"შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა, უფალო"
"შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა, უფალო"
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრები
თბილისის სიონი
მტკვრის მარჯვენა ნაპირზე სიონის საკათედრო ტაძრის მშენებლობა VI საუკუნეში ქართლის ერისმთავრის გუარამ კურაპალატის დროს დაიწყო და VII საუკუნის 20-იან წლებში ადარნასეს ერისმთავრობისას დასრულდა. ტაძარი საქართველოს მტრებს ბევრჯერ დაურბევიათ, ამიტომ იგი რამდენიმე სამშენებლო ფენისგან შედგება.

საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ მმართველმა თავადმა ციციანოვმა სიონის ტაძარს "რემონტი" ჩაუტარა. 1803 წელს ეკლესია მოიხატა. XIX საუკუნის 50-იან წლებში თავადმა გრიგოლ გაგარინმა სიონი ხელახლა მოხატა.

1867 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ განახლებული სიონის ტაძარი აკურთხა და საღვთო ლიტურგია აღასრულა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების შემდეგ ინტენსიურად წარიმართა სიონის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები.

თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ინახება ჯვარი ვაზისა, რომელიც ქართველთა განმანათლებელს, წმინდა ნინოს იერუსალიმში ღვთისმშობელმა გადასცა. ცენტრალური ტაძრის კანკელის სამხრეთით, კედელში, წმინდა თომა მოციქულის თავის ქალა ასვენია. სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს სახელოვანი შვილები, მეფეები და კათოლიკოს-პატრიარქები განისვენებენ. სწორედ აქ არიან დასაფლავებული წმინდა მღვდელმთავარი იოანე მანგლელი, კათოლიკოს-პატრიარქი წმინდა ამბროსი (ხელაია)...

KARIBCHEმეჯვრისხევის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
ამ ტაძარზე მონაცემების შეგროვებას ვცდილობ: "არქიტექტურის ძეგლი, დგას პატარა მეჯვრისხევში, უკუღმა უბანში. მისი ზომებია 12.35მX7.40მ. ნაგებია აგურით, რიყის ქვითა და ნაწილობრივ თლილი ქვის კვადრებით. აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, მის მარჯვნივ და მარცხნივ კი - ნიშები. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში ორ-ორი სარკმელია დატანებული. ეკლესიის შიგნით დევს საფლავის ქვა, რომელზეც მისი აღმშენებლის სახელი წერია. წარწერა სატეხითაა წაშლილი. შენობას ორფერდა კრამიტიანი სახურავი აქვს. იგი შედარებით უკეთაა შენახული. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებზე, გარედან, ბერძნული ჯვრებია გამოსახული. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთით აქვს.

მართალია, ძეგლს სამშენებლო წარწერა არა აქვს, მაგრამ თარიღი ზუსტად დგინდება ზეპირგადმოცემის მეშვეობით. მშენებლობაში მონაწილეობდა დავით ქრისტეფორეს ძე სუხიშვილი, დაბადებული 1865 წელს. დავითის ჩამომავლობას ახსოვს მისი მონათხრობი იმის შესახებ, რომ ეკლესიის მშენებლობის დროს ის 15 წლისა ყოფილა. გამოდის, ტაძარი დაახლოებით 1880 წელს არის აგებული.

ეკლესიის მშენებლობის ინიციატორი და დამფინანსებელი - მახათაძეების წინაპარი, ხოლო მუშების დამპურებელი ქრისტეფორე ივანეს ძე სუხიშვილი ყოფილა".

გავესაუბრე მახათაძეების გვარის წარმომადგენელსაც, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ქალბატონს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ტაძარი XVIII-XIX საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. აქ ინახება უძველესი ხეზე ნაკვეთი ხატები მაცხოვრის, მთავარანგელოზ მიქაელისა და წმინდა გიორგის გამოსახულებით.

ტაძარი რესტავრაციას საჭიროებს.

ვარიანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
"ვარიანი, ვარიანი,
უტყეო და ქარიანი.
მებატონე ჩამოივლის ვარიანსა,
წიოკობას აუტეხავს ქათამსა და ვარიასა".


ასე პოეტურად გამოუთქვამთ ვარიანელებს თავიანთი გასაჭირი.

ვაკეზე მდებარე ღარიბი სოფელია ვარიანი, თუმცა იქაურებს არ დანანებიათ, საკუთარი მწირი შესაძლებლობა სოფლის ეკლესიის მშენებლობისთვის მოეხმარებინათ.

KARIBCHEტაძრის ერთ-ერთ კედელზე ვკითხულობთ: "ესე ღვთისმშობლის ეკლესია აღვაშენეთ ერთობითა ვარიანის მცხოვრებელთა". თუმცა ვარიანელები დღესაც თვლიან, რომ ტაძარი სიმონ გოგებაშვილის, დიდი იაკობის მამის, აშენებული უნდა იყოს. სიმონი ხომ სწორედ მათ სოფელში უკურთხებიათ მღვდლად და წლების განმავლობაში აქ ემსახურებოდა ღმერთსა და ხალხს.

ტაძარი 1835 წელს არის აგებული, 1990 წელს კი, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმთან ერთად, ისიც აღადგინეს.

გვიამბობს ბატონი ვაჟა კოკაური, რომელიც ოთხი ათეული წელი ხელმძღვანელობდა ამ სახლ-მუზეუმს: "გადმოცემით გამიგია, რომ 28 აგვისტოს, მიძინების დღესასწაულზე, აქ დღეობა იმართებოდა, მართალია, კომუნისტებმა შემდეგ 7 ნოემბერი დააწესეს, მაგრამ ვარიანელები მარიამობას მაინც აღნიშნავდნენ.

ასეთი ამბავიც გამიგონია: ერთ-ერთი თავდასხმის დროს ლეკებმა ტაძრიდან სხვა სიმდიდრესთან ერთად ხატიც გაიტაცეს. ვის ოჯახშიც შესულა, ძალიან ცუდად წასვლია საქმე. ერთ ლეკს დასიზმრებია, რომ ხატი დაბრუნებას ითხოვდა, თანაც მოზვერის რქებზე უნდა დაემაგრებინათ და ისე გამოესტუმრებინათ. ასეც მოიქცნენ. იარა ხარმა, იარა და მოვიდა აქ, ტაძრის ეზოში. ერთი დაიბღავლა, დაეცა და მოკვდა. ჩამოხსნეს ხატი და ტაძარში მიაბრძანეს".

ატენის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუში ატენის სიონი, საუკუნოვანი ქარტეხილების მიუხედავად, დღესაც აოცებს მნახველს.

ატენის სიონი ისტორიულ შიდა ქართლში, გორიდან 12 კმ-ის დაშორებით, მდინარე ტანას შუა წელზე, მის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. VII საუკუნის მეორე ნახევრის ეს ნაგებობა მცხეთის ჯვრის არქიტექტურულ ტიპს იმეორებს, თუმცა რამდენადმე შეცვლილი პროპორციებით. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ცენტრალურგუმბათოვანი ტაძარი (სიმაღლე - 22 მ, სიგრძე-სიგანე - 24მX19მ) გრანდიოზულ ხელოვნურ ბაქანზეა აგებული.

ტაძრის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოიკვეთა თავდაპირველი ბაზილიკის ნაშთი. გაირკვა, რომ აქ V საუკუნეში ბაზილიკური ტიპის ეკლესია მდგარა, რომლის ნაადგილარზეც VII საუკუნის მიწურულს გუმბათოვანი ნაგებობა აღუმართავთ ქართლის ერისთავებს ნერსესა და მის ძეს სტეფანოზ მამფალს.

KARIBCHEარქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი ტაძრის ნაშთების თარიღის დადგენაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება იქ აღმოჩენილ თიხის სარკოფაგს. ასეთი ტიპის სარკოფაგები IV-V საუკუნეებში ყოფილა გავრცელებული შიდა ქართლში, VI საუკუნიდან კი საერთოდ აღარ იყენებდნენ.

ატენში ბაზილიკური ნაგებობის არსებობა წერილობითი წყაროებითაც დასტურდება, რის შესახებაც ცნობებს გვაწვდის სირიული ეპისტოლე, რომელიც ბეით მარ ისააკ გაბულელის მონასტრის წინამძღვარ თომას ეკუთვნის. ამ დოკუმენტის მიხედვით, ამ მონასტრის ეპისკოპოსი სვიმეონი VI საუკუნის 40-50-იან წლებში ჩამოსულა საქართველოში, ტანას მონასტერში, და შეკრებილ ეპისკოპოსებს ანათემაზე გადაცემით დამუქრებია. ზუსტი ცნობები იმის შესახებ, თუ რა მოხდა ატენის საეპისკოპოსოში კრების შემდგომ, ცნობილი არ არის. ვინ იცის, რა ბედი ეწია მაშინ ტაძარს. ძირფესვიანად დანგრეული ბაზილიკის ნაშთი იქნებ მკაცრი საეკლესიო განაჩენის შედეგიც იყო...

ატენის სიონი ქართული კულტურის მრავალმხრივ საყურადღებო და გამორჩეული ძეგლია. ტაძრის კედლებზე დაცულია მრავალფეროვანი ეპიგრაფიკული და ფრესკული წარწერები. უძველესი 711 წლით თარიღდება. წარწერათაგან ქართული (ასომთავრული, ნუსხური, მხედრული) ჭარბობს, მათთან ერთად აქ დასტურდება სირიული, ბერძნული, სომხური, არაბული, სპარსული, საეკლესიო სლავური და ებრაული ტექსტები.

XX საუკუნის დასაწყისიდან ღვთისმსახურთათვის გამოკეტილ უძველეს ეკლესიას, თავისი მნიშვნელობის გამო, მკვლევართა ყურადღება არ მოჰკლებია. ტაძრის საფუძვლიანი შესწავლის მიზნით ხშირად ეწყობოდა სამეცნიერო ექსპედიციები.

ატენის სიონში მღვდელმსახურება 1989 წელს განახლდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და სამთავის-გორის მთავარეპისკოპოსის ანდრიას (გვაზავა) ძალისხმევით 2002 წლიდან ატენის სიონში დაფუძნდა ატენის დედათა მონასტერი, რომლის წინამძღვარია იღუმენია ნინო (მაზანიშვილი).

"არაი უხილავს მზესა ქალწული დედაი თვინიერ შენსა,
არცა ჩემოდნად ბრალეულსა -
ნათელი მისი, გარნა მე შენითა ოხითა,
დედოფალო, ვესავ ხილვად ნათელსა ძისა შენისასა და ნათელსა ზეშთა
საუკუნეთასა".

დავით აღმაშენებელი, "გალობანი სინანულისანი"


მოამზადა

დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვაელფოსტა
18.05. 2015
მარიამი
წყნეთში არის მოქმედი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი,იქნებ დაგვეხმაროთ და გამოაქვეყნოთ ისტორია ამ ტაძრის შესახებ.
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უსჯულო დიოკლეტიანეს ზეობისას ქალაქ ქალკედონს, რომის იმპერიის ერთ-ერთი პროვინციის, ბითინიის უმთავრეს ქალაქს, პროკონსული (იმპერატორის ნაცვალი) პრისკე მართავდა, რომელმაც წარმართული ღვთაების, არესის დღესასწაულის მოწყობა განიზრახა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat