ძველი თბილისის ტაძრები
ძველი თბილისის ტაძრები
ჟამთა სვლა განსაკუთრებით ჩვენს ეკლესია-მონასტრებზე აისახა. ამას მოწმობს სახეშეცვლილი და დანგრეული ტაძრების სიმრავლე. ტაძრისთვის ფუნქცია რომ მოეშალათ, საბჭოთა პერიოდში მას სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებდნენ. ბილწავდნენ წმინდა ტრაპეზს და ცდილობდნენ, ხალხისთვის რწმენა და ღვთის სიყვარული დაევიწყებინათ. სულიერებასთან ბრძოლა კარგა ხანს გრძელდებოდა. ისტორიამ კი ამ მტკივნეული ფაქტების შესახებ ცნობები შემოგვინახა.

XIX საუკუნის დამდეგს თბილისში ბევრი ეკლესია იყო. 30-იანი წლების ერთ-ერთი საბუთის მიხედვით "უპირველესი ტფილისსა შინა არს დიდი ეკლესია გუმბათიანი სიონად წოდებული, ყვითლის ქვით-კირით და ყვითლის ქვით ნაშენი". უმთავრესი იყო ასევე მეტეხისა და ანჩისხატის ტაძრები. მნიშვნელოვანია, რომ მაშინდელმა უმაღლესმა მთავრობამ თანხა გაიღო და ჯერ კიდევ თავად პავლე ციციანოვის (ციციშვილის) სიცოცხლეში სიონის ტაძარი შეაკეთა და აღადგინა კიდეც. მეტიც, 1812 წელს სიონის სამრეკლო ააგო. მისი პროექტი პეტერბურგიდან გამოგზავნეს. სამრეკლოს ასეთი წარწერა აქვს: "დროსა ალექსანდრე პირველისასა, იმპერატორისა ყოვლისა როსსიისა, აღშენდა უწმინდესის სინოდის ჩუენის მცხეთის მიტროპოლიტისა, ქართლისა და კახეთისა და სრულიად საქართველოისა ექსარხოსისა და კავალერისა ვარლამ ქსნის-ერისთავის დავითის-ძისაგან".

კარის წმინდა გიორგის ეკლესია საფუძვლიანადაა გადაკეთებული. 1837 წლის თბილისის სიძველეთა აღწერა ამ ეკლესიას უკვე დღევანდელი სახით წარმოგვიდგენს: "ტფილისსა შინა არს მეფეთ კარის საყდრად ყოფილი ეკლესია - ქვით-კირისა სიონურად. ამას ეკლესიასა ზედა ჰსდგას ერთი საჯუარე, მცირე გუმბათი და ერთი პატარა სამრეკლო."

პლატონ იოსელიანის ცნობით, სამების ეკლესიის კარიბჭე 1790 წელს აუგია თბილისის მკვიდრს პეტრე აღნიაშვილს, პეტრე ყარაულად წოდებულს. პეტრეს შვილმა შიომ მოაწყო ეკლესიის კარიბჭე სამრეკლოთურთ.

მთაწმინდის მამადავითის ეკლესია აგებულია 1810 წელს. აშენებული იყო კირით, გაჯით და აგურით. გადახურული "ხის ჭერით, უგუმბათოდ მიმსგავსებითა სახლისათა". წერილობით ცნობებში მოიხსენიება აგრეთვე 1805 წელს ავლაბარში აგებული ეკლესია მიქაელ მთავარანგელოზის სახელობისა; მღვდლის პეტრე იმნაძის თაოსნობით აგებულია ეკლესია ჯუარის გამოჩენისა - "უგუმბათო, სიონური, პატარა ქვითკირისა".

რუსული სტილისა იყო კალოუბნის ეკლესია (რომელიც კინოთეატრ "რუსთაველის" ადგილას იდგა).

***
506 წლისთვის ერთ-ერთი საეკლესიო კრების მონაწილედ თბილისის ეპისკოპოსიც მოიხსენიება. როგორც ჩანს, ვახტანგ გორგასლის მეფობის უკანასკნელ წლებში თბილისში ქალაქის ქრისტიანული მოსახლეობის საეკლესიო ხელისუფლის თანამდებობა დაუწესებიათ. საეპისკოპოსოები მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში არსებობდა. VI საუკუნის II ნახევარში თბილისში ქართლის ერისმთავრებს საეპისკოპოსო კათედრალის - "დიდი ეკლესიის" ანუ სიონის მშენებლობა დაუწყიათ. ზოგიერთი ისტორიკოსის გამოანგარიშებით, სიონის მშენებლობა 64 წელს გაგრძელებულა და მხოლოდ VII საუკუნის 20-იან წლებში დაუსრულებიათ. სიონის ტაძრის განახლებასა და შეკეთებაზე მეტყველებს მის კედლებზე დაცული წარწერები. ერთი წარწერა გვამცნობს, რომ თბილელ ეპისკოპოსს ელისე საგინაშვილს 1657 წელს მეორედ აუშენებია სიონის გუმბათი, მოუხატვინებია და მოურთავს სამხრეები და კარიბჭე. მეორე წარწერა, რომელიც ვახტანგ VI-ს ეკუთვნის, 1710 წელს არის ამოკვეთილი და ისევ სიონის განახლებაზე მოგვითხრობს. ამის შემდეგ გაძარცვეს და დაანგრიეს სიონი, განსაკუთრებით 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს. ამიტომაც ხელახლა იწყება ზრუნვა მისი აღდგენა-განახლებისათვის.

***
VI საუკუნის დამდეგისთვის აშენდა ანჩისხატის ტაძარი. ეს სახელწოდება ტაძარმა XVII საუკუნეში მიიღო, რადგან აქ სამხრეთ საქართველოდან, ანჩიდან გადმოასვენეს ხატი. მანამდე მას "ზარის ეკლესია" ერქვა.

1664 წელს ქართლის კათალიკოსმა დომენტი III-მ თბილისელი ვაჭრისგან შეიძინა სამცხიდან, ანჩის მონასტრიდან ჩამოტანილი ბექა ოპიზრის მოჭედილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი. ხატის ახალ ადგილსამყოფლად საკათალიკოსო ტაძარი - ყოვლადწმინდა მარიამის შობის ეკლესია შეირჩა. ამ დროიდან დამკვიდრდა მისი სახელი - ანჩისხატის ეკლესია. არაბთა ბატონობის პერიოდში ანჩისხატი იყო საქართველოში ერთადერთი ტაძარი, სადაც ღვთისმსახურებს ეძლეოდათ ზარების დარეკვის უფლება.

ერთხანს ანჩისხატის ეკლესია სასულიერო და კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. აქვე ზრდიდნენ ქართველ უფლისწულებს. XVII საუკუნეში სამცხიდან ჩამოსული მღვდლის, პეტრე მოსხის შთამომავლებმა შესანიშნავი კალიგრაფების, ალექსი-მესხიშვილების დინასტიას ჩაუყარეს საფუძველი. 1755 წელს ერეკლე II-ის ხელშეწყობით ტაძართან საერო სკოლა და სასულიერო სემინარია ჩამოყალიბდა. ანჩისხატის ეკლესიის ეზოში მდგარ სემინარიის შენობას ასეთი წარწერა ჰქონდა: "ვითარ საშინელი არს ადგილი ესე! ესე არა რა არს, გარნა სახელი ღვთისა და ესე ბჭე ზეცისა. მეფობასა თეიმურაზისასა და ძისა მისისა ერეკლესასა, პატრიარქობასა ანტონისსა, 1755 წლის 9 იანვარს". სემინარიამ აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამდე (1795წ.) იარსება. მაშინ ეკლესია ძალიან დაზიანდა და XIX საუკუნის დასაწყისში აღადგინეს, ტაძარიც თავიდან მოხატეს. 70-იან წლებში ანჩისხატი ისევ შეაკეთეს. ამ დროს მას ყალბი გუმბათი დაადგეს და მრავალსართულიანი სამრეკლო მიაშენეს. ტაძარს რესტავრაციის შემდეგ დომენტი კათალიკოსის დროინდელი სახე დაუბრუნდა.

***
უძველესი ციხე, რომელიც თბილისში აშენდა, იბერის ციხედ იწოდებოდა. ამჟამად ამ ციხის მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი სოლოლაკის ქედის მთებზე, სახელიც შეეცვალა და იმ მიდამოებს ნარიყალას უწოდებენ.

მას შემდეგ, რაც თბილისში არაბთა ამირამ დაისადგურა, აქ გაჩნდა მისი (ისევე, როგორც ქართლის ერისმთავართა) რეზიდენცია. არაბი ხელისუფლის საცხოვრებელი, რომლის ეზოშიც მოჰკვეთეს თავი აბო თბილელს, მის მახლობლად უნდა მდგარიყო. "აბო თბილელის წამების" მიხედვით, იმდროინდელ თბილისში რამდენიმე ეკლესია იყო. "აბომ განიძარცვა სამოსელი თვისი და განსცა იგი სავაჭროდ, რაითა უყიდონ მას სანთელად კერეონები და საკუმეველი, და წარსცა ყოველთა მათ ეკლესიათა ქალაქისათა". საფიქრებელია, რომ ზოგი მათგანი გუმბათოვანი იქნებოდა.

KARIBCHEVI საუკუნესვე მიეკუთვნება ქვაშვეთის პირველი ეკლესიაც, რომელიც მაშინ ქალაქგარეთ იდგა. ეს იყო მცირე ჯვრის ფორმის ტაძარი. მის ადგილას იმავე გეგმით ააშენეს ახალი ეკლესია, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში - ახლანდელი "ქვაშვეთი".

მეტეხის ძირში მდებარეობდა "ხიდი ქალაქისა", ხოლო თავად მეტეხის ტაძრის ადგილას, "პირსა ზედა კლდისასა, რომელ არს კბოდე, კლდე მდინარისა მის დიდისაი", ყოფილა "სადილეგო" და სასაფლაო (საგოდებელი).

***
გვესაუბრება ისტორიკოსი ელდარ ბუბულაშვილი:

- 1923 წლიდან ჩვენს ქვეყანაში მართლმადიდებლური ტაძრების ნგრევა დაიწყო. თბილისში თითქმის ყველა ტაძარს ფუნქცია დაუკარგეს. შეეცადნენ მეტეხის დანგრევასაც, მაგრამ ქართველმა საზოგადო მოღვაწეებმა გადაარჩინეს. თუმცა, ბევრი ეკლესია, რომელიც დედაქალაქს ამშვენებდა, ისტორიას შემორჩა. ლესელიძის ქუჩაზე, დღევანდელი სკოლის შენობის ადგილას პატარა ტაძარი იდგა. პატარა ტაძარი იყო თავისუფლების მოედანზე - ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილას. მთავრობის სასახლის ადგილას იდგა 1897 წელს აშენებული სამხედრო ტაძარი. მას მეტად ლამაზი გალავანი ამშვენებდა. სამხედრო ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1859 წელს, როდესაც შამილი დაატყვევეს ღუნიბში, ამიტომ უწოდეს წინამდებარე მოედანს ღუნიბის მოედანი. ტაძარი უნდა აშენებულიყო კავკასიის დაპყრობის სიმბოლოდ. გალავანზე მიკრული იყო ის იარაღი, რომლითაც რუსებმა კავკასია დაიპყრეს. 1931 წელს ამ ტაძრის დანგრევა გადაწყდა. შემორჩენილია მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტური კადრები სამხედრო ტაძრის დანგრევისა. ტაძრის ქვედა სართულს ვერაფერი მოუხერხეს და ამიტომაც დღევანდელი პარლამენტის შენობის კიბეები იმ ძველი ტაძრის კედლებს ეფუძნება. აქვე იყო იუნკრების სასაფლაოც. გასაბჭოების პერიოდში ამ ტაძარში შეყარეს ყველა სიწმინდე - ხატები, ალბათ წმინდა ნაწილებიც. მცირე ნაწილმა მუზეუმებში დაიდო ბინა, დანარჩენები უგზო-უკვლოდ განიავდა. სამუზეუმო დავთრებში ძალიან მცირე ნაწილია აღნიშნული. საფიქრებელია, რუსეთში გაიტანეს, ან თავადვე დაიტაცეს. სხვათა შორის, სამხედრო ტაძრის დიდი ჭაღი ახალ მთავრობის სახლში გადაუტანიათ. ვერაფერი მოუხერხეს კედლებს. რუსულ ჯარს თან ახლდნენ პოლკის მღვდლები, სასულიერო პირები. ჩვენში შემოსულმა რუსის პოლკის მღვდლებმა 1801 წელს ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარი თავიანთ ეკლესიად აქციეს, რამაც ქართველების გულისწყრომა გამოიწვია. როდესაც კავკასია დაიპყრეს, ახალი ტაძარი ააგეს. XX საუკუნის დასაწყისში აქ ქართველი მღვდელიც წირავდა.

დემოკრატიული საქართველოს პერიოდში მთავრობა ნაკლებად აქცევდა ყურადღებას ეკლესიებს. დამოუკიდებლობის პირველ წლებში აქ მოღვაწეობდა რუსი მოძღვარი. კათოლიკოს-პარტიარქ კირიონის მკვლელობის შემდეგ რუსი მოძღვრები გააძევეს საქართველოდან. შემდეგ სამხედრო ტაძრის წინამძღვარი გახდა მამა ნიკიტა თალაკვაძე.

წარსულში დარჩა კინოთეატრ "რუსთაველის" ადგილას მდგარი კალოუბნის ეკლესია. გადმოცემის მიხედვით, ამ ადგილას მტრებს ბავშვები კალოდ გაულეწავთ და მათ სახსოვრად აუგიათ ეს ტაძარი. შემორჩენილია ეკლესიის ფოტოსურათი. აქ სასაფლაოც ყოფილა. 30-იანი წლების ბოლოს, როდესაც ტაძარი დაანგრიეს, მიცვალებულებს სხვა ადგილი მიუჩინეს. აქ იყო დაკრძალული პიესა "სამშობლოს" ავტორი დავით ერისთავი, რომელიც მერე მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.

ბოლშევიკებმა ანჩისხატს, ლურჯ მონასტერს, იოანე ნათლისმცემლის, მიხეილ ტვერელის ტაძრებს დანიშნულება შეუცვალეს და სახელმწიფო დაწესებულებად აქციეს. ანჩისხატის ტაძარში 30-იან წლებში ათეიზმის მუზეუმი იყო გახსნილი, ლურჯ მონასტერში - სამედიცინო მუზეუმი. ეს ტაძრები ამ სახეცვლილებამ გადაარჩინა განადგურებას.

დღევანდელ ახვლედიანის ქუჩაზე XIX საუკუნის ბოლოს ააგეს ტაძარი კავკასიაში მართლმადიდებელი სარწმუნოების გამავრცელებელი საზოგადოებისთვის, რომელიც მერე საცხოვრებელ სახლად გადააკეთეს. აქ ცხოვრობდა ანდრია ბალანჩივაძე.

მეცნიერებათა აკადემიის გვერდით მდებარე სამსართულიანი შენობის ადგილზეც კავკასიაში მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმდგენელი საზოგადოების გუმბათიანი ეკლესია იდგა. მათ ჰქონდათ ტაძარი სიონის ტაძრის ახლოს. ახლა მის ადგილას საცხოვრებელი სახლი და სხვა შენობა დგას. ცნობილია ისიც, რომ ხელოვნების მუზეუმის ადგილას მეტად ლამაზი ტაძარი იყო აღმართული. 1909 წლიდან 1917 წლამდე დღევანდელი მე-9 საავადმყოფოს ადგილას სასულიერო სემინარია იყო. იქვე იდგა სამლოცველო. სასიხარულოა, რომ დღეს, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, აქ სალოცავი აღდგა და მორწმუნეები მადლის მისაღებად მოდიან. სამლოცველო იყო უნივერსიტეტშიც.

როგორც ვხედავთ, ჩვენი დედაქალაქი წარსულშიც ამაყობდა დიდებული მადლიანი ტაძრებით. ისევე, როგორც სრულიად საქართველოს, თბილისსაც აქვს ტკივილიანი წარსული...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat