წმინდა მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა სულთა ჩვენთათვის!
წმინდა მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა სულთა ჩვენთათვის!
წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელზე თბილისში ხუთი ეკლესიაა აგებული:
ქინძმარაულის ქუჩაზე, ნავთლუღის სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ქვემო ეკლესია VIII საუკუნეში აუშენებიათ. ის ერთნავიანი ბაზილიკური ტიპისაა და ქვითკირითაა ნაგები. ეტყობა, მრევლის მრავალრიცხოვნობის გამო, სუმბათაშვილებს მოგვიანებით ტაძარი დასავლეთით გაუფართოებიათ. ეს გვარი მუდამ ზრუნავდა ეკლესიის გამშვენებაზე. 1834 წლის 20 სექტემბერს სუმბათაშვილის ქვრივმა მელანიამ თხოვნით მიმართა საქართველოს ეგზარქოსს, დაევალებინა შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ნიკიფორესთვის, ეკურთხებინა ნავთლუღის წმინდა ბარბარეს განახლებული ტაძარი. 1834 წლის 26 ოქტომბერს ტაძარი აკურთხეს წმინდა ბარბარეს სახელზე, რის შესახებაც არქიმანდრიტმა ნიკიფორემ, სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა გაბრიელ ქართველოვმა და დეკანოზმა პეტრე არდაზიანმა აცნობეს ეგზარქოსს.

1835 წლის გაზაფხულის წვიმებმა თურმე ტაძარი ისე დააზიანა, რომ იქ წირვა-ლოცვა შეწყვეტილა. იმავე წლის ივნისში სოლომონ, ასლან, ალექსანდრე და მიხეილ სუმბათაშვილებმა ეგზარქოსისგან ეკლესიის აღდგენის ნებართვა ითხოვეს. მალე ტაძარი კვლავ განახლდა. ეკლესიის პატარა გუმბათი გვიანდელია.

საბჭოთა პერიოდში ტაძარს ფუნქციონირება არ შეუწყვეტია, წირვა-ლოცვა 1990-იან წლებამდე მიმდინარეობდა საეკლესიო სლავურ ენაზე. ტაძარს ჰყავს მგალობელთა გუნდი. 2001 წლის აგვისტოში შეიღება სახურავი, განახლდა ტაძრის ეზოში დაკრძალული ეკლესიის ძველი წინამძღვრის, სქემმონაზონ კირილეს (1906-1967წ.წ.) საფლავი. წმინდა ბარბარეს სახელობის ქვემო ეკლესიაში დასვენებულია წმინდა ბარბარეს XVII ს-ის სასწაულთმოქმედი ხატი, ყოველთა წმიდათას ხატი, XVI საუკუნის აღდგომის ხატი და სხვა.

ნავთლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის ზემო ეკლესია ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზეა. კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის პირად ფონდში დაცული ამ ტაძრის შემოსავალ-გასავლის წიგნით ირკვევა, რომ წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია შედიოდა დეკანოზ პეტრე არდაზიანის საბლაღოჩინოში. ეგზარქოსი ყოფილა ყოვლადუსამღვდელოესი იონა (ვასილიევსკი). ეკლესიის გარშემო ყოფილა სასაფლაო. დღევანდელი საყდარი აშენებულია დამწვარი ძველი ხის ეკლესიის ფუძეზე.

მშენებლობა დაუწყიათ 1827 წელს. წმინდა ბარბარეს სახელობის ზემო ეკლესია თავად ჩიჯავაძეთა საგვარეულო სალოცავი იყო. სხვადასხვა დროს ამ ტაძარში მოღვაწეობდნენ მღვდლები: იოსებ და თეოფანე ჩიჯავაძეები, ეფრემ სიდამონიძე - შემდგომ კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II, რომელიც, გადმოცემით, ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველად ამ ტაძარში მოსულა და ჩოქვით შემოუვლია ტაძრისთვის გარს, შემდეგ ტაძარში შესულა და ულოცია. ამავე ტაძარში მოღვაწეობდა დეკანოზი პლატონ ცქიტიშვილი, რომელმაც ეკლესიას ქვითკირის გალავანი შემოავლო. დეკანოზმა საბა დურდიაშვილმა მეხის დაცემის შედეგად გაბზარულ ეკლესიას სალტეები შემოარტყა.

ეკლესია აგურით ნაშენი ერთნავიანი გუმბათიანი ბაზილიკაა სამრეკლოთი. ტაძრის მთავარი სიწმინდეა წმინდა დიდმოწამე ბარბარეს წმინდა ნაწილი, რომელიც 1883 წელს კიევიდან ჩამოაბრძანა მამა გიორგი რაზიკაშვილმა, უკრაინის იმდროინდელი ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ფილარეტის ლოცვა-კურთხევით.

წმინდა ბარბარეს სახელობის ზემო ეკლესია საბჭოთა პერიოდშიც ფუნქციონირებდა. 1970 წლიდან 1980 წლამდე ამ ტაძარს წინამძღვრობდა დეკანოზი ამირან შენგელია, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ტაძარში ქართული წირვა-ლოცვის დამკვიდრებაში. ეკლესიაში წლების მანძილზე გალობდა ქართულ-რუსული გუნდი. 1980 წლის 4 დეკემბერს წმინდა ბარბარეს ეკლესიაში წირვა ჩაატარა ურბნელმა მთავარეპისკოპოსმა კონსტანტინემ. წირვა-ლოცვა ჩატარდა ქართულ-რუსულ ენაზე. საღამოს მრევლი დალოცა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.

1981 წლიდან დღემდე ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი ელგუჯა ლოსაბერიძე. 1982 წელს მისი თაოსნობით ტაძარი გარემონტდა, კედლები შეიღება, თუნუქით გადაიხურა, ხოლო ტაძრის დასავლეთით გადაღობილი ნაწილი გაიხსნა, შეიძინეს ეკლესიისთვის საჭირო ნივთები. ტაძრისთვის დაიწერა წმინდა ბარბარეს, წმინდა დარიას, წმინდა გიორგის, წმინდა ნინოს, წმინდა თამარ მეფის, წმინდა ქეთევან წამებულის, წმინდა დავით აღმაშენებლის და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები.

1993 წლის 1 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბავშვთა ფედერაციის სასახლეს ესტუმრა. უწმინდესმა სურვილი გამოთქვა, სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვთა მფარველი წმინდანის, წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესია დაარსებულიყო.

პატრიარქის სურვილის განხორციელება ითავეს საქართველოს ბავშვთა ფედერაციის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ლაშა კიკალიშვილმა და ფედერაციის თავმჯდომარემ კობა გილაშვილმა.

მხარდაჭერის ნიშნად, უწმინდესმა და უნეტარესმა 1993 წლის 17 დეკემბერს ბავშვთა ფედერაციას ტაძარში დასაბრძანებლად გადასცა წმინდა ბარბარეს ხატი წმინდა ნაწილებით.

ტაძრის მშენებლობას დიდად შეეწია სააქციო საზოგადოება "რუსთავცემენტი".

დარბაზული ტიპის ეკლესიის პროექტი უსასყიდლოდ შეადგინა არქიტექტორმა არჩილ მინდიაშვილმა.

2000 წლის 17 დეკემბერს ტაძარი აკურთხა ახალქალაქისა და კუმურდოს მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზმა. ამავე დღეს ტაძარში პირველი წირვა-ლოცვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.

ტაძარი მოხატულია. მისი წინამძღვარია დეკანოზი ზაზა (ბეჟანიშვილი).

სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე, ბავშვთა ინფექციურ-კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის აშენების იდეა 1998 წელს საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების ექიმებს: მერაბ ჯოხარიძეს, კახა ბუბაშვილს, მარინე ინწკირველსა და თინათინ ქორიძეს დაებადათ. ექიმები თვლიდნენ, რომ ტაძრის სიახლოვე გააიოლებდა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პატარა პაციენტთა მონათვლასა და ზიარებას. გარდა ამისა, საავადმყოფოს ტერიტორიაზე ტაძრის აშენება საბოლოოდ აღკვეთდა დაინტერესებულ პირთაგან ტერიტორიის მითვისებისა და პირადი მიზნებისთვის გამოყენების მცდელობას. ექიმები დაუკავშირდნენ მამა ბესარიონ მენაბდეს, რომელმაც ისინი პატრიარქს წარუდგინა.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით საავადმყოფოში შეიქმნა წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდი მერაბ ჯოხარიძის ხელმძღვანელობით, მაგრამ ფონდმა ვერ შეძლო სამშენებლო თანხის შეგროვება.

ტაძრის აშენება გადაწყვიტა ბატონმა დევი ქუთათელაძემ. სამოქალაქო ომის პერიოდში მას დაეღუპა მეუღლე (ქალბატონი ირმა დუნდუა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა). მერე ვაჟიც გარდაეცვალა. ამ უბედურებით სასოწარკვეთილს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გარდაცვლილი ცოლ-შვილის სულის საოხად ეკლესიის მშენებლობის დაწყება ურჩია.

ეკლესიას 1999 წლის 12 აგვისტოს - ბატონი დევის ვაჟის - ვიტალის დაბადებისა და გარდაცვალების მეორმოცე დღეს ჩაეყარა საფუძველი.

მშენებლობის პროცესში ბატონ დევის მხარში ედგა სულიერი მოძღვარი, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე), ხოლო მატერიალურად დაეხმარნენ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის თავმჯდომარე ბატონი გია ჭანტურია და ბატონი ვლადიმერ გურგენიძე.

დარბაზული ტაძრის პროექტი უსასყიდლოდ შეადგინა არქიტექტორმა ლერი კუპრაშვილმა. 2002 წლის 17 დეკემბერს მეუფე დანიელმა ტაძარი აკურთხა.

ტაძარი აიგო ანანურის, ნიჩბისის, ზაჰესის კლდის ქვებითა და ძველი ქართული წითელი აგურით. იატაკი დაგებულია ხარაგაულის კირქვით. ტაძრის კანკელი, კარები და ხის სამუშაოები შეასრულა გია მუზაშვილმა. ტაძარს წმინდა ბარბარეს დიდი ხატი შესწირა ტარიელ მენაბდემ.

ტაძარს აქვს დასავლეთის და სამხრეთის შესასვლელები. ეკლესიაში მოწყობილია ქორედი მგალობელთათვის. დასავლეთის შესასვლელის ხის ჩუქურთმოვანი კარების თავზე გამოყვანილია ბოლნური ჯვარი ორი წარწერით: "შეიწყალე, უფალო, მხევალი ღვთისა ირმა", "შეიწყალე, უფალო, მონა ღვთისა ვიტალი". ტაძარი გადახურულია წითელი კრამიტით და აგვირგვინებს ლამაზი ჯვარი. ეკლესიის წინამძღვარია დეკანოზი ილია წერეთელი.

ნაძალადევში, გურამიშვილის გამზირზე (კინოთეატრ "საქართველოსთან") მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის მშენებლობა 1999 წლის ივნისში დაიწყო. პროექტის ავტორია არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი. დარბაზული ტიპის ეკლესია მთლიანად შემოწირულობით აშენდა. ტაძრის აგების იდეა წმინდა ბარბარეს სახელობის ქვემო ეკლესიის მოძღვარს, დეკანოზ კახაბერ ნათაძეს ეკუთვნოდა. ნავთლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის ზემო და ქვემო ეკლესიების შემდეგ ეს პირველი ეკლესიაა თბილისში, რომელიც წმინდა ბარბარეს სახელზე აკურთხეს 1999 წლის 17 დეკემბერს. იგი აკურთხა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა დანიელმა. იმავე დღეს ტაძარს ესტუმრა და წმინდა ბარბარეს სავედრებელი პარაკლისი აღავლინა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.

ტაძარი მოხატულია. აქვს სამრეკლო, გალავანი. მოვლილია ეზო. ტაძრის კეთილმოწყობასა და გამშვენებაში დიდი წვლილი მიუძღვის დეკანოზ კახაბერ ნათაძეს, რომელიც 2003 წლის 3 აგვისტოს ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა. მამა კახაბერი ტაძრის ეზოშია დასაფლავებული. ამჟამად ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი მაქსიმე ფაილოძე.

KARIBCHEმღვდელი მიქაელ თევზაძე წმინდა ბარბარეს ტაძარში 2003 წლის 22 აგვისტოდან მსახურობს.

- მამაო, ორიოდე სიტყვით გვიამბეთ, როგორ გახდით მღვდელმსახური.

- ჩემმა ბავშვობამ დიდუბის ეკლესიაში გაიარა, რადგან ამ ეკლესიის მეზობლად მდებარე, ამჟამად წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის სკოლაში ვსწავლობდი. დედის გარდაცვალების შემდეგ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ვთხოვე, სტიქარში სამსახურებლად ლოცვა-კურთხევა მოეცა. 2000 წელს ჩავაბარე გელათის სასულიერო აკადემიაში. 2001 წლის 21 ოქტომბერს უწმინდესმა დიაკვნად დამასხა ხელი სიონის საკათედრო ტაძარში. დიაკვნობის პერიოდში გახლდით პატრიარქის ჟამთააღმწერელი. 2002 წლის 16 ივნისს უწმინდესმა ყაზბეგის რაიონში წამიყოლა და ამ დღეს დამასხა ხელი მღვდლად. იმავე წლის 16 ივლისს მისივე ლოცვა-კურთხევით დავინიშნე სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის სოფელ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად. მანამდე ვმსახურობდი სოფელ აჩხოტის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტერში. ვიყავი ეპარქიის გაზეთის "მადლიანი სტეფანწმინდის" სარედაქციო კოლეგიის წევრი და მიმყავდა ისტორიული რუბრიკა "კუთხის ეკლესიები და მათი ისტორიული დატვირთვები". უკვე სამი წელია, რაც ამ ტაძარში ვმსახურობ. მყავს ოჯახი, ოთხი შვილი: ლევანი, მარიამი, გიორგი და ნიკოლოზი.

- რამდენადაც ვიცი, განათლებით ისტორიკოსი ბრძანდებით და ამ მიმართულებითაც მოღვაწეობთ.

- 2006 წელს გამოვეცი ორი სამეცნიერო ნაშრომი: "საქართველოს ეკლესიის როლი ქართული კულტურის გადასარჩენად XIII-XV საუკუნეებში" და "გიორგი ბრწყინვალის სახელმწიფოებრივი, საეკლესიო და კულტურული მოღვაწეობა". ამ ნაშრომებში შევეცადე გამეშუქებინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზრუნვა ქართული კულტურის გადასარჩენად, საისტორიო და საეკლესიო ლიტერატურის გამოყენებით დამესაბუთებინა, თუ როგორ მოახერხა ქართულმა ეკლესიამ მტრის გამუდმებული შემოსევებისგან ქართული კულტურის საგანძურის გადარჩენა. ეკლესია ყოველთვის აერთიანებდა დაშლის გზაზე დამდგარ საქართველოს, ძალასა და სიმხნეს მატებდა მას.

- მღვდლად მსახურების პერიოდში თქვენთვის რა იყო ყველაზე დიდი სიხარული?

- ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლებამ საპატრიარქოს გადასცა დიღმის მასივში მდებარე არასამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მერგო პატივი, ყურადღება მივაქციო აქ დაგეგმილი წმინდა გიორგის ტაძრის მშენებლობას. ვასრულებ პარაკლისებს და იმ სამღვდელმსახურო მოვალეობებს, რასაც ითხოვს მშენებარე ტაძარი.

- თქვენ წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური ხართ. როგორი დამოკიდებულება გაქვთ წმინდა ქალწულმოწამის მიმართ?

- ჩემი წინაპრები სასულიერო პირები იყვნენ და ჩემს ოჯახში უდიდეს პატივს მიაგებდნენ საეკლესიო დღესასწაულებს, წმინდანებს. მახსოვს, ბარბალობას (ასე ვეძახდით დასავლეთ საქართველოში) დილაადრიან ბებიას გამომცხვარი თბილ-თბილი ლობიანების სურნელი გვაღვიძებდა და გვაგრძნობინებდა ამ დღესასწაულის მადლს. ქალწულმოწამე ბარბარე გამორჩეულია ცხოვრებით, სიწმინდით, მშვენიერებით, უდიდესი კადნიერება აქვს ღვთის წინაშე, ამიტომაც ვევედროთ მას, რომ თავისი ღვთივსათნო მეოხებით დაგვიფაროს ხილული და უხილავი მტრებისაგან, თავისი ლოცვის სხივებით გამოგვიყვანოს ცოდვების წყვდიადიდან და დაგვაყენოს ნათელი გამოხსნის გზაზე:

"ქალწულებითა განშვენებულო, წამებითა გაბრწყინებულო, სასწაულთმოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, წმიდაო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა სულთა ჩვენთათვის. ამინ!"
ბეჭდვაელფოსტა
17.12. 2014
551456200
GILOCAVT BARBAROBAS !!!
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat