ერი მაშინ აშენებს ტაძრებს, როცა სულიერად იზრდება და ძლიერდება
ერი მაშინ აშენებს ტაძრებს, როცა სულიერად იზრდება და ძლიერდება
2008 წლის 13 დეკემბერს, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს, ვაზისუბნის მე-8 ლეგიონის დასახლებაში თბილისის დამაარსებლის - მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი იკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დადგენილ იქნა დეკანოზი გურამ გურამიშვილი. მამა გურამი თავად თაოსნობდა ტაძრის მშენებლობას. როგორც აღნიშნა, უფალმაც არ დაუკარგა გაწეული შრომა - პატრიარქმა მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

როგორ გაჩნდა ტაძრის აგების იდეა, როგორ და როდის მოხერხდა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის აშენება - ამის შესახებ მამა გურამი მოგვითხრობს:

- შვიდი წელი თბილისის ვაზისუბნის ცხრა ყრმა კოლაელთა სახელობის ტაძრის მოძღვრად ვმსახურობდი. ეს იყო ჩემი მღვდლობის პირველი წლები, ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი, რადგან ამ წლებში ბევრი რამ შევისწავლე, გავიზარდე როგორც მოძღვარი და მღვდელი.

ვაზისუბანი საკმაოდ მოზრდილი დასახლებაა. ამ დასახლებაში ცხრა ყრმა კოლაელთა ტაძარი, ფაქტობრივად, ერთადერთი ეკლესია გახლდათ, ამიტომ მორწმუნეებს სხვადასხვა უბნიდან უხდებოდათ ამ ტაძარში სიარული. მე-8 ლეგიონის დასახლებად წოდებული უბნის მოსახლეობაც ამ ეკლესიაში მოდიოდა. მათ საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უხდებოდათ. წლების მანძილზე იყო სურვილი და საუბარი იმის შესახებ, რომ ვაზისუბნის ამ დასახლებაშიც აგებულიყო ტაძარი. ცხადია, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის; აუცილებელია ფინანსური, მატერიალური შესაძლებლობაც, რაც წლების მანძილზე ვერ მოგვარდა, არ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სიტყვას საქმედ აქცევდნენ, ამიტომ ტაძრის აგება სურვილადვე რჩებოდა. 2008 წლის აპრილში, უფლის შეწევნით, ყველაფერი მოგვარდა.

პირველ ყოვლისა, შევხვდი მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რათა გადაეწყვიტა, ვის სახელზე აგებულიყო ახალი ტაძარი. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გადაწყდა, ტაძარი თბილისის დამაარსებლის - წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელზე აშენებულიყო.

- რამდენიმე სიტყვით წმინდა გვირგვინოსნის საქართველოს ეკლესიისადმი გაწეული ღვაწლიც გავიხსენოთ...

- გარდა იმისა, რომ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება საქართველოს დედაქალაქის დაარსება, მას უდიდესი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების საქმეშიც. საქართველოს ეკლესიამ სწორედ ვახტანგ გორგასლის დროს მოიპოვა ავტოკეფალია. მისი მეფობის ხანაში დაიწყო ჩვენი ეკლესიის აღმშენებლობა როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად: დაარსდა 10-მდე ეპარქია, აიგო არაერთი ეკლესია-მონასტერი, ბევრს საფუძველი ჩაეყარა. ვახტანგის სახელს უკავშირდება წმინდა მიწაზე ჯვრის მონასტრის მშენებლობაც, რომელიც იერუსალიმში მოღვაწე ქართველ ბერ-მონაზონთა შესაკრებელად და სამკვიდროდ იქცა. მეფე მატერიალურადაც შეეწეოდა წმინდა მიწაზე არსებულ სავანეებს.

მეფე ვახტანგ გორგასალი შემთხვევით არ შეიყვარა გამორჩეულად ქართველმა ხალხმა - მან არა მხოლოდ ეკლესიისთვის, ვიცით, რომ ქვეყნის საკეთილდღეოდაც ბევრი რამ გააკეთა. ზედწოდება "გორგასალი" სპარსთა წინააღმდეგ ბრძოლისას მიიღო - ბრძოლაში ვახტანგს ოქროს ჩაბალახი ეხურა, რომლის წინა მხარეს ლომი იყო გამოსახული, უკან კი მგელი. ბუმბერაზი მეფის ბრძოლის ველზე გამოჩენა შიშის ზარს სცემდა სპარსელებს. მის დანახვაზე ერთმანეთს აფრთხილებდნენ: "დურ აზ გორგასალ" - მოერიდეთ მგლისთავასო. ამის შემდეგ ვახტანგ მეფეს გორგასალი ეწოდა.

წმინდა გვირგვინოსანი სიბრძნით, სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულითა და ღვთისმოშიშებით გამოირჩეოდა. სწორედ უფლის რწმენამ და უსაზღვრო სიყვარულმა, ღვთის სასუფევლის ძიებამ ათქმევინა სიტყვები: "ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს". ამ სიტყვებიდან გამოსჭვივის მისი მაღალსულიერება.

წმინდა მეფის მიერ სამშობლოსა და უფლის წინაშე გაწეული განუზომელი ღვაწლი გახდა საწინდარი იმისა, რომ ქართველ ერს გამორჩეულად შეეყვარებინა იგი და პატივი მიეგო. ერის პატივისცემა, ერთი მხრივ, მის სახელზე ტაძრის აგებითაც ვლინდება, თუმცა ვიდრე მე-8 ლეგიონის დასახლებაში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ტაძრის მშენებლობას ჩაეყრებოდა საფუძველი, აღმოჩნდა, რომ თბილისში ქალაქის დამაარსებლის სახელობის ტაძარი არ არსებობდა, თუ არ ჩავთვლით თბილისის სიონის ტაძრის მარჯვენა ეკვდერს.

წმინდა მეფის სახელზე თბილისის კიდევ ორ რაიონში - ვარკეთილსა და დიღმის მასივში აიგება ტაძრები. მშენებლობა უკვე მიმდინარეობს.

- როგორ მოგვარდა ტაძრის მშენებლობისას მატერიალური, ფინანსური საკითხები?

- ტაძარი ძალიან მცირე დროში აიგო. მშენებლობა დაიწყო 2008 წლის აპრილში. საფუძველი, პატრიარქის კურთხევით, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსმა თადეოზმა (იორამაშვილი) აკურთხა. რვა თვის შემდეგ ტაძარი იკურთხა და ამოქმედდა. ამ რვა თვის განმავლობაში მშენებლობა ერთი დღითაც არ შეჩერებულა, ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდშიც კი ტაძრის მშენებლობის თუნდაც ერთი დღით შეჩერება შესაძლოა მშენებლობის პროცესის თვეობით გაჩერების მიზეზად ქცეულიყო. როგორც იტყვიან - "უფალი აშენებს". უფლის შეწევნითა და წმინდა ვახტანგ გორგასლის მეოხებით მართლაც ყველა ყოფითი პრობლემა დაიძლია და ეკლესიის აგება მცირე დროში გახდა შესაძლებელი. ცხადია, ტაძრის მშენებლობა საკმაოდ დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული. უფლის შეწევნით, ეს საკითხიც მოგვარდა. ამ ღვთივსათნო საქმის აღსრულებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი გოგუაძეს. ბატონ გიორგის მას შემდეგ მივმართეთ თხოვნით, რაც, პატრიაქის კურთხევით, ტაძრის აშენება გადაწყდა. მართლაც ყოველმხრივ დაგვიდგა გვერდით. ეკლესიის მშენებლობაში ჩართული იყო მთელი მე-8 ლეგიონის მოსახლეობაც - შეგვეწეოდნენ, როგორც შეეძლოთ - ზოგი მატერიალურად, ზოგი ფიზიკურად. ყველამ ისე გამოხატა უფლის სიყვარული, როგორც შეეძლო.

ტაძარი 2008 წლის 13 დეკემბერს, წმინდა ვახტანგ მეფის ხსენების დღეს, იკურთხა. პატრიარქის კურთხევით, ტაძარი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე თადეოზმა აკურთხა, რადგან მისი უწმინდესობა რუსთავის ვახტანგ გორგასლის ტაძარში გახლდათ წირვის ჩასატარებლად. ამავე დღეს მეუფე თადეოზმა აღავლინა საზეიმო წირვა. მეორე დღეს პატრიარქიც მობრძანდა, აკურთხა და დალოცა ტაძარი, პარაკლისიც გადაიხადა. მისი უწმინდესობის მობრძანება და ახალი ტაძრის აგება ნამდვილ დღესასწაულად იქცა მე-8 ლეგიონის დასახლებაში მცხოვრებთათვის.

მისმა უწმინდესობამ ტაძრის წინამძღვრად დამადგინა მე - დეკანოზი გურამ გურამიშვილი, მეორე მოძღვრი კი გახლავთ მღვდელი იოანე მაზარაშვილი.

პატრიარქის კურთხევით, ვხელმძღვანელობდი ტაძრის მშენებლობას. საჭიროებისას ფიზიკურადაც ვშრომობდი. ღვთისთვის სასიკეთო საქმისთვის გადადგმული ერთი ნაბიჯიც კი არ იკარგება. მეც დამიფასდა უფლის ტაძრის აგებისთვის გაწეული შრომა - კათოლიკოს-პატრიარქმა მიტრის ტარების უფლებით დამაჯილდოვა. ეს უდიდესი პატივია, თუმცა ამავდროულად უდიდეს პასუხისმგებლობასაც მაკისრებს. მწამს, რომ უფლის შეწევნით შევძლებ ღირსეულად ვატარო მღვდლის უმძიმესი ჯვარი და ის პასუხისმგებლობა, ტვირთი, რომელიც უფალმა დამაკისრა.

ალბათ უფალმა შემთხვევით არ ინება მე-8 ლეგიონის დასახლებაში ტაძრის აგება, სადაც მართლმორწმუნე ქართველებთან ერთად სხვა ეროვნებისა და სარწმუნოების მიმდევრებიც ცხოვრობენ. ტაძარი ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვეა მოქმედებს და უკვე ბევრი მაგანი მოექცა ჭეშმარიტ რჯულზე - მართლმადიდებლური წესით მოინათლნენ და მრევლის წევრებიც გახდნენ. იმედი გვაქვს, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

- საზოგადოდ, რა მნიშვნელობა აქვს ყოველი ახალი ტაძრის აგებას?

- დიდი დრო არ გვაცილებს ათეისტური ხანისგან, როცა ანადგურებდნენ და ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებს. ვიცით, რომ იმ დროს სასულიერო პირებსაც ავიწროებდნენ და შეურაცხყოფდნენ. დღეს კი დადგა "ჟამი მშენებლობისა" და სულიერი წინსვლისა. ბოლო პერიოდში უამრავი ტაძარი აიგო. თითქმის ყველა ქალაქსა და რაიონში, ცალკეულ დასახლებებში შენდება ეკლესიები. ტაძარი ადამიანთა სულების გადასარჩენად იგება. რაც მეტი ტაძარი გვექნება, მით მეტი ადამიანი მივა ეკლესიის წიაღში და მით მეტი სული გადარჩება. ეკლესიის წიაღში მისვლას ტაძრის ფიზიკური სიახლოვეც უწყობს ხელს. ზოგჯერ ადამიანი სხვადასხვა მიზეზის გამო მართლაც ვერ ახერხებს მისგან საკმაო მანძილით მოშორებულ ტაძარში სიარულს. უფალი მრავალმოწყალეა და თავისი სახლით მიდის მათთან. აძლევს საშუალებას, იღვაწონ ღვთისთვის და საკუთარი სულების გადასარჩენად.

ტაძრების მასობრივი მშენებლობა ერის სულიერი წინსვლის, სულიერი ამაღლების საწინდარი და ნიშანიცაა. ერი მაშინ აშენებს ტაძრებს, როცა სულიერად იზრდება და ძლიერდება, როცა ამის სულიერი მოთხოვნილება აქვს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat