შეგევწიოს ფიტარეთის მადლი, დედა ღვთისმშობელი
4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე ფიტარეთის მამათა მონასტერში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა.
ამ დღეს ერიც და ბერიც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდის და ასე ერთობით ადიდებენ უფალს. სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი აღავლენს სხვა სასულიერო პირებთან ერთად.
რთული რელიეფის გამო მონასტერთან მისასვლელი გზა შედარებით ხელსააყრელია ბოლნისიდან სოფელ ტანძიის გავლით. რაიონული ცენტრიდან მანძილი 20 კილომეტრია. ეს მადლიანი მონასტერი ამასწინათ "ალილო ტურის" დახმარებით მოვილოცე. ფიტარეთის ხილვამ ყოველგავრ მოლოდინს გადააჭარბა. ფიტარეთამდე მისასვლელი გზა, მართლაც რომ რთულია. ფიტარეთამდე მისვლაა მთავარი, უკან კი თავად ამ ტაძრის მადლი გიფარავს და მშვიდობიანად გატარებს. ბოლნისის მხრიდან თუ დააპირებთ ფიტარეთში მისვლას წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ, რომ გზად მდინარეა, რომელსაც ხიდი წლებია არ ღირსებია. ამიტომ მონასტრის წევრები და მომლოცველები ორ ხიდიანი მანქანებით ახერხებენ გადაადგილებას. საკმაოდ რთული და დაძაბული მგზავრობის შემდეგ თვალწილ, დაბლობზე გადაგვეშალა ფიტარეთის მონასტერი. მასპინძლობა მორჩილმა ლაშამ (კაკუბავა) გაგვიწია. ღვთისმშობლის პარაკლისი ჩატარების შემდეგ, მონასტრის სატრაპეზოში დავპურდით. დანანებით დავტოვეთ ფიტარეთი, რის შედეგაც შთაბეჭდილებებში ვარ მოქცეული. მორჩილ ლაშას მცირედად ვესაუბრე, იქვე გავიგე ფიტარეთის წარსულიც, რასაც გთავაზობთ.
-ფიტერეთის მონასტერი XII საუკუნეშია აგებული.იგი მიეკუთვნება ამავე პერიოდის ტაძართა ჯგუფს, რომელიც განსაკუთრებული ღირსებებით გამოირჩევა. ესენია: ბეთანია, ქვათახევი, იკორთა, წუღრუღაშენი... ფიტარეთის ეკლესიის კარიბჭის შიგნით მოთასებულია დიდი საამშენებლო წარწერდან ვგებულობთ, რომ ტაძარი აგებულია ლაშა-გიორგის მეფობის დროს, მეფის ამირეჯიბის, ქვთარ ქაჯიფაისძის მიერ. საუკუნეთა განმავლობაში მონასტერი ბარათაშვილ-ორბელიანთა სათავადოს სამფლობელოში შედიოდა. ცნობილიაა, რომ აქ მოღვაწეობდა იობ ფიტარელი, რომლის მემკვიდეობას სამწუხაროდ ჩვენამდე არ მოუღწევია. მას ჩინებულ მწერლად მიიჩნევდნენ სულხან საბა ორბელიანი და ანტონ I, იოანე ბატონიშვილი.
ფიტარეთის წიგნთსაცავიდან ცნობილია XVII საუკუნის სახარება (გადამწერი იესე ბედისმწერლიშვილი) და სძლისპირები.
2007 წლიდან ფიტარეთის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანიას კურთხევით და ბოლნელი ეპისკოპოსის ეფრემის ძალისხმევით აღდგა ნანატრი ბერმონაზვნური ლოცვა და გარჯა. ღვთის შეწევნითა და მოწყალე ადამიანების თანადგომით მოკლე ხანში დაიგო ტაძრის იატაკი.მოეწყო ქვაში მდიდრული ჩუქურთმებით ნაკვეთი კანკელი, დაიდგა წმინდა ტრაპეზი, სამკვეთლო, ნაწილობრივ შეკეთდა გალავანი, აშენდა საცხოვრებელი და სატრაპეზო მონასტრის წევრთათვის. ამავე წლის 18 ოქტომბერს საზეიმოდ იკურთხა ყოვალდწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყავნების სხელობის ტაძრის წმინდა ტრაპეზი და განახლდა შეწყვეტილი წირვა-ლოცვა. მონასტრის წინამძღვარია სქემარქიმანდრიტი ექვთიმე (შავდათუაშვილი).
მორჩილი ლაშა:
-ფიტარეთის მამათა მონასტერი 2007 წელს მეუფე ეფრემისა და მეუფე ანანიას ლოცვა-კურთხევით გაიხსნა. იკურთხა ტრაპეზი, აღდგა მონასტერი. ტაძარი ღვთისმოშობლის ტაძრად მიყავნების სახელობისაა. 4 დეკემბერი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყავნება, ჩვენი ტაძრის დღესასწაულია. ამ დღეს ყოველთვის ბევრ მომლოცველებს ველოდებით, მეუფე ეფრემი აღავლენს სადღესასწაულო ღვთისმსახურებას. ღვთის წყალობით, აქ მონასტერი დამკვიდრდა. ღვთის წყალობით ძმობა იზრდება. ამჯერად მონასტერის ძმობაში ექვსნი ვართ. წინამძღვარია სქემარქიმანდრიტი ექვთიმე (შავდათუაშვილი). ამ ხეობაში საკმაოდ მკაცრი პირობებია. ზამთარი განსაკუთრებით მკაცრია და წინასწარ ვიმარაგებთ საჭირო პროდუქტს, ასევე შეშას... შრომობთ და ვლოცულობთ. მონასტერში ჩვენი ტიპიკონი გვაქვს. ყოველ კვირას წირვა ტარდება.
-ლაშა, რამდენი ხანია აქეთ ხარ? რა შეგძინათ მონასტრულმა ცხოვრებამ?
-ოთხი წელია ფიტარეთში დავდივარ, წელიწად ნახევარია რაც მონასტერში ვარ. მონასტერში ცხოვრებამ უფალს უფრო მეტად დამაახლოვა. ფიტარეთში დიდი მადლია. ფიტარეთს რა იზიდავსო?,- იკითხვათ თავისი მიუვალობით და თავისი უკაცრიელობით რომ არის მადლმოსილი,-მე ასე გიპასუხებდით. ბედნიერებაა ფიტარეთში ყოფნა. ღმერთის ნებაა მონასტერში რომ მოვედი, მაგრამ ფიტარეთის მონასტერმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. სხვაგან წასვლის სურვილიც არ მქონდა. მეუფე ეფრემის მოსვლის შემდეგ ბოლნისის ეპარქიაში ბევრი ეკლესია-მონასტერი აღდგა. ძალიან დიდ საქმეს აკეთებს მეუფე ეფრემი. ფიტარეთის მონასტერი ყველამ უნდა მოილოცოს.
შეგევწიოს ფიტარეთის მადლი, დედა ღვთისმშობელი.