კიევ-პეჩორის სავანე უფლისა და დედა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით დაარსდა
კიევ-პეჩორის სავანე უფლისა და დედა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით დაარსდა
ვისაც მოულოცავს კიევ-პეჩორის ლავრა, დამეთანხმება, რომ საოცარი მადლი და ღვთის წყალობა სუფევს ამ წმინდა მიწაზე.
კიევ-პეჩორის ლავრის დაარსება წმინდა ანტონის და წმინდა თეოდოსის სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, 1051 წელს, იაროსლავ ბრძენის მმართველობის დროს კიევის რუსეთში პატარა მღვიმეში, გამოქვაბულში, რომელიც განთავსებული იყო კიევის მახლობლად, დასახლდა წმინდა ანტონი - კიევის რუსეთში ბერობის დამაარსებელი.

წმინდა ანტონი ბერად ათონის  მთაზე აღიკვეცა,  შემდეგ კვლავ სამშობლოში დაბრუნდა და მოღვაწეობა მღვიმეში გააგრძელა. სულიერი ნუგეშის მისაღებად ბერ ანტონთან მრავალი ადამიანი მიდიოდა, მათ შორის დიდგვაროვანთა წრის წარმომადგენლებიც. ლოცვა-კურთხევას და სულიერ რჩევებს იღებდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ცხოვრების წესად ბერმონაზვნობა ჰქონდათ განზრახული. ვინც ბერობისკენ მიისწრაფვოდა ისინი სთხოვდნენ მასთან გამოქვაბულში დარჩენას. ბერებმა იქვე მღვიმეში დაარსეს  ეკლესია. ეს გამოქვაბული შორეული მღვიმის სახელით არის ცნობილი. ასე შეიქმნა წმინდა პეჩორის სავანე, რომელიც ღირსი გახდა ზეციური დედოფლის, ღვთისმშობლის მფარველობის.

წმინდა ანტონის მიერ დაარსებულმა მღვიმემ სახელი იმდენად გაითქვა, რომ სალოცავად მისული ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. წმინდა ანტონის სული კი განმარტოვებულ ცხოვრებას ითხოვდა. თავისივე დაარსებული მონასტრის საძმოს იღუმენად აკურთხა მაღალღირსი ვარლაამი, თავად კი შორიახლო ბორცვზე (გორაკზე) განმარტოვდა, სადაც გათხარა ახალი სენაკი. ამით მან საფუძველი ჩაუყარა მღვიმეების კომპლექსს, რომელიც ახლო მღვიმევის სახელით არის ცნობილი.

წმინდა ანტონი იმდენად თავმდაბალი იყო, რომ არ მიიღო იღუმენის წოდება და კვლავ ძმობის წევრების მოძღვრად დარჩა. მოძღვრის მიერ აღვლენილი ლოცვა მათ გულებს ზეციურ მადლს ჰმატებდა და რწმენაში ამტკიცებდა.

KARIBCHE

წმინდა ანტონი პეჩორელის თანამდგომი იყო მისი ყრმობის მეგობარი, ღირსი მამა თეოდოსი. ღირსი თეოდოსი ყველას აღემატებოდა თავმდაბლობით და შრომით, რითიც მან უდიდესი სიყვარული მოიპოვა. ღირსი თეოდოსის ლოცვა-კურთხევით, პეჩორის სავანეში მიიღეს სამონასრტო წესდება, ტიპიკონი, რომელიც კონსტანტინეპოლიდან ჩამოიტანეს.  დროთა განმავლობაში ეს განაწესი ყველა რუსულ სავანეში მიიღეს.

ამ დროისთვის კიევის რუსეთში გამოიკვეთა ორი სამონაზვნო ცხოვრების დასაწყისი, რომელიც წმინდა ანტონისა და ღირსი თეოდოსის სახელს უკავშირდებოდა. წმინდა ანტონის სახელს უკავშირდება განდეგილური ცხოვრება. ღირსი თეოდოსის სახელს კი საერთო ძმობის დაარსება, რომელმაც მონასტრის ძმობაში დაამკვიდრა ისეთი თვისებები, როგორიცაა, მოთმინება, თავმდაბლობა, მორჩილება, ძმობის სიყვარული. საკუთარი ნების უარყოფა და წინამძღვრის, მონასტრის წესდების  მორჩილება. ასეთი უდიდესი და მრავალფეროვანი იყო განგება ღმერთისა პეჩორის სავანეში, რომ ზუსტად აქ ჩაისახა განსაკუთრებული მოღვაწეობის სული რუსეთის ბერობისა.

აი როგორ ახასიათებს წმინდა პეჩორის სავანეს ღირსი ნესტორ მემატიანე: "უფლისა და დედა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით დაარსდა სავანე,  არა სიმდიდრისგან, არამედ ცრემლით, მარხვით, ლოცვით, ზრუნვით". 

KARIBCHE

ბერების ძმობა ისე საგრძნობლად გაიზარდა, რომ გამოქვაბულთა სავანე მათთვის საკმარისი აღარ აღმოჩნდა. ამიტომ დადგა დრო გარე მონასტრების მშენებლობისა. XI საუკუნის 60-იან წლებში პეჩორის ძმობა განლაგდა შორეულ გამოქვაბულთა სიახლოვეს. პირველ მონასტერთან, 70-80-იან წლებში დაიწყო ათვისება ზემო ლავრის ტერიტორიისა. გამოქვაბულებს კი იყენებდნენ როგორც გამარტოვებული ლოცვისათვის, ასევე ბერების საძვალედაც. კიევ-პეჩორის ლავრის უდიდესი სიწმინდეა გამოქვაბულებში დაბრძანებული წმინდა მამების წმინდა სხეულები.

ახლო გამოქვაბულში, სადაც დაბრძანებულია წმინდა ანტონის წმინდა სხეული ეწოდება ანტონის მღვიმე. შორეულს კი თეოდოსის მღვიმე. ზემო და ქვემო გამოქვაბულებში აშენებულია სამ-სამი ეკლესია. ყველაზე ძველი  შორეულ გამოქვაბულებში მდებარე ხარების სახელობის ეკლესიაა.

 

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat