მცხეთიდან ბოდბეში მიმავალი წმინდა ნინო სწორედ ამ ადგილას გაჩერებულა
მცხეთიდან ბოდბეში მიმავალი წმინდა ნინო სწორედ ამ ადგილას გაჩერებულა
"ჯვარის მამა" იყო მეტოქი - ფილიალი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა
"ჯვარის მამის" ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის აშენება ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება. ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი წერს: "თავდაპირველად ვახტანგ გორგასალმა თბილისში ოთხი ტაძარი ააშენა. ერთი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა - სიონი, მეორე მეტეხი - იერუსალიმის გეთსიმანიის კვალობაზე, მესამე წმინდა ჯვრის - სახელწოდებით გოლგოთის, მეოთხე ბეთლემის, რომელსაც შემდეგ სომხებმა ფეთხაინი შეარქვეს".

"ჯვარის მამის" ტაძრის შესახებ მწირი ცნობები მოგვეპოვება, ზოგი წერილობითი, ზოგი კი ზეპირი. ამბობენ, აქ უცხოვრია და უმოღვაწია წმინდა ნინოს და ამიტომაც ამ ადგილას ყოველთვის არსებობდა დედათა მონასტერი. წელიწადნახევრის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით "ჯვარის მამის" ტაძართან გაიხსნა წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი, ანუ აღდგა ტრადიცია. "ჯვარის მამის" ტაძრის გალავანში მოხდენილად ჩაწნული წმინდა ნინოს ჯვრის ორნამენტები მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს ადგილი ლოცვითა და მოღვაწეობით არის განწმენდილი და გამორჩეული. დღეს ამ მონასტერში არაერთი დედა ნინო მოღვაწეობს.

"ჯვარის მამის" მონასტრის ისტორიისა და ფუნქციის შესახებ გვესაუბრება მისი წინამძღვარი, დეკანოზი ტარიელ სიკინჭალაშვილი.

- მამაო, ისტორიულად რა არის ცნობილი "ჯვარის მამის" ტაძრის შესახებ?

- გადმოცემით, მცხეთიდან ბოდბეში მიმავალი წმინდა ნინო გარკვეული ხნით სწორედ ამ ადგილას გაჩერდა. ეს ადგილი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით თხემს წააგავდა, ამიტომაც ეწოდებოდა გოლგოთა. აქ ყოფილა პატარა გამოქვაბული, სადაც წმინდა ნინო ცხოვრობდა მხლებლებთან ერთად და, ცხადია, აუცილებლად მოილოცავდა იმ ადგილებს, სადაც ახლა არის აშენებული სიონი, მეტეხი, ბეთლემი, ანჩისხატი, წმინდა გიორგის სახელობის კლდისუბნის ეკლესია და ა.შ. აქ იყო აღმართული მისი ჯვარიც. სამწუხაროდ, წმინდა ნინოს გზა დღესდღეობით არ ითვალისწინებს ამ ისტორიულ გადმოცემას...

ორი საუკუნის შემდეგ ვახტანგ გორგასალმა აქ დედაქალაქის აშენება გადაწყვიტა. თავისი ხელით შექმნილი ჯვარი წარწერით - აქ აშენდება ქალაქი - ბორცვზე დადგა. მას მერე, ტრადიციულად, იმ ადგილზე, სადაც მეფე ან პატრიარქი გადაწყვეტს ტაძრის აშენებას, იდგმება ჯვარი. სხვათა შორის, გადმოცემით, ვახტანგის აღმართულ ჯვარს წმინდა ნინოს ჯვრის ფორმა მიუღია. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. ამის შემდეგ ვახტანგ გორგასალს მიწა შეუძენია იერუსალიმში, სადაც აშენდა ჯვრის მონასტერი. ცნობილია, რომ წმინდა მეფემ მცხეთა და თბილისი აღაშენა და განაშენა, ვითარცა იერუსალიმი. როგორც ჩანს, ამ ადგილს, სადაც ახლა "ჯვარის მამის" ტაძარია, გოლგოთა დაერქვა. გოლგოთაზე მაცხოვარი ჯვარს აცვეს. ამიტომ ვახტანგ გორგასალმა ამ ადგილას აშენებულ მონასტერს ჯვრის მონასტერი დაარქვა.

არაერთხელ დაუნგრევიათ და აღუშენებიათ ეს ეკლესია. ჯერ თემურ ლენგის შემოსევას შეეწირა და ერთი საუკუნის შემდეგ აღადგინეს. შემდეგ 1795 წელს სპარსელებმა დაანგრიეს. 1825 წელს იგი კვლავ განაახლეს. დიდი ხნით უპატრონოდ დარჩენილ ეკლესიას მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ჩაუტარდა რესტავრაცია, გამშვენდა მისი ეზო.

- მამაო, როგორც ცნობილია, "ჯვარის მამის" ტაძარს ისტორიულად განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრა - იგი იყო შემაკავშირებელი წმინდა მიწაზე არსებულ ქართულ სავანეებსა და საქართველოს შორის. რომელი სავანეები იყო ეს და რა მზრუნველობას იჩენდა "ჯვარის მამის" ტაძარი მათ მიმართ?

- ტაძარი V საუკუნიდან იერუსალიმის საპატრიარქოს კუთვნილება იყო. ამიტომაც ეწოდება "ჯვარის მამა". ეს სახელი დაერქვა მაშინ, როცა ქართველები იერუსალიმში ჯვრის მონასტრის ასაშენებლად შემოწირულობას აგროვებდნენ. ეს იყო ერის არა მარტო მატერიალური, არამედ სულიერი ბაზაც. აქედან მიდიოდნენ სასულიერო პირები იერუსალიმში. "ჯვარის მამა" იყო მეტოქი - ფილიალი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა. იგი თავისი სახსრებით ინახავდა შვილს - იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერს. ამ ორ ტაძარს შორის ასეთი მამაშვილური ურთიერთობა საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. "ჯვარის მამა" ძველთაგანვე იყო შემაკავშირებელი რგოლი წმინდა მიწის ქართულ სავანეებსა და საქართველოს შორის. ეს სავანეები იყო: გოლგოთა, რომელიც სხვადასხვა დროს ხან მთლიანად (XVს-ში) და ხან ნაწილობრივ ქართველებს ეკუთვნოდათ, ასევე წმინდა ჯვრის მონასტერი, წმინდა იაკობ ალფესის შესანიშნავი ტაძარი, რომელიც ააგო გიორგი კურაპალატმა XIს-ში. გადმოცემით, ქართველ მეფეებს აქ ზარაფხანა ჰქონდათ. ეს ტაძარი XV საუკუნიდან სომხების ხელში გადავიდა. ასევე იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომელიც შემდგომ ლათინებმა ჩაიგდეს ხელში, ილია წინასწარმეტყველის ეკლესია, რომელიც დადიანმა განაახლა XIII ს-ში და სხვა.

XI საუკუნიდან წმინდა მიწაზე ქართველთა მოღვაწეობის ცენტრი ჯვრის მონასტერი ხდება. აქ ირჩეოდა პალესტინაში არსებული ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის საქმეები. თბილისის "ჯვარის მამა" კი იყო ჯვრის მონასტრის მამულების გამგე საქართველოში. პალესტინის ჯვრის მონასტერში ქართველი იღუმენები ინიშნებოდნენ, რომლებიც, იმავდროულად, გოლგოთის წინამძღვრებადაც ითვლებოდნენ. მათ ქართველი მეფეები ნიშნავდნენ. ისინი აკონტროლებდნენ ქართველთა სამშენებლო საქმეს წმინდა მიწაზე და ყველა საკითხს, რაც იქაურ სასულიერო ძმობას შეეხებოდა. თბილისში "ჯვარის მამის" ეკლესიაში მჯდარი ეგზარქოსი საქართველოში განაგებდა შემოსავალს. მაგალითისთვის: თბილისში ცნობილი იყო "ჯვარის მამის" ლავაში, ტაძრის საკუთრება ყოფილა ქარვასლა, ტაძრის მიმდებარე მიწები და სახლები. ჰქონია აგრეთვე სახელოსნოები. მოსე ჯანაშვილი აღნიშნავს, რომ "ჯვრის მამის" ტაძარს მეფე სვიმონმა 1611 წელს შესწირა სამღებრო სოფელ დირბში. სხვა მეფეთაგანაც შეწირული ჰქონდა სოფლები, ყმები და ულუფა, ხოლო მისი წინამძღვარი შემოსავალს უგზავნიდა იერუსალიმის ქართულ ტაძარს. უფლის საფლავის ტაძრის თბილისში დაარსებით საქართველოს მუდმივი კავშირი ჰქონდა პალესტინასთან XX საუკუნის დასაწყისამდე.

KARIBCHE- შემდეგ რა მოხდა, რატომ დაკარგა "ჯვარის მამის" ეკლესიამ კუთვნილი ქონება და უფლებები?

- მერე გაუჭირდა ქართველ ერს. სამწუხაროდ, ქართველებმა იერუსალიმშიც კი გადაიტანეს შინაური უთანხმოებანი.

"ჯვარის მამის" წინამძღვრები თავდაპირველად ქართველები იყვნენ, მაგრამ XVI საუკუნიდან, იერუსალიმის პატრიარქ გერმანე II-ის აღსაყდრების შემდეგ, პირველობა იერუსალიმში ბერძნებმა ჩაიგდეს ხელში. მათ თანდათან განდევნეს ქართველები (და არამარტო ქართველები) თავიანთი ეკლესია-მონასტრებიდან და თვითონ გაბატონდნენ. საქართველოშიც იერუსალიმის საპატრიარქოს მეტოქშიც ბერძენი ეგზარქოსები იგზავნებოდნენ. ბერძენი სამღვდელოება დაეპატრონა წმინდა ჯვრის მონასტრის ქონებას როგორც პალესიტნაში, ასევე საქართველოში. იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოზის მიერ 1706 წელს დამტკიცებულ სიგელში ნათქვამია, რომ მან, პატრიარქმა დოსითეოზმა, ასევე ქართველთა მეფემ გიორგიმ (გიორგი XI) და მისმა ბრწყინვალებამ მეფე გიორგის ძმამ ლევან-მირზამ გადაწყვიტეს, დაეხსნათ და შეეკეთებინათ ვალებში ჩავარდნილი ქართული სავანეები. პირობის თანახმად, თანხები ქართველებისა იქნებოდა, ხოლო შრომა - პატრიარქ დოსითეოზისა. ამ მიზნით პატრიარქი ივერიაში ეწვია მეფე გიორგის და ლევან-მირზას. მათ გაიღეს შეპირებული თანხა, ხოლო პატრიარქმა "დიდი შორმის ფასად" გამოისყიდა ქართული ეკლესია-მონასტრები და შეაკეთა კიდეც. პატრიარქი წერს, - ძმები დავეხმარეთ ძმებს. ამიტომ ჩვენ ვუბრუნებთ ქრისტესმოყვარე ივერიელებს როგორც წმინდა ჯვრის მონასტერს, ასევე სხვა დანარჩენებსაც. ამიერიდან არც ჩვენ პირადად და არც ჩვენი შემდგომი უწმინდესი პატრიარქები წმინდა ქალაქ იერუსალიმისა, არც ყველა მამა და მცველი წმინდა საფლავისა არ მოვითხოვთ ივერიელებისგან არავითარ თანხას... იყვნენ ისინი ამიერიდან მათი ნამდვილი და სრული ბატონ-პატრონიო.

მე-20 საუკუნის დასაწყისში პილიგრიმ პეტრე კონჭოშვილს ხელში ჩავარდნია ზემოაღნიშნული სიგელის ასლი. იგი გულისწყრომით წერდა: "თბილისში არის ეკლესია, გარშემო სახლები და დუქნები მისი კუთვნილი. აი, ამ დუქნების და ეკლესიის შემოსავლით უცხოეთში ინახება სემინარია უცხო ტომთა აღსაზრდელად და განსანათლებლად. შარშან საქართველოს საპატრიარქო სასწავლებელთა საბჭომ წინადადება მისცა ამ ეკლესიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ სოფრონსა, ტომით ბერძენსა, რათა ეკლესიის ეზოში გაიმართოს სამრეკლო, საეკლესიო სკოლა, ხოლო მან მოახსენა საბჭოს წინადადება პატრიარქისა. იერუსალიმის სინოდმა განიხილა რა ეს თხოვნა, რასაკვირველია, უარყო შესრულება ამგვარის წმინდა მოვალეობისა... ერთ უბრალო ოთახსაც არ გვითმობენ ჩვენს სამშობლოში ჩვენის შვილების აღსაზრდელად. არ გვითმობენ იმ მამულიდგან, რომელიც საქართველოს მეფეს შეუწირავს ქართველთა სავანესა და ძმათათვის, ხოლო თითონ ბერძენნი სუქდებიან ჩვენის პურითა, ღვინითა და სხვა კეთილითა. აი, ამას შეიძლება ვუწოდოთ სიტყვით ოქროს მთების ბოძება (გულისხმობს ზემოაღნიშნულ სიგელს)".

ფრანგი სასულიერო მოღვაწე რენე ჟანენი ქართველებს ადანაშაულებს უყურადღებობასა და ფუქსავატობაში. იგი წერს: "ქართველების ფინანსური გაჭირვებით სომხებს უნდოდათ ესარგებლათ და შეესყიდათ წმინდა ჯვრის სავანე, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. ბერძნების პატრიარქმა დოსითეოზმა 1685 წლის აპრილში გაიმარჯვა მათზე და შეიძინა ქართველების მთელი ქონება, რაზეც დიდი ხანია გული უთქვამდა. ამავე დროს მან გამოსცა მკაცრი წესები, რათა სავანე ხელმეორედ არ ჩავარდნილიყო ვალებში და ბერძნების ზნეობრივი ღირსებაც დაცული ყოფილიყო. მაგრამ თავისუფალ ცხოვრებას დაჩვეულმა ქართველებმა ყურადღება არ მიაქციეს განკარგულებას და თავიანთი ურჩობით ხშირად მიაყენეს მას უსიამოვნება. ამის შემდეგ სავანის მმართველობა ჩამოერთვა მათ და გადაეცა ბერძნებს. თუმცა ზოგიერთი უფლება დაუტოვა პატრიარქმა - თვეში ერთგზის ეროვნულ ენაზე წირვა და სავანის იღუმენობა". ცნობილია მხოლოდ ორი ქართველი ბერი, რომელთაც მიიღეს ეს თანამდებობა: ქრისტეფორე, XVII ს-ის დასასრულს და გერასიმე - 1841 წელს. წმინდა ჯვრის სავანესთან ერთად ქართველების ყველა საკუთრება საბოლოოდ გადავიდა ბერძნების ხელში.

სიგელით აღდგენილი უფლებების გამოყენების საშუალება ქართველებს არ მიეცათ იმ პოლიტიკური ვითარების გამო, რაც საქართველოში შეიქმნა მე-18 საუკუნიდან მოკიდებული კომუნისტური წყობის დამხობამდე. თბილისის "ჯვარის მამის" ტაძარსაც ბევრი საკუთრება ჩამოართვეს. ამ ტაძრის გვერდით მდებარე ხარების სახელობის ტაძარიც სომხებმა ჩაიგდეს ხელში. ეს ქართული ტაძარი, როგორც გადმოცემით ვიცით, სომეხ ვაჭარს რუსმა ეგზარქოსმა მიჰყიდა. ჩვენ კი ვიცით, რომ ეს ტაძარი ჩვენია, მაგრამ ეს სახელმწიფომ უნდა აღიაროს.

- ტაძრის წინ მდებარე ლოდს რა სიმბოლური დატვირთვა აქვს?

- ძველი ისტორის გასახსენებლად და პატივსაცემად ამოვიტანე ეს უზარმაზარი ლოდი, რომელიც სიმბოლურად გოლგოთას გამოხატავს. სადახლოს მარმარილოა და დაახლოებით 75 ტონას იწონის.

- "ჯვარის მამის" სანათლავის შესახებ ყველას გაგონილი აქვს. მოგვიყევით, როგორ აღმოაჩინეთ აქ წყალი.

- "ჯვარის მამის" ტაძარი ფაქტობრივად ორ მთას შუაა მოქცეული (ერთია თაბორის, მეორე - მთაწმინდის). აქ მიწისქვეშა წყლებიც ბლომადაა, მას ემატებოდა ტაბახმელიდან წამოსული მდინარე. ეს ნაკადი თავს იყრის აქ (რაც კარგად ჩანს სასულიერო აკადემიის შენობის ძირში. ამიტომაცაა, რომ სიონის კედლები დღემდე სველია). მდინარე ჩვენი ტაძრის ტერიტორიას გამოივლის და მტკვარში ჩაედინება. 11 წლის წინ, როდესაც აქ სარემონტო სამუშაოები დავიწყეთ, თავიდან ეს სივრცე სარდაფივით იყო, წყალდიდობებს შლამით ამოევსო. მიწის გამოტანა რომ დავიწყეთ, სარდაფში წყაროს წავაწყდით. რადგან წყალს მიმართულება ვერ შევუცვალეთ, ამოვთახარეთ 1,3მ სიღრმის ორმო და წყალი დავაგროვეთ. არ ვიცოდით, წყალი სუფთა იყო თუ არა, ამიტომ შესამოწმებლად მასში თევზები ჩავუშვით. ანკარა აღმოჩნდა და შემდეგ ემბაზად ვაკურთხე. ამჟამად ამ წყალში კალმახები და დეკორატიული თევზები ბინადრობენ. პატარები ხედავენ თევზებს, უხარიათ და მოსწონთ წყალში მათთან ერთად ჩასვლა. ნათლობა უადვილდებათ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat