ხატი სახედარზე დაუბამთ და მას თავად გაუგნია გზა აწყურამდე
ხატი სახედარზე დაუბამთ და მას თავად გაუგნია გზა აწყურამდე
სოფელი აწყური ახალციხის რაიონში, ისტორიულ სამცხეში, სამცხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში მდებარეობს. აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს მოვლენასთან - საქართველოს ქრისტიანობის გავრცელებასთან.

უძველეს ქართულ მატიანეში, "ამბავი საქართველოში მოციქულთა მოსვლისა", აღნიშნულია: "უფლის ამაღლების შემდგომ, როცა წილი ყარეს მოციქულთა, ყოვლადწმინდასა ღვთისმშობელსა წილად ხვდა საქართველოს მოქცევა და მაშინ ეჩვენა მას ძე მისი, უფალი ჩვენი და უთხრა: "დედაო ჩემო, წარავლინე პირველწოდებული ანდრია ქვეყანასა შენდამი წილხვდომილსა და წარატანე თან ხატი შენი, რომელიც სახესა შენსა მიდებითა გამოსახოს და შენს ნაცვლად ხატი შენი იყოს მათ მცველად უკუნისამდე ჟამთა".

მართლაც, ანდრია პირველწოდებულმა საქართველოში წამოაბრძანა ხელთუქმნელი ხატი, რომელზეც გამოსახული იყო ღვთისმშობელი ყრმითურთ. მან გამოიარა აჭარა და მოადგა აწყურს, რომელსაც ადრე სოსანგეთი ეწოდებოდა, მის საპირისპირო მხარეს - საქარისი. ანდრია პირველწოდებულმა აქ იქადაგა ქრისტეს რჯული, მრავალი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, დაუდგინა ეპისკოპოსი, მღვდელნი და დიაკონნი და დაასვენა დიდებული ხატი ყოვლადწმინდისა აწყვერის ღვთისმშობლისა მცირე ეკვდერში.

აწყურში საეპისკოპოსოს და ეკლესიის არსებობას გვაუწყებს IX-X საუკუნეების კიდევ რამდენიმე ცნობა. 845-885 წლებში აწყურის ეპისკოპოსი ყოფილა ეფრემ მაწყვერელი, რომელიც თავისი მოძღვრის - გრიგოლ ხანძთელის მეთაურობით სამცხეში დიდ აღმშენებლობით საქმიანობას უდგება სათავეში. ეფრემ დიდის ძალისხმევით ქართულმა ეკლესიამ მირონის კურთხევის უფლება მოიპოვა. ეფრემი აწყურშია დაკრძალული.

X საუკუნის ბოლოს აწყური გაერთიანებული საქართველოს მეფეთა განმგებლობაშია და ამ ოლქს ერისთავი მართავს. იმავე დროს აქ შენდება დიდი გუმბათიანი ეკლესია. 1283 წლის მიწისძვრამ დაანგრია აწყურის ტაძარიც, თუმცა აწყურის ღვთისმშობლის ხატი გადარჩენილა. ამ მოვლენის თანამედროვე ჟამთააღმწერელი გვატყობინებს: "ყოვლადწმინდა აწყვერისა ღვთისმშობელი, ლიტანიობით შესვენებული, საშვალ საყდრისა ესვენა. გუმბათი ჩამოიქცა და ვითარ ქუდი კაცისა, ესრეთ დაერქვა და დარჩა უვნებლად ძლიერებითვე მისითა".

"ქართლის ცხოვრებაში" მრავლადაა ცნობა აწყურის ღვთისმშობლის ხატის მრავალგზის გატაცებისა და მისი სასწაულებრივი გადარჩენის შესახებ. ხატი ჯერ სპარსეთის მბრძანებელ უზუნ-ჰასანს გაუტაცია 1477 წელს, მას მერე სპარსეთში შობადობა შეწყვეტილა. შეძრწუნებულებს ხატი სახედარზე დაუბამთ და მას თავად გაუგნია გზა აწყურამდე. 1486 წელს ხატი იაყუბ ყაენმა გაიტაცა. ცეცხლში ჩაუგდიათ, მაგრამ ცეცხლი იგი დაშრიტა და ხატსა ყოვლადვე არა შეეხო, - გვაუწყებს მატიანე. შემდეგ ხატი მანუჩარ ათაბაგს დაუხსნია.

მოგვიანებით ხატი ბაგრატ იმერთა მეფემ ქუთაისში გადაასვენა, შემდეგ მას ბაგრატის ძე, გიორგი II ფლობდა. ამ უკანასკნელმა ღვთისმშობლის ხატი აწყურს დაუბრუნა. 1578 წელს აწყური, მთელ სამცხესთან ერთად, ოსმალეთის ხელში გადავიდა და 250 წლის განმავლობაში თურქთა გამგებლობაში იყო.

აწყურის ტაძრის მნიშვნელობაზე საპატრიარქოს არქიტექტურის, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის არქიტექტორ-რესტავრატორი სოსო ბანძელაძე გვესაუბრება:

- აწყურის ტაძრის მნიშვნელობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ იგი საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი საეპისკოპოსო კათედრალია. აქვე, მნიშვნელოვან საქარავნო გზაზე და მოხერხებულ სტრატეგიულ ადგილას აღმართული იყო უძველესი ციხე-ქალაქი აწყური, რომელთანაც დაკავშირებულია საქართველოს მრავალი ტკივილიანი ფურცელი. საინტერესოა აწყურის ტაძრის ხუროთმოძღვრული სახე და მისი კედლის მხატვრობა. წმინდა ტრაპეზის წინ მაცხოვარი სეფისკვერს აწვდის მოციქულს. ზიარების ამ სცენის გამოსახვა საკურთხეველში უჩვეულოა ქართული ფრესკული მხატვრობისთვის და, ამდენად, უნიკალურ ნიმუშად გვევლინება. ამ ფრაგმენტის გადარჩენაც კი მეტად მნიშვნელოვანია.

KARIBCHE

1283 წლის მიწისძვრამ თითქმის მთლიანად დაანგრია ნაგებობა. როგორც ჩანს, გადარჩა მხოლოდ საკურთხევლის აღმოსავლეთის ნაწილი. რესტავრაციის დროს ჯაყელებმა ტაძარს დაადგეს ახალი გუმბათი, შეინარჩუნეს თავდაპირველი ნაგებობის კარ-სარკმელთა სისტემა. ამჟამად პერანგშემოძარცვულ ტაძარზე შემორჩენილი აღარ არის დეკორატიული მორთულობა. XIV-XV საუკუნეებში აღდგენილი ტაძარი 1750 წლის შემდეგ დანგრეულა. საინტერესო ცნობებს გვაწვდის ქართულ სიძველეთა მკვლევარი გიორგი ბოჭორიძე: 1921 წელს ვინმე ხარაბაძეს ტაძრის ბევრი ნაწილი დაუქცევია - "ქვა მტკვრის ბურჯისთვის შეუხმარებია, ნაწილიც ხალხისთვის მიუცია და აქა-იქ სახლებს უდევს მისი ქვები". რამდენიმე რელიეფური ქვა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება, ახლაციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში არის რამდენიმე ორნამენტული ქვა და საკურთხევლის კანკელის ფილა ღვთისმშობლისა და მოციქულთა რელიეფური გამოსახულებებით.

ტაძარი სხვადასხვა საუკუნეში ბევრჯერ აღუდგენიათ და შეუკეთებიათ. დღეს მისი ნაშთი ჯერ კიდევ დგას ნანგრევებს შორის.

აწყურის ტაძარი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat