სარკის წმიდა გიორგი სხვადასხვა თხოვნით მოსულ ადამიანებს შეეწევა
სარკის წმიდა გიორგი სხვადასხვა თხოვნით მოსულ ადამიანებს შეეწევა
სარკის წმიდა გიორგი სხვადასხვა თხოვნით მოსულ ადამიანებს შეეწევა. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ. კეთილად მთხოვნელთ მსწრაფლი შეწევნა მიუღიათ.

სარკის (სარყის) წმიდა გიორგის მადლმოსილება ულამაზესი მთაკალთიანი ფერდობისაკენ მორწმუნეებს უწყვეტ ნაკადად იზიდავს. ტაძრისაკენ სავალი თავიდან ძნელად მოსჩანს, ბოლოს კი ბუნების დიდებულებით და ნაირგვარ ფერებით მოჩუქურთმებულ-მოვარაყებული გარემო მიწიერ სამოთხეს მოგვაგონებს. ეს ადგილი სიმშვიდისა და სიხარულის მნათობია მორწმუნე სულისათვის - ვკითხულობთ  მორჩილი ლავრენტი თუმანიშვილის მიერ მომზადებულ მასალაში (ლავრენტი სარკის მამათა მონასტრის მორჩილი გახლდათ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული).

ლეგენდის მიხედვით ქარელში, სოფელ საღოლაშენთან არის "დედოფლის მინდორი" და "დასასრულად" წოდებული ადგილი, რაც წმინდა, შენახულ ადგილს ნიშნავს. აქ გლეხკაცი არ ხნავდა და არც საქონელს უშვებდა. დაცვისა და შეუხებლობის ნიშნად ამ მდელოს ხნულის შემოვლებით სარყავდნენ. ერთ-ერთი სარყვის დროს დაღლილ გუთნისდედას ჩასძინებია და საკვირველი ჩვენება უხილავს გამოცხადებაში. გამოღვიძებულს არავისთვის უთქვამს, მხოლოდ ღვთისაგან მითითებულ ნიშანს ელოდა, რომელსაც ხვნა უნდა შეეფერხებინა.

KARIBCHEმართლაც, სარყვისას უღლეული შედგა და ადგილიდან აღარ იძვროდა. მეხრეს ხარების გასაფიცხებლად შოლტი გადაუკრავს გუთნის შემაფერხებელ მცენარეთა ფესვების ლანძღვით. მაშინვე გულწასული მეხრე მიწაზე დაენარცხა და სული განუტევა. ხნულის გათხრისას დიდმოწამე გიორგის ქვაში ნაკვეთი ხატი გამოჩნდა. დღესაც აქ, "დასარყულ" მინდორზე წმიდა გიორგის ბარელიეფში ნაკვეთი ქვის ხატი დევს, რომლის შესახებაც გუთნისდედას სიზმრეულ ჩვენებაში ეუწყა: ამოებრძანებინა, გაუხედნავ ხარებზე დაედო და ღვთის ნებისათვის მიენდო. სადაც ხარები დაღლილნი დაწვებოდნენ, იქ აეგოთ დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესია.

ურემზე დაბრძანებული ხატით გაუხედნავმა უღლეულმა თრიალეთის ქედს მიაშურა. ეკლესიისაკენ მიმავალი გზის შუა წელზე საჯავარედ წოდებული შესასვენებელი ადგილია. აქ შეჩერებულან დაღლილი ხარები, შეუსვენიათ და გზა განუგრძიათ. დღეს აქ მორწმუნენი ჩერდებიან, რომ ძალამოკრებილნი კვლავ შეუდგნენ ეკლესიისკენ მიმავალ აღმართს. ბოლოს ხარები არაქათგამოცლილნი დაწოლილან. ამ ადგილას სამი მონაზონი შეკრებილა, რომელთაც ღვთის შემწეობით აუგიათ სარყის წმიდა გიორგის ეკლესია და მონასტერი დაუარსებიათ. ჟამთა სიავით ათეული წლობით შეფერხებული ღვთისმსახურება მისი მაღალ ყოვლად უსამღვდელოესის ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით აღდგა და განახლდა სარკის წმიდა გიორგის ეკლესია, მოეწყო და დღესაც მოქმედებს მამათა მონასტერი.


სარკედ ქცეულ სარყეს სახელი შეეცვალა, მაგრამ მისი მადლმოსილება კვლავ სარკესავით ჩანს და მორწმუნეთა სულებს ათბობს. ერთხელ ყიფიანებს ცხვარი მიუყვანიათ სარკის წმიდა გიორგის ეკლესიაში. ტრადიციისამებრ, ცხვარი ტაძრისათვის უნდა შემოეტარებინათ. ვეება ჭედილა ხელიდან დაუსხლტათ და სამი კილომეტრით დაშორებული ყინწვისის ეკლესიისკენ გაექცათ.

დადევნებულებმა საოცრება იხილეს - ცხვარი გზის მიუთითებლად ყინწვისის ეკლესიაში მივიდა, სამჯერ გარშემო შემოუარა და კვლავ სარკეს ეკლესიისკენ გამოსწია. ეკლესიის კარებთან წინა ორი ფეხი მოიდრიკა და დაჩოქილმა თავი მიწას დაადო. ამის ხილვით შეძრული ხალხი შემოქმედს განადიდებდა და უფალს მადლობდა, რომელმაც პირუტყვის მიერ განსწავლა მცირედ მორწმუნენი თავმდაბლობასა და ღვთისმორჩილებაში.

გიორგობას სარკეს წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ზოგი მათგანი კლდოვან გზას ფეხშიშველა მიუყვება. როგორც ამბობენ, არ ყოფილა შემთხვევა, ვინმე ამის გამო გაციებულიყო, ან ფეხი დაზიანებოდა.
ერთხელ მძიმე ავადმყოფი ურემზე დაწოლილი მიიყვანეს, ტაძართან მისულმა კი ურმიდან დაუხმარებლად ჩამოსვლა და გავლა შეძლო.

წმიდანებს სხვადასხვა დახმარებას სთხოვენ. ეს იმაზეა დამოკიდებული, წმიდანი სიცოცხლეში რა სასწაულებს ახდენდა, ან რა კუთხით მოღვაწეობდა, როგორ ეწამა, გარდაცვალების შემდეგ როგორ შეეწეოდა ადამიანებს. წმიდა გიორგი განსაკუთრებული წმიდანია. მას სხვადასხვა თხოვნით მიმართავენ. სარკის წმიდა გიორგი სხვადასხვა თხოვნით მოსულ ადამიანებს შეეწევა. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ. კეთილად მთხოვნელთ მსწრაფლი შეწევნა მიუღიათ.




ბეჭდვაელფოსტა
28.11. 2016
ჩემი უსაყვარლესი ტაძარი
შემეწიე ჩემო უსაყვარლესო და უძვირფასესო ტაძარო, სარკის წმინდაო გიორგი... გთხოვ მაზიარე დედობას... და მაჩუქე პატარა გიორგი...
24.11. 2016
ეკა
ჩემი საგვარეულოს სალოცავი.
23.11. 2016
Samamnqano gza tu aris.
Sheewios yvela gvtis mosavs.samanqano gza tu aris.
07.05. 2015
nino
mec vikavi ori clis cin giorgobas da clis tavze shvili shemezina zustad 6 msiis gamovedit samshobiarodan.5 clis lodinis shemdeg.dideba ufals
06.05. 2015
თიკო
მეც ვარ ნამყოფი ამ მონასტერში.ჩვენი ტაძრის მრევლმა მოვილოცეთ სარკის წმიდა გიორგის ეკლესია და ჩვენთანაც მოხდა სასწაული...ჩვენი მესანთლის შვილს არ უჩნდებოდა შვილი...და იცით რა გააკეთა ამ ქალმა? მთელი 8 კილომეტრი ფეხშიშველმა იარა ეკლესიამდე :) გულით ილოცა და დღეს მისი რძალი პატარა გოგოს ელოდება (ჩვენ 2 წლის წინ მოვილოცეთ ეს ადგილი). ყველა გულით მლოცველს შეეწიოს მისი მადლი და ძალა.
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler