წმინდა დავით მეფსალმუნის მსოფლიოში ერთადერთი ტაძარი თბილისში
წმინდა დავით მეფსალმუნის მსოფლიოში ერთადერთი ტაძარი თბილისში
ფსალმუნთა წიგნის შემქმნელი წმინდა დავით წინასწარმეტყველი ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ხორციელი წინაპარი გახლდათ. იუდას ტომის ჩამომავალი ბეთლემელი იესეს უმცროსი ძე დავითი ჭაბუკობისას მამის ფარას მწყემსავდა. მაშინ ვინ იფიქრებდა, თუ გულთამხილავი უფალი მას გაერთიანებული ისრაელის სამეფო ტახტს უმზადებდა. სწორედ დავითის სახელთანაა დაკავშირებული ამ სახელმწიფოს გაერთიანება და ახალ დედაქალაქად იერუსალიმის დაარსება, რომელიც თარგმანით "მშვიდობის სახლს" ნიშნავს.

წმინდა წერილის მიხედვით, დავითს მრავალი ნიჭი უბოძა უფალმა: იყო უდიდესი მეფე და წინასწარმეტყველი, კომპოზიტორი, პოეტი, ჩანგზე უბადლო შემსრულებელი, მამაცი მეომარი, ბრძენი მმართველი და გულითადი მხედართმთავარი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი. დავითი წმინდა წერილში წამოდგენილია ეტალონად მორწმუნე მეფისა და ღვთივრჩეული ერის წინამძღოლისა.

30 წლის ყოფილა, როცა ისრაელის სამეფო ტახტზე ავიდა. წმინდა დავითის 40-წლიანი მმართველობის პერიოდი არ ყოფილა იოლი და ოდენ ია-ვარდით მოფენილი, წარმატებებსა და ტრიუმფალურ გამარჯვებებთან ერთად მან მწუხარებაც ბევრი ნახა, მაგრამ ულხინდა თუ უჭირდა, ერთი წუთითაც არ დასცილებია უფალს და მუდამ ლოცვებითა და ფსალმუნებით განადიდებდა შემოქმედს.

წმინდა დავითის ღვთისგან გამორჩეულობის მიუხედავად, ისტორიკოსები იმის თქმასაც არ ერიდებოდნენ, ერთიანი ისრაელის მეფეს ადამიანური სისუსტეებიც ჰქონდაო. 45 წლის ასაკში წმინდანის ღვთივსათნო ცხოვრება მძიმე შეცოდებას დაუბნელებია - მას თავდავიწყებით შეუყვარდა ურია ქეტელის ულამაზესი ცოლი ბერსაბე და მასზე რომ ექორწინა, მისი კანონიერი ქმარი ამონიტელებთან ბრძოლის დროს მოაკვლევინა თავის მეომრებს. მეფეს სამხილებლად ღმერთმა წინასწარმეტყველი ნათანი მიუვლინა, მაგრამ საკვირველი ის არის, რომ მხილებამ დავითში რისხვის ნაცვლად უდიდესი სინანული გამოიწვია. სწორედ მაშინ დაუწერია 50-ე ფსალმუნი, რომელსაც ღვთისმეტყველები სიყვარულის, რწმენისა და სასოების ლოცვას უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ "ისეთი სინანული, როგორიც დავითმა მაშინ გამოავლინა, არც მანამდე და არც მას შემდეგ არ სმენია კაცობრიობას. საკვირველი ის კი არ არის, რომ კაცმა შესცოდა, არამედ ის, რომ დიდი ცოდვით დაცემის შემდეგ შეძლო წამოდგომა და უფალთან დაბრუნება". სწორედ ასეთი სინანულისთვის შეუნდო უფალმა დავითს, თუმცა ამ დაცემის საზღაურად მის სახლს მაინც არ მოჰკლებია განსაცდელები. როგორც წინასწარმეტყველმაც აუწყა, ბერსაბესგან შობილი საყვარელი ძე სიყრმის ასაკში მოუკვდებოდა. მაგრამ მარტო ერთი შვილის გარდაცვალებით არ დასრულებულა მისი ტრაგედია - დავითის ძემ აბესალომმა თავისი ხელით განგმირა ნახევარძმა ამნონი, შედეგ კი სამეფო ტახტის დასაუფლებლად მამის წინააღმდეგ გაილაშქრა. წმინდა მეფე მოთმინებით, სულიერი სიბრძნითა და წინდახედულობით ხვდებოდა ყოველგვარ განსაცდელს. შვილის მიერ გამოცხადებული ომის დროს იძულებული გახდა, დაეტოვებინა იერუსალიმი, რადგან ვერ გაიმეტა ძე დასაღუპავად, მაგრამ მამის წინააღმდეგ ამბოხებული აბესალომი დასაჯა უფალმა და ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი გახდა, რამაც უზომოდ დაამწუხრა მოხუცი მამა. დავითმა ეს სასჯელიც ღვთის სამართლიანობის განცდითა და მისი სიყვარულის გამოვლინების იმედით მიიღო.

წმინდა დავით წინასწარმეტყველმა 150 ღვთივსულიერი ფსალმუნი დაგვიტოვა, რომლებსაც ქნარზე ამღერებდა. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ მუსიკალური საკრავებიდან წინასწარმეტყველს სწორედ ჩანგი აურჩევია - მრავალი მუსიკალური ინსტრუმენტიდან მხოლოდ ის გამოსცემდა ჰანგებს ზემო ნაწილიდან. ეკლესიის მამები ამას უდიდეს სიმბოლურ დატვირთვას ანიჭებდნენ. მათი სწავლებით, მელოდიის სიტკბოებამ და კეთილხმოვანებამ ხორციელი ვნებებისკენ კი არ უნდა მოგვიწოდოს, არამედ ზეციურისა და მარადიულობისკენ წარმართოს ჩვენი აზრი და გონება და გვასწავლის, რომ მშვენიერსა და ჰარმონიულ სულებს ადვილად ძალუძთ სიმაღლისკენ სწრაფვა.

კაცობრიობის გადარჩენისა და სულიერი ხსნის გზაზე ფსალმუნთა კითხვას რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ამას მოწმობს ბასილი დიდი კესარიელის განმარტებანი "ფსალმუნთა წიგნისათვის", რომელშიც ცხადად და ხატოვნად არის გადმოცემული ფსალმუნთა ლოცვის კეთილისმყოფელი გავლენა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ბასილი დიდის სწავლებით, ფსალმუნი სიმშვიდეა სულისა, მომნიჭებელი მშვიდობისა. იგი აწყნარებს ამბოხებულსა და აღელვებულ გულისთქმათა ქარიშხალს, ალმობიერებს გაღიზიანებულ სულს და გონს მოჰყავს თავშეუკავებელი. ფსალმუნი აკავშირებს მეგობრებს, აერთიანებს განშორებულებს, არიგებს მტრებს, რადგანაც ვის შეუძლია კვლავ მტრად ჩათვალოს ის, ვისთან ერთადაც ღვთისთვის გალობა აღუვლენია. ასე რომ, სათნოებათაგან უდიდესი - სიყვარული ფსალმუნთა გალობის შედეგად იბადება. ფსალმუნი თავშესაფარია დემონთაგან და ანგელოზთა მოხმობაა შემწეობისთვის, იგი იარაღია ღამეული შიშის წინააღმდეგ, დასვენებაა ყოველდღიური შრომისგან, დამცველია ყრმათა, სამკაული ჭაბუკთა და ნუგეში მოხუცებულთა, ყველაზე შესაფერისი მორთულობაა ქალთათვის, - განგვიმარტავს ბასილი დიდი, რომელიც ფსალმუნებს "ეკლესიის ხმას", "ანგელოზთა საქმეს" და "ზეციურ მმართველობასაც" უწოდებს.

***
ქრისტიანულ სამყაროში წმინდა დავით წინასწარმეტყველის უდიდესი სიყვარულისა და აღიარების მიუხედავად, წმინდა მეფის სახელზე, თვით მის სამშობლოშიც, არ აგებულა ტაძარი. საქართველოში კი ეს 8 წლის წინათ გახდა შესაძლებელი. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს, რამხელა სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს ფსალმუნთა ავტორი ჩვენს ქვეყანაში.

როგორც ცნობილია, ისრაელის მეფე დავითს მოძრავი კარვის ნაცვლად უფლის სადიდებლად ტაძრის აგების დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ რადგან ის მეომარიც იყო და ბევრი სისხლი დაეღვარა, ზეგარდმო ეუწყა, რომ ამ სურვილის ასრულება მას არ ეწერა, ეს საქმე მის ძეს, სოლომონს უნდა განეხორციელებინა. აქედან ცხადია, რომ ასეთი წმინდა საქმის აღსრულება უფლის ნების გარეშე შეუძლებელია.

წმინდა დავით წინასწარმეტყველის ტაძრის აშენების იდეა უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ეკუთვნის.

დეკანოზი თევდორე (ამბროლაძე): "ეტყობა, თავიდან ყველა კარგი წამოწყების განხორციელება ძნელია. უწმინდესის დიდი სურვილის მიუხედავად, ვერა და ვერ დავადგით თავი ტაძრის მშენებლობას. ხან რა გვიშლიდა ხელს და ხან რა.

მართლაც კარგი ადგილი შეირჩა მეტეხის აღმართზე, პატრიარქსაც მოეწონა. როცა დასათვალიერებლად მივედით, დაგვხვდა ძველი შენობა, რომლის სახურავის ნახევარი ჩამონგრეულიყო. მიტოვებულ შენობაში ადრე მეწაღის სახელოსნო და უსინათლოთა საზოგადოების ჯაგრისების დამამზადებელი ცეხი ყოფილა. ერთ-ერთ ბიზნესმენს აქ სასტუმროს აშენება ჰქონდა გათვალისწინებული. რაიონის გამგებელმაც არაერთხელ გაგვაფრთხილა ამის შესახებ. ღვთის შეწევნით, ეს საკითხი ბოლოს მაინც ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდა, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა ამ ტაძრის მშენებლობის დამფინანსებლის ბატონ ბიგი ჩხოლარიას მამამ, ცხონებულმა ნოდარ ჩხოლარიამ, რომელიც იმ დროს საქართველოს მთავრობაში გავლენიანი პირი გახლდათ.

KARIBCHEთავდაპირველად ტერიტორია გავწმინდეთ ნანგრევებისგან. როცა საძირკვლის გაჭრა დავიწყეთ, როგორც მოსალოდნელი იყო, წავაწყდით წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის უძველეს ნაშთებს, რომელიც, ვიცოდით, რომ მე-17 საუკუნეში იყო აგებული და სწორედ ამ ადგილას იდგა.

ტაძრის საძირკველი ჩემთან ერთად აკურთხა დეკანოზმა ტარიელ სიკინჭალაშვილმა. მშენებლობა დაიწყო 1997 წლის გიორგობას, 6 მაისს, და გიორგობასვე - 2001 წლის 6 მაისს დასრულდა".

წმინდა დავით წინასწარმეტყველის ტაძრის მშენებლობის დამფინანსებელი ბატონი ბიგი ჩხოლარია დღესაც აუღელვებლად ვერ საუბრობს იმის შესახებ, რაც ამ ტაძრის მშენებლობის დაწყების პირველი დღეებიდანვე გადახდა თავს. ალბათ უფლის და წმინდა დავითის ნება იყო ისიც, რომ საქართველოში დავით წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი სწორედ იმ ადამიანს აეშენებინა, რომელმაც წმინდა მეფის მსგავსად განიცადა საყვარელი შვილის ამ ქვეყნიდან მოულოდნელად წასვლით გამოწვეული ტკივილი. ტაძრის მშენებლობა ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, როცა ბიგი ჩხოლარიას 8 წლის ვაჟიშვილი ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა. იგი იპოდრომზე ცხენმა გაიტაცა და ხეს შეაჯახა, რაც საბედისწერო აღმოჩნდა მისი სიცოცხლისთვის (ზუსტად ასეთი სიკვდილი ხვდა წილად წმინდა დავითის ძეს აბესალომსაც).

ბიგი ჩხოლარია: "როცა გიორგი რეანიმაციის განყოფილებაში იწვა, სრულიად უცხო ადამიანმა ნახა სიზმარი, რომელშიც ვიღაც ბავშვი გიორგის სახით ამბობდა თურმე: "სხვა ქვეყანაში უნდა გავემგზავრო, რადგან აქ დიდი სახლი უნდა აშენდესო". როდესაც ეს გვითხრეს, აღარ ვიცოდით, რა გზას დავდგომოდით.

როგორც არქიმანდრიტმა იოაკიმემ მითხრა, რა ღონე არ იხმარეს, რომ ტაძრის მშენებლობა დაწყებულიყო, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. პატრიარქი გაკვირვებული იყო თურმე, რომ მშენებლობის დაწყება კი არა, პროექტის შექმნა და დამტკიცებაც ძალიან გაძნელებულა. მამა თევდორე მაშინ ჭოგნარიდან ახალი ჩამოსული იყო და არც ვიცნობდით ერთმანეთს. როცა ბავშვი რეანიმაციაში მეწვა, სწორედ იმ დღეს შეხვედრია პატრიარქს. უწმინდესს მისთვის უთქვამს: "რა გახდა ასეთი, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დავიწყოთ ამ ტაძრის მშენებლობაო". მამა თევდორეს უკითხავს: "რით უნდა დავიწყოთ, უწმინდესო, რა სახსრებითო". "მოვა შენთან ადამიანი, რომელიც დაგვეხმარებაო". და სწორედ მეორე დღეს გამოვჩნდი მე, რაც მამა თევდორესთვის სასწაული იყო. თან ვფიქრობდი, ამხელა საქმეს როგორ შევეჭიდო-მეთქი. როცა გიორგი გარდაიცვალა, პატრიარქი დაინტერესდა: "ისევ აპირებ ტაძრის აშენებასო?" ჩემგან თანხმობა რომ მიიღო, გაუკვირდა კიდეც. ერთადერთი, ვისი იმედიც მქონდა ამ საქმეში, მამაჩემი იყო, რომელიც შეძლებულ კაცად ითვლებოდა თბილისში, მაგრამ ვერ გაუძლო შვილიშვილის მოულოდნელი დაღუპვით გამოწვეულ დარდს და სამ თვეში მამაც გარდამეცვალა. ახლა ჩემი ძმა ცდილობდა, გვერდით დამდგომოდა, მაგრამ მოულოდნელად ისიც ტრაგიკულად გამომეცალა ხელიდან. ყველაფერ ამას შეესწრო ბებიაჩემი და სულ მალე ისიც მივაბარეთ მიწას.

KARIBCHEაი, ასეთი დღეები გამოვიარე. ერთადერთი, რაც დღეს მახარებს, ის არის, რომ ტაძარი მაინც ავაშენეთ და ძალიან ლამაზი გამოვიდა. მას შემდეგ ეკლესია გახდა ჩვენთვის ყველაზე საყვარელი და მშვიდი ადგილი".

2001 წლის 11 სექტემბერს, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, ტაძარი აკურთხა და პირველი წირვა-ლოცვა აღავლინა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. ტაძარი მოპირკეთდა ნიჩბისისა და ბოდბის ქვით, გამოვიყენეთ ბოლნისისა და ჭოგნარის ქვაც. ტაძრის არქიტექტორია რევაზ ჯანაშია, მშენებლები - გიორგი ბერაია, ზურაბ ალანია და მურთაზ ხვისტანი. ტაძრის მხატვრობა, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ დააფინანსა, ლაშა კინწურაშვილს ეკუთვნის.

მეტად შთამბეჭდავია ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული ფრაგმენტი, რომელიც დავით წინასწარმეტყველის მეფობის იმ ეპიზოდს ასახავს, როცა მეფემ იერუსალიმის დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ ახალი სკინია მოაწყო და მოსეს ძველი კარვიდან დიდი ზეიმით გადაიტანა მასში სჯულის კიდობანი. მაშინ დავითს ღვთივშთაგონებით ეუწყა, რომ მომავალი მესია მისი ფესვიდან მოევლინებოდა ცოდვილ კაცობრიობას. ამით აღფრთოვანებული მეფე ცეკვითა და სიმღერით ადიდებს უფალს წყალობისთვის.

დასავლეთის კედელზე წმინდა დავით წინასწარმეტყველთან ერთად გამოსახულნი არიან ქართველ ბაგრატოვანთა გვარის წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთ თავს გაერთიანებული ისრაელის მეფე დავითის შთამომავლად მიიჩნევენ.

ვინაიდან ტაძარი გიორგი ჩხოლარიას სულის მოსახსენებლად ააშენეს მისმა მშობლებმა, ჩრდილოეთ კედლის ქვედა ნაწილში 8 წლის გიორგია გამოსახული - სტიქარით შემოსილი ანთებული სანთლით ხელში მუხლმოდრეკით ლოცულობს.

დავით წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია მეტეხის აღმართზე დგას და მტკვარს გადაჰყურებს. საპატრიარქოს თაოსნობით, ტაძრის მიმდებარე ქუჩებს დავით მეფსალმუნისა და სოლომონ ბრძენის სახელები უწოდეს.

ტაძრის კურთხევის დღიდან მისი წინამძღვარია იღუმენი მაკარი (კიტეიშვილი).
ბეჭდვაელფოსტა
12.12. 2016
უფალმა ნათელში ამყოფოს პატარა გიორგის და მისი ბაბუა ბიძის სული,ბატონ ბეგის გამძლეობა და სულის სიმტკიცე,უფალო ადღეგრძელე პატრიარქი!
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat