ქვათა ღაღადი აფხაზეთში
ქვათა ღაღადი აფხაზეთში
უძველესი ქართული მართლმადიდებლური ტაძრები დღეს ღვთის ანაბარა არიან და ელიან იმ დღეს, როცა ქართული გალობა კვლავ გაათბობს გაციებულ კედლებს...
აფხაზეთი ქართველთა უძველესი სამკვიდროა. აქაურობა I საუკუნეში მოიარეს მოციქულებმა და ქრისტიანობა იქადაგეს. წმინდა მოციქულის, სვიმონ კანანელის საფლავი აფხაზეთშია. IV საუკუნეში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ეს მხარე გაქრისტიანდა და აქტიური ქრისტიანული ცხოვრება დაიწყო. აფხაზეთში სარწმუნოების განმტკიცებას ხელს უწყობდა წმინდა იოანე ოქროპირის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, წმინდა მოწამე ლონგინოზ ბიჭვინთელის, წმინდა მოწამე ერნა კოგანელის და სხვათა აქ ცხოვრება-მოღვაწეობა.

XVI-XVII საუკუნეებში ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსახლებული მთიელთა ტომები საქართველოს ისტორიულ კუთხეში - აფხაზეთში დამკვიდრების გამო აფხაზებად იწოდებიან. "აფხაზი ისეთივე ქართველი იყო, როგორიც ეგრისი და მეგრელი, როგორიც ჰერეთი და ჰერი, როგორიც ქართლი და ქართლელი". VIII საუკუნეში აფხაზთა სამეფო ქართველთა სახელმწიფო იყო, ხოლო აფხაზნი - ქართველები (ნიკო ბერძენიშვილი).

ძველი საეპარქიო კათედრები - მოქვი, ბედია, დრანდა, ბიჭვინთის საკათალიკოსო საყდარი მტრის შემოსვლის შემდეგ გაუქმდა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, დაცლილი საეპისკოპოსოები მღვდლის ამარა დარჩა. დრანდის უკანასკნელი ეპისკოპოსი გაბრიელი იძულებული გახდა მიეტოვებინა კათედრა და იერუსალიმში წასულიყო. აფხაზეთის საეპისკოპოსო კათედრების მწყემსმთავრებმა თავი სამეგრელოსა და იმერეთს შეაფარეს.

ცხუმ-აფხაზეთის ტერიტორიაზე მრავალი სიწმინდე და საეკლესიო რელიკვია იყო დავანებული. მათგან აღსანიშნავია წმინდა იოანე ოქროპირის სარკოფაგი. დასანანია, რომ აფხაზეთის სიწმინდეებზე საუბარი მხოლოდ წერილობითი მასალების მიხედვით გვიწევს - იქაურობის მოლოცვა ოცნებად გვექცა. დასანანია ისიც, რომ უძველესი ქართული მართლმადიდებლური ტაძრები დღეს ღვთის ანაბარა არიან და ელიან იმ დღეს, როცა ქართული გალობა კვლავ გაათბობს გაციებულ კედლებს... შევეცადეთ, მკითხველისთვის მცირე ცნობები შეგვეთავაზებინა აფხაზეთში დაუნჯებულ სიძველეთა შესახებ.

ანაკოფიის ძეგლები
(ახალი ათონი)
ისტორიული ანაკოფია ახალ გუდაუთასა და სოხუმს შორის მდებარეობს. ანაკოფიის მეორე სახელია ივერიის მთა. ივერიის მთაზე ერთ ადგილს ათონი ჰქვია, რაც ბერძნულად ნიშნავს "მყუდროს" (სავანეს). ამ სახელს ეს ადგილი XIX საუკუნიდან ატარებს.

ივერიის მთაზე ადამიანის მოსახლეობის კვალი ძვ.წ. III ათასწლეულიდან დასტურდება. ზღვიდან 350 მეტრზე ანაკოფიის ციტადელია. აფხაზთა სამთავრო-საერისთავოს მთავარი ქალაქი XVIII საუკუნემდე ანაკოფია იყო. შემდეგ რეზიდენციამ ლიხნში გადაინაცვლა. XV-XVII საუკუნეებში ივერიის მთას თურქები დაეუფლნენ და ანაკოფია ნანგრევებად იქცა. ათონში ულამაზესი მონასტერი აშენდა და "ახალი ათონი" ეწოდა. 1888 წელს იგი ინახულა რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ. იქვე მდგარ IX-X ს.ს.-ის ტაძარში განისვენებენ აფხაზეთის ეპარქიის სასულიერო პირები.

კამანის ტაძარი
კამანის ტაძარი სოხუმის რაიონის სოფელ შრომის ტერიტორიაზე მდებარეობს. მისი აშენების თარიღად X-XII ს.ს. ითვლება. შემდეგ ტაძარი დაუნგრევიათ და აღუდგენიათ, როგორც მონასტერი.

როგორც ცნობილია, I საუკუნეში პონტოდან ნიკოფსიამდე ქრისტიანობა გაავრცელეს ანდრია მოციქულმა და სიმონ კანანელმა. ისიც ცნობილია, რომ ანდრია პირველწოდებულს სიმონ კანანელი საქართველოს შავიზღვისპირეთში დაუტოვებია. შესაძლებელია, სოფლისა და ტაძრის სახელი კამანი - თავად სიმონ კანანელის (კანანი-ქანანი-კანანელი-ქანანელი) სახელთან იყოს დაკავშირებული.

თამარის ხიდი
სოხუმიდან რამდენიმე კილომეტზე მდინარე ბესლეთზე არის ქვის თაღიანი ხიდი. წარწერის მიხედვით იგი აშენებული უნდა იყოს ბაგრატ III-ის დროს, მაგრამ რადგან ქართველ მეფეთა შორის ყველაზე საყვარელი თამარ მეფეა, რომელიც ზაფხულს ხშირად ცხუმში ატარებდა, ხალხმა ამ ხიდსაც "თამარის ხიდი" შეარქვა. ეს ხიდი დიდი სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულებისა უნდა ყოფილიყო.

KARIBCHE


მარმარილოს ტაძარი
მდინარე კოდორის შესართავთან ე. წ. მარმარილოს ტაძარი მდგარა. თლილი ქვით ნაგები და საუცხოო ჩუქურთმით შემკული საყდარი მოპერანგებული ყოფილა მარმარილოს ფილებით, ამიტომ მისთვის მარმარილოს ტაძარი უწოდებიათ. ადრე ამ ადგილას სალოცავიც უნდა ყოფილიყო.

დრანდის ეკლესია
გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში დგას VIII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია. იგი ჯვრის ტიპისაა.

KARIBCHE

შუა საუკუნეებში დრანდა ერთ-ერთი საეპისკოპოსო ცენტრი იყო. 1637 წელს თურქებმა ტაძარი დააქციეს. 1883 წელს საბერძნეთის ივერთა მონასტრიდან მოსულმა ბერებმა დრანდაში მამათა მონასტერი დააარსეს. მონასტერს მამულები ჰქონდა როგორც დრანდაში, ისე წებელდაში, სავარგულები - სოხუმში, ნოვოროსიისკში, კრასნოდარში, ჰყავდათ საქონელი, ჰქონდათ ვენახები, ბაღები...

მოქვის ტაძარი
მოქვი ოჩამჩირიდან 17 კილომეტრზე მდებარეობს. აქ რამდენიმე ძეგლია, მათ შორის მნიშვნელოვანია მოქვის საკათედრო ტაძარი, რომელიც აფხაზთა მეფე ლეონ III-მ (957-967წ.წ.) ააგო. ტაძარი სამნავიანია და მაღლობიდან გადმოჰყურებს მიდამოს. სიგელ-გუჯრების ცნობით, მას მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონია. ქართული კულტურის ამ მნიშვნელოვან კერაში საუკუნეების განმავლობაში ამრავლებდნენ ქართულ ხელნაწერებს. ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერები გვაცნობენ მოქველ მოღვაწეთა სახელებს. მნიშვნელოვანია დანიელ მოქველის თაოსნობით გადაწერილი ოთხთავი (1300წ.). იგი მოხატულია მდიდრულად, შემკულია ორნამენტებით. გადამწერი და გამფორმებელია ბერი ეფრემი. საინტერესოა ასევე მოქველი მღვდელმთავრის ექვთიმე საყვარელიძის ბრძანებით ნავკრატიოზ ციმცაძის მიერ გადაწერილი მეტაფრასი (XVIს); ზებედე დიაკვნისა და გიორგი მწერლის მიერ მოქვისთვის არის გადაწერილი გულანი (XVIს.) და სხვა.

1640 წელს მოქვის ტაძარი ინახულეს რუსეთის მეფის ელჩებმა - თევდორე ელჩინმა და პავლე ზახარევმა, რომლებიც სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანთან ჩამოვიდნენ.

ილორი
ოჩამჩირის რაიონის სოფელ ილორში დგას XI საუკუნის I მეოთხედის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენს. ის წყაროებში პირველად XI საუკუნეში მოიხსენიება.

XVII საუკუნეში ილორის ეკლესია ლევან II დადიანმა შეაკეთა. 1736 წელს ეკლესია თურქებმა დაწვეს, შემდეგ ოდიშის მთავრებმა აღადგინეს. ძეგლი საფუძვლიანად შეკეთდა XIX ს-ის 40-იან წლებში.

KARIBCHE

დადიანების სამფლობელოს ხშირად თავს ესხმოდნენ აფხაზთა მთავრები შარვაშიძეები. ლევან I დადიანმა შარვაშიძეები სასტიკად დაამარცხა და შერეკა ისინი ლიხნში (ზუფუში). ამასთან დაკავშირებით ილორის ერთ-ერთ ხატზე მან ასეთი წარწერა გააკეთა: "მიუხვდით შარვაშიძესა ზუფუს, მუწუს წყალსა აქათ ავაოხრეთ და სადაცა სიმაგრე იყო, ავიღეთ და გავაცურეთ და კაპოეტის წყალზე შემოგუებნეს ზეფაური და სიხაური მარშანიები და გაგვემარჯვა და დავხოცეთ და ზოგი ხელთ დაგურჩა და გამარჯვებულები მოვედით".

წმინდა გიორგის სახელობის დღესასწაული ილორობა იმართებოდა 20 ნოემბერს, წმინდა გიორგის ეკლესიაში. გადმოცემით, დღესასწაულის წინა საღამოს სამეგრელოს მთავარი შემოუვლიდა ეკლესიის გალავანს და შესასვლელს საკუთარი ბეჭდით დაბეჭდავდა. მეორე დილით, ისევ მხლებლების თანხლებით, მთავარი თვითონვე ხსნიდა საბეჭდავს. მლოცველებს ეზოში ხვდებოდა თეთრი ხარი, რომელიც თითქოს ღამით სასწაულებრივად შეჰყავდა წმინდანს. ხარს კლავდნენ და ხორცს მლოცველებს ურიგებდნენ. გადმოცემით, ძველად ხარის მაგივრად ტაძარში შემოდიოდა სამსხვერპლო ირემი.

ბედიის ტაძარი
ბედიის ტაძარი X-XI საუკუნეებში ააგო და კათედრალი დააარსა გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-მ. ბედიის სამონასტრო კომპლექსის ცენტრში დგას ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი. ტაძრის კედლები მოხატულია. ერთ-ერთ კედელზე გამოსახულია ქტიტორი ბაგრატ III, ეკლესიის მოდელით ხელში. იქვეა დადიანთა საგვარეულოს წარმომადგენელთა პორტრეტები. ამავე კომპლექსშია საკმაოდ დიდი სასახლე. შესასვლელი კარის თავზე დგას XV ს-ის სამრეკლო.

KARIBCHE

ბედიელ მღვდელმთავრებს კარგი წიგნთსაცავი შეუქმნიათ. ისინი თვითონაც ამრავლებდნენ ხელნაწერებს. ბედიელი მიტროპოლიტის გერმანე ჩხეტიძის თაოსნობითაა გადაწერილი გულანი. მას შავშეთიდან ჩამოუყვანია გაბრიელ ლომსაძე და გადაუწერინებია გულანის ნაწილი (თვენი, მარხვანი). დანარჩენი დაუწერიათ ამბროსი კარგარეთელს, საბა ნაფოტაძეს და სხვებს. ბედიელი მთავარეპისკოპოსი ანტონ ჟვანიძე დიდი ბიბლიოფილი ყოფილა.

ბაგრატ მეფეს განსაკუთრებით უზრუნია ბედიის ეკლესიაზე: უამრავი ხატი და ძვირფასეულობა შეუწირავს. "ვინც იხილავს ბედიის ეკლესიის ძვირფას საგანძურს, მიხვდება, რა დიდი მეფე იყო ბაგრატი", - გვამცნობს მემატიანე. ბევრი რამ განადგურდა, მაგრამ შემოგვრჩა ერთი უძვირფასესი განძთაგანი - 999 წლის ბედიის ბარძიმი.

ბარძიმი დამზადებულია ბაჯაღლო ოქროსგან და თითქმის ერთ კილოგრამს იწონის. ის დღეს თბილისში, ხელოვნების მუზეუმშია დაცული. ბარძიმს ადრე ფეხი ჰქონია, რომელიც დაკარგულად ითვლება. ბარძიმის გარშემო 12 გამოსახულებაა, მათ შორის მაცხოვრისა და ღვთისმშობლისა ყრმით. ასომთავრული წარწერა გვაცმობს, რომ აფხაზეთის მეფე ბაგრატი და მისი დედა გურანდუხტი ბარძიმს სწირავენ მათ მიერვე აშენებულ ბედიის ეკლესიას.

სოხუმის ციხე
სოხუმის ციხე II საუკუნეში უნდა აეშენებინათ რომაელებს. ციხეს პირველი რესტავრაცია VI საუკუნეში ჩაუტარდა. გარკვეული წლების შემდეგ თურქებმა სოხუმის ციხე გადააკეთეს, თავიანთ სამხედრო ბაზად აქციეს და "სოხუმ-ყალე" შეარქვეს. ამაზე მეტყველებს კარიბჭის თავზე არაბული წარწერა.

XVIII ს-ის მიწურულს აფხაზეთის მთავრებმა რეზიდენცია ლიხნიდან სოხუმის ციხეში გადაიტანეს. აქ გადმოვიდა მთავარი ქელეშბეი შარვაშიძე. XIX საუკუნის დასაწყისში ქელეშბეი შარვაშიძემ თურქეთის სულთანთან კავშირი გაწყვიტა და მოლაპარაკება დაიწყო რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-თან, რათა აფხაზეთი, მსგავსად საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროებისა, სამფარველოდ მიეღო. 1808 წელს ქელეშბეი შეთქმულებმა თავისივე რეზიდენციაში მოკლეს. მისმა მემკვიდრემ, საფარბეიმ, 1809 წელს სთხოვა რუსეთს მფარველობა. რუსებმა დაიკავეს სოხუმის ციხე, აფხაზეთის მთავრები კი ლიხნში დაბრუნდნენ.

კელასურის კედელი
"ზღუდე კლისურისა" ჩრდილოეთ კავკასიიდან შავიზღვიპირეთში მიმავალ გზებს ამაგრებდა. კელასურის კედელი ერთმანეთთან დაკავშირებული ცალკეული სასიმაგრო ნაგებობებია. ლევან II დადიანმა კელასურის კედლის დასაცავად საგანგებო ღონისძიებები გაატარა. მაგალითად, ყოველი ფეოდალი (სასულიერო ან საერო) ვალდებული იყო, წელიწადში ერთი თვე თავისი მხედრებით ციხეში ჩამდგარიყო და ემორიგევა. ლევან II-ის სიკვდილის შემდეგ კელასურის კედელი მიატოვეს და მან თავისი ფუნქცია დაკარგა.

ბიჭვინთა
ბიჭვინთა ქრისტიანობის ერთ-ერთი უძველესი და ძლიერი კერა იყო. IV საუკუნის I მეოთხედში აქ საეპისკოპოსო კათედრა ყოფილა. ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებაში (325 წ.) მონაწილეობდა. ბიჭვინთა დიდ საეკლესიო ცენტრად დარჩა შუა საუკუნეებშიც.

აფხაზეთის სამეფოს შექმნის შემდეგ ბიჭვინთაში იჯდა აფხაზეთის კათოლიკოსი, ხოლო საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის მერე - აფხაზთა კათოლიკოს-პატრიარქი.

არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურეს, რომ გვიანდელ ანტიკურ პერიოდში აქ დიდი კულტურული და სავაჭრო-სახელოსნო ცენტრი იყო.

აღმოჩნდა V საუკუნის ტაძარი. ჩანს, იგი აუგიათ IV საუკუნის ბაზილიკის ნანგრევებზე. ამას მოწმობს მარმარილოს ფრაგმენტები და მოზაიკით შემკული იატაკი. ბიჭვინთის ცენტრში, ნაქალაქარიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, დგას დიდი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი (X-XIს.ს.). XIX საუკუნის 60-იან წლებში ტაძრის კედლები შეულესავთ და შეუთეთრებიათ, შემორჩენილია XVI ს.-ის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. ტაძრის ტერიტორიაზე პატარა სამლოცველოები და ეკლესიებიც დგას.
ბეჭდვაელფოსტა
25.10. 2020
ელისო
აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველო. უფლის ნებით და დედა ღვთისმშობლის მფარველობით და დახმარებით, ისევ დავიბრუნებთ აფხაზეთს და ყველა ომით წართმეულ მიწა-წყალს. დიდება შენდა უფალო იესო ქრისტე დიდება შენდა.ამინ! დიდება შენდა დედაო ღთისმშობელო წმინდაო მარიამ დიდება შენდა. ამინ!
20.04. 2015
თამარი
დედა ღვთისმშობლის შეწევნით ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით!
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat