ბერობა ღვთის სიყვარული და უფლისთვის თავგანწირვაა
ბერობა ღვთის სიყვარული და უფლისთვის თავგანწირვაა
გარდაბანში, სოფელ ვახტანგისში არცთუ ისე დიდი ხანია, რაც წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერი დაფუძნდა. უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, მონასტრის წინამძღვრობა არქიმანდრიტ ბართლომეს დაეკისრა. ეს რიგით მერვე მონასტერია, რომელსაც მამა ბართლომე წინამძღვრობს. მონასტერში დღეს ერთი მღვდელმონაზონი, მამა ნეოფიტე (უროტაძე) და რამდენიმე სტუმარი ასრულებენ ტიპიკონს. აზერბაიჯანელებით დასახლებულ მხარეში ეს ერთადერთი ქართული მართლმადიდებლური კერაა. ამ ადგილას ადრე ქრისტიანული სასაფლაო ყოფილა, ხოლო ტყე-ველ-მინდვრები - მეფე ვახტანგ გორგასლის სანადირონი. აქ გარკვეულ ტერიტორიაზე დღესაც იკრძალება ნადირობა. კომუნისტების დროს სოფელს ულიანოვკა ერქვა, შემდეგ დაიბრუნა ძველი სახელი - ვახტანგისი. წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტერში ტაძრის მშენებლობა არ დასრულებულა. საცხოვრებელი სახლი კი კეთილმოწყობილია. იქვეა სამლოცველო ოთახი.

სამონასტრო ტიპიკონის მიხედვით აქ ცისკრის ლოცვა დილის 6 საათზე იწყება. 9 საათზე ტრაპეზია, შემდეგ მორჩილებები მოდის. 3 საათზე პარაკლისი აღესრულება, საღამოს 8 საათზე კი მწუხრის ლოცვები იკითხება.

მღვდელმონაზონი ნეოფიტე ტიპიკონს მონასტრის სტუმრებთან ერთად ასრულებს. მამა ნეოფიტე, სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, თაბორის მთაზე, არქიმანდრიტ მამა ბართლომესთან ერთ წელიწადში კაბიანი მორჩილი გახდა. პეტრეპავლობის მარხვაში ბერად აღიკვეცა. შემდეგ მცხეთაში, კათოლიკოს-პატრიარქის სახლში გახსნილ წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში მოღვაწეობდა. ექვსი თვის მერე მარტყოფში, ყოველთა წმინდათა სახელობის მამათა მონასტერში გადაიყვანეს, იქიდან - ვახტანგისის მამათა მონასტერში. "ადგილობრივ მოსახლეობას რწმენა შესუსტებული აქვს. ტაძარი 1993 წლამდე არ მოქმედებდა და შესაძლოა ამის მიზეზითაც იყოს. აქაურ აზერბაიჯანულ მოსახლეობას ძალიან თბილი ურთიერთობა აქვს ჩვენთან. გიორგობის დღესასწაულზე ქართველებს აზერბაიჯანელები სჭარბობდნენ. შემოწირულობაც გაიღეს მონასტრისთვის - ხუთი ძროხა გვაჩუქეს და მონასტრის მშენებლობაზეც მუშაობენ. შიშით და მოწიწებით ეპყრობიან მართლმადიდებლურ მონასტერს. გარდაბანში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი მოქმედებს და ერისკაცობა იქ ესწრება ღვთისმსახურებას, - გვიამბობს მამა ნეოფიტე, - ბერების ცხოვრება ასეთია, სადაც გაგიშვებენ და გაკურთხებენ, იქ უნდა წახვიდე. ერში მიყვარდა ეკლესიაში ყოფნა. იქ უკეთ ვგრძნობდი თავს. ნამდვილად არ შევმცდარვარ, ეს ნაბიჯი რომ გადავდგი. ღვთის განგებულებაა ყველაფერი. როგორც ერისკაცს არ შეუძლია მონასტერში ყოფნა, ასევე არ შეუძლია ბერს ერში გაჩერება. ერის ცხოვრება მას უკან აბრუნებს".

- მონასტერში ხშირია მოწყინება და გონებრივი ბრძოლები?

- პირველი ბრძოლა - მოწყინებაა. მოწყინების შემოსვლით ეშმაკი ცდილობს მონასტრიდან გაგიშვას, მოულოდნელად სინანულის გრძნობას გიგზავნის და ერის ცხოვრებისკენ გიბიძგებს. შეიძლება ასეთი აზრიც გაგიჩნდეს - ერში კარგად ცხოვრობენ, დროს ატარებენ, შეიძლება იქაც ვიარო ეკლესიაშიო... ეშმაკი ცდილობს, როგორმე დაგაშოროს ეკლესიას. ეკლესიის სწავლების მიხედვით, მონასტერში ასეთ ბრძოლებს უნდა ველოდეთ და გავუძლოთ კიდეც. ამგვარი აზრებისაგან თავი უნდა დაიცვა წმინდანთა ცხოვრების კითხვით და წმინდა მამათა მიბაძვით. ერთადერთი იარაღი, რითაც ეშმაკს დაამარცხებ, ლოცვაა. თუმცა ერშიც შეიძლება ღვაწლი გაიღო იმ დონეზე, რომ სასუფეველი დაიმკვიდრო. მაგრამ ზოგიერთი ღმერთთან მეტი სიახლოვისთვის მონასტრულ გზას ირჩევს. ცოდვა არ არის ერში ცხოვრება, მაგრამ უფრო დიდი მადლი - ბერული ცხოვრებაა. ერისკაცისგან განსხვავებით ღვთის სამსჯავროზე ბერს უფრო მეტი მოეკითხება. ერთი და იმავე ცოდვისთვის ის უფრო მკაცრად განიკითხება, ვიდრე ერისკაცი. თუ ეს ყველაფერი ბოლომდე არ გაითავისა ადამიანმა, უჯობს, ერში მოღვაწეობდეს. ზოგი პრობლემებს მოჰყავს მონასტერში და ხშირია შემთხვევა, როცა ვერ ჩერდება. მერე უფრო დიდ ცოდვებში ვარდება. ბერობა ან მონაზვნობა არ არის გამოსავალი რთული მდგომარეობიდან. ბერობა - ღვთის სიყვარულია და თავგანწირვაა უფლისთვის. თუ ადამიანს სურს და ღმერთი მოუწოდებს მონასტრული ცხოვრებისკენ, ამაზე უკეთესი გზა არ არსებობს. ანგელოზებრივ ცხოვრებას უტოლდება. ჩვენს მონასტერში ასეთი წესია: თუ რომელიმე ტაძრის ან მონასტრის დღესასწაულია, მთელი საძმო ერთად ვიკრიბებით და სადღესასწაულო მსახურებას ერთად ვატარებთ. წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულზე ჩვენს მონასტერში ვიკრიბებით, ყოველთა წმინდათა ხსენების დღეს მარტყოფის მონასტერში ვართ, გიორგობას მცხეთაში გვიწევს ყოფნა. წალკაში არის საქართველოში ერთადერთი წმინდა კონსტანტინეს და ელენეს სახელობის დედათა მონასტერი, სადაც ქართველებთან ერთად ბერძნებიც ჩამოდიან. აი, ასეთ ცხოვრებას მივუყვებით...

ყველას ვუსურვებ ცხონებას და წინსვლას სულიერ ცხოვრებაში...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat