ტაძარი შველას ითხოვს!!!
ტაძარი შველას ითხოვს!!!
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ბუხაიძის ქუჩაზე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დედათა მონასტერში მდებარეობს კვირაცხოვლის თომა მოციქულის სახელობის ისტორიული ეკლესია. იგი წარმოადგენს ნავისებრ ბაზილიკური ფორმის ნაგებობას. 1924 წელს ეკლესია გააპარტახეს ბოლშევიკებმა და საცხოვრებელ სახლად გადააქციეს. მასში ორჯონიკიძის სახელობის ქარხნის მუშები შეასახლეს, ომის პერიოდში ეს ქარხანა იარაღს ამზადებდა.

ტაძარს მოსახლეობამ, გაფართოების მიზნით, გაუკეთა მიშენებები. ტაძრის შიგნით განათავსეს საპირფარეშოები. მათი თქმით, იმ დროს, როცა ისინი აქ შეუსახლებიათ, ჯერ კიდევ შემორჩენილი ყოფილა ფრესკები, რომლებიც მათ უცოდინარობის გამო რემონტისას ჩამოუფხეკიათ.

საარქივო ფოტომასალაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ტაძარს გუმბათი და დასავლეთ მხარეს სამრეკლო ჰქონდა. აქ მცხოვრები ერთი მოხუცი კაცი, ილო პაპა იხსენებს, თუ როგორ არეკინებდა ზარს მას ბავშვობაში ტაძრის წინამძღვარი. ნაგებობა სავარაუდოდ უნდა ეკუთვნოდეს VIII საუკუნეს. XVIII საუკუნის დასაწყისში ტაძარი მოქმედი იყო, ამას მოწმობს ვახუშტი ბაგრატიონის მიერ 1735 წელს შედგენილი თბილისის რუკა, სადაც კვირაცხოვლის ტაძარი დატანილია როგორც მოქმედი ეკლესია. ფოტომასალის გამოკვლევით ჩანს ისიც, რომ XIX საუკუნის პირველ ნახევარში ტაძარი დაზიანებული ყოფილა, ხოლო XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში ეკლესია აღუდგენიათ და თეთრად შეუღებავთ.

ეკლესიის მახლობლად მდებარე შენობებში, გადმოცემის მიხედვით, მონოზვნებს და სასულიერო პირებს უცხოვრიათ. მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალი საფლავის ქვა ყოფილა, რაც მოსახლეობას სხვადასხვა საჭიროებისთვის გამოუყენებია. წვიმის დროს წყალს მრავალჯერ ჩამოურეცხავს ადამიანის ძვლები და თავის ქალები. ერთმა მოსახლემ სარდაფის გათხრისას აღმოაჩინა სასულიერო პირის საფლავი. მას მკერდზე ოქროს ჯვარი ჰქონდა. ჯვარი ერთ-ერთ მუზეუმს გადასცეს, სასულიერო პირის ძვლები კი გაურკვეველ ადგილას გადაიტანეს.

ტაძარს საკმაოდ დიდი ეზო ჰქონდა, რომელიც მაღალი ქვის გალავნით იყო გარშემორტყმული. ამ გალავნის დიდი ნაწილი ამჟამადაც არის შემორჩენილი. ეზოს აღმოსავლეთის მხრიდან კარიბჭე ჰქონდა, სამწუხაროდ, იგი არ შემორჩენილა. ძველ მოსახლეთა თქმით, დღესასწაულებში ეზო მომლოცველებს ვერ იტევდა, ისინი არა მარტო თბილისიდან, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაც მოდიოდნენ აქ სადღესასწაულო წირვა-ლოცვაზე დასასწრებად. მათ თან უამრავი საკლავი საქონელი მოჰყავდათ. პირუტყვის გასაჩერებლად ცალკე შენობები ყოფილა გამოყოფილი.

XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში თბილისში "აისორებად" წოდებული ასურელი მოსახლეობა მომრავლდა, ისინი ძირითადად სამშობლოდან ირანის მიერ დევნილ მოსახლეობას წარმოადგენდნენ. ლტოლვილ ასურელთა ნაწილი კვირაცხოვლის ტაძრის მიმდებარე უბნებში დასახლებულა. მათ ეს ტაძარი, ქართველთა მსგავსად, ძლიერ შეიყვარეს. ასურელი მრევლის სიდიდის გამო, აქ მსახურ ქართველ მღვდელს კარგად სცოდნია ასურული ენა, გარკვეულ ლოცვებსაც მათ მშობლიურ ენაზე აღასრულებდა.

ფრიად მნიშვნელოვანი ცნობები კვირაცხოვლის ტაძრის შესახებ დაცულია 1898 წლის 17 ივნისის გაზეთ "ცნობის ფურცლისა" და ჟურნალ "ივერიის" გამოცემებში:

აისორების შემოერთება მართმადიდებელ ეკლესიაში
გუშინ წინ, კვირას, კვირაცხოვლის წმ. თომას ეკლესიაში (არსენალის წინ) არა ჩვეულებრივი ამბავი იყო. ამ დღეს უნდა მიეღოთ მართმადიდებლობა ტფილისში მცხოვრებ აისორებს (ასურელებს), რომელნიც კოსტანტინეპოლის პატრიარქის ნესტორის (430 წ.) სწავლას აღიარებენ. თუმცა აისორები ქრისტიანები არიან, მაგრამ მათი სწავლა-მოძღვრება მაინც განირჩევა მართმადიდებელი სარწმუნოებისაგან. მაგალითად ისინი მარიამს უწოდებენ ქრისტეს მშობელს და არა ღვთისმშობელს; პირჯვარს იწერენ მთელი ხელით და არა სამის თითით და სხვა ამ გვარს...

სანამ წირვა დაიწყებოდა, კვირაცხოვლის საყდრის ეზო აისორებით აივსო და მხოლოდ მამაკაცნი იყვნენ. გაისმა ხშირი ზარის რეკვა და მობრძანდა მაღალ-ყოვლად უსამღვდელოესი საქართველოს ეგზარხოსი ფლაბიანე, რომელსაც კარი-ბჭეში მიეგებნენ არქიმანდრიტი კირიონი (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (1917-1918). საქართველოს ეკლესიის მიერ უწმინდესი კირიონი წმინდანად არის კანონიზებული) და გერმოგენი, წინამძღვარი კვირაცხოვლის ეკლესიისა დეკანოზი დავით გურგენიძე და სხვა სამღვდელოება. როდესაც ეგზარხოსი შეიმოსა, მასთან გამოვიდა აღსავლის კარით თანასაწირველად აისორების ეპისკოპოსი სუპურგანეთისა და ურმიისა იონა. შემდეგ მცირედის ლოცვისა ეგზარხოსი გამობრძანდა ეზოსაკენ და კარი-ბჭეში შესდგა. თან ახლდნენ ეპისკოპოსი იონა და სამღვდელოება. აქ კარების წინ შეკრებილიყვნენ აისორები და საყდარში შესვლის ნებართვას ელოდნენ. ეპისკოპოსმა იონამ აისორულს ენაზედ სიტყვა უთხრა და დარიგება მისცა, რომ მართლმადიდებლობა ეღიარებინათ ისევე, როგორც მე თვითონაო და თქვენებურმავე მღვდელმა მამა გიორგი ბეჯიანოვმა და მამა სერგეიმაო და სხვა მრავალმა თქვენმა მოძმეებმაო. აისორებმა მართლმადიდებლობის მიღების სურვილი გამოაცხადეს და ეპისკოპოსის მოძღვრების გათავების შემდეგ ყველამ რამდენჯერმე ერთმხრივ დაიძახეს: ამინ! ამის მერე ასურულს ენაზედ მცირე ლოცვები წაუკითხეს, ეგზარხოსმა და ეპისკოპოსმა აკურთხეს აისორები და ყველანი საყდარში შეიყვანეს. შუა წირვაზედ დეკანოზმა გურგენიძემ ქადაგება სთქვა აისორულს ენაზედ, რომელსაც აისორები დიდი ყურადღებით უსმენდნენ. როდესაც წმინდა საიდუმლო გამოასვენეს, დეკანოზმა გურგენიძემ აისორულს ენაზედვე ზიარების ლოცვა ათქმევინა და ეგზარხოსმა კიდევ წმინდა საიდუმლო მიაღებინა.

წირვა გამოვიდა. ეპისკოპოსმა იონამ ხალხი აკურთხა და გასვლა რომ დააპირა, ხალხი ხელზედ სამთხვევლად შემოეხვია. ამ დროს ეპისკოპოს იონას პირისახე უღიმოდა და ცხადად ეტყობოდა, რომ განუსაზღვრელ სიხარულს მოეცვა მისი ქრისტიანობით აღვსილი გული. ეპისკოპოსი იონა ფრიად ცნობილია თავის ქვეყანაში და იქ დიდი გავლენაცა აქვს ხალხზედ. გარდა საეკლესიო საქმეებისა, ეპისკოპოსი იონა საერო საქმეებსაც განაგებს. იონა ლაპარაკობს აისორულად, სპარსულად, ინგლისურად, ოსმალურად და ურიულად. რუსულ ენას ეხლა სწავლობს. თვით იონამ თავისის ორი მღვდლით, რომელნიც ეხლა თან ახლდნენ, ერთი არქიმანდრიტით და დიაკვნით მართლმადიდებლობა პეტერბურგს მიიღეს წელს ხარებობა დღეს.

წირვას სხვათა შორის დაესწრნენ სასინოდო კანტორის პროკურორი, მდივანი ამავე კანტორის ჩივაძე, მთავარ-მართებლის ადიუტანტი თავადი ორბელიანი, კავკასიის რკინის გზის ფოსტების უფროსი ფეოდოროვი და სხვა მრავალი ხალხი.

წირვის შემდგომ სამღვდელონი მიწვეულ იქნენ ჩაიზედ დეკანოზ გურგენიძესთან და სანამ ეგზარხოსი და ეპისკოპოსი არ წაბრძანდნენ, ხალხმა ეკლესიის გალავნიდან ფეხი არ მოიცვალა.

***
წმინდა იოანე ოქროპირი თავის ქადაგებაში ბრძანებს - "ეკლესიად რა შევალთ, ცად შევალთ, საყვარელნო, - არა ადგილითა ვიტყვი, არამედ ძალითა და გონებითა, რამეთუ შესაძლებელ არს ქვეყანასა ზედა ყოფითა ცათა შინა ყოფა და მათთა სიკეთეთა განცდა". მაშასადამე, ეკლესია - ეს არის ღვთის სასუფეველი დედამიწაზე, ეკლესიაში შესვლით ადამიანი ღვთის მადლისა და წყალობის თანაზიარი ხდება. ეკლესია ულევი წყაროა სულიწმინდის ცხოველმყოფელი მადლისა და მშვიდობისა. ტაძარს ღვთის სახლი ეწოდება, იგი არის განსაკუთრებული ადგილი ღვთის დიდებისა და თაყვანისცემისა.

ძველ აღთქმაში ანგია წინასწარმეტყველის პირით ღმერთი მოუწოდებდა ისრაელს დანგრეული იერუსალიმის ტაძრის აღშენებისაკენ ასეთი სიტყვებით: "თქვენ ამბობთ - ჯერ არ დამდგარა ჟამი უფლის სახლის აშენებისა, იმის ჟამი კი არის, რომ მდიდრულად მოკაზმულ სახლებში ისხდეთ, ჩემი სახლი კი მიგდებული იყოს. ასე ამბობს საბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს საქციელს. ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტას მკით; ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით; სვამთ, მაგრამ ვერ იკლავთ წყურვილს; იცვამთ, მაგრამ ვერ თბებით... ბევრის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ მცირედი გისრულდებათ; რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ, რატომ? ამბობს საბაოთ უფალი: იმიტომ, რომ მიგდებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი თქვენს სახლებზე ზრუნავთ". ამ სიტყვებითვე მოგვმართავს უფალი ჩვენ დღეს და გვაკისრებს მისი სახლის მოვლისა და აღშენების ვალდებულებას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II თავის ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანებს: "ნუ დაგავიწყდებათ, რომ ის ადგილიც კი, სადაც ტაძრის მხოლოდ საძირკველია დარჩენილი, წმიდათაწმიდაა, რადგან იქ თავის დროზე წირვა-ლოცვა სრულდებოდა და მორწმუნეთა ლოცვა, ვითარცა სვეტი, ზეცისა და ღვთისაკენ მაღლდებოდა. ამგვარ ადგილს ანგელოზი განუშორებლად იცავს და იმ კურთხეულ დღეს ელოდება, როცა აღდგენილ ტაძარში წირვა-ლოცვა ისევ შესრულდება. ამიტომ ვფიქრობთ, რომ დღევანდელ პერიოდში ყველაზე დიდი შესაწირავი უმოქმედო ეკლესიათა აღდგენა და მოვლა-პატრონობაა!"

***
კვირაცხოვლის ტაძარი, როგორც ზემოთ წარმოჩნდა, ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლია ქართული სულიერებისა, გამოხატულება ქართველი ერის ღვთისადმი უსაზღვრო სიყვარულისა და მისდამი მსახურებისა. იყო დრო, კვირაცხოვლის ტაძარში ღვთისმსახურებითი ცხოვრება ყვაოდა და მისი ცხოველმყოფელი მადლი მიეფინებოდა სარწმუნოებითა და სასოებით მოსულ ყველა ადამიანის სულს. ახლა კი ღვთის ეს ტაძარი დადუმებულია და მოთმინებით მოელის შველას!!!

ღმერთმა ინებოს ხარების მონასტრისა და კვირაცხოვლის ტაძრის აღშენება!

ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს ყველა ის ადამიანი, ვინც შეეწევა მონასტრისა და ტაძრის აღშენებას!

ხარების დედათა მონასტრის სულიერი მოძღვარია არქიმანდრიტი საბა (კუჭავა)
მონასტრის კეთილმოწესეა მონოზონი მარიამი (როყვა)
ხარების დედათა მონასტრისა და კვირაცხოვლის ტაძრის მისამართია ბუხაიძის #19
მონასტრის ტელეფონი: 96 69 31
მონასტრის წინამძღვრის: 899 10 77 75
მომზადდა არქიმანდრიტ საბას (კუჭავა) ლოცვა-კურთხევით
შეადგინა სასულიერო აკადემიის I კურსის სტუდენტმა იაკობ მახნიაშვილმა
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat