მე უკვე მსხვერპლად შევეწირე ჩვენს ღმერთს. მისთვის წამება ჩემთვის სიტკბოებაა, სიკვდილი კი შესაძენელი
მე უკვე მსხვერპლად შევეწირე ჩვენს ღმერთს. მისთვის წამება ჩემთვის სიტკბოებაა, სიკვდილი კი შესაძენელი
ექვსი წლის წინანდელ ამბავს შეგახსენებთ: პეტერბურგიდან ქართველ სასულიერო პირთა დელეგაცია თბილისში ბრუნდებოდა. თვითმფრინავის ტრაპს მანქანით რუსი კაცი, სახელად გიორგი, მიუახლოვდა და უთხრა: - დედაჩემი მორწმუნე რუსი ქალი იყო. შვილი დიდხანს არ ეძლეოდა და წმინდა სერაფიმე საროველის შემწეობით ვეყოლე. წმინდანმა უთხრა, - ვაჟს გიორგი ათონელის, ივერიელის სახელი უნდა დაარქვაო. სიცოცხლის ბოლოს წმინდა სერაფიმე კიდევ გამოცხადებია გიორგი ათონელსა და რომელიღაც ქართველ მეფესთან ერთად და უთქვამს: - გადაეცით მორწმუნეებს, დახატონ სამი მოწამე დის: მინადორას, მიტრადორას და ნიმფადორას ხატი და ივერიაში გაგზავნონ. იგი ქვეყნისთვის მშვიდობის მომნიჭებელი და ომების გამაქარწყლებელი იქნება. ივერია კი ისე აყვავდება, როგორც ამ მეფის დროს იყოო. ხატი მე დავწერე და საქართველოში გატანთ. ეცადეთ, ტაძარი აუგოთ, თუ არა, ნიშში მაინც დაასვენოთ.

ეს წმინდა ხატი სვეტიცხოველში იყო დასვენებული. შარშან, ომი რომ დაიწყო, დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის თაოსნობით, ამ სამი მცირეაზიელი მოწამე დის სახელზე პატარა ტაძარს საძირკველი ჩაეყარა თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძრის სიახლოვეს. წელს, გაზაფხულზე, ეკურთხა ეს წმინდა ტაძარი და წმინდა ხატი მოწამეთა - მინადორას, მიტრადორასა და ნიმფადორასი, პატრიარქის კურთხევით, სვეტიცხოვლიდან ამ პატარა საყდარში გადმოასვენეს.

10 სექტემბერს (ძვ.სტ.) მართლმადიდებელი ეკლესია ამ სამ წმინდა მოწამე დას იხსენიებს. ამიტომ გვსურს, შემოგთავაზოთ მათი მარტვილობის ამბავი.

წმინდა ქალწულები ბითვინიაში დაიბადნენ, მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში. ისინი ხორციელად დები იყვნენ. მოისურვეს, სულიერადაც ერთად ყოფილიყვნენ და უფლისათვის ემსახურათ. სოფელი კი საცთურებით იყო სავსე, მით უმეტეს, იმ საშინელი წარმართობისას. ამიტომაც საცხოვრებლად ერთი მაღალი, უდაბური მთა აირჩიეს პითიის თბილი წყაროების ახლოს. ისინი დღედაღამ მარხვასა და ლოცვაში განლევდნენ დროს. მარადის მღვიძარენი იყვნენ და ეძებდნენ სასურველ სასიძოს.

თუმცა დები განდგომილნი იყვნენ სოფლისაგან, ღმერთმა მათი კაცთათვის გამოჩენა ინება. წმინდა ქალწულთა ლოცვით მრავალი სნეული იკურნებოდა. ამ ამბავმა ბითვინიის მმართველ ფრონტონამდეც მიაღწია. ფრონტონმა ბრძანა, შეიპყარით მკურნალები და მომგვარეთო. ქრისტეს ცხოვარნი, რომელთაც უდაბნოს მხეცებიც არ ერჩოდნენ, ახლა მხეცისსახიანმა და მხეცისზნიანმა ადამიანებმა შეიპყრეს და ჯალათს მიჰგვარეს.

- რა გქვიათ და სადაურები ხართ წარმოშობით? - ჰკითხა ჯალათმა.

- ჩვენ ქრისტეს სახელის მიხედვით ქრისტიანებად ვიწოდებით. წმინდა ნათლისღებით კი მინადორა, მიტრადორა და ნიმფადორა გვქვია, ღვიძლი დები ვართ, ამ მხარეში დავიბადეთო, - მიუგეს ქალწულებმა.

მმართველმა ალერსით მიმართა ქალიშვილებს, ფიქრობდა, რომ ამით დაიყოლიებდა.

- მშვენიერო ქალიშვილებო! დიდ ღმერთებს შეჰყვარებიხართ და თქვენთვის ასეთი სილამაზე უბოძებია. ისინი მზად არიან, უფრო მეტი სიკეთე მოგაგონ, თუ თაყვანს სცემთ მათ და მსხვერპლს შესწირავთ. მაშინ მეც მეფის წინაშე წარგადგენთ და იგი (მაქსიმიანე - მეფობდა 284-305 წლებში) მრავალი ძღვნით პატივს გცემთ და სასიძოებსაც დიდებულებს შორის გამოგიძებნითო.

უფროსმა დამ, წმინდა მინადორამ წარმოთქვა: "ღმერთმა ჩვენ თავის ხატად და მსგავსად შეგვქმნა. მას მხოლოს თაყვანსვცემთ და სხვა ღმერთები არ გვინდა. თქვენი ძღვენი და პატივი იგივეა ჩვენთვის, როგორც სხვისთვის - მტვერი ფეხთაგან დათრგუნვილი. შენ, შენი მეფის სახელით, კეთილშობილ კაცებს გვპირდები ქმრებად, მაგრამ ჩვენს უფალზე, იესო ქრისტეზე უკეთესი ვინ იქნება. მას რწმენით დავეწინდეთ, გავხდით მისი წმინდა სარძლონი, მას შევუერთეთ სული, მასთან გვაერთებს სიყვარული. იგია (უფალია) ჩვენი პატივი, დიდება, სიმდიდრე და არავის ამ ქვეყანაზე, მათ შორის არც შენ და არც შენს მეფეს, არ ძალუძს განგვაშოროსო".

მეორე დამ, მიტრადორამ თქვა: "რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეეძინოს და სული თვისი იზღვიოს?" (მათე 16,26) რა არის ჩვენთვის ეს სამყარო, ჩვენგან შეყვარებულ უფალთან და სასიძოსთან შედარებით? ისევე, როგორც ტალახი ოქროს წინაშე, ბნელი მზის წინაშე, გესლი თაფლის წინაშე. ნუთუ ამ ამაო სოფელში გავცვლით ღვთის სიყვარულს და წარვიწყმედთ სულებს? არასოდეს!"

- ბევრს ლაპარაკობთ, - უთხრა ჯალათმა, - რადგან ტანჯვა არ გინახავთ; სხვანაირად იჭიკჭიკებთ, როცა ტანჯვა მოგადგებათო.

- ნუთუ ფიქრობ, რომ შეგვაშინებ სატანჯველით? - თამამად უთხრა უმცროსმა დამ, ნიმფადორამ, - შეკრიბე ამა სოფლის იარაღი, მოუხმე ყველა ჯალათს, ვინც არსებობს ცისქვეშეთში. შეაერთე ისინი და დაე, გვტანჯონ. ნახავ, რომ უწინ დაიმსხვრევა ყველა იარაღი, ჯალათებს მტანჯველნი ხელნი დაეღლებათ, ვიდრე ჩვენ ქრისტეს უარვყოფდეთ. მისთვის საშინელი ტანჯვა ჩვენთვის ტკბილი სამოთხე იქნება, დროებითი სიკვდილი კი საუკუნო სიცოცხლის შესაძენელი.

მმართველი მათ დარწმუნებას "მამაშვილური" შეგონებითა და ალერსით ცდილობდა.

- მმართველო, ჩვენ არ მოგვწონს შენი ალერსი და არც მუქარისა გვეშინია... ისე გვიყვარს ჩვენი უფალი, რომ ერთსულოვნად გვსურს მისთვის სიკვდილი. რათა გამოჩნდეს, რომ ჩვენ ხორციელზე უფრო მეტად სულით ვართ დანი, ერთი სიკვდილი გაგვიყვანს ამ ქვეყნიდან, დაე, უფალმა ერთად დაგვავანოს და ერთად ვიყოთ ცათა შინა უკუნისამდე, - თქვა წმინდა მინადორამ, თვალები ზეცად აღაპყრო და შეჰღაღადა: - უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო! ჩვენ არ უარგყოფთ კაცთა წინაშე და შენც აღგვიარე შენი ზეციური მამის წინაშე. მერე კვლავ ჯალათს მიუბრუნდა: - მოსწყლე ჩვენი სხეული, მშვენიერი რომ გგონია. ჩვენი სხეულისთვის რა იქნება უკეთესი სამკაული, ვიდრე წყლულნი ქრისტესთვის, ვერც ოქრო, ვერც ბრილიანტი და ვერც ძვირფასი შესამოსელი შეედრება ქრისტესთვის იარებს.

- შენ უფროსი ხარ და დებს მეფის მორჩილების მაგალითს უნდა აძლევდე, - უთხრა მას მმართველმა, - თაყვანი ეცი ღმერთებს და დები შენ მოგბაძავენო.

- ტყუილად წვალობ, - უთხრა მას წმინდანმა, - გირჩევ, საქმით გამოგვცადო, გვცემე, აგვკაფე, დაგვწვი... მაშინ ნახავ, დავემორჩილები თუ არა შენს უღმერთო ბრძანებას. ჩვენ, ქრისტიანენი, მზად ვართ, მოვკვდეთ ქრისტესთვის.

ამის გამგონე მმართველმა ფრონტონმა რისხვა წმინდა მინადორაზე დაათხია, ჩამოაშორა დებს და ბრძანა, - გახადეთ ტანსაცმელი და სცემეთო. ჯალათები ორი საათი სცემდნენ მინადორას და თან დასძახოდნენ: - პატივი მიაგე ღმერთებსა და ჩვენს მეფეს, მსხვერპლი შესწირე ღმერთებსო.

- სხვა რას ვაკეთებ ახლა, განა მსხვერპლს არ შევწირავ? განა ვერ ხედავ, რომ საკუთარი თავი შევწირე ჩემს ღმერთს? - მიუგო მოწამემ. მაშინ მონდომებით დაუწყეს ცემა, გადაუმტვრიეს ძვლები, დაუხეთქეს სხეული. წმინდა მინადორამ ამოიძახა: - უფალო იესო ქრისტე, სიხარულო და სიყვარულო ჩემი გულისა, შენდამი მოვილტვი; სასოო ჩემო, გევედრები, მიიღე მშვიდობით ჩემი სული, - და სული თვისი ჩააბარა უფალს.

ოთხი დღის შემდეგ ჯალათმა სასამართლოზე მიტრადორა და ნიმფადორაც მოაყვანინა და ბრძანა, - მაგათ დის უსიცოცხლო სხეული ფეხებთან დაუგდეთო. წმინდა მინადორას სხეული იწვა შიშველი, საფარველის გარეშე, თავიდან ფეხამდე დაწყლულებული, კიდურებდამტვრეული. აცრემლდნენ დები, შეებრალათ საყვარელი და. ჯალათსაც ეს უნდოდა, იქნებ შეშინდნენო, მაგრამ ამან უფრო გაამამაცა წმინდა დები, მიმართეს მოწამე დას:

- კურთხეულ ხარ შენ, დედაო და დაო ჩვენო. შენ ღირსი შეიქმენ მოწამებრივი გვირგვინისა და უფლის სასახლეში შეხვედი! ევედრე უფალს, რომელსაც ახლა პირისპირ ჭვრეტ, რომ გვიბრძანოს, ჩვენც შენს გზას გამოვყვეთ, ღირსი შევიქმნათ მისი თაყვანისცემისა, დავტკბეთ მისი სიყვარულით და ვინეტაროთ საუკუნო სიხარულით! ჰოი, ჯალათნო, რატომ არ მოგვართმევთ სასიკვდინე სასმისს, რომლის შესმაც ასე გვწყურია? აჰა, ძვალნი ჩვენნი დასამსხვრევად, სხეული - დასაფლავად, თავნი მოსაკვეთად, გულნი კი დიდი მოთმინებისთვის გამზადებულნი!.. დაიწყეთ თქვენი საქმე, რაღას უცდითო.

ჯალათებმა კი დაინახეს მათი უშიშრობა, მაგრამ იფიქრეს, იქნებ ალერსით ვცადოთ მათი გონს მოყვანაო. მაგრამ დებმა უპასუხეს: "ჩვენ ერთ ფესვზე ამოზრდილი ხის ტოტები ვართ, ღვიძლი დანი. იცოდე, ფიქრიც ერთი გვაქვს. შენ ვერ გადააფიქრებინე ჩვენს ნაწამებ დას. და მას თუ არ ჰქონდა თვალთა წინაშე მაგალითი ტანჯვის დათმენისა, რას გვიზამ ჩვენ, როცა სიმამაცის ასეთი მაგალითი გვყავს? თუმცა ის ბაგეებდახშულია, თავისი იარებით გვასწავლის და მოგვიწოდებს მოწამებრივი ღვაწლისთვის. არა, ჩვენ არ განვეშორებით მას, არ გავწყვეტთ ნათესაურ კავშირს, მასავით მოვკვდებით ჩვენი ზეციური სასიძოსათვის..."

გამძვინვარებულმა ჯალათმა მიტრადორას წამება ბრძანა. წმინდა ქალწული ჩამოკიდეს და ორი საათი სანთლებით უწვავდნენ სხეულს, ვიდრე ნახშირივით არ გაშავდა. მერე კი ჩამოხსნეს და რკინის ჯაჭვებით სხეული დაუცხრილეს. ამგვარ ტანჯვა-წამებაში სული თვისი შეავედრა უფალს.

ბოლოს უმცროსი და მოიყვანეს - ქრისტეს კრავი! ჯალათმა ახლა მისი ალერსით მოქცევა სცადა, მაგრამ მან ახლოც არ გაიკარა ურჯულოს სიტყვები. მმართველი მიხვდა, სიტყვით ვერაფერს გახდებოდა. წმინდა ნიმფადორა შიშველი ხეზე ჩამოჰკიდეს, რკინის ჭანგებით სხეულს აგლეჯდნენ. ამ პატარა, სუსტმა გოგონამ ისე დაითმინა ტკივილები, რომ კვნესაც არ დასცდენია ბაგეთაგან. მხოლოდ ზეცაში იცქირებოდა და მდუმარედ ლოცულობდა.

- მსხვერპლი შესწირე ღმერთებს და გაგათავისუფლებ ტანჯვისაგან! - შესძახა ჯალათმა.

- მე უკვე მსხვერპლად შევეწირე ჩვენს ღმერთს. მისთვის წამება ჩემთვის სიტკბოებაა, სიკვდილი კი შესაძენელი.

ბოლოს რკინის ჯაჭვებით სცემეს. ისიც მოწამე დების გზას გაუდგა და ღვთის სასუფეველში შევიდა.

ჯალათმა ახლა მკვდრებზე იძია შური, მოწამეთა სხეულები ცეცხლში ჩაყარა. ეს რომ ქნა, ერთი ძლიერ დაიქუხა. ზეციდან ჩამოვარდნილმა ცეცხლმა მოსწვა ფრონტონი და წმინდა დების მაწამებელი მისი მსახურნი. ძლიერმა წვიმამ კოცონი ჩააქრო. წინდა დების უვნებელი წმინდა სხეულნი მორწმუნეებმა აიღეს და ერთ კუბოში ჩასვენებულნი თბილი წყლების ახლოს დაკრძალეს. როგორც ერთმა წიაღმა შობა, ისე ერთმა კუბომ მიირქვა მათი ნაწამები სხეულები...

წმინდანო მოწამენო მინადორა, მიტრადორა და ნიმფადორა, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის!
ბეჭდვაელფოსტა
27.10. 2016
Alexi
წმინდაო მინადორა,მიტრადორა,ნიმფადორა ევედრეთ უფალსა შეწყალება სულთა ჩვენთათვის
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat