მალე სულიწმინდის სახელობის ტაძარიც გვექნება
მალე სულიწმინდის სახელობის ტაძარიც გვექნება
დეკანოზი სერაფიმე დანელია-უწმიდესს გაეღიმა, მცირედ ჩაფიქრდა და მითხრა: ,, - სულიწმიდის იყოს"
-ადამიანები ხშირად სვამენ კითხვას: ,, - როგორ შეიძლება გავიგოთ ღვთის ნება? როგორ არის შესაძლებელი, ადამიანი ღვთის განგებულებას ჩასწვდეს და მასთან თანხმიერებით იცხოვროს?" ბევრს საერთოდაც შეუძლებლად მიაჩნია მსგავსი რამ და ხიბლში ყოფნის ნიშნად მიიჩნია ადამიანის მიერ ღვთის ნების გამოძიების მცდელობაც. თუმცა, პავლე მოციქული პირდპირ წერს: გამოიცადეთ ,,რაჲ-იგი არს ნებაჲ ღმრთისაჲ: კეთილი, სათნოჲ და სრული."(რომ12-2) როცა სვეტიცხოველში დავიწყე მსახურება, პირველ წელს მაცხოვრის კვართის წინ ყოველდღე ვიხდიდი პარაკლისს... ვთხოვდი უფალს, დაეშვა შესაძლებლობა გვქონოდა ტაძარი, სადაც წლების წინ დაფანტული ჩვენი მრევლი უწინდებურად ერთ ,,ოჯახში" გაერთიანდებოდა და სადაც ყველანი ერთად კვლავ შევუდგებოდით ახალ ცხოვრებას ქრისტეში... ერთხელაც ლოცვის შემდეგ ერთი ადამიანი გამეცნო, რომელიც მოყვა ამბავს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდათ ეკლესიის აშენება მათივე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე და არ ჰყავთ მოძღვარი, რომელიც ამ საქმეს ჩაუდგება სათავეში... მახსოვს, მაშინ ერთმა მოძღვარმა მითხრა: ,, - ეს, კვართთან აღვლენილი პარაკლისების წყალობაა"... შემდეგ იყო ამ ტერიტორიაზე ჯვრის აღმართვა, პარაკლისები, ხელმოწერების შეგროვება, მიმართვები, საპატრიარქო, თბილისის მერია... ასე გაირბინა ოთხმა წელმა... ერთხელაც, როცა პატრიარქი სვეტიცხოველში მობრძანდა, ვთხოვე დაელოცა ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით დროში გაწელილი ჩვენი მოლაპარაკება თბილისის მერიასთან... ამ შეხვედრიდან ორ კვირაში, ხარება დღეს, მერიიდან შემოვიდა ზარი, რომელმაც ჩვენს თხოვნაზე დადებითი პასუხი გვახარა... და, რადგან უწმიდესი ამ დღეს ისევ ჩვენთან ბრძანდებოდა, გახარებულმა ვამცნე ეს ამბავი. - მადლობა მოვახსენე ლოცვისთვის, თან თხოვნაც მოვაყოლე: - იქნებ, მომავალი ტაძრისთვის სახელიც თქვენ შეგვირჩიოთ-მეთქი... უწმიდესს გაეღიმა, მცირედ ჩაფიქრდა და მითხრა: ,, - სულიწმიდის იყოს." და დაამატა ,,ამ სახელობის ტაძარი იშვიათია... ერთი ჩვენ გვაქვს სამებაში".... გამახსენდა, 4 წლის წინ, როცა მიზეზთა გამო, ჩემი კუთხის დატოვება და სვეტიცხოველში გადმოსვლა მომიწია, ერთმა მხცოვანმა ბერმა მითხრა: ,, - იმსახურე სვეტიცხოველში, მოვა დრო და სვეტიცხოველი გამოგიჩენს, მომავალში რა გზასაც უნდა დაადგეო"... ამიტომ ვმადლობ უფალს ყველაფრისთვის... იმისთვის, რაც იყო წარსულში, რაც არის დღეს და რაც იქნება მომავალში... ვმადლობ უფალს იმისთვის, რომ მისი სახლის შენების ღირსი გამხადა, რომ მომავალ ტაძარს და მის მრევლს სულიწმიდა უფალი ეყოლება მფარველად და ნუგეშინისმცემლად, რომ ტაძრის დღესასწაული ყოველთვის ჩემს საყვარელ მარტვილს გამახსენებს, რადგან სულთმოფენობის დღესასწაულს ძველქართულად ,,მარტვილია" ეწოდება, დაბოლოს იმისთვის, რომ მისი ნებით, რომელიც არის ,,კეთილი, სათნო და სრული" ყველაფერი კარგად იქნება!!!... ასე იწყება ისტორია...

KARIBCHE
ბეჭდვაელფოსტა
05.10. 2016
პაატა
სად უნდა აშენდეს, თბილისში? და რა უბანში
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat