მონასტერი ის ადგილია, სადაც ადამიანს სულის გადარჩენის საშუალება აქვს
მონასტერი ის ადგილია, სადაც ადამიანს სულის გადარჩენის საშუალება აქვს
- მადლობას გიხდით, რომ ხშირად მობრძანდებით და ჩვენს მონასტერს შეეწევით თქვენი საქმიანობით, - ასე დაიწყო საუბარი სოფელ სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა სქემმღვდელმონაზონმა თეოდოსიმ (ხაჩიძე).

მონასტერი არის ადგილი, სადაც ადამიანს სულის გადარჩენის საშუალება აქვს. ამქვეყნად ხომ სულის ცხონებაზე ზრუნვისთვის მოგვავლინა უფალმა. მონასტრული ცხოვრების სათავეები ეგვიპტელი წმინდა მამებიდან მოდის. მათგან გამოვყოფდი ანტონი დიდს, პავლე თებაიდელს, მაკარი ალექსანდრიელს და მაკარი ეგვიპტელს, ასევე პახუმი დიდს. მათ შეადგინეს მონასტრული ცხოვრების წესი, ტიპიკონი. უდიდესი მამა პახუმი დიდი თავისი შეხედულებისამებრ აწესებდა მონასტერში ცხოვრების წესს. მისი შესრულება ყველას უჭირდა. ღვთის ნებით, ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა მონასტრული წეს-განგებულება. გაუკვირდა პახუმი დიდს - ეს რა მარტივად შესასრულებელიაო. თუ მეტი გინდა, პირადად შენს თავს დააკისრე და სხვას ნუ მოსთხოვო, - იყო ანგელოზის პასუხი.

სამონასტრო ცხოვრება ეგვიპტეში არაბების შემოსევის დროს, VII საუკუნეში განადგურდა. გადმოცემით, თებაიდის უდაბნოში 5 თუ 6000 ბერი გაჟლიტეს. მონასტრულმა ცხოვრებამ გადმოინაცვლა სირია-პალესტინაში. მათგან ორ დიდ კაპადოკიელ მამას დავასახელებ - საბა განწმენდილს და თეოდოსი დიდს. ისინი მოღვაწეობდნენ V-VI საუკუნეებში. მოგვიანებით კაპადოკიაშიც შეაფერხეს მონასტრული ცხოვრება მუსლიმანებმა. საბოლოოდ, მონასტრულმა ცხოვრებამ გადმოინაცვლა ათონის მთაზე. ათონის წმინდა მთა, ივერთა მონასტერი ქართველებისთვის სანუკვარი ადგილი იყო. ქართული კერები გვქონდა სინას მთაზე, პალესტინაში. ივერთა მონასტერი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ დედა ღვთისმშობლის სახელობისაა და ხატი თავად მივიდა იმ ადგილას, სადაც ოდესღაც ღვთისმშობელი ბრძანდებოდა. ამ მონასტერს წინამძღვრობდნენ იოანე, ექვთიმე და გიორგი ათონელები. ამავე დროს იყვნენ მთელი ათონის მთის კინოტის იღუმენთა იღუმენები.

საქართველოში მონასტრის ფუძემდებლები არიან ღვთისმშობლის კურთხევით მობრძანებული ასურელი მამები.

მათი გზა გააგრძელა გრიგოლ ხანძთელმა. ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის წმინდა დავით გარეჯელს, რომელმაც თავმდაბლობით მადლის ქვები მოიტანა იერუსალიმიდან. მათგან, ღვთის ნებით, ორი საქართველოში დარჩა.

მონასტერში ყოფნა პირველ რიგში არის განკრძალულობა ცხოვრების ორომტრიალისგან, სიმშვიდე და ლოცვა. მონასტერს ჰყავს წინამძღვარი - იღუმენი. მონასტრის წევრებს სხვადასხვა მორჩილება აკისრიათ. ზოგი ტრაპეზარია, ზოგი - მედავითნე, მგალობელი... შემდეგ, როგორც მონასტერს სჭირდება, ისე ნაწილდება მორჩილებები.

ადამიანი ღვთის ნებით მიდის მონასტერში. თავიდან მონასტრულ ცხოვრებაზე - ბერობაზე არც ვფიქრობდი. წლების განმავლობაში სკოლაში ისტორიას ვასწავლიდი. სხვა საზოგადოებრივ საქმეებსაც ვაკეთებდი. მუდამ ვფიქრობდი, ქვეყნისთვის მემსახურა და სიკეთე მეკეთებინა. ერთი ხანობა არ ვიცოდი, რა გზით წავსულიყავი - საერო თუ სასულიერო. ერთი წელი მონასტერში ვიცხოვრე. მალე მორჩილიც გავხდი.

მეგონა, განათლებული ვიყავი. როცა მონასტერში მისვლისას მკითხეს, - ხუცური თუ იციო, შემრცხვა აღიარება, რომ არ ვიცოდი.

- მონასტერში ადამიანი რა შემთხვევას მიჰყავს?

- ამის ძალიან ბევრი მიზეზია. რამდენი კაციცაა მონასტერში, იმდენი მიზეზია. მინახავს ისეთი ადამიანები, რომლებიც მავნე ჩვევებით - ნარკომანიით მოსულან მონასტერში. ზოგი მათგანი დღეს მონასტრის წევრია, ზოგმა ძველი ცხოვრება არჩია. საშინელი სენია ნარკომანია. ნარკომანის ღვთისკენ მობრუნება ძალიან რთულია.

მონასტერში მისვლის კიდევ ერთი გზაა - საპყრობილე. ბევრი იქ მიდის ღვთისკენ. სასულიერო პირები შედიან პატიმრებთან და ესაუბრებიან მათ. არაერთი იქიდან გამოსული მონასტერში სასულიერო ცხოვრებას აგრძელებს. შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს, როგორ შეიძლება, ნასამართლევი სასულიერო პირი გახდესო. მაცხოვარმა ავაზაკს მიუტევა სინანულის ჟამს. კაცის ცხოვრება წარსულის გამო კი არ უნდა განისაჯოს, არამედ სინანულის მიხედვით.

ერთ-ერთი დიდი მამა, პავლე თებაიდელი, პავლე უხამური, ანტონი დიდის მოწაფე, შეძლებული არისტოკრატი გახლდათ. ერთხელ შინ დაბრუნებული თავს დაადგა ცოლსა და მის საყვარელს. იფიქრა, რომ მოვკლა, სამუდამოდ დავიღუპავ სულსო. დაუტევა ყოველივე და სამუდამოდ განერიდა იქაურობას.

პავლე თებაიდელიც კაცთა მუხანათობამ აიძულა, წასულიყო უდაბნოში. III საუკუნეში, იმპერატორ დეკიუსის დროს, როდესაც ქრისტიანები იდევნებოდნენ, სასტიკად აწამეს დიდმოწამე მერკვირი. პავლე თებაიდელი საკუთარმა მეუღლემ და ცოლისძმამ დაასმინეს. იმის გამო, რომ ხელთ არ ჩავარდნოდა სასამართლოს აღმასრულებლებს, დაუტევა ყოველივე, წავიდა უდაბნოში და მთელი 90 წლის განმავლობაში არავინ უნახავს. გარდაცვალების ჟამს მოინახულა ანტონი დიდმა.

ზოგიერთი სიყრმიდანვე მიისწრაფვის მყუდრო, განმარტოებული ცხოვრებისაკენ. შესაბამისადაც ცხოვრობენ ერში და შემდეგ ცხოვრებას მონასტერში აგრძელებენ უფალთან ერთობაში. მონასტერში მიდიან ასაკოვანნიც, რომელთაც უფლის მსახურების ჟამი ამ ასაკში შეიგრძნეს. ერთ-ერთ ჩემს სულიერ შვილს მძიმე დაავადება, სიმსივნე აქვს. ჰყავს შვილები, შვილიშვილები. სურს, მეუფის ლოცვა-კურთხევით, აღიკვეცოს მონაზვნად, რათა ცხოვრება უფალთან სიახლოვეში დაასრულოს. უფლის ნებით, ყველაფერი ხდება. შესაძლოა, გამოჯანმრთელდეს კიდეც. სახარება გვასწავლის: რა სჯობს, მთელი მსოფლიო იყიდო, სული წარიწყმიდო თუ სულისთვის იზრუნო და არაფერი გქონდესო. მონასტერში ადამიანი ეჩვევა, უპირველესად, მორჩილებით ცხოვრებას და თავმდაბლობას. როცა ადამიანი გადაწყვეტს, ღვთის გზას დაადგეს მონასტერში, მას ყოველნაირ გამოცდას მოუწყობენ. ერთი ამის მაგალითი წმინდა მამათა გარდამოცემაშია. ანტონი დიდს ჰკითხა მორჩილმა - რა შეიძლება გავაკეთო, რომ ბერად აღვიკვეცოო. წმინდა მამამ სკუფია მოხადა, ძირს დააგდო და დამტვერიანებული დაახურა, - ვიდრე ამ სკუფიასავით არ გაითელები, შენგან ბერი არ დადგებაო. მორჩილებაშივე უნდა გამოიწრთოს ადამიანის ბუნება, რომ ბერად და მონაზვნად აღკვეცის შემდეგ მეტი გამოცდილება ჰქონდეს. ერში მსახურების დროს ერთმა ნასვამმა ადამიანმა მაგინა და წვერში წამავლო ხელი, რადგან მივუთითე, ხატებთან სიგარეტი არ მოეწია. ეს ყველაფერი მორჩილების დროს გამოვიარე. წელიწადი და სამიYთვე დავყავი მორჩილებაში. ბერობის ღირსად არ ვთვლიდი საკუთარ თავს.

- მონასტერში რას ეჩვევა ადამიანი?

- პირველ რიგში საკუთარი თავის შეცნობას. თუ ადამიანი მონასტერში არ არის ნამყოფი, ნაკლებად ესმის თავისი სულის მდგომარეობა. მონასტერში ლოცვას ეხამება მორჩილება, მორჩილებას კი ტრაპეზი. დღის განმავლობაში ორჯერ ტრაპეზობენ. ამ დროს წინამღვრისა და ტრაპეზარის გარდა სხვას არავითარი უფლება არ აქვს საკვების დამატებით მიღებისა. ამისათვის მას მკაცრად მიუთითებენ. თუ მონასტრის წევრი მართალია, ტრაპეზარი გაიკიცხება.

ექვთიმე ათონელი თითქმის ოცი წელი წინამძღვრობდა მონასტერს. ღამე თარგმნიდა, დღე კი მონასტრის საქმეებით იყო დატვირთული. როდესაც დაინახავდა, ტრაპეზის დროს სუფრაზე რაიმე აკლდა, დაუძახებდა ტრაპეზარს და მიუთითებდა ტრაპეზის გაუმჯობესებაზე. ტრაპეზის დასრულების შემდეგ დაიმარტოხელებდა და არიგებდა, - შვილო, ამ ხალხს თავი უფლისთვის აქვს შეწირული და ამ მცირეოდენ ნუგეშსაც ნუ მოაკლებო.

ექვთიმე ათონელი, თუ ვინმე დააგვიანებდა ცისკრის ლოცვაზე, ორმოცდაათი მეტანიით სჯიდა საკურთხევლის, ამბიონის წინ, ხოლო გაცდენის შემთხვევაში ასჯერ აკეთებინებდა დიდ მეტანიას.

KARIBCHE

ჩვენს მონასტერში ცისკრის ლოცვა 4 საათზე იწყება და საათნახევარი გრძელდება. დიდ მარხვაში - ორსაათნახევარი. ლოცვის შემდეგ მონასტრის წევრები პირად კანონებს ასრულებენ. ამას მოჰყვება ტრაპეზი. ზუსტ 10 საათზე უნდა მიხვიდე ტრაპეზზე. დაგვიანების შემთხვევაში შესაძლოა წინამძღვარმა არ დაგრთოს ნება ტრაპეზზე დასწრებისა. მცირე შესვენების შემდეგ მოდის მორჩილებები.

ბერად აღკვეცამდე, როცა მონასტრის წევრი მორჩილია, განსაკუთრებით მძიმე მორჩილებებს აძლევენ - საქონლის მიხედვას და ტრაპეზარობას. თუ ადამიანი წინააღმდეგია მორჩილების შესრულებისა, იგულისხმება, რომ ის მონასტერში ყოფნაზეც უარს ამბობს.

მორჩილებას მოსდევს 4-საათიანი მწუხრის ლოცვა, მერე ტრაპეზი და სერობა. დიდ მარხვაში დიდი სერობაა. დღის ტიბიკონი დაახლოებით საღამოს 7-8 საათზე მთავრდება.

განსაკუთრებით მინდა ვთხოვო ახალგაზრდებს, მოვიდნენ და გაეცნონ მონასტრულ ცხოვრებას. მშობლები თავად უნდა ინტერესდებოდნენ ამით, რათა შვილები ჯანსაღი ცხოვრების წესით აღზარდონ.

შეიძლება ბავშვს უფალი მოუწოდებს, თუ არადა, ცხოვრებაში ეცოდინება იმაზე მეტი, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ოჯახში ხედავს: მოთმინება, პატივისცემა, სხვათა აზრის გათვალისწინება და უსიტყვო მორჩილება, თავმდაბლობა, უფროსის პატივისცემა - ამ სათნოებებს მონასტერი შესძენს.

დღეს ერში ცხონება ძალიან ძნელია. მრავალი საცდურია ირგვლივ. ჩემი სულიერი შვილი, 22 წლის გოგონა, პროფესიით დიზაინერი, აპირებდა მონასტერში წასვლას. მეუფე იობის კურთხევით, ორთუბნის დედათა მონასტერში გავგზავნე. რამდენიმე თვის შემდეგ მეუფემ მკითხა მისი მდგომარეობის შესახებ. ფიქრობს-მეთქი. მეუფემ თქვა, - ახლა ფიქრის დრო აღარ არის, დასწრების დროაო. იმას კი არ ვქადაგებ, რომ ყველა მონასტერში წავიდეს, ძალიან კარგი იქნება, ხშირად თუ ესტუმრებიან მონასტერს.

ჩვენს ეპარქიაში ბევრი მონასტერი შენდება, ზოგი იკურთხა კიდეც. ღვთის შეწევნით, მიმდინარეობს სოფელ სანებელში მდებარე წმინდა ნიკოლოზის უძველესი ტაძრის აღდგენა. ვფიქრობთ, აქვე დაფუძნდეს მამათა მონასტერი. სოფლიდან მოშორებით, შემაღლებულ ადგილასაც არის ძველი ტაძარი. ვიდრე მას აღვადგენთ, სამონასტრო ცხოვრებას წმინდა ნიკოლოზის ტაძართან დავიწყებთ. ვინაიდან სოფლის შუაგულშია წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, ის ხალხისთვის იქნება განკუთვნილი. ეს ტაძარი წლების წინ მიწაში იყო ჩაფლული. დიდი შრომა დასჭირდა მიწიდან მის დახსნას. მონასტრულ ცხოვრებას მორჩილ აბრაამთან ერთად დავიწყებ. მიხარია, რომ ის ჩემი ბიძაა და მუდამ ჩემ გვერდით იქნება. ჩემი ცხოვრების გამართლებას ამაშიც ვხედავ.

ჟურნალი "კარიბჭე" მორწმუნე მრევლის ერთ-ერთი ნუგეშია. რამდენიმე თვის წინ წერდით წმინდა ნიკოლოზის ტაძრის შესახებ, რაც დიდად წაადგა ეკლესიის მშენებლობას. ღმერთმა შეგიწიროთ და წმინდა ნიკოლოზმა დაგლოცოთ. იმედი გვაქვს, რომ კიდევ შეეწევიან კეთილი ადამიანები ტაძრის მშენებლობას. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიჭიკო იშხანიშვილს, ჩვენი რაიონის გამგებელს ილია ბურჯანაძეს, გორის მრევლს ლევან ვარდოშვილს, სოფლის მოსახლეობას, კეხიჯვრელებს, ასევე გოდერძი მეტრეველს. ქართული აგური შეგვაძენინა ბატონმა ალექსანდრე ჭიპაშვილმა. განსაკუთრებულია თქვენი ჟურნალის წვლილი ამ კეთილ და საღვთო საქმეში - მან ეს კეთილი საქმე თქვენი ჟურნალის წაკითხვის შემდეგ გააკეთა. კეხიჯვრელმა ზურაბ ფურცელაძემ "კარიბჭე" წააკითხა თავის მეგობრებს და აეროპორტის თანამშრომლებს და დახმარებაც გაგვიწიეს. ძირითადი მშენებლები ტაძრისა გახლავთ სოფელ სანებლის მკვიდრნი - ავთანდილ და გიორგი თოთლაძეები, როლანდ (აარონ) შავიძე. მათი დაპროექტებულია ტაძარი. განსაკუთრებით გამოვყოფ ასევე თავდაცვის სამინისტროს სარდალს ლაშა თელიას, მის მოადგილეს ალექსანდრე კიკნაძეს. ხონის საარტილერიო ბრიგადამ, ბატონმა არჩილ გეგელაშვილმა საშენი ქვა ჩამოგვიტანეს. შეგვეწია ასევე კრწანისის სასწავლო ცენტრი, კოჯრის სასწავლო ცენტრი.

წმინდა ნიკოლოზის ტაძარი ხანდების ქვით (ხარაგაულის რაიონშია) და ქართული აგურით შენდება. ძველი ნანგრევები ანუ ძველი იერსახე შიგნით ექცევა. პერანგი ახალი ექნება.

ღვთის შეწევნით, გვინდა, ტაძარი 22 მაისს, ნიკოლოზობას ვაკურთხოთ. გულით ვეპატიჟებით თქვენი ჟურნალის რედაქციას.

ტაძრის აგების შემდეგ დავიწყებთ მისი შემოგარენის კეთილმოწყობას.

ღმერთმა გაგახაროთ, მოგცეთ კეთილი და ძლიერი ოჯახები. ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი ერი რწმენაში და გაამთლიანოს.

მორჩილი აბრაამი: - მონასტერში წასვლა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტე. უფალმა თავისთან მიმიყვანა და ღვთის გზაზე დამაყენა. თავიდან ოთხი თვე შეუმოსავი ვცხოვრობდი მონასტერში. მეუფის ლოცვა-კურთხევით, უკვე ერთი წელია მორჩილი გახლავართ. ალბათ მალე ბერად აღმკვეცენ. მონასტერში ვიპოვე საკუთარი თავი... ვისურვებდი, ბევრი მოექცეს ღვთისაკენ, რათა ერთად ვადიდოთ უფალი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat