მადლობა უფალს, რომ ჩვენი ერი განსაცდელის დროს ქვეყნისა და პატრიარქის სიყვარულმა გააერთიანა
მადლობა უფალს, რომ ჩვენი ერი განსაცდელის დროს ქვეყნისა და პატრიარქის სიყვარულმა გააერთიანა
აფხაზეთშიც შევალთ და სამაჩაბლოშიც, მაგრამ განსაცდელით განწმენდილები
ჩვენ კიდევ ერთმა ომმა გადაგვიარა...

გვეგონა, ამ ომს ვეღარ გავუძლებდით... შევძელით... ცოცხლები დავრჩით და ვუყურებთ, ჩვენს მიწას სხვები როგორ ინაწილებენ... მაგრამ მაინც არ უნდა ვთქვათ, ასეთ სიცოცხლეს ფასი არ აქვსო... რახან ვცოცხლობთ, უთუოდ საჭირონი ვართ, რაღაც გვაქვს გასაკეთებელი და მისახედი, რაღაცაზე უნდა დავფიქრდეთ...

რაზე? ამის დანახვა ადვილი არ არის, მაგრამ უნდა დავინახოთ, უფალი დაგვანახებს, ოღონდ მივუახლოვდეთ...

სწორედ მაშინ, როცა რუსული თვითმფრინავები ჩვენს მიწაზე ყველაფერს ანგრევდნენ, ჩვენმა ორმა სულიერმა მამამ, პეტრე-პავლესა და ყოველთა წმინდათა ტაძრების წინამძღვრებმა: დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა და მღვდელმა იოანე წკეპლაძემ თბილისში ტაძრების აშენება დაიწყეს. მამა არჩილი მშვიდობის მომნიჭებელი წმინდა დების - მინადორას, მიტრადორას და ნიმფადორას სახელობის ტაძარს აშენებს, მამა იოანე - ყოველთა წმინდათა ტაძარს. მათ იციან, რატომ უნდა ვიცოცხლოთ, რატომ უნდა გავძლოთ ამ განსაცდელში... რა გვაქვს დასანახი და როგორ უნდა გადავრჩეთ...

სანამ წმინდა დების ტაძრის ახალჩასხმული საძირკველი მაგრდება და ყოველთა წმინდათა ეკლესიის გალავანი იჭრება, ხუთი წლის წინანდელ ამბავს გაგახსენებთ, რომელსაც სასწაულის ძალა უნდა ჰქონოდა და ღვთის მადლით ახლა უნდა აღსრულდეს...

2003 წელს სანკტ-პეტერბურგში კულტურის დღეებზე მიწვეულმა ქართველმა სასულიერო პირებმა სამი მცირეაზიელი წმინდანის - მინადორას, მიტრადორას და ნიმფადორას ხატი ჩამოაბრძანეს - უფალმა ამ ხატით საქართველოს მშვიდობა გამოუგზავნა და მის სახელზე ტაძარი უნდა აშენდესო...

უნდა გადავრჩეთ!
მამა არჩილი: - მაშინ მამა ილია ნასიძემ მიამბო, - პეტერბურგიდან მომავლებს თვითმფრინავის ტრაპთან მანქანით რუსი კაცი მოგვიახლოვდა და გვითხრა, დედაჩემი ღვთისმორწმუნე რუსი ქალი იყო. შვილი დიდხანს არ ეძლეოდა და მხოლოდ რუსი წმინდანის, სერაფიმე საროველის შემწეობით მოვევლინე ქვეყანას. წმინდანმა გამოცხადებით დედაჩემს უთხრა, - შვილს აუცილებლად ქართველი წმინდანის, გიორგი ათონელის სახელი უნდა დაარქვაო... სიცოცხლის ბოლოს კიდევ ერთხელ გამოეცხადა წმინდა სერაფიმე გიორგი ათონელსა და რომელიღაც ქართველ მეფესთან ერთად: გადაეცი მორწმუნეებს, დახატონ სამი მოწამე დის - მინადორას, მიტრადორას და ნიმფადორას ხატი და ივერიაში გაგზავნონ. ეს ქვეყნისთვის მშვიდობის მომნიჭებელი და ომების გამქარწყლებელი იქნება. ივერია კი ისე აყვავდება, როგორც ამ მეფის დროს იყოო... ხატი მე დავწერე და საქართველოში გატანთ. ეცადეთ, ტაძარი აუგოთ. თუ არა - ნიშში მაინც დაასვენეთო.

მას შემდეგ ხატი სვეტიცხოველში იყო დაბრძანებული. ომი რომ დაიწყო, ეს ამბავი უწმინდესს შევახსენე - გვაკურთხეთ, რომ ტაძარი ავაშენოთ-მეთქი... იმწუთშივე დაგვლოცა. პროექტი არქიტექტორმა არჩილ მინდიაშვილმა შეგვიდგინა - პატარა სამლოცველო იქნება პეტრე-პავლეს ეკლესიის მახლობლად, მაგრამ მჯერა, ამ წმინდანების მადლი შეეწევა ჩვენს ქვეყანას. უკვე საძირკველი ჩავყარეთ, ჯვარი დავდგით და ღვთის შეწევნით, შემოდგომის მიწურულს მშენებლობას დავასრულებთ. სამლოცველოში ჩვენი ხატმწერის მიერ დაწერილი ხატიც დაბრძანდება - მოწამე დების მარჯვნივ გიორგი ათონელი იქნება, მარცხნივ დიდი მეფე დავით აღმაშენებელი...

- რომელიც დაუმარცხებელი იყო... ჩვენ რა გვჭირს, მამაო, ამდენი განსაცდელი რამ მოგვივლინა?

- ჩვენმა საქციელმა, ეროვნული გრძნობების გაქარწყლებამ და კოსმოპოლიტიზმის ჩანაცვლებამ, ვნებების აყოლამ...

პატრიარქთან ერთად მოვიარე ნიქოზი. შემძრა თბილისის შემოსასვლელთან, რესტორნებში გამართულმა ლხინმა. მაგრამ განსაცდელში უფლის სიყვარულია. იოანე მახარებელი ამბობს, - ვინც მიყვარს, განვაგდებ, რათა შევიწყალოო... კარგად რომ გადახედო ჩვენს ცხოვრებას, კიდევ ღმერთმა დაგვინდო, მეტი ჭირი რომ არ მოგვწია... ჩვენთვის დათხეულმა წმინდა მოწამებრივმა სისხლმა, ქართველი მხედრობის სისხლმა უნდა გაგვწმინდოს - უთანასწორო ომში ისე იბრძოდნენ, მტერიც კი გააოგნეს... მადლობა ღმერთს, ასეთი სხვაც გვყავს - თუნდაც ის სამაჩაბლოელი ქართველები, რომლებმაც უკანასკნელ წამამდე საკუთარი მიწა არ დატოვეს და მოსწყდნენ კიდეც... ჩვენი სასულიერო პირები - მეუფე ისაია, რომლის ეპარქიაშიც გაიმართა ომი, მეუფე ანდრია, მათი სამღვდელოება და მონაზვნები არა მარტო პურს ურიგებდნენ მშიერ ხალხს და ანუგეშებდნენ, ბრძოლის ველიდან დაჭრილებიც გამოჰყავდათ, პატრონობდნენ. და - უწმინდესი - მან უპატრონა ამ განსაცდელისას საქართველოს, მამულისთვის თავშეწირულები მისი ლოცვითა და ძალისხმევით მიებარნენ სამარეს... ასე გაგრძელდება...

- განსაცდელიც?

- განსაცდელიც, იმიტომ, რომ ჯერ მამა-პაპათა სარწმუნოებას ვერ დავუბრუნდით. თუ მეტყვით, ასე არ არისო, მორწმუნეები ვართო, მართალი არ იქნება... ჩვენი რწმენა ზედაპირულია. ჩვენი სამშობლო დაფანტულია, მილიონზე მეტი კაცი უცხოეთშია წასული და მათი შვილები "მშობლიურ" ინგლისურ ენაზე ლაპარაკობენ. აქ დარჩენილებს კი ავიწყებენ მამა-პაპათა რწმენას. ჩვენს მტერს ასეც უნდა, - ქართველი ან უნდა გააქციოს, ან გადააგვაროს, დანარჩენები კი სასოწარკვეთაში ჩააგდოს ჩვენი მამულის დაწიოკებითა და შევიწროებით. რით უნდა მოვერიოთ ყოველივე ამას? რწმენა უნდა დავუპირისპიროთ. მაშინ როგორც ნათელსა ვერ ეწევა ბნელი, ისე ყოველივე ჭირი ვერას გვიზამს. უცხოეთში წასულებიც მშობლიურ ძირებს უნდა დაუბრუნდნენ... შიმშილით არავინ დაიხოცება, სულით სიკვდილი კი საშიშია. ამისგან რწმენა დაგვიხსნის. როდესაც ერთი თავდაჯერებული ბერი მეუდაბნოე ბერს შეხვდა, ჰკითხა, - სახარებაში წერია, უკეთუ მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა გექნება და მთებს მოუწოდებ, წამოვლენ და ზღვაში დაინთქმებიან. ეს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთო? მეუდაბნოემ გამოართვა სახარება და კითხვა დაიწყო. მთებმა გვრგვინვა იწყეს. მეუდაბნოემ პირჯვარი გარდასახა და მთები დადუმდნენ. რას შვრები, მამაოო? - გაოგნებულმა ჰკითხა მეორემ. შენს ნათქვამს ვამოწმებო, იყო პასუხი. აი ეს არის სახარების რწმენა.

KARIBCHE

ჰოი, წმინდანო მოწამენო მინადორა, მიტრადორა და ნიმფადორა! მარგალიტნო სარწმუნოებისა და სიწმინდისანო, ევედრენით უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა ბრძოლასა შინა და ჟამსა მშვიდობისასა დაცუად მოყვასისა ჩემისა და ჩემ ცოდვილისაცა, და განბრწყინდეს ქუეყანაი ესე, წილხდომი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელისა...

ჩვენ ამ დღეებში ვთარგმნეთ დაუჯდომელი საგალობელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი. ეს ვედრებაა ღვთისმშობლის მიმართ, რომ ჩვენს ერს ქრისტესმიერი ნათელი მიანიჭოს, მოძღვრებს - თავმდაბლობა და საღვთო მოშურნეობა, ხოლო ხელისუფლებას ქრისტეს სიყვარულით გონება გაუნათოს - როცა ბრძოლის ველზე დახოცილი მამულიშვილები გიწევს, თვითმფრინავები ბომბებს გაყრიან და გხოცავენ, არ შეიძლება, ხალხი ძალაუფლების განსამტკიცებლად შეკრიბო... მადლობა უფალს, რომ ჩვენი ერი განსაცდელის დროს ქვეყნისა და პატრიარქის სიყვარულმა გააერთიანა...

დიდი საფრთხე გველის - ჩვენი ზღვის სანაპიროებზე ამერიკული ხომალდებიც დგანან და რუსულიც... ჩვენს მიწას ლელოდ გადაქცევა ემუქრება... უნდა გადავრჩეთ...

- ძნელია, მამაო...

- ძნელია, მაგრამ უფლის ნებაა. უფალმა კი ინება, რომ ივერია გაბრწყინდეს... ჩვენ არც რუსი გვიპატრონებს - მას მარტო ჩვენი მიწა უნდა და არც დასავლეთი - ქართველობა მათთვისაც უცხოა - მათთვისაც მიწაა მთავარი... ჩვენ სხვა გზა გვაქვს, იმათ - სხვა. მათზე წინასწარმეტყველებანი სხვაა - ჩვენი ხალხის გასამხნევებლად ვთარგმნეთ წინასწარმეტყველთა წიგნი "ეკლესიები აგვიტირდებიან". ეს ირინეოს ლიონელის სიტყვებია. წინასწარმეტყველები წერენ, რუსეთი შაგრენის ტყავივით დაპატარავდება, დაკარგავს ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთს, კურილიის კუნძულებს. კარგი დღე არც ამერიკას ელის. იერუსალიმთან, წმინდა აბრაამის გზაზე, მონასტრის ნანგრევებში ნაპოვნი წინასწარმეტყველება ამერიკის კონტინენტსაც მრავალ განსაცდელს უქადის.

ჩვენ მამა-პაპის რწმენა გადაგვარჩენს. ღრმად უნდა ვიწამოთ, რომ თუნდაც ერთი მართალი, პატიოსანი, ქრისტესა და მამულის სიყვარულით აძგერებული გული ბევრ რამეს შეცვლის. მოვა დრო და ივერიას მეფე ეყოლება, რომელიც ამ ქვეყანას ეკლესიასთან ერთად ფეხზე დააყენებს... აფხაზეთშიც შევალთ და სამაჩაბლოშიც, მაგრამ განსაცდელით განწმენდილები. ეს ყველაფერი იქნება... ჩვენ გვეჩქარება, მაგრამ უფალს არ ეჩქარება... წინ დიდგორი გვაქვს. სამი წმინდა მოწამე დის მადლი შეეწიოს საქართველოს, მათი ლოცვა გვფარავდეს...

ღვთის იმედით ვაშენებთ
- მამა იოანე, გული გამინათდა, ზემო ფონიჭალაში ტაძრის ასაგებად მოტანილი ქვა და ქვიშა რომ დავინახე. ხელს ვინ გაგიმართავთ?

- ღვთის იმედით ვაშენებთ. როცა ინგრევა, სწორედ მაშინ უნდა აშენო, რომ მტერმა თქვას, არ დაცემულანო. მადლმოსილ მიწაზე ვაშენებთ, აქ ათასობით კაცი ცხოვრობს... წლების წინ სანთლის დასანთები ადგილიც საძებარი იყო და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სკოლის შენობაში გავხსენით ყოველთა წმინდათა სამლოცველო... მაგრამ ტაძარიც ხომ უნდა აშენებულიყო... მიწა მოვძებნეთ. იყო დაბრკოლებები ეკლესიისთვის მის გადაცემაზე, მაგრამ ღმერთმა ინება და დაგვიმტკიცეს... გალავნის საძირკველი უკვე გავჭერით. ქვა და ღორღი ერთმა მადლიანმა კაცმა შემოგვწირა... მეგობრები გვეხმარებიან, მოსახლეობაც გვერდით დაგვიდგა, 50 თეთრიც კი დიდი შენაწირია. მინდა, რომ თავისი ტაძრის მშენებლობაში ხალხს ედოს წილი. ტაძარი დიდი იქნება - 400 მომლოცველი დადგება, ზარების ხმა შორს უნდა ისმოდეს, თბილისის აღმოსავლეთის კარს სალოცავები აკლია. ბევრი განსაცდელი გვაქვს და რწმენაში განმტკიცებამ უნდა გადაგვარჩინოს.

- ზემო ფონიჭალის შემოგარენი აღმოსავლეთიდან შემოჭრილი მტრის სათარეშო იყო, ალბათ მათ დაანგრიეს ძველი ტაძრები...

- ასეა. აქ ახლომახლო მხოლოდ თელეთის მთაზე დგას წმინდა გიორგის სალოცავი. ნანგრევებიც არის შემორჩენილი, ზემო ფონიჭალის ბორცვზე ძველი ტაძრის საძირკველში ახლაც დევს დიდებული ჩუქურთმით შემკული ქვა. რამდენიმე ათეული წლის წინ ამ მიწაზე ქართველი კაციც აღარ ცხოვრობდა. მოგვიანებით ჩასახლებულმა ბერძნებმა გვითხრეს, გადმოცემით ვიცით, რომ მაგ ჩუქურთმიანი ქვის ადგილზე წმინდა ღვთისმშობლის ტაძარი იდგაო. ცოტა მოვძლიერდებით და იქაც ავაშენებთ ღვთისმშობლის სახელობის მონასტერს... ვილოცებთ, ხრიოკს მწვანით შევმოსავთ, მიწას გავანედლებთ. სპარსელები, არაბები, თურქ-სელჩუკები, თათარ-მონღოლები აღმოსავლეთის გზით მოთარეშობდნენ და სისხლის ტბებს აყენებდნენ. აღა-მაჰმად ხანი სწორედ ზემო ფონიჭალაში, შავნაბადას მთაზე დაბანაკდა და იქიდან აწიოკებდა თბილისს. მხოლოდ წმინდა გიორგის შეწევნით განეშორა საქართველოს. დღევანდელ მტერსაც მოვიშორებთ და მთელი საქართველო ჩვენი იქნება. ოღონდ, თუ ღირსნი ვიქნებით...

KARIBCHE- რწმენაში განმტკიცებას გულისხმობთ, მამაო, ალბათ...

- სხვა რა უნდა იგულისხმოს დღეს საქართველომ?! ეკლესია სულ იმაზე წუხს, რომ წინაპართა რწმენას დავშორდით... ურწმუნოებით სასოწარკვეთილები აქეთ-იქით ვიფანტებით. სადაც ყოველთა წმინდათა ტაძარს ვაშენებთ, იქვე, რამდენიმე მეტრში, აზერბაიჯანელების სოფელია... მოვიდნენ და გვითხრეს, - თუ გინდათ, ეკლესიის აშენებაში დაგეხმარებითო. მაგრამ ამ სოფელში იეღოველებსაც აქვთ უზარმაზარი რეზიდენცია ნაყიდი და ჩვენ რომ ზარს ვრეკავთ, ფანჯრებს კეტავენ... ისინიც ქართველები არიან... ზარი ეკლესიის ხმაა - მოდით, უფალს ნუ განეშორებითო, მოუხმობს და ისინი კარ-ფანჯრებს უკეტავენ...

ღვთისმშობლის წილხვედრი ჩვენი მიწა ხელიდან ხელში გადადიოდა და უფლის შემწეობით კვლავ ვიბრუნებდით, ღვთის რწმენა გვქონდა და იმიტომ... ჩვენი მეფეებიც კი მედავითნეებად იდგნენ ტაძრებში, არაერთი ბერად აღკვეცილა და სენაკში ლოცულობდა ქვეყნისთვის. ერი, ღვთის წესით, ომის დროს ომობდა, ლხინის დროს ილხენდა, გლოვის დროს კი გლოვობდა... უწმინდესმა გვაკურთხა, - ცოცხალ ჯაჭვში ჩადექით და ილოცეთო. ჩვენ კი, ბევრმა, ცეკვა-თამაში გავმართეთ... მამულიშვილთა მოსრვა ტკივილია, მაგრამ ისინი მამულს შეეწირნენ. ჩვენი დედები კი თავად იწყვეტენ მუცლად მყოფ შვილებს. წელიწადში 150000 აბორტი კეთდება საქართველოში. ეს ერის უმძიმესი ტვირთია. უფალმა თავად იცის, ვინ რამდენი და როგორი გაზარდოს. ბეთჰოვენის დედა ტუბერკულოზით იყო დაავადებული, მამა - ბევრად უფრო მძიმე სენით და უფალმა მაინც მოავლინა ბეთჰოვენი... ჩვენ მხოლოდ ქრისტეს სიყვარული და შვილთა სიმრავლე გადაგვარჩენს... ახლა ავდექი, ჩვილთა ფოტოები ჩარჩოებში ჩავსვი და ზედ დავაწერინე: "დედა, ნუ მომკლავ!" იმ სამედიცინო დაწესებულებებში უნდა დავკიდო, სადაც დედები აბორტს იკეთებენ - თუ ადამიანის სისხლი აქვთ, ამას რომ ნახავენ, შვილის მოკვლას გადაიფიქრებენ, თუ არადა, უფალი ხომ ყოველივეს ხედავს...

რწმენით ყოველივე აღესრულება... უფალი კეთროვანს კურნავდა, მიცვალებულს აღადგენდა. სამშობლოსაც დაგვიბრუნებს... ღვთის მადლით, ჩვენში არის რწმენის აღორძინების მადლი - ტყუილად არ დაიქცა მამულიშვილთა სისხლი, არც თავგანწირვა ჩაივლის ფუჭად. წმინდა ქეთევან დედოფალს უთხრეს, ყოველივე სიკეთეს მოგანიჭებთ, ოღონდ სჯული დათმეო და არ დათმო - თავი გაიმეტა... ჩვენ მისი შთამომავლები ვართ. კოდორელ ქართველებს შესთავაზეს, - რუსული პასპორტები აიღეთ და ხელს არ გახლებთ, სახლ-კარს შეგინარჩუნებთო, მაგრამ მოღალატეობა არ ინდომეს, ყველაფერზე უარი თქვეს და ცარიელ-ტარიელი ცხოვრობენ ლტოლვილობაში... აი, ასეთი მაგალითიც ბევრია... ამ მადლის გამრავლებაა საჭირო, იმიტომაც ვაშენებთ ომის დროს ეკლესიას, ეს ძალაა - მტერი შეხედავს და იტყვის, ეს ხალხი ძლიერია და ვერ მოვერევიო. ესეც ბრძოლაა და მახვილი რწმენისა და სამშობლოსთვის.

ესაუბრა
ეთერ ერაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat