ოქროს სასწორის მოლოდინში
ოქროს სასწორის მოლოდინში
ახლა, როცა აფხაზეთი ასე შორსაა, სანუგეშოდ ერთი ძველი ამბავი მსურს გავიხსენო - თუ როგორ დღესასწაულობდნენ გიორგობას სამურზაყანოში, ილორის ეკლესიაში.
ყოველ გიორგობას უამრავი ხალხი დაიძვროდა ხოლმე ილორის წმინდა გიორგის ტაძრისკენ. მოდიოდა თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო: აფხაზები, მეგრელები, სვანები, იმერლები, გურულები, რაჭველები, ლეჩხუმლები. ჩამოდიოდნენ საკლავით, სანთელ-საკმევლით. გურულები წინ შესაწირავ ხარს ილორას წამოიმძღვარებდნენ ხოლმე, სვანები ჯგრაგ ილორიშს - ილორის წმინდა გიორგის - სანთელ-საკმეველს სწირავდნენ. მუხლის ჩასაკრეფად ვერ იცლიდნენ ილორის ტაძრის მსახურები - მეხატულეები. ისინი უთუოდ მალიშას, ზერეკიას, მარკელიას, ბჟანიას, მერჭულეს, ჯიგანიას, ხასიას, ხოჭას და კიტას გვარებიდან უნდა ყოფილიყვნენ - ილორის წმინდა გიორგი მათ ჯინჯ (საგვარეულო) ხატად ითვლებოდა. მეხატულეებს ევალებოდათ საკლავის დამწყალობება, ეკლესიის მსახურება და დაცვა, თუმცა კი, მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი ზღვისგან არცთუ შორს გახლდათ, ზღვა კი სავსე იყო მეკობრეებით, ეკლესიის გაძარცვას ვერავინ ბედავდა.

KARIBCHE

ვერცხლის ფირფიტებზე, რომლებითაც ტაძრის კარი ყოფილა მოჭედილი, წმინდანები გამოესახათ, საკურთხევლის მხარეს კი, გარეთ, კედელს წმინდა გიორგის ბარელიეფი ამკობდა. ტაძარში წმინდა გიორგის სახელზე რამდენიმე სასწაულმოქმედი ხატი იყო დაბრძანებული. ტაძარში ინახებოდა წმინდა გიორგისავე ნაქონი მშვილდი - შქვილი, სპილენძის ბუკი და დიდმოწამისთვის შეწირული ბორძლები - ორპირბოლოიანი ისრები. ძველად თურმე თაღიდან ოქროს სასწაულმოქმედი სასწორი ეშვებოდა. მოდავენი მის ქვეშ დგებოდნენ, წმინდანისადმი ლოცვას აღავლენდნენ და სასწორის პინა მართლისკენ იხრებოდა, მაგრამ ერთხელ წმინდა გიორგის მოტყუება უცდიათ და წმინდანს სასწორი სამუდამოდ წაუღია ზეცაში. ამის შემდეგ დამკვიდრებულა ე.წ. გინოჩამა - ხატის სამსჯავროზე დამნაშავის გადაცემა. თუ სოფელში ვინმე იქურდებდა ან ცუდ საქმეს ჩაიდენდა, დაზარალებული წინასწარ გააფრთხილებდა და ნაქურდლის დაბრუნებას სთხოვდა, ხოლო თუ დამნაშავის ვინაობა არ იცოდნენ, საქვეყნოდ გამოაცხადებდნენ, ესა და ეს დამნაშავის ხატზე გადასაცემად მიდისო; მერე რამდენიმე დღე დაიცდიდნენ და თუ ქურდი მოპარულს არ დააბრუნებდა, ილორის ხატს შესთხოვდნენ, ნაქურდალი ორ კვირაში მოატანინე თავისივე ხელით, თუ არა და შენი ძალა აჩვენეო". დამნაშავეს ზოგჯერ შეეშინდებოდა და ნაქურდალს ტაძრის ეზოში დაყრიდა ხოლმე, მაგრამ პატრონს მისი წაღება არ შეეძლო - ეკლესიას რჩებოდა, წყევლა კი უთუოდ უნდა მოეხსნა, რადგან სწამდათ, რომ თუ ასე არ მოიქცეოდნენ, ხატი მაწყევარს დაამიზეზებდა. ხანდახან ხატზე გადაცემული და გადამცემი რიგდებოდნენ კიდევაც, დამნაშავე მაწყევარს სახლში მიიწვევდა, კარგად გაუმასპინძლდებოდა, საწინდრად რაიმე ნივთს (უფრო ხშირად - იარაღს) მისცემდა, მერე ილორის ტაძარში წავიდოდნენ, ხატის წინ წყევას გამოილოცებდნენ და მაწყევარი საწინდარს აბრუნებდა.
თუ ხატზე გადაცემული დანაშაულს არ მოინანიებდა, ისჯებოდა - ჭკუაზე ცდებოდა. ხატი ცრუდ მოფიცართაც აგიჟებდა. ასეთები ნათესავებს ტაძარში მიჰყავდათ, მნათე ეშმაკეულს ხატის წინ დააყენებდა, დიდმოწამეს შეავედრებდა და სამჯერ გაატარებდა წმინდა გიორგის მშვილდში. შემდეგ მნათე მიუახლოვდებოდა ავადმყოფს, ბუკში სამჯერ ჩაბერავდა და სულით ავადმყოფი იკურნებოდა.
წმინდა გიორგის მშვილდში სამჯერ გაივლიდნენ აღთქმის დამდებნი ან, უბრალოდ, წმინდანისაგან შეწევნის მომლოდინენი.
წმინდა გიორგის ბორძალსაც თავისი მნიშვნელობა ჰქონდა. ხალხი ფიქრობდა, რომ სწორედ ასეთი ისრებით ხოცავდა წმინდანი თავის მტრებს. ამიტომაც მჭედლებს ყოველწლიურად აჭედინებდნენ ორპირბოლოიან ისრებს და ილორის ტაძარს სწირავდნენ. ბორძლებს სწირავდნენ ისინიც, ვისაც ხშირი მეხის დაცემისგან ზარალი მოსდიოდა. ამბობდნენ, ისინი შეხებითაც კი კურნავსო.
ილორის ტაძარში ბევრი უშვილო ოჯახი მოდიოდა საკლავ-შესაწირავით. უფრო ხშირად ვერცხლის პატარა აკვნებს სწირავდნენ ხოლმე ხატს და შვილიერებას სთხოვდნენ უფალს.

უამრავი მლოცველი იდგა წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატის წინ. მთავარი ანუ თავი ხატი ვერცხლით მოჭედილი კარედი გახლდათ. კუბოს შუაში წმინდა გიორგის ჭედური ხატი იყო ჩასვენებული, მის ფეხთით კი ხარი და და ხატის დამკვეთი, ცაიშელ-ბედიელი მიტროპოლიტი კირილე ჟვანიძე გამოესახათ. კარედის შიგნით, ფრთებზე, ღვთისმშობლის ხარება იყო გამოსახული, კარედის წინაპირზე კი - წმინდა დიმიტრისა და წმინდა თეოდორეს ხატები. კარედს ვერცხლის გრძელი ჯაჭვი ჰქონდა მობმული, რომელიც ჯვრის მტვირთველებს გულზე ჩამოკიდებული უნდა ეტარებინათ.
კარედი 1572-82 წლებში, გიორგი III დადიანის მთავრობისას მოუჭედავთ. ახლა იგი ზუგდიდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.
არანაკლებ პატივს მიაგებდნენ წმინდა გიორგის მეორე ხატს, ოქრომჭედელ ფარემუზ ელბეგიძის მიერ ლევან დადიანის ბრძანებით 1624 წელს მოჭედილს. ხატზე გამოსახული იყო ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, ზეაღმართული მარჯვენით შუბით რომ გმირავდა ვეშაპს, ხატის ზურგზე კი ლევან დადიანის მიერ იმერეთის მეფის გიორგის დამარცხების ამბავი გახლდათ მოთხრობილი.

ილორის ტაძარში იყო დაბრძანებული 1640 წელს ოქრომჭედელ სეხნია გირგოლაძის მიერ მოჭედილი ხატიც ამგვარი წარწერით: "წმიდის გიორგის ოდიშის ილორის ხარის მოყვანის სახე გიორგობის დღეს". წმინდა გიორგის ფეხთით ხარი და ხატის ქტიტორი ლევან დადიანი ცოლ-შვილითურთ გამოესახათ.

ტაძარში ბრძანდებოდა ლევან დადიანის მიერვე წმინდა გიორგისთვის შეწირული კიდევ ერთი ხატი, სასწაულების ხატად წოდებული, 1651 წელს მოჭედილი. იგი საკმაოდ მოზრდილი ყოფილა - 100X85 სმ. ხატის ცენტრალურ ნაწილზე, ვერცხლის ფირფიტებზე, წმინდა გიორგის ხუთი სასწაული გამოესახათ. წმინდანის მიერ ხარის გაცოცხლების სასწაულის ქვემოთ მავედრებელი ლევან დადიანი იყო გამოსახული. ეს ხატი 30-იან წლებში, ილორის ტაძრის გაძარცვისას განადგურდა. გადარჩა მხოლოდ ჩარჩოს ქვედა არშიის ფრაგმენტი, რომელიც ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება. მან შემოინახა ნაწილი ტექსტისა, რომელიც ხატის ჩარჩოს ქვედა და ზედა არშიებზე ეწერა და იმ გამარჯვების ამბავს მოგვითხრობდა, ლევან დადიანს რომ მოუპოვებია წმინდა გიორგის შეწევნით.
სიწმინდეთა სიმრავლე განაკრძალებდა მორწმუნეებს. დასრულდებოდა გიორგობის მწუხრი. ყველა დატოვებდა ტაძარსა და ტაძრის ეზოს. გამობრძანდებოდა თვით ოდიშის მთავარიც სამღვდელოებასთან ერთად. დადიანი საკუთარი ბეჭდით დაბეჭდავდა გალავნის კარიბჭეს. ყველა გულისფანცქალით ელოდა გიორგობის გათენებას. დილით მთავარი პირველ რიგში ბეჭედს გასინჯავდა, მთელია თუ არაო. ბეჭედი დაურღვეველი ხვდებოდათ, ტაძრის ეზოში შესულნი კი სამსხვერპლო ხარს დაინახავდნენ. ატყდებოდა ზარების რეკვა, ადიდებდნენ უფალს, წმინდა გიორგის და მის სასწაულმოქმედ ძალს. როდიდან ხდებოდა ეს სასწაული, არავინ იცოდა. ზოგი ამბობდა, ადრე ირემი მოდიოდაო ტაძარში, ზოგი კი ასეთ ამბავს ჰყვებოდა: ვინმე უცხოქვეყნელს (ერთი ვარიანტით, თურქს) წმინდა გიორგის სასწაულები ვერაფრით დაუჯერებია და სიცილით უთქვამს: "თუ ეს თქვენი წმინდანი მართლა სასწაულმოქმედია, ორას ვერსზე, სახლში, ხარი რომ დავტოვე, აქ მოიყვანოს; თუ ეს მოხდა, თქვენს ღმერთს ვიწამებო". მეორე დღეს მისი ხარი ილორის ტაძრის ეზოში გაჩენილა. განცვიფრებულ კაცს დაუკლავს პირუტყვი და ხორცი ხალხისთვის დაურიგებია, შინ დაბრუნებულა და რაკი დარწმუნებულა, რომ ხარი მართლაც მისი იყო, ცოლ-შვილი ოდიშში წამოუყვანია, ქრისტეს რჯულზე მოქცეულა და იქვე დასახლებულა.

ხარს ტაძრის ეზოდან გამოიყვანდნენ და ადგილობრივ მკვიდრს დააკვლევინებდნენ. მის ოჯახში ინახებოდა საგანგებოდ ამისთვის განკუთვნილი ნაჯახი, რომელსაც გიორგობამდე ხელს არავინ ჰკიდებდა. ორივე რქა და ხორცის უმეტესი ნაწილი ოდიშის მთავარს ეკუთვნოდა. დადიანი რქებს ოქრო-ვერცხლით შეამკობინებდა და დღესასწაულებზე ამ სასმისებით სვამდა ღვინოს. გადმოცემით, ოდიშის მთავარი იმერთა მეფესა და გურიის მთავარს, თუნდაც უთანხმოება ჰქონოდა მათთან, ყოველ წელიწადს უგზავნიდა სამსხვერპლო ხარის ხორცს.
ამის შემდეგ შეწირულ ხარს სამღვდელოება და ოდიშელი დიდებულები ინაწილებდნენ. ნაწილი, რომელსაც თავად ისურვებდა, კუპრას გვარის უხუცესს მიჰქონდა. ეს პატივი მის გვარს ტაძრის აშენებაში გაწეული ღვაწლის სანაცვლოდ ერგო.
დანარჩენ ხორცს წვრილად დაჭრიდნენ და ხალხს ურიგებდნენ. ზოგი იქვე ჭამდა, ზოგი ახმობდა და ავადმყოფობისას წამლად იყენებდა, რადგან იცოდა, რომ ეს ხორცი ყოველგვარ სნეულებას კურნავდა.
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, როგორ დაიჭერდნენ ხარს. თუ პირუტყვი ხატის მსახურებს არ ნებდებოდა, ირქინებოდა და წიხლებს ისროდა, იტყოდნენ, წელს უსათუოდ ომი იქნებაო; თუ მწოლიარეს ან მტვერში ამოგანგლულს იპოვიდნენ, ღომის უხვ მოსავალს ელოდნენ; ხოლო თუ ხარი ცვრით იყო დანამული, იმ წელს ბევრი ღვინო დაიწურებოდა.
ხარის მოყვანის სასწაულზე უცხოელი მოგზაურები და მისიონრებიც მოგვითხრობენ, თუმცა შარდენი და ლამბერტი ამ ამბავს, ცოტა არ იყოს, ეჭვით ეკიდებიან: მეგრელები წინა საღამოს იპარავენ ხარს და ჩუმად შეჰყავთ გალავნის შიგნითო. ამასვე უდასტურებდნენ თურმე ოდიშში მცხოვრები ბერძნებიც. სამაგიეროდ, სასწაული გულწრფელად მიიღო რუსმა მოგზაურმა არსენი სუხანოვმა, რომელსაც შეწირული ხარის რქით ღვინოც კი დაულევია ქართლში.
1853 წლამდე სასწაული ყოველ წელს მეორდებოდა. მისი შეწყვეტიდან ოთხი წლის შემდეგ რუსეთმა ჯერ ოდიშის სამთავრო გააუქმა, შემდეგ - აფხაზეთისა და სვანეთისა.

თქმულებების თანახმად, ასეთი სასწაული სხვაგანაც ხდებოდა. კერძოდ, ქართლში, ქსოვრისში, ლაშარის წმინდა გიორგის სახელზე აგებულ ტაძარში, ყოველ წელს მოდიოდა სამსხვერპლო ირემი, ოღონდ არა ნოემბერში, არამედ 12 ივლისს, პეტრეპავლობას - იმ დღეს, როცა მთაში ლაშარობა იწყება. ერთხელ ირემს დაგვიანებია და როდის-როდის, დაღლილ-დაქანცულს მოურბენია. დაჭრილი ყოფილა - მონადირეს გამოჰქცეოდა თურმე. გაბრაზებულ ხალხს ირმისთვის დასვენება არ უცლია და დაუკლავს. მას შემდეგ სამსხვერპლო ცხოველი ტაძრის ეზოში აღარ გამოჩენილა.
დრო გავიდა. ლეგენდად იქცა ილორში წმინდა გიორგის მიერ ხარის მოყვანის სასწაული. ლამის ლეგენდად იქცეს თვით ილორიც და მთლიანად აფხაზეთიც. ასე მგონია, მალე დადგება ჟამი, როცა ილორის ტაძარში ზეციდან ოქროს სასწორი დაეშვება, დავდგებით მის ქვეშ ქართველები და აფხაზები და წმინდა გიორგი განსჯის მტყუანსა და მართალს. ეს ღვთის სამართალი იქნება, რომელიც ურმით კი დადის, მაგრამ ჩვენამდე უთუოდ მოაღწევს.

ბეჭდვაელფოსტა
27.11. 2014
svetlana
sabednierod da chemda saamakod am cminda eklesiashi momnatles da dzalian mikvars es udzlieresi salocavi, iloris cminda giorgis dzalam inebos ,rom kartuli sagaloblebi ismodes misi gumbatis kvesh
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler