ჯრუჭი კვლავ დახმარების მოლოდინშია
ჯრუჭი კვლავ დახმარების მოლოდინშია
ჯრუჭის X-XI საუკუნეების სამონასტრო კომპლექსში, რომელსაც ანალოგი არ აქვს შესაძლოა წირვა-ლოცვის გარეშე დარჩეს. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც 1991 წელს მიწისძვრის შედეგად დაინგრა, დღემდე აღდგენის მოლოდინშია. იმისთვის, რომ საუკუნეებ გამოვლილ წინაპართა ნალოც ადგილზე ღვთის მსახურება არ შეჩერებულიყო, საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტის დანიელის (დათუაშვილი) ლოცვა-კურთხევით, ჯრუჭში ბერების ლოცვა არ შეწყვეტილა და წლების განმავლობაში მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე მომცრო, ხის აივნიან სახლში დროებით სამლოცველო განათავსეს. რამდენიმე დღის წინ თავად ჯრუჭის მამათა მონასტრიდან შეგვატყობინეს, რომ სიძველის გამო სამლოცველო სახლის აივანი ჩამოინგრა და ამ მცირე ზომის ხის სახლში უკვე შეუძლებელია შესვლაც და წირვა-ლოცვის ჩატარება. ჯრუჭის მამათა მონასტრის წინამძღვრის, მღვდელმონაზონ სვიმეონის (ეძიაშვილი) თქმით, სამლოცველო სიძველის გამო სულ ჩამოშალა. მთლიანად დასანგრევია შენობა.

-იქნებ გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, ვინც გამოიჩენენ ინიციატივას და კეთილი ნებით დაგვეხმარებიან. ამით საშუალება მოგვეცემა მთავარი, წმინდა გიორგის ტაძარის აღდგენამდე წირვა-ლოცვა სამლოცველოში ჩატარდეს. ამით შევინარჩუნებთ მონასტერს. ღმერთი დალოცავს და გააძლიერებს ჩვენს მომხედავს. - დასძინა საუბრისას მამა სვიმეონმა.

მონასტერი საჩხერის რაიონში მდებარეობს, რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების ჯრუჭულას, წყალფენულასა და ფაკანარას შორის მოქცეულ უმშვენიერეს ბორცვზე. სამი სხვადასხვა ფერის მდინარე-შავი ჯრუჭულა, თეთრი წყალფენილა და მოყვითალო ფასკნარა ჩაუდის. ჯრუჭისგან მიუღია სახელწოდება იმ მდინარეს, რომლის ხეობაშიც იგი მდებარეობს-ჯრუჭულა. ისტორიული საბუთებით ვიცით, რომ ჯრუჭი თავდაპირველად რაჭის ერისთავებს ეკუთვნოდათ. როგორც ჩანს, მალევე დაუკარგავთ და ფალავანდიშვილების ხელში გადასულა. რასაც ადასტურებს მონასტრის მთავარი ტაძრის დასავლეთ კარიბჭეზე წმინდა გიორგის რელიეფის გვერდით ამოღარული წარწერა, რომელშიც იხსენიებოდა აბაშ ფალავანდიშვილის ძე გიორგი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ XV საუკუნის ბოლოს ან XVI საუკუნის დასაწყისში სამცხიდან გამოხიზნულ ბერებს ჯრუჭში წმინდა გიორგის წმინდა ნაწილებთან ერთად 936 წელს გადაწერილი ჯრუჭის სახარება მოუტანიათ.

განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვის მონასტრის აღორძინებაში მიტროპოლიტ დავით წერეთელს - ზურაბ სახლთუხუცესის ვაჟს. მას ბავშვობიდანვე ამზადებდნენ საეკლესიო მოღვაწეობისათვის. ამიტომ გაგზავნეს გაენათის მონასტერში, თავის ნათესავ მიტროპოლიტ ექვთიმესთან, რომელიც გურიის ერისთავთა გვარიდან იყო. 18 წლისა მთავარდიაკვნად აკურთხეს, ერთი წლის შემდეგ მონაზვნად აღკვეცეს, რამდენიმე წელიწადში კი დაინიშნა წინამძღვრად. ჯრუჭის მონასტერში არც XX საუკუნის დასაწყისში შეწყვეტილა მღვდელმსახურება, მაგრამ საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, ისევე როგორც უამრავ ეკლესია-მონასტერში, წირვა-ლოცვა შეწყდა. ეს მოხდა 30-იან წლებში, როცა მიიცვალა უკანასკნელი ბერი დიმიტრი, რომელიც თავდადებით იცავდა და უვლიდა მონასტერს. გადმოცემით, სამრეკლოზე სიმებივით აწყობილი 9 ზარი ეკიდა. როცა ზარის რეკვა დაიწყებოდა, მისი გუგუნი ახლომახლო სოფლებს სწვდებოდა და მის მოსმენას არაფერი სჯობდა. მერე ეს ზარები უგუნურმა ადამიანებმა ჩამოხსნეს და მიმოფანტეს. ყველა ზარს ლამაზი, ხელით ამოკაწრული წარწერა ამშვენებდა.

KARIBCHE

მონასტერში დაცულ სიწმინდეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია წმინდა გიორგის წმინდა ნაწილები, რომლებიც XV საუკუნის დასაწყისში სამხრეთ საქართველოდან ლტოლვილ ბერებს მოუტანიათ. არის სხვა სიწმინდეებიც: სანაწილე ხატი ძელიჭეშმარიტის ნაწილებითა და წმინდა დიმიტრის მინანქროვანი გამოსახულებით, რომელიც მოგვიანებით ოქროს ჩარჩოში ჩაუსვამთ; ღვთისმშობლის ჭედური ხატი-სანაწილე კი, წარწერის მიხედვით, მონასტრისთვის შეუწირავს სახლთუხუცეს ზურაბ წერეთლის ძეს, გრიგოლს; ღვთისმშობლის ოქროთი და ვერცხლით ნაჭედი ხატი, გიორგი ბატონიშვილის (შემდეგში მეფე გიორგი XII) წარწერით; დიდი ვერცხლის ბარძიმის, კანდელისა და სხვა სიწმინდეების შესახებ ცნობებს ჩვენამდე არ მოუღწევია.

ჯრუჭი შუა საუკუნეებში დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც იყო, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მას დიდი წიგნსაცავი ჰქონდა. XIX საუკუნის ბოლოს მონასტერში 80-ზე მეტი წიგნი კიდევ ყოფილა შემორჩენილი. სამონასტრო წიგნსაცავის სიძველესა და მნიშვნელობაზე ნათლად მეტყველებს ის ორი ხელნაწერი, რომლებიც ჯრუჭის I და II ოთხთავის სახელითაა ცნობილი. ჯრუჭის ოთხთავის სახელით დღეისთვის ორი ხელნაწერია ცნობილი, ორივე მოხატულია. ერთი 936 წელსაა გადაწერილი, მეორე - XII საუკუნის II ნახევრითაა დათარიღებული. ეს უკანასკნელი გიორგი მთაწმინდელის რედაქციითაა და მრავალ მინიატიურას შეიცავს. რადგან ორივე უკანასკნელად დაცული იყო ჯრუჭის მონასტერში, ამიტომ ორივე ჯრუჭის ოთხთავის სახელითაა ცნობილი, ერთმანეთისგან გასარჩევად უწოდებენ - I ჯრუჭისა და II ჯრუჭისა. ჯრუჭის I ოთხთავი 936 წელსაა გადაწერილი შატბერდის მონასტერში. იგი შედგება 297 ფურცლისგან, ჩასმულია ტყავგადაკრულ ხის ყდაში, რომელიც მხატვრულად არის გაფორმებული. წინა მხარე შემკული ყოფილა ხუთი ჯვრით, რომელთაგან ერთი დიდია და ოთხი - პატარა. დიდი შუაშია, პატარები კი კუთხეებში. ნაწერია ეტრატზე ორ სვეტად, შავი მელნით, გარდა სათაურებისა და ზოგიერთი ინიციალისა, რომლებიც წითლად არის ნაწერი. წითლადაა შესრულებული მახარებელთა სახელების ინიციალები. ხელნაწერს აქვს მინაწერი ანდერძი, საიდანაც ვგებულობთ, რომ ტექსტი გადაუწერია მღვდელ გაბრიელს გრიგოლ მირდატის ძის დაკვეთით. მას გადაწერაში დახმარებიან სხვა გაბრიელი და გიორგი.


KARIBCHEჯრუჭის მეორე ოთხთავის უძველესი მინაწერი თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. მასში მოიხსენიება მოქვის კანდელაკი (საეკლესიო საჭურჭლის მცველი) მარკოზ ჭყონია, დეკანოზი ჯგერგეშკოჩი, იოანე პატარიძე და კათალიკოსი გრიგოლი. ხოლო 1821 წლის წარწერა გვამცნობს, რომ ოთხთავი ჯრუჭის მონასტრისთვის შეუწირავს ზურაბ წერეთლის მეუღლეს თამარ დადიანს.

მონასტრის წიგნსაცავში აგრეთვე დაცული ყოფილა სხვა ხელნაწერებიც. მათგან აღსანიშნავია წმინდა იოანე ოქროპირის ცხოვრება, რომელიც 1040 წელს პალავრაში, წმინდა ხარიტონის ქართველთა მონასტერში გადაუწერიათ (იგი მონასტერს 1875 წელს შესწირა კათალიკოსმა იოსებმა), სვინაქსარი, რომელიც გოლგოთის ქართველთა მონასტერში ყოფილა გადაწერილი 1156 წელს, ჭედურყდიანი ტრაპეზის სახარება, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის ერთ-ერთი ნუსხა და სხვა.

ჯრუჭის მონასტერში გადაუწერიათ და იქვე ინახება "წმინდა იოანე ოქროპირის სწავლანი", რომელიც გადაუწერია დიაკონ-მონაზონ გერასიმეს 1785 წელს, "სათნოებათა ყვავილი", "მამათა სწავლებანი", "წმინდა იოანე კლემაქსის სწავლანი", რომლებიც იოანე ზაქარიას ძე გაბაშვილს გადაუწერია XVIII საუკუნის ბოლოს.

ეს სიწმინდეები დღეს მიმოფანტულია. ჯრუჭის მონასტერი კი კვლავ დახმარების მოლოდინშია.

ვისაც სურვილი აქვს დაეხმაროს ჯეუჭის მონასტერს დაუკავშირდით მონასტრის წინამძღვარს, მღვდელმონაზონ სვიმეონს შემდეგ ნომერზე: 558 13 08 07

KARIBCHE
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat