ქვემო ბოლნისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრიდან ხმატკბილი ლოცვა და ღვთის სიტყვა იქადაგება
სოფელი ბოლნისი, ახლანდელი ქვემო ბოლნისი, ასე ეძახიან ამ ისტორიულ ქართულ მიწა-წყალს, სადაც ამჯერად არცერთი ქართველი და მართლმადიდებელი არ ცხოვრობს. ეს ის ტერიტორია და ის დასახლებაა, სადაც უძველესი V საუკუნეში აგებული ბოლნისის სიონის მთავარი საკათედრო ტაძარი მდებარეობს.. ბოლნისის სიონიდან, დაახლოებით 500 მეტრში, გზის ნაპირას გამვლელი უდავოდ შეამჩნევს წმინდა გიორგის სახელობის VI საუკუნის ტაძარს. წლების განმავლობაში აღნიშნული ტაძარი უფუნქციოდ დ ნანგრევებად იყო ქცეული. მას შემდეგ რაც ტაძარი მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით და მონასტრის ამჟამინდელი წინამძღვრის, დეკანოზ ვახტანგ ბერიძის ძალისხმევით აღდგა და დაფუძნდა მამათა მონასტერი, თითქოს სოფელს ქართული სული დაუბრუნდა. საოცარია და ჩვენს მიწა-წყალზე, იქ სადაც წინაპრების ნატერფალია, დღეს ქართველობა სანატრელია. სოფელში მდებარე უზარმაზარი მეჩეთიდან მოლას შემზარავი ხმა ირგვლივ ყველას წვდება... წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრიდან ხმატკბილი ლოცვა და ჭეშმარიტი ღვთის სიტყვა იქადაგება...
ავტორის ფოტოები