არსებობს ცნობა, რომ დავით აღმაშენებელს მიწები შეუწირავს მონასტრისთვის
არსებობს ცნობა, რომ დავით აღმაშენებელს მიწები შეუწირავს მონასტრისთვის
დედა მარიამის მონასტერი (პანაგია სუმელა)
ზღვის დონიდან ძალიან მაღლა, ცამდე ატყორცნილ კლდეში გამოუკვეთავთ სუმელას ულამაზესი მონასტერი.

წილად მხვდა ბედნიერება, საკუთარი თვალით მეხილა ეს ბრწყინვალე ადგილი. რამდენიმეკილომეტრიანი ხვეული გზა, რომელსაც მონასტრამდე მივყავართ, უსასრულობისკენ სწრაფვის შეგრძნებას გვიჩენს.

კლდეში გამოკვეთილი ბერთა პატარა ქალაქი მთლიანად ჩაფლულა ცამდე აწვდილი ხეებისა და მთის ხმაურიანი მდინარის წიაღში.

დღეს მონასტერში აღარ ისმის უფლის სადიდებელი გალობა, მხოლოდ შორი გზიდან მოსულ მომლოცველთა ან, უბრალოდ, სიძველისმოყვარულ ტურისტთა ფეხი ეხება ამ წმინდა ადგილს. ოდესღაც აყვავებული მონასტერი, თავისი სამლოცველოთი, სატრაპეზოთი, მოსწავლეთა და ბერთა სენაკებით, ბიბლიოთეკით, დღეს დაცარიელებულია. თურქი გუშაგები დაჰპატრონებიან ქვაში ნაკვეთ განძს, რომელიც მათთვის მხოლოდ ტურისტების მისაზიდ ადგილს წარმოადგენს. ამიტომაცაა, რომ შეუვალი ტონითა და ჟესტიკულაციით აფრთხილებენ მნახველებს, განათების გარეშე გადაიღონ ფოტოები, რათა არ დაზიანდეს უძველესი ფრესკები.

ტაძრის კედლებზე კარგად ჩანს მონასტრის ისტორია - მხატვრობის ორი ფენა უამრავ კითხვას აღუძრავს დამთვარიელებელს. გარეთა ფენა ბიზანტიურია. იგი ზოგან დაზიანებულია და ჩანს ქვედა, პირველი ფენა ქართული ხატწერის ელემენტებით, რომელიც, სავარაუდოდ, ქართველთა მიერ უნდა იყოს მოხატული, თუმცა ოფიციალური ცნობები ამის შესახებ არ არსებობს. ინგლისელ პროფესორ დევიდ თელბოთ რაისს შეუსწავლია სუმელას ფრესკები. მისი აზრით, ისინი ბიზანტიურ-სლოვაკური ხელოვნების ნაზავია. თუმცა, ფერებისა და სტილის მიხედვით, ფიქრობენ, რომ იგი რუსულთან უფრო ახლოს დგას.

ჩვენ ფრესკების ქართული წარმომავლობის ცნობებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. ის ფაქტი, რომ ასეთი ვარაუდი არსებობს, თავისთავად, უფრო საინტერესოს ხდის სუმელას ისტორიას ქართველთათვის. არსებობს ცნობა, რომ დავით აღმაშენებელს მიწები შეუწირავს მონასტრისთვის.

არანაკლებ საინტერესოა მეორე არაოფიციალური ცნობა, რომლის მთავარ არგუმენტად მონასტრის სახელი მიიჩნევა. სუმელა ლაზურად თურმე სამებას ნიშნავს. საკამათო არაა, რომ ბერძნები ბერძნულ მონასტერს ქართულ სახელს არ დაარქმევდნენ (თუმცა ამ ვერსიაზე მსჯელობისას მხედველობაშია მისაღები, რომ სუმელას მონასტერი ღვთისმშობლის სახელობისაა).

KARIBCHE

ქართველთა ისტორია არაერთ საინტერესო ფურცელს ფარავს. მინდა მჯეროდეს, რომ სუმელას შესახებ ცნობები არ დარჩება ამ ბუნდოვანი ისტორიის ნაწილად და დროთა განმავლობაში ის აუცილებლად გაირკვევა, მანამდე კი...

დღეს ტაძრის კედლები დათხრილია და ფრესკები - განზრახ დაზიანებული. განსაკუთრებული ზიანი ქვედა ფენას მისდგომია (საინტერესოა, იმიტომ ხომ არა, რომ ეს ფენა ქართული მხატვრობის ნიმუშად მიიჩნევა?). როგორც ჩანს, ბიზანტიელ მხატვრებს ამ ფენის დაფარვა საგულდაგულოდ უცდიათ, თუმცა ისტორიაში დაუფარავი არაფერი რჩება...

სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა, გავსაუბრებოდით თურქ "გურჯებს" - მონასტერი ტრაპიზონიდან 50 კილომეტრზე, ალტინდერის ეროვნულ პარკში მდებარეობს და ახლოს მხოლოდ თურქული სოფლებია. ამიტომ მონასტრის მოკლე ისტორიას თურქი პროფესიონალი გიდის მეჰმედ ჰავუსის ჩანაწერების სახით წარმოგიდგენთ.

მონასტრის ისტორია იწყება მაცხოვრის ერთ-ერთი მოწაფის, წმინდა ლუკა მახარებლის მიერ შექმნილი ღვთისმშობლის ხატით, რომელმაც სასწაულის ძალით ადგილი შეიცვალა და მაღალი მთის გამოქვაბულში დაესვენა. ამ ადგილზე შემდგომში სუმელას მონასტერი დაარსდა. ბიზანტიელ ბერებს ბარნაბასა და სოფრონიუსს ხილვა ჰქონდათ. ისინი გაჰყვნენ ხატის კვალს ათენიდან ტრაპიზონამდე, რომელიც იმ დროისთვის ქრისტიანული ქალაქი იყო (თუმცა იქ უმთავრესად არაბერძნული მოსახლეობა მკვიდრობდა: ხალდური, ჭანური, სამხრეთკოლხური). ხატი ერთ-ერთ კლდესთან იყო დასვენებული. ჩვენი წელთაღრიცხვით 385 წელს ამ ორმა ბიზანტიელმა ბერმა ააშენა პირველი ტაძარი იმ ადგილას, სადაც ხატი აღმოაჩინეს. ხოლო უკვე 412 წელს, სხვა ბერების დახმარებით, განაახლეს მონასტერი, რომელსაც თავდაპირველად "შავი კლდის სიწმინდე" ეწოდებოდა. მონასტრის სახელის ბერძნულ ენაზე წარმოთქმა ადგილობრივ მკვიდრთ უჭირდათ და ამიტომ "პანაგჰია თოუ მელას"-ში "თ" ბგერა "ს"-თი შეცვალეს და მიიღეს "პანაგჰია სუმელას", რაც თურქულად "დედა მარიამის მონასტერს" ნიშნავს.

KARIBCHEდღეს ხატის ადგილმდებარეობა უცნობია, თუმცა მონასტრის გუმბათზე სუმელას ღვთისმშობლის ფრესკაა გამოსახული.

640 წელს ერთმა ბანდიტურმა დაჯგუფებამ გაძარცვა და დაარბია მონასტერი, რომელიც იმ დროისთვის უკვე წარმოადგენდა უმდიდრეს, უძველეს და უმნიშვნელოვანეს მონასტერს რეგიონში. უფლის შეწევნით, წინამძღვარმა შეძლო რესტავრაცია და უფრო გააფართოვა მონასტრის საზღვრები, განაახლა ბერების კელიები, ბიბლიოთეკა გაამდიდრა ლიტერატურით. აღსანიშნავია, რომ აქ ხდებოდა წიგნების გადაწერა ირმის ტყავზე. შემდგომში კიდევ სცადეს მონასტრიდან სიწმინდეების წაღება, თუმცა ბერებმა განძი საბერძნეთში გადაასვენეს, კერძოდ, კასტანიაში, სადაც მათ 1951 წელს ააშენეს მონასტერი იმავე სახელით - "Panaghia Sumela".

მონასტერმა მოქმედება შეწყვიტა 1918 წელს, როცა იგი უკანასკნელმა რუსმა ბერმა დატოვა. დღეს სუმელა მუზეუმია.

XX საუკუნის 50-იან წლებში ამერიკელმა სამხედროებმა თურქეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები დააარსეს. ამან საშუალება მისცა მონასტერს, შორს გავარდნოდა სახელი. სუმელა მნიშვნელოვანი ადგილი გახდა ტურისტთათვის. თუმცა ბევრმა დღემდე არაფერი იცის ამ მონასტრის შესახებ, ბევრისთვის ისეთივე იდუმალი და ჩაკარგულია, როგორიც "ამერიკელი სამხედროების" ჩამოსახლებამდე იყო...

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვაელფოსტა
17.03. 2015
Tengo
Nutu amis damcerma ar icis, rom "Sumela" megrulad (rac igivea lazur-chanurad) "samebas" nishnavs???Anu saqme gvaqvs Cmida Samebis Panaghiastan!!!
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat