედაო, ალბათ მოთმინება ყველაფერში აუცილებელია.

- ეს ძალიან დიდი სათნოებაა და აუცილებელია ყველა ადამიანისთვის. არ უნდა გვეჩქარებოდეს. მაცხოვარი ამბობს, - დაემორჩილე უფროსს. ეშმაკი კი საწინააღმდეგო აზრს გვინერგავს. ეკლესიურად მცხოვრები ბავშვი ზოგიერთს ჩამორჩენილი ჰგონია და დასცინიან - თქვენ იმას აკეთებთ, რასაც დედა გეუბნებათო. თუ მეგობარი ბიჭი არ ჰყავს გოგოს, აბუჩად იგდებენ. 14-16 წლის ბავშვები უქორწინოდ დედები ხდებიან. რა დააშავეს იმ ბავშვებმა, რომლებიც ჩნდებიან? გავანებოთ იმას თავი, ვინც აბორტს იკეთებს და ხოცავს ბავშვებს. ამას არ სჯობია, ოჯახში იცხოვრო მშვიდად, შექმნა ღვთისთვის სათნო ოჯახი. მითხარით, აბა, ეს არის განვითარება?

- დედაო, რთულია მონასტრის წინამძღვრობა?

- პასუხისმგებლობა განა მარტო პროდუქტზე გეკისრება, სულიერებაზეც. გერონდისა ძალიან ყურადღებიანი უნდა იყოს მონასტრის თითოეული წევრის მიმართ. თითოეულს უნდა შეეწიო. ვიცოდი ჩემი წინამორბედი გერონდისასგან, რომ წინამძღვრობა ძალიან რთულია. როცა ეს დამაკისრეს, ვტიროდი, არ მინდოდა.

- თქვენს მონასტერში მცხოვრებ ქართველ გოგონებზე რას გვეტყვით?

- ყველანაირად დავეხმარებით, რომ სულიერად დაწინაურდნენ. დავეხმარებით, რომ კარგი საწყისი ჰქონდეთ და ისე დაბრუნდნენ სამშობლოში. საკმაოდ ჭკვიანები არიან, რომ გაიგონ დარიგებები. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ რამდენიმე საგანზე - სიმდაბლე, სიფრთხილე, ლოცვა, მორჩილება. მამებმა სიფრთხილე ლოცვაზე წინ დააყენეს. გაუფრთხილებლად რაიმე რომ გააკეთო, დაისჯები. ყოველთვის წინ უნდა დააყენო სიფრთხილე და მერე ლოცვა.

მონაზვნური ცხოვრება ძალიან რთულია, თუ არ არის ღვთის ნება, მონასტერში ვერავინ გაჩერდება. მონაზვნობა განა რთული და ძნელია. სირთულეა მორჩილება და სიმდაბლე. როცა გეტყვიან, ასეთი და ასეთი ხარო, უნდა უპასუხო, - კურთხეულია, რომ ასეთი ვარო. როცა რაიმეს კარგად გააკეთებ, ის კი არ უნდა თქვა, კარგიაო, თავი უნდა დაიმდაბლო და არ შეიქო. მონასტერში როცა მიდის ადამიანი, ყველა ცუდი თვისება უნდა მოიკვეთოს. ეს არის რთული და არა მონასტრის ტიპიკონი.

- დედა მაკარია, დაგემშვიდობებით. უღრმესი მადლობა საუბრისთვის. ლოცვა-კურთხევა გაგვატანეთ. დაგვლოცეთ, დედაო.

- მხოლოდ უფალზე იფიქრეთ. ღვთისმშობელს შესთხოვეთ შემწეობა ყველა კეთილი საქმის აღსრულებაში. არა აქვთ კარგი სახელი ჟურნალისტებს, იტყუებიან... შენ იყავი მათ შორის კარგი. ღმერთმა დაგლოცოთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat