ადიდენ ესე წმინდაი ეკლესია
ადიდენ ესე წმინდაი ეკლესია
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი აღმართულია როგორც ქართველი ხალხის შემოქმედების, მისი მდიდარი ფანტაზიის მღაღადებელი. ეს ქართული კულტურის, ხელოვნების, ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი გამოირჩევა თავისი მხატვრული ღირსებით, დიდებულებითა და ჰარმონიულობით.

ტაძრის მშენებლობის პერიოდი (XI საუკუნის დასაწყისი) დაემთხვა საქართველოს ისტორიის მეტად რთულ და საინტერესო ეპოქას. ამ დროს ფეოდალიზმი განვითარების პიკს აღწევდა. წარმატებით დასრულდა ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისათვის. პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა წარმატებებმა განაპირობეს ეროვნული, სულიერი კულტურის, მწერლობის, ფილოსოფიის, ხელოვნების, ფერწერის, ოქრომჭედლობის, ხუროთმოძღვრების ფართოდ განვითარება. ხუროთმოძღვრებაში უმაღლეს საფეხურზე ადის ჯვარ-გუმბათოვან ტაძართა არქიტექტურა, რომლის ეროვნულ სტილს სათავეს უდებს მცხეთის ჯვარი (VI-VII ს.ს-ის მიჯნა) - პირველი დასრულებული და კლასიკური ნიმუში. სწორედ ამ დროს იქმნება საქართველოს ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლები: ალავერდი, ბაგრატის ტაძარი, სამთავისი, სამთავრო, ნიკორწმინდა, მანგლისი, იშხანი... სვეტიცხოველს ქართული არქიტექტურის ამ შედევრებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია.

ტაძარი წარმოადგენს წაგრძელებულ ოთხკუთხედში ჩახაზულ ჯვარს, რომელიც დასრულებულია პირამიდული, თექვსმეტსარკმლიანი გუმბათით, საიდანაც იშლება ჯვრის მკლავები.

დასავლეთი ფასადი
დასავლეთი ფასადის დეკორი ტაძრის ყველაზე რელიეფური და მხატვრულად გაფორმებული ნაწილია, რომელიც თითქმის პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.

ფასადის ამაღლებული ნაწილის ფართო დეკორატიული თაღი ნახევარსვეტებს ეყრდნობა. ცენტრალური სარკმლის გარშემო თავმოყრილია მდიდრული ორნამენტულ-დეკორატიული მორთულობა, ჩუქურთმა მრავალფეროვანია, პლასტიკური, ოსტატურად შესრულებული. ვიწრო სიბრტყეებზე მარჯვნივ და მარცხნივ სიმეტრიულადაა გამოსახული დიდი ზომის დეკორატიული ვაზი. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ჩუქურთმის უმდიდრეს რეპერტუარში ვაზი ერთადერთი მცენარეა, რომელიც, სტილიზაციის მიუხედავად, ინარჩუნებს ინდივიდუალობას. ვაზის ეს უპირატესობა, ცხადია, გასაკვირი არ არის, თუ გავიხსენებთ, რომ ვაზს - ვენახს, მევენახეობას ქართველი კაცის ცხოვრებაში უძველესი დროიდან მთავარი ადგილი უჭირავს. ვაზი ჩვენში კულტად ქცეული მცენარე იყო, ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ტაძრების დეკორში მისი გამოსახულება საკმაოდ ხშირად ვლინდება.

ცენტრში წარმოდგენილია საყდარზე მჯდომი მაცხოვარი. მარჯვენა ხელით აკურთხებს, ხოლო მარცხენა ხელში სახარება უჭირავს. ქრისტეს ორივე მხარეს მფრინავი ანგელოზების ფიგურებია, რომელთაგან ერთს სურა უპყრია ხელთ, მეორეს კი პური ანუ სეფისკვერი. ამ კომპოზიციაში სიმბოლურად ნაჩვენებია ზიარების სახე, რადგან სურა მინიშნებაა ღვინის - ქრისტეს სისხლისა, ხოლო პური - ქრისტეს ხორცისა.

ფასადის ქვედა ნაწილში, მარჯვნივ, მოწითალო ქვის დიდი, რელიეფური, მოჩუქურთმებული ჯვარი XI ს-ისაა.

სამხრეთი ფასადი
სამხრეთი ფასადის დასავლეთ მხარეს ტაძრის მშენებლობის დროინდელი რელიეფურ-სკულპტურულ გამოსახულებათა საინტერესო კომპოზიციაა შემორჩენილი, რომელიც ასე იკითხება: ვაზი - წმინდა მცენარე საქართველოში, წმინდა გიორგი კლავს ურჩხულს, აყვავებულმკლავებიანი ჯვარი - ქრისტიანული ხსნის სიმბოლო, ორი მტრედი კი ერთი ჭურჭლიდან იღებს სულიერ საზრდოს. აქვე გამოსახულია ვარდული - ქრისტიანობის მარადიულობის სიმბოლო, ექვსფრთიანი ანგელოზი და ქრისტეს ჯვარცმა.

სამხრეთ ფასადზე ყველაზე უკეთ ჩანს ტაძრისათვის დამახასიათებელი ასიმეტრიულობა.

ცენტრალურ თაღს შიგნით 3 ფანჯარაა - თითოეული მათგანი შემკულია მშვენიერი ჩუქურთმით, აქაც მოჩანს ქართული ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანი - ჩუქურთმის მრავალფეროვნება. ყურადღებას იქცევს ქვედა მარჯვენა სარკმლის ირგვლივ სვასტიკისნიშნიანი ორნამენტი. სვასტიკა უძველესი დროიდანაა ცნობილი საქართველოში (და არა მხოლოდ საქართველოში) - როგორც მარადიული ცეცხლისა და მარადიული მზის სიმბოლო.

აღმოსავლეთი ფასადი
ფასადზე გასაკუთრებით დამშვენებულია ცენტრალურ თაღს შიგნით მოქცეული არე, მის ზედა ნაწილში მარაოსებრ გაშლილი 12 სხივია მედალიონებით დამთავრებული - ქრისტეს 12 მოციქულის სიმბოლო, რომელთა სახელზეც აიგო სვეტიცხოველი. მედალიონებზე ამოკვეთილია წარწერა: "ადიდენ ესე წმინდაი ეკლესია, ხელითა გლახაკისა მონისა არსუკიძისაითა. ღმერთმან განუსვენე სულსა მისსა". ამ წარწერიდან ვიგებთ, რომ ტაძრის მშენებლობის დასრულებისას არსუკიძე უკვე გარდაცვლილი ყოფილა, რადგან მისი სულისთვის განსვენებას ითხოვენ.

ტაძრის დეკორატიულ ელემენტებს ხშირად სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა. ხარის თავების გამოსახულება ამ ფასადზე V ს-ის სკულპტურული ნაწარმოებია. ხარი უძველესი დროიდანვე წმინდა ცხოველად, მიწათმოქმედების სიმბოლოდ ითვლებოდა, ნაყოფიერების სიმბოლო უნდა იყოს ფასადის ზედა ნაწილში გამოსახული ვაზის მტევნები, რაც შეეხება დანარჩენ რელიეფურ ქანდაკებებს ამ ფასადზე (ორი ანგელოზი მთავარ სარკმელთან, ლომი და არწივი ზემო ნაწილში), ფიქრობენ, რომ ისინი ერთი მთლიანი კომპოზიციის ნაწილს შეადგენდა და სხვა ადგილას იყო მოთავსებული. ამიტომ ძნელია, დაბეჯითებით რაიმე ითქვას ამ გამოსახულებათა სიმბოლურ მნიშვნელობაზე (ხარი, ანგელოზი, ლომი და არწივი - ოთხი მახარებლის სახეებიცაა იოანეს გამოცხადების მიხედვით. შესაძლოა ამ სიმბოლოებს ეს დატვირთვაც ჰქონდეს). რაც შეეხება ქვედა ნაწილში რელიეფურ სახეებს, აქ გამოსახულნი არიან ღვთისმშობელი, ქრისტე და იოანე ნათლისმცემელი (XI ს.), მათ ქვემოთ წარწერა გვამცნობს, რომ 1674 წელს ეს ფასადი შეუკეთებია საეკლესიო მიწების გამგებელს ვინმე მაღალაძეს.

ჩრდილოეთი ფასადი
ფასადის ზედა ნაწილში გამოსახულია ჯვარი, მის მარჯვნივ - ქრისტე, ხოლო მარცხნივ ამოკვეთილია წარწერა: "იესო ქრისტე, ადიდე მელქისედეკ" (იგულისხმება მელქისედეკ I). გამოსახულება სამშენებლო ხელოვნების სიმბოლოდ შეიძლება წარმოვიდგინოთ და სხვა ქართულ ტაძრებშიც გვხვდება. თაღს ქვემოთ ცენტრალური სარკმლის პერანგად გამოყენებულია ქალის თმის ნაწნავის მსგავსი ჩუქურთმა, რომელიც მსოფლიო ხუროთმოძღვრებაში ცნობილია ქართული წნულის სახელწოდებით.

ფასადის ძირში შემორჩენილია ოდესღაც არსებული სტოების ნანგრევები, რომლებიც (ჩრდილოეთის და სამხრეთის მხრიდან) სამლოცველო-განსასვენებლებს წარმოადგენდნენ და XIX ს-ის I ნახევარში რუსული საეკლესიო ხელისუფლების განკარგულებით მოარღვიეს. მათი მოშლით სვეტიცხოველს ერთი საფეხური დააკლდა და ფასადმა პირვანდელი სახე დაკარგა.

ცენტრალური თაღის ქვეშ მოთავსებულია მარჯვენა მკლავის რელიეფური გამოსახულება გონიოთი, რომლის ორივე მხარეს წარწერაა: "ხელი მონისა არსუკიძისაი, შეუნდეთ". როგორც ჩანს, ეს მარჯვენა გამოსახეს იმ მიზნით, რომ განედიდებინათ იმ დიდოსტატის უკვდავი ღვაწლი, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიკავა არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო არქიტექტურის გენიალურ ქმნილებათა შორის და მშენებლის მიერ უფლისათვის გაწეული ღვაწლის სიმბოლოდ უნდა ჩაითვალოს.

***
სვეტიცხოვლის ტაძარს ერთი ძირითადი შესასვლელი აქვს დასავლეთიდან. მთავარი შესასვლელი ტაძრის აგების დროინდელია, ხოლო ფრესკა კარიბჭის თავზე - XIX ს-ისა. ფრესკაზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, რომლის მარჯვნივ და მარცხნივ მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი არიან გამოსახულნი.

საკურთხევლის აფსიდში ფრესკა ქრისტეს გამოსახულებით თავდაპირველად XI ს-ში ყოფილა შესრულებული, მაგრამ XIX ს-ის ბოლოს იგი განუახლებია რუს მხატვარს იოსებ პიჩის. ზედა რეგისტრში გამოსახულნი არიან ანგელოზები, ცენტრალურ ნაწილში - იესო ქრისტე, გარშემორტყმული ცეცხლოვან ბორბლებზე მჯდომი სერაფიმებით და ქერუბიმებით (ესაა სცენები იეზეკიელის სიზმრიდან და ისაია წინასწარმეტყველის ხილვებიდან), ხოლო ქვედა რეგისტრი დათმობილი აქვს ღვთისმშობლის, ქრისტეს მოციქულებისა და იოანე ნათლისმცმლის გამოსახულებებს. ბემის კედლებზე გამოსახულნი არიან მთავარანგელოზები - მიქაელი და გაბრიელი. მთლიანობაში საკურთხევლის კომპოზიცია ასახავს უფლის დიდების თემას. საკურთხევლის კარნიზზე ასომთავრული წარწერაა: "მოსავთა შენთა დამამტკიცებელო ქრისტე ღმერთო, დაამტკიცე ეკლესიაი შენი, რომელი მოიყიდე სისხლითა შენითა წმიდითა". ცენტრალური ნავის ჩრდილოეთის მხარის ფრესკა XVII ს-ისაა, თაღს ზემოთ მოცემულია "ხარებისა" და "სულიწმიდით ჩასახვის" სცენები.

ცენტრალური ნავის ჩრდილოეთ მხარეს ორი სვეტის შემაერთებელ თაღზე, რომელიც ორ რეგისტრად იყოფა, მედალიონებში გამოსახულნი არიან IV საუკუნის დასაწყისში რომის იმპერატორების - დიოკლეტიანესა და მაქსიმილიანეს ბრძანებით ქრისტიანობისთვის წამებულნი.

ჩრდილო-დასავლეთის სვეტის შიდა მხარეზე მოთავსებულია მამაკაცის ფიგურა ცხოველის თავით. ესაა III ს-ის დიდმოწამე ქრისტეფორე. გადმოცემის თანახმად, ქრისტეფორე ულამაზესი ჭაბუკი ყოფილა და საცდურობის საგანი რომ არ ყოფილიყო, ღმერთს სთხოვა, უსახურექმნა.

ჩრდილოეთის ორი სვეტის შემაერთებელი წრიული თაღის ზემოთ დარჩენილ სამკუთხედში ერთმანეთის მოპირდაპირედ ორი გამოსახულებაა: ებრაელთა ბიბლიური მეფეები - დავით წინასწარმეტყველი და სოლომონ ბრძენი.

ჩრდილოეთის თაღის დასავლეთი სვეტის მოხატულობა 4 იარუსადაა დაყოფილი. 1. ქრისტეს ქადაგება იერუსალიმში, მწიგნობრები და ფარისეველნი. 2. ქრისტე აღადგენს განრღვეულს. 3. სიმბოლური სცენა, რომელსაც პირობითად შეიძლება ეწოდოს "ხილული თვალი". ქვემოთ, IV რეგისტრში, მოცემულია ჯვართამაღლების სცენა, რომაელ ქრისტიან იმპერატორ კონსტანტინესა და მისი დედის, ელენეს გამოსახულებით. ეს ფრესკა განაახლა XIX ს-ის ბოლოს მხატვარმა იოსებ პიჩმა.

სვეტიცხოვლის ცენტრალურ ნაწილში, სამხრეთ მხარეს დგას თაღოვანი ნაგებობა, რომლის ქვეშ, ისტორიული წყაროების მიხედვით, ქრისტეს კვართია დაკრძალული. ეს ნაგებობა XVII ს-ისაა. მასზე ასომთავარული წარწერაა: "ქრისტე ღმერთო, შენისა დიდებისათვის ბრძანებითა ნიკოლოზ კათალიკოზისათა მოვხატე მე, ფრიად ცოდვილმან გულჯავრიშვილმან გრიგოლ სვეტი ესე. ვინც შენდობა ბრძანოთ, თქვენც მოგეტევნოთ ცოდვანი". მოხსენიებული კათალიკოსი ნიკოლოზ დიასამიძე XVII ს-ში მოღვაწეობდა. მოხატულობა წარმოადგენს სცენებს ბიბლიიდან და ქართლის გაქრისტიანებიდან.

სამხრეთ კედლის ფრესკა XVII ს-ით თარიღდება; კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია ზოდიაქოსნიშნებიანი კალენდარი. სვეტიცხოველი ერთადერთი ტაძარია საქართველოში, რომელშიც გვხვდება ასეთი კალენდრის გამოსახულება. გარშემო მოხატულია სცენები დავითის ფსალმუნიდან: "ყოველი სული აქებდით უფალსა". აქედან ერთ-ერთი სცენა, რომელშიც მოცემულია უფლის დიდება როკვით, გამოიყენეს ცეკვა "სამაიას" შესაქმნელად.

გუმბათის ფრესკა განეკუთვნება XVII ს-ს. ცენტრში გამოსახულია იესო ქრისტე, რომლის გარშემოც ბერძნული წარწერაა. ფრესკა დაზიანებულია, სამწუხაროდ, XIX ს-ში ისიც შეათეთრეს. გუმბათი მოხატულია მისი აღდგენისას მეფე როსტომისა და დედოფალ მარიამის თაოსნობით (მხატვარი ბოსტოღანაშვილი). მარცხნივ არის ფრესკა თვით მარიამის გამოსახულებით, რომელიც დგას თავის მცირეწლოვან ვაჟთან, ოტიასთან ერთად, ფრესკის წინ თვით მარიამ დედოფალია დაკრძალული.

სვეტიცხოვლის კანკელი თანამედროვეა, იგი XI ს-ის სპეთის ეკლესიის კანკელის ასლია. საქმე ისაა, რომ XIX ს-ის ბაჟენოვისეული "რესტავრაციის" დროს ქართული ტიპის დაზიანებული კანკელი შეცვალეს მაღალი ხის სამიარუსიანი, რუსული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი იკონოსტასით, რომელიც სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვრულ სახეს არ შეეფერებოდა, სწორედ ამიტომ, ბოლო რესტავრაციის დროს, იგი შეიცვალა ქართული ტიპის კანკელით.

სვეტიცხოვლის თავდაპირველი კანკელისა მხოლოდ მცირე ფრაგმენტია შემორჩენილი. ხატები კანკელზე თანამედროვეა, შესრულებული ენკაუსტიკის მეთოდით.

ვალერიან მამუკელაშვილის სტატიის მიხედვით
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat