ჟამი შენებისა, ჟამი მოქცევისა
ჟამი შენებისა, ჟამი მოქცევისა
საბედნიეროდ, დაუდგა საქართველოს ჟამი შენებისა და ჟამი მოქცევისა. უკან დარჩა უღმრთობის, ურწმუნოების პერიოდი. რეგულარულად მიმდინარეობს ძველი ტაძრების აღდგენითი სამუშაოები. რესტავრაციის პარალელურად თითქმის ყველა ქალაქში, უბანში, ქუჩაზე შენდება და წირვა-ლოცვა აღევლინება ახალ ტაძრებში. რაც მთავარია, მომრავლდა მრევლი. ქარხნის ეზოში აგებული ტაძარი კი, რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით ერთადერთია და იგი თბილისის უძველეს დასახლებაში - ნაძალადევის რაიონში მდებარე საუკუნეს გადაცილებული ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე ღვთისმშობლის შობის სახელზე ამოქმედდა.

გვესაუბრება ქარხნის გენერალური დირექტორი, ბატონი დავით გზირიშვილი:

- თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანაში 700-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. დრომ მოიტანა თუ აუცილებლობამ, ვერ გეტყვით, მაგრამ ქარხნის წინანდელმა ხელმძღვანელობამ მისი თავკაცის, ბატონი ბადრი წილოსანის ინიციატივით ქარხნის ეზოში ეკლესიის აგება გადაწყვიტა. ამან საყოველთაო სიხარული გამოიწვია. ტაძრისთვის შერჩეული ადგილი ნაძალადევის რაიონში, გადასასვლელ ხიდთან მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა ვახტანგ ასათიანმა აკურთხა. ეკლესია 19 სექტემბერს, მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულის ხსენების დღეს, ამოქმედდა. იგი აკურთხა სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსმა, მეუფე პეტრემ (ცაავამ). მანვე ჩაატარა პირველი წირვა. უამრავმა სტუმარმა გაიზიარა იმ დღეს ჩვენი სიხარული. სასულიერო პირები, სპორტის, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების წარმომადგენლები, ქალაქის მერი - ყველა აღნიშნავდა, რომ ეკლესიის წიაღში გაერთიანება, სულიერისა და ეროვნულის, შრომისა და სარწმუნოების შერწყმა მრავალი სიკეთის მომტანი იქნებოდა. ყველანი ვგრძნობდით იმ დღეს უფლის მადლის გარდამოსვლას. სამომავლოდ სამრეკლოს აშენებაც გვაქვს განზრახული, დღეისთვის კი უკვე აიგო და მოეწყო მოძღვრის მოსასვენებელი ოთახი, შემოიღობა ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, გაიჭრა ქალაქიდან ჩამოსასვლელი გზა, გაკეთდა კიბე, რომ ჩვეულებრივმა მოქალაქეებმაც თავისუფლად შეძლონ ტაძარში შემოსვლა (ქარხანასა და მის ეზოში სპეციალური საშვის გარეშე ვერავინ შედის - თ.კ.). გარდა ამისა გადაწყვეტილი გვაქვს, ეკლესია და მისთვის განკუთვნილი ფართობი საჩუქრად გადავცეთ საქართველოს საპატრიარქოს.

სულ მალე საქართველოს რკინიგზას საექსპლუატაციოდ გადაეცემა ახალი, თანამედროვე დიზაინით შესრულებული, კონდიცირებული სამგზავრო ვაგონები, რომლებიც ქარხნის ისტორიაში პირველად აკურთხა მოძღვარმა. იმედია, მამა კახაბერის მიერ დალოცვილი ახალი ტიპის ვაგონებით , უსაფრთხოდ ივლიან ქვეყნის ამერ-იმერში დიდებიც და პატარებიც...

რამდენიმე კითხვა ტაძრის წინამძღვარს, მამა კახაბერ გოგოტიშვილსაც დავუსვი:

KARIBCHE- სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ამინ! დიდი, მეტად საპასუხისმგებლო საქმე დამეკისრა, თუმცა ვიცი, უფალი აუცილებლად დამეხმარება ამ ჯვრის ღირსეულად ტარებაში.

პირველი წირვა 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღეს, ტაძრის დღესასწაულზე ჩავატარე. მართალია, ძალიან ვღელავდი, მაგრამ უფლის თანადგომას ვგრძნობდი და შიშსა და უხერხულობას მალე ვძლიე.

- ტაძრის წინამძღვრად როგორ დაგადგინეს?

- 14 სექტემბერს, საეკლესიო ახალ წელს, სიონის საკათედრო ტაძარში სემინარია-აკადემიაში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, უწმინდესმა პარაკლისი გადაიხადა. დასასრულს პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა უწმინდესს მოახსენა, რომ ტაძარი მზად იყო და მისთვის წინამძღვარი უნდა შეერჩიათ. სამღვდელოებასთან ხანმოკლე თათბირის შემდეგ პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, მღვდლად ვეკურთხებინე და ტაძრის წინამძღვრადაც დავედგინე, რაც აღასრულა კიდეც კვირა დღეს, 17 სექტემბერს.

- ასეთი სასიამოვნო მოულოდნელობა, როგორც ვიცი, ადრეც მოხდა თქვენს ცხოვრებაში. გამიგია, ახალგახსნილ სამების საკათედრო ტაძარში პირველი კურთხევა თქვენ გხვდათ წილად...

- დიახ, ასე იყო. ტაძარი 23 ნოემბერს, გიორგობას გაიხსნა, პირველი კურთხევა კი წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, 19 დეკემბერს შედგა. იმ ბედნიერ დღეს პატრიარქმა დიაკვნად მაკურთხა და ორი წელიწადი მის გვერდით გავატარე, როგორც უწმინდესის დიაკვანმა. ეს ჩემთვის უდიდესი სკოლა იყო. უწმინდესი ღვთაებრივად სუფთა ადამიანია, სათნო და კეთილშობილი. უამრავი სითბოს და სიყვარულის გაღება შეუძლია და თავისი ცხოვრებით, პირადი მაგალითით სულიერად ამდიდრებს ირგვლივ მყოფთ.

- ტაძარში როგორ მიხვედით?

- 17 წლისა ვიყავი, დამავლო ხელი ჩემმა მომავალმა ნათლიამ, ამიყვანა ქვემო ბეთლემის ტაძარში და მომნათლა. ძალიან მომეწონა ტაძრის წინამძღვარი, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილი, რომელმაც ნათლობის საიდუმლო აღასრულა (დღეს მამა ტარიელი ჯვარისმამის წინამძღვარია - თ.კ.) და მისი მრევლი გავხდი. მალე მედავითნეობის სურვილიც გამიჩნდა, შევისწავლე ხუცური და მედავითნეობა დავიწყე. მთელი რვა წელიწადი ვიმსახურე მედავითნედ სხვადასხვა ტაძარში. ეტყობა, გამოცდილებაც დამიგროვდა. ჩემი მეუღლე ნანა გუმბერიძეც მამა ტარიელის მრევლი იყო, მისივე კურთხევით შევუღლდით, უკვე ოთხი შვილი გვყავს.

- მამა კახაბერ, როგორ ფიქრობთ, რით განსხვავდებიან ძველი და ახალი თაობის ადამიანები ერთმანეთისგან?

- ძველად უფრო მტკიცედ იცავდნენ ტრადიციებს. მერე საუკუნეებგამოტარებული ჭეშმარიტი ღირებულებების, სულიერი მემკვიდრეობის ნგრევა დაიწყო, ადამიანებში უკეთურმა აზრებმა იჩინა თავი და ცოდვაც გამრავლდა. ცოდვისგან თავდახსნა მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით შეიძლება. თანამედროვე ადამიანს მრავალი საცდური აქვს და ძნელია მათთან გამკლავება. ცოდვა აუკუღმართებს ადამიანურ ბუნებას და მთლიანად ანგრევს მას, მაგრამ ღმერთი არავის ტოვებს წყალობის გარეშე, სინანულში ჩავარდნილს სულიერ სიმშვიდეს ანიჭებს და ადამიანიც ხვდება, რომ თუ ხორციელი სურვილები და ვნებები ტანჯავენ, ქრისტიანული მცნებები სიმშვიდით, სათნოებით, მოკრძალებით აღავსებს. ამ დასკვნის შემდეგ ადამიანი ისევ ტრადიციების მიმდევარი ხდება და ქრისტეში ცხოვრების სურვილით სავსე ნაკლებ შეცდომას უშვებს.

- როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, სად დაუშვა შეცდომა?

- გენეტიკურად ყოველ ჩვენგანშია კოდირებული ქრისტიანობა, ანუ ყოველმა ადამიანმა იცის, რა არის ზნეობრივი და რა - არა. არ შეიძლება, სრულფასოვნად მოაზროვნე ადამიანი ვერ ხვდებოდეს, სად შეცდა, სად უღალატა მოყვასს ან საკუთარ თავს. საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, ამის გამო წუხს და შფოთავს.

ბევრს არ ესმის თავისუფლების ჭეშმარიტი მნიშვნელობა - უზნეობა არ შეიძლება თავისუფლება იყოს, ჭეშმარიტი თავისუფლება ცოდვებისგან გათავისუფლებაა. თავისუფლება ყველაფრის უფლების ქონას არ გულისხმობს, პირიქით, თავისუფლება ღვთის მცნებების დაცვაა, ცოდვისგან გათავისუფლება, ღვთაებრივ სრულყოფილებასთან ზიარება. რის ფასად შეიძლება მოვაკლოთ ეს მადლი საკუთარ თავს? როგორ შეიძლება, მარადიული, ჭეშმარიტი ღირებულებები დროებით სიკეთესა და მოჩვენებით სიმშვიდეზე გავცვალოთ? ალბათ ამიტომაც შემობრუნდა ერი ტაძრისკენ.

- სიკეთის ქმნა როგორ შევძლოთ?

- ეს ძალიან ადვილია. მთავარია, გულით მოვინდომოთ და ღმერთი ამაშიც ხელს შეგვიწყობს. ირგვლივ უამრავი უმუშევარი, უპოვარი და ავადმყოფია. თუ მატერიალურად არა, გულის სითბოთი, ტკბილი სიტყვით მაინც თანავუგრძნოთ. როცა კახელი გლეხებისაგან ყურძნის შესყიდვის სახელმწიფო პროგრამა გამოცხადდა, ჩვენმა ქარხანამ მათგან 40 ტონა ყურძენი შეისყიდა. ჩვენი კადრების უფროსის მერაბ თოფურიას მონდომებით, ქარხანამ სპეციალურად ტაძრისთვის შეისყიდა საფერავის ჯიშის ყურძენი, ვაკურთხეთ, დავწურეთ, დავაღვინეთ და ახლა საბარძიმედ, წირვის დროს, საკუთარ ღვინოს გამოვიყენებთ. ჩვენც კმაყოფილები დავრჩით, კახელი გლეხებიც და ჩვენი მუშა-მოსამსახურეებიც, რომლებმაც თავის ფასში, ტრანსპორტირების ხარჯების გარეშე, შეიძინეს ყურძენი. საბოლოო ჯამში კი უამრავი სიკეთე გაკეთდა. ეგებ არ ღირდეს გახმაურება, მაგრამ მაინც მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტი: ქარხნის სასადილოში ყოველდღიურად უფასოდ იკვებება ნაძალადევის რაიონში მცხოვრები 50-მდე უპოვარი და ხელმოკლე ადამიანი. სიკეთის ქმნაა ისიც, რომ ტაძრის სამეურნეო საქმიანობაში დიდ დახმარებას გვიწევს ქარხნის თანამშრომელი, ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვასილ დეკანოზიშვილი. ის უანგაროდ, დაუზარებლად გვიდგას მხარში.

- თქვენი ტაძარი ღვთისმშობლის შობის სახელობისაა. ალბათ დედა ღვთისას განსაკუთრებულ მეოხებას გრძნობთ...

- ყოვლადწმინდა ქალწული თითოეული ჩვენგანის დედაა. მან ცისა და ქვეყნის შემოქმედი გვიშვა და ქვეყნიერებას მხსნელი მოუვლინა. ის არის ჩვენი ცხოვრების კეთილად წარმმართველი, მწუხარებათა განმაქარვებელი, ცოდვისაგან განმარინებელი, სიხარულის აღმომაცენებელი, ხორციელ სნეულებათა მკურნალი, სულიერ მწუხარებათა კეთილმანუგეშებელი და ურვათა ჩვენთა სიხარულად გარდამაქცეველი. ის შთაგვაგონებს, რომ ჭეშმარიტი თავისუფლება მხოლოდ ღმერთშია და თუ გულს გავუხსნით, შიგნით შემოვუშვებთ, აუცილებლად გადავრჩებით. კარგი იქნება, თუ ყოველდღე გავიხსენებთ პავლე მოციქულის სიტყვებს: "დიდი სასყიდლით ხართ გამოსყიდულნი და ნუ იქნებით კაცთა მონანიო". დაე, ყოველ ჩვენგანს მომადლოს უფალმა ყური მახვილი, თვალი ნათელი და გული წმინდა, რათა გადავრჩეთ და უფლის წინაშე ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით, განკითხვის დღეს ღვთის სამსჯავროზე პირნათელნი წარვდგეთ, ამინ!

მოამზადა
თამარ კაპანაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat