საცხოვრებელ სახლებად გადაკეთებული ტაძრები
საცხოვრებელ სახლებად გადაკეთებული ტაძრები
ფართო საზოგადოებამ კარგად იცის, რა ვანდალური საქციელი ჩაიდინეს კომუნისტებმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოსასპობად: იავარქმნეს მრავალი ტაძარი და გადააკეთეს ბოსლებად, აბანოებად, საწყობებად, თეატრებად და საცხოვრებელ სახლებად. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, ღვთის წყალობით, რელიგიურმა ნაგებობებმა და სიწმინდეებმა კვლავ დაიბრუნეს უპირველესი სულიერი ფუნქცია და უმაღლესი ღვთაებრივი დანიშნულება, სამწუხაროდ, XXI საუკუნის საქართველოში დედაქალაქის ცენტრში კვლავ არის შემორჩენილი საცხოვრებელ სახლად გადაკეთებული რამდენიმე ტაძარი.

კრწანისის #82-ში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია კომუნისტებმა გადააკეთეს საცხოვრებელ სახლად. ტაძარი აგებული უნდა იყოს მე-18 საუკუნის მიწურულს. აქვე მდებარეობდა წმინდა თამარ მეფის სახელობის მონასტერი. დღეისთვის ტაძარს ორივე მხრიდან აქვს მინაშენები და გადაკეთებულია ორსართულიან სახლად, სადაც ცხოვრობს თორმეტი ოჯახი. ტაძრის საკურთხევლის ადგილი ახლა საცხოვრებელი ფართია. ზოგიერთმა გვითხრა, რომ საკურთხევლის ადგილზე მობინადრეთ ხშირად ჰქონიათ სხვადასხვა სახის უმძიმესი განსაცდელი. დაახლოებით შვიდი წლის წინ, აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში, მახლობლად მდებარე წყაროდან ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად მოვარდისფრო-მოწითალო წყალი წამოსულა. ასეთი სასწაული ორჯერ განმეორებულა.

მობინადრენი თანახმა არიან, შესაბამისი ფართის გადაცემის შემთხვევაში დატოვონ იქაურობა, რომელიც (მათი თქმით) პრივატიზებული აქვთ. მათ აღიზიანებთ ამ ადგილას მლოცველთა სიარული.

***
ავლაბარში, ყოფილი რობესპიერის, ამჟამად მთავარანგელოზის #23-ში მდებარეობდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესია. ტაძარი აუგიათ 1898 წელს მღვდელ დავით იანქოშვილის ხელმძღვანელობით. პლატონ იოსელიანის ცნობით კი იგი აუშენებიათ 1805 წელს. მაშენებლებად დასახელებულნი არიან მეტეხის ეკლესიის დეკანოზი ზაქარია და მისი ძმა იოსებ სულხანოვები. შენობა გადაკეთებულია სამსართულიან სახლად, მას გვერდებიდან აქვს უკანონო მინაშენებიც. ტაძარი ფუნქციონირებდა 1923 წლამდე. იგი ჯერ ბოლშევიკების მიერ გადაკეთდა სასამართლოდ, შემდეგ პოლიკლინიკად, ბოლოს პურის ქარხნის საერთო საცხოვრებლად, საბოლოოდ სახლის იერი მიიღო 1938 წელს. ამ შენობაში ამჟამად ცხოვრობს 22 ოჯახი, ტაძრის ორივე სართული დატიხრულია ოთახებად, საკურთხევლის ტერიტორია გამოყენებულია დერეფნად. საკურთხევლის თავზე დაშენებულია ტუალეტები.

ადგილობრივმა მოსახლეობამ გვითხრა, რომ მაცხოვრებლებს დიდი განსაცდელები აქვთ. მობინადრეთაგან ასაკოვანი არავინ მომკვდარა, სულ ახალგაზრდები და მცირეწლოვანები იღუპებიან. ეკლესიის გვერდით მდებარე შენობაში იყო სასულიერო სემინარია, რომელიც 1923 წელს გადაკეთდა საცხოვრებელ სახლად, აქვე მდებარეობდა სასაფლაოც. მოსახლეობა შესაბამისი ფართით დაკმაყოფილების შემთხვევაში თანახმაა, შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. ერთ-ერთი მოსახლის ცნობით, უმრავლესობა დააკმაყოფილეს ბინებით, მაგრამ ზოგიერთი ვერ ელევა აქაურობას.

***
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ჩაისუბნის ქუჩა #7გ-ში მდებარეობს კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესია, ნავისებური ბაზილიკა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ტაძარი მე-8 საუკუნისა უნდა იყოს. იგი გაუნადგურებია მურვან-ყრუს და შემდეგ აღუდგენიათ. თურმე ერთხანს ტაძარი ასირიელებსაც ეკუთვნოდათ. 1924 წელს გადააქციეს ორჯონიკიძის სახელობის ქარხნის მუშათა საცხოვრებელ სახლად. ტაძარს აქვს მინაშენები. მახლობლად მდებარე ერთსართულიანი სახლი ოდესღაც ეკუთვნოდათ ბერებს და სასულიერო პირებს, იქვე აღმოჩენილია თონე. დღემდეა შემორჩენილია ბერთა კელიები და სასაფლაო. ერთ-ერთ მობინადრეს სარდაფის გასაკეთებლად გაუთხრია ტაძრის ტერიტორია. წასწყდომია საფლავის ლოდებს და ოქროს ჯვარს, რომელიც სავარაუდოდ სასულიერო პირს ეკუთვნოდა, აქვე იპოვეს თაბაშირის ჯვრებიც, მაგრამ ყველაფერი გაურკვეველ ვითარებაში დაკარგულა. დღეისთვის ამ წმინდა ალაგას ცხრა ოჯახი ცხოვრობს. საკურთხევლის ადგილას აქვთ საძინებელი ოთახები, რაც ძალიან აწუხებთ. თანახმა არიან, ბინებით დაკმაყოფილების შემთხვევაში დათმონ ამჟამინდელი საცხოვრებელი.

KARIBCHE***
რუსთაველის #48-ში მდებარეობდა წმინდა თეოდორე ჩერნიგოველის სახელზე აგებული რუსული ხუთგუმბათიანი ტაძარი, რომელიც აუშენებიათ XIX საუკუნეში კავკასიაში ქრისტიანობის აღმადგინებელი ორგანიზაციის დახმარებით. ტაძარი ხელყვეს კომუნისტებმა 1924 წელს. ამ ტაძართან დაკავშირებით ჟურნალ "ნიანგის" მე-2 ნომერში გამოქვეყნდა კარიკატურა სახელწოდებით "სარწმუნოება ხალხისთვის ოპიუმია", სადაც გამოსახული იყო წმინდა თეოდორეს ხუთგუმბათიანი ტაძარი და სამრეკლოსთან მდგარი რამდენიმე სასულიერო პირი, რომლებიც რეკავდნენ ზარებს, მათ წინ კი იდგა ყურებში თითებგაჩრილი ლენინის ბიუსტი და ამბობდა: ,,ყველას ჩემი გამოჯანსაღება სურს. არ ვიცი, რამდენად გულწრფელია ეგ სურვილი, მაგრამ მე მაინც მალე მოვმჯობინდებოდი, რომ ამ განუწყვეტელი ზარების ხმას არ მოეწამლა ჩემი არსება". ამჟამად შენობის ფართს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ.

***
ჩვენთვის ამ ერთ-ერთ კარდინალურ პრობლემას 2006 წლის ზაფხულის მიწურულს გამოეხმაურა რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი. გთავაზობთ ფრაგმენტს რადიორეპორტაჟიდან: "ევსტათი მცხეთელის სახელობის ქართული ეკლესია, რომელიც დღემდე საცხოვრებელი სახლია, ყოფილი პეროვსკაიას, ამჟამინდელი ახვლედიანის ქუჩის დასაწყისში მდებარეობდა. ამ ნაეკლესიარი სახლის ერთ-ერთი პირველი მცხოვრები სახელოვანი კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე იყო. ამის მაუწყებელია შენობაზე მიკრული მემორიალური დაფა, რომლის ოდნავ ზევით დაკვირვებული თვალი რამდენიმე პატარა ჯვარს შეამჩნევს". ფანჯრებსა და სახურავზე ჯვრებია, ამ სახლის ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, 40-იან წლებში, ომი რომ დაიწყო, ამ სახლში, სხვა ოჯახებთან ერთად, მელიტონ ბალანჩივაძეც შეუსახლებიათ. ტაძარი, გადმოცემის მიხედვით, აუშენებია გრაფ ყარამანოვს მე-19 საუკუნეში. იგი ითვლებოდა ბოდბის მონასტრის მეტოქიონად ანუ მის დაქვემდებარებულ ტაძრად. ბოლშევიკებმა მოხსნეს გუმბათი, გადაღებეს და გადააკეთეს საცხოვრებელ სახლად. ამჟამად იქ ორი ოჯახი ცხოვრობს, პირველ სართულზე - ტანსაცმლის მაღაზიაა.

შენობის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ქალბატონმა, ნელი რამიშვილმა გვითხრა, რომ ცდილობენ, საკურთხევლის ადგილას არაფერი განათავსონ და პატივისცემით მოეპყრონ იმ კუთხეს. ტაძრის ისტორია შეუსწავლია მანანა ქუთათელაძეს და გამოუქვეყნებია კიდეც გაზეთ "ივერიაში".

KARIBCHE***
პუშკინის სკვერთან, თბილისის სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმის შენობაში, რომელიც აშენდა XIX საუკუნეში, მე-2 სართულზე წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის ტაძარი იყო. თავდაპირველად შენობა ეკუთვნოდა სასულიერო სემინარიას, შემდეგ გადაკეთდა სასტუმროდ და ბოლოს მუზეუმად. ტაძრის ადგილას ამჟამად მდებარეობს ერთ-ერთი საგამოფენო დარბაზი, სადაც განთავსებულია რუსული ფერწერის ნიმუშები.

ეკლესია არის წმინდა ადგილი, სადაც განსაკუთრებულად ჰგიებს უფალი, იგი ერთგვარი სულიერი ნავსაყუდელია კაცთათვის. ავ ჟამთაAსვლის პერიოდში დედაეკლესიამ უწმინდეს, თბილ კალთებქვეშ შეიფარა საკუთარი შვილები, ახლა კი გვმართებს პატივის მიგება წმინდა სალოცავებისადმი მადლიერებისა და სიყვარულის ნიშნად, რათა არ აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც იყვნენ ებრაელები. ,,და შევიდა იესო ღვთის ტაძარში, და გამოყარა ყველა, ვინც ყიდდა და ყიდულობდა ტაძარში; და მეკერმეთა მაგიდები და მტრედის გამყიდველთა დასასხდომები დაამხო, და უთხრა მათ: წერია: ჩემს სახლს სალოცავი სახლი ეწოდოს, ხოლო თქვენ იგი გიქცევიათ ავაზაკთა გამოქვაბულად" (მათე 21,12-13).

დღეს თუ არაფერი გაკეთდა ამ მეტად საგულისხმო პრობლემის მოსაგვარებლად, უნებლიეთ პასიური მონაწილენი ვხდებით ბოლშევიკების მიერ განხორციელებული ვანდალიზმისა. ძალიან კარგია, რომ უამრავი ტაძარი და სხვადასხვა დანიშნულების შენობა შენდება საქართველოში, კვიპროსზე მილიონიანი დაფინანსება ხორციელდება ყოფილი სამონასტრო კომპლექსის გათხრების ჩასატარებლად, მაგრამ ამის პარალელურად დედაქალაქის ცენტრში არის წმინდა ტაძრები, რომლებშიც განთავსებულია აბაზანები, ტუალეტები, საძინებელი ოთახები, მაღაზიები, რაც ალბათ უარესია, ვიდრე მათეს სახარებაში მოთხრობილი შემთხვევა. რა თქმა უნდა, ისინი ამგვარ პირობებში თავის დროზე იძულებით აღმოჩნდნენ, მაგრამ ეს არ გვაძლევს პასიურობის უფლებას. ეს უმძიმესი ცოდვა მთელ ერს მოეკითხება. თუ ამ უმძიმეს ვითარებას გაითავისებს ჩვენი ხელისუფლება, გაიზიარებენ ბიზნესმენები, სხვადასხვა სამშენებლო ფირმების ხელმძღვანელები და ეკლესიასთან ერთად სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამენ ამ პრობლემების მოსაგვარებლად, უფალი არ მოაკლებთ წყალობასა და მფარველობას.

მოამზადა
ლაშა ცაიშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
04.07. 2016
lola
ახლედიანის ქუჩაზე (ყოფილი პეროვსკაია), დასაწყისში მდებარეობს სახლად გადაკეთებული ეკლესია, ეხლა იქ მაღაზიაა გახსნილი. თან ამ შენობას ამშვენებს აბრა რომ აქ ცხოვრობდა მელიტონ ბალანჩივაძე
20.11. 2015
julieta karkadze
martlac da ketili sakmeshi shejibri ikneba im siketis ganxorcieleba,rom ashendes sacxovrebeli binebi eklesiisa da mtavrobis daxmarebit da is xalxi daakmayopilon xolo xvtis saxls daubrundes tavisi porma da tavisi msaxureba,amin vcxondebit-netav imas vinc am siketisatvis izrunebs da ganaxorcieles,arasdros moakldeba dovlati a madli uplisa ,
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat