თუ ადამიანები არ გიყვარს, მონასტერში ვერ გაძლებ
თუ ადამიანები არ გიყვარს, მონასტერში ვერ გაძლებ
ბერები და მონაზვნები - ამქვეყნიური ანგელოზები - მოწყვეტილნი არიან ამაო მიწიერ საზრუნავს და მთელი არსებით სულიერი ცხოვრებით ცხოვრობენ. ბერმონაზვნურ ცხოვრებას უფრო მეტი სიღრმეები აქვს და ეს თავად უნდა განიცადოს ღვთის რჩეულმა ადამიანმა.

ქარელის რაიონში სამწევრისის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერია. წინამძღვრის, სქემიღუმენია ალექსანდრას კურთხევით ვესტუმრე მონასტერს. სურვილი გამიჩნდა, ისე მეცხოვრა მონასტრული ტიპიკონით, როგორც ერთ ჩვეულებრივ უბრალო ადამიანს, მაგრამ სულმა წამძლია და ჩამწერიც მოვიმარჯვე.

თუ მონასტერში ერთი ღამე მაინც არ გაგითევია, ძნელად წარმოიდგენ უფალთან მეტ სიახლოვეს, დებისა და ძმების, მოყვასის სიყვარულს, სიხარულს, სინანულს და ამქვეყნიური ცხოვრების სისუსტეებს.

მონასტერში, ლოცვის დაწყებამდე, ზარი თორმეტჯერ ირეკება. ყოველი ზარის შემოკვრისას იესოს ლოცვას ამბობ. შემდეგ ტრაპეზია. დღეში ორჯერ ტრაპეზობენ დედები. დილით 4 საათზე ლოცვა უნდა დაიწყოს. გამთენიისას პატარა ზარის რეკვის ხმა გვაღვიძებს, ის ლოცვის დაწყებას გვაუწყებს. სანთლის მოციმციმე შუქზე ერთმანეთს დილა მშვიდობისას ვუსურვებთ და ლოცვაში ვერთვებით. "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი", - რამხელა ბედნიერებაა, როცა ამ ლოცვას მთელი გულით ორმოცჯერ ამბობ ხმამაღლა! უეცრად სინანულის ცრემლიც გერევა და განმარტოებას ცდილობ. მონასტერში თითქოს ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. მაგრამ თუ საკუთარ თავს ჩაუღრმავდები, მიხვდები შენს შინაგან სამყაროში ცვლილებებს და უფალთან მეტ სიახლოვეს. ასე, ყოველდღიურ ლოცვასა და შრომაში გულს გამოასწორებ, სულს განიწმენდ და სათნოებებს იძენ. სასუფეველი ხომ იძულებით მოიპოვება. ასე რომ, ვაიძულოთ ჩვენი თავი, ყური ვუგდოთ ეკლესიას, ღვთის ხმას...

მოსახლეობისაგან მოშორებით მყოფი დედები მართლაც სამოთხისეულ ნეტარებაში არიან. მთავარანგელოზთა ტაძარი მადლით ავსებს არემარეს. წინამძღვართან, სქემიღუმენია ალექსანდრასთან ერთად რამდენიმე მონასტრის წევრი ცხოვრობს - სქემმონაზონი ეკატერინე, მონაზონი ანისია, მონაზონი ნანა, მონაზონი ფებრონია, სამორჩილე თამარი და მაია. სქემოსან დედებს განსაკუთრებული მოსაგრეობა აქვთ. ლოცულობენ მთელი მსოფლიოსთვის. დედა ანისია, მეუფე იობის და მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით, ბალახებისგან სამკურნალო წამლებს ამზადებს. მისი წამლებით მრავალი განიკურნა, ყველაზე მეტად კი უშვილოები ემადლიერებიან. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, დედა ალექსანდრა კიდევ ერთ მონასტერს წინამძღვრობს. ქარელის რაიონში, ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძართან, დედათა მონასტერია დაფუძნებული. ამ უძველესი ტაძრის გვერდით მდგარი უზარმაზარი შენობა, არც ისე დიდი ხანია, ეპარქიას გადაეცა და მის კეთილმოსაწყობად დედა ალექსანდრა ძალისხმევას არ იშურებს. უფლის შეწევნით და მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, ამ შენობაში რეზიდენცია, სამლოცველო, სენაკები და კიდევ ბევრი რამ უნდა განთავსდეს. თუ უფრო მეტი შემოწირულობა იქნება, ჩანაფიქრი მალე აღსრულდება. დედა ალექსანდრამ ქარელის მონასტერში მიმასპინძლა. მონასტრის კეთილმოწესე სქემმონაზონი მასტრიდია გახლავთ. აქ კიდევ რამდენიმე მონაზონი ცხოვრობს. მადლიანი ტრაპეზის შემდეგ დედა ალექსანდრას ვთხოვე საუბარი.

- ოჯახი, სადაც გავიზარდე, მორწმუნე არ გახლდათ. დედა სანთელს ანთებდა მხოლოდ საკურთხის დროს. მონაზონი ახლოს ნანახიც არ მყავდა. პირველი ბერი, ვინც ვნახე - მეუფე იობი იყო, მონაზონი - დედა პელაგია, დღეს იტრიის დედათა მონასტრის წინამძღვარი. მაშინ ახალი გადმოსული იყო მეუფე ჩვენს ეპარქიაში და პირველი სამეუფო წირვის შემდეგ ვიგრძენი, რომ მადლი გადმოვიდა. იმ დღიდან დავიწყე რამდენიმე მრევლთან ერთად ფიქრი მონასტრის დაარსებაზე. არჩევანი ყინწვისის მონასტერზე შევაჩერეთ. ერთ-ერთმა მრევლმა (ის დღეს მონაზონი თეკლაა) საკუთარი ხუთოთახიანი ფინური სახლი დაშალა და წამოიღო ყინწვისში. ღვთის მადლით, აშენდა ყინწვისის დედათა მონასტერი. რამდენიმე ხნის შემდეგ იქ მამათა მონასტერი დაფუძნდა.

ჩემს ცხოვრებაში მომხდარი სასწაულის შესახებ მინდა გიამბოთ. ოთხი თვე მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, სწრაფი სარკომა მქონდა. მოხდა სასწაული და ბოლო თვეებში მოვიკეთე. ჩემი მოძღვარი, ახლა უკვე მეუფე ეფრემი, მოდიოდა სანახავად, მანუგეშებდა. დადგა დრო, უნდა გავსულიყავი ამ ქვეყნიდან. მოძღვარმა მაზიარა კიდეც. მას შემდეგ მოხდა სასწაული და სიცოცხლე დამიბრუნდა. რამდენიმე დღის შემდეგ ფეხზე დადგომა შევძელი და ჩემებს ვთხოვე სამწევრისის დედათა მონასტერში წაყვანა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი უფალს ვევედრებოდი, ჩემთვის ცოტა დრო მოეცა ცოდვების მოსანანიებლად, რათა დარჩენილი ცხოვრება გამეტარებინა იქ, სადაც უფლის დიდება იქნებოდა, თან შევძლებდი საკუთარი სულის ცხონებას. ვერ გეტყვით, რით შემიწყალა უფალმა.

მადლობელი ვარ უფლისა, რომ ღირსი გამხადა მისი მსახურებისა, მონასტერში რაც კეთდება, ეს უფლის დიდი წყალობაა, მე მხოლოდ შემსრულებელი ვარ.

უფალს სულ ვევედრები, მიწინამძღვროს და ჩემი ცხოვრება ისე წარმართოს, როგორც უფლისთვის სათნო იქნება. მონასტერში უფლის სადიდებლად და სულის საცხოვნებლად მოვედი. ჩემს მონაზვნად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი მიუძღვის მეუფე იობს. მონასტერი სულის სამჭედლოა, ერიდან მოსული ადამიანები სულის განსპეტაკებაზე ზრუნვას იწყებენ. მონასტრის დობა კი აუცილებლად სიყვარულზე უნდა დაფუძნდეს. მონასტრის წინამძღვარმა ახალმოსულებს აუცილებლად უნდა გააცნოს ტიბიკონი და აუხსნას, თუ როგორ ყალიბდება მონასტერი და როგორ უნდა ცხოვრობდნენ მონასტერში. მონასტერში მოსული დობის წევრი მაშინ გახდება, როცა მიიღებს მორჩილის, მონაზვნის ან სხვა ხარისხის წოდებას. მონასტრის დებს შორის მთავარი სიყვარულია. მონასტრის წევრები ერთად და ტკბილად უნდა ცხოვრობდნენ, ერთმანეთის არ უნდა შურდეთ. მონასტრის წევრებს არ აქვთ უფლება, ერთმანეთს წარსულზე ესაუბრონ. უნდა ისაუბრონ მხოლოდ იმ საქმეზე, რასაც აკეთებენ. მონასტრის დების ზედმეტი სიახლოვეც იკრძალება, ეკრძალებათ ერთმანეთის სენაკებში შესვლა და რომელიმე წევრის საქმის გარჩევა. თუ აუცილებელი საქმე აქვს, მივა კართან, მოითხოვს შესვლის ნებას. მასპინძელი, თუ უნდა მიიღოს, ეტყვის - "ამინ" და შეიყვანს. თუ მონაზვნებს შორის უთანხმოება მოხდება, შენდობას ეტყვის ის, ვინც პირველმა დაიწყო კამათი, მართალიც რომ იყოს. მერე უნდა განმარტოვდეს და ილოცოს, რათა გაეხსნას გონება თავისი ქმედების გამო. ურთიერთსიყვარული უნდა იყოს, მაგრამ დისტანცია აუცილებელია.

KARIBCHE


მონასტერში მოსული ყველა ადამიანი ტოვებს ერულ ხასიათს და უფლის ნების აღმსრულებელი ხდება. თუ წინამძღვრის ლოცვა-კურთხევა არ იქნება, დღედაღამ რომ იშრომო, არც უფალი შეიწირავს და არც თავად წინამძღვარი. დრტვინვით არც ერთი საქმე არ უნდა კეთდებოდეს.

თუ ჩვენს მონასტერში სიმშვიდე და სიყვარულია, ეს მხოლოდ უფლის წყალობაა. ვის აქვს უფლება, დას არ დაუთმოს, როცა უფალი ამდენ ცოდვას გვპატიობს? ჩემთვის ყველა შეცდომა გაკვეთილია. თითოეული ადამიანის ბუნება და შეგნება სხვადასხვაგვარია. მონასტერში ყველა ღვთის სიყვარულმა შეკრიბა და უფალს ასე ემსახურებიან.

სქემმონაზონი მასტრიდია: - თუ ღვთისმოსავი მოდიხარ მონასტერში და უფალი გიყვარს, მის მცნებებს ასრულებ, არ ჭირს დობის წევრებს შორის ურთიერთობა. მონასტერი თავშესაფარი არ არის. აქ ღვთის სიყვარულმა უნდა მოგიყვანოს. როცა შვილები დავაბინავე და მეუღლეც გარდამეცვალა, მონასტერში წამოვედი. თავიდან სურამში ვიყავი, მერე, მეუფე იობის კურთხევით, ის მამათა მონასტრად გადაკეთდა და იტრიაში გადავედი. შემდეგ სამწევრისში მივედი. დღეს ქარელის ღვთისმშობლის ხარების ტაძართან არსებული დედათა მონასტრის კეთილმოწესე ვარ. თუ ადამიანები არ გიყვარს, მონასტერში ვერ გაძლებ. ღმერთმა დაგლოცოთ, უფალმა გაგაძლიეროთ და სულიერად აგამაღლოთ.

მონაზონი ნანა:
- მონასტერში ღვთის სიყვარულმა მომიყვანა. სიყვარული გადაგვარჩენს ცუდ ზნე-ჩვეულებას. თუ დას გული დასწყვიტე, თავი უნდა დაიდანაშაულო და პატიება სთხოვო, თანაც სიკეთით უპასუხო.

არქიმანდრიტი ვიტალი ამბობს, თორმეტი მეტანია გაუკეთე იმ ადამიანს, რომელსაც აწყენინე და რომელმაც გაწყენინა და 150-ჯერ თქვი "ღვთისმშობელო ქალწულოს" ლოცვა. ვისურვებდი, ამ ქვეყანაზე ბოროტება წაშლილიყოს და ყველას გვიყვარდეს ერთმანეთი.

მონაზონი ანისია: - მონასტერში მთავარი სიყვარული და წინამძღვრის მორჩილებაა. სიძულვილით ბოროტი უფრო გძლევს. თუ რაიმეს ვერ ვაკეთებთ ისე, როგორც საჭიროა, შენიშვნა მადლობით უნდა მივიღოთ და შევეცადოთ საკუთარი თავის გამოსწორებას.

წინამძღვრის, მეუფე იობის და მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით, სამკურნალო მცენარეებით ვამზადებ წამლებს და ვეხმარები სნეულთ, განსაკუთრებით - უშვილოებს. შედეგიც თვალსაჩინოა. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.
ბეჭდვაელფოსტა
30.05. 2016
Tinatini
სქემიღუმენია ალექსანდრა ძალიან მოსიყვარულე, გულთბილი და თავმდაბალი ადამიანია, იერუსალიმში ერთად ვიყავით და საოცარი შთაბეჭდილება დატოვა, უფალმა დღეგრძელობა მისცეს და შეაძლებინოს ჩვენ, ცოდვილთათვის, ლოცვა
02.04. 2016
ამინ!
დედა ალექსანდრა საოცარი ადამიანია-მქონდა ბედნიერება მასთან ერთად მომელოცა იერუსალიმი-ღმერთმა გააძლიეროს და ჯანმრთელი ამყოფოს!
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat