ქრისტეს სავანე ალგეთის ჭალაში
ქრისტეს სავანე ალგეთის ჭალაში
"ქრისტეს მიერ საყვარელო შვილებო! ჭეშმარიტად, დღეს არის ჩვენი დიდი სიხარულის დღე, ვფიქრობ, დიდი საეკლესიო დღე, რადგან წმინდა ივერიას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას, კიდევ ერთი ახალი წმინდა ტრაპეზი, ეკლესია და მონასტერი შეემატა. სასიხარულოა ისიც, რომ ამ წმინდა ტრაპეზს ეწოდა წმინდა ნინოს ტრაპეზი. კარგად მოგეხსენებათ, რომ იესო ქრისტემ ინება და მოავლინა ჩვენთან წმინდა ნინო, რომელიც განმანათლებელია ყოველთა ქართველთა... გავიდა ათას ექვსასი წელი. წმინდა ნინო კვლავ ჩვენთანაა, კვლავ იღვწის, კვლავ შრომობს. ამის მაგალითია ეს დიდებული მონასტერი, რომლის მაშენებლებსაც ვლოცავ და ვაკურთხებ. მამა გიორგიმ უდიდესი ღვაწლით და შრომით გააგრძელა სწორედ ის მოციქულებრივი საქმე, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს ჯერ წმინდა მოციქულებმა და შემდეგ მოციქულთა სწორმა... ვლოცავ მამა გიორგის, რომ ეს სიხარული მიანიჭა ჩვენს ეკლესიას და მრევლს, თქვენ ყველას. მან, შეიძლება ითქვას, ამ "უდაბნოში" აღმართა მშვენიერი ტაძარი, მშვენიერი მონასტერი", - ამ სიტყვებით მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტმა, მეუფე ანანიამ მიულოცა მრევლს თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ასურეთთან, ალგეთის ჭალაში ახალაშენებულ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წმინდა ნინოს ტრაპეზის კურთხევა.

ეს ტაძარი, მონასტერთან ერთად, ღვთის შეწევნითა და პროტოპრესვიტერ გიორგი გამრეკელის ძალისხმევით აშენდა. უფრო ვრცლად ამის შესახებ თავად მოძღვარი გვესაუბრება.

- მამაო გიორგი, პირველად როდის და როგორ ჩახვედით მრევლთან ერთად სოფელ ასურეთში? მანამდე კავშირი გქონდათ ამ სოფელთან?

- აქაურია ჩვენი მრევლის ერთ-ერთი წევრი გოგონა. პირველად ასურეთში ამ გოგონას მამის დაკრძალვაზე ჩავედი. ეს მოხდა 1990 წელს. 1993-94 წლებში, დიდი გაჭირვებისას, პატრიარქმა მისცა კურთხევა მოძღვრებს, მრევლთან ერთად აეღოთ მიწები, დაემუშავებინათ და ეს გაჭირვება თავიანთი შრომის ნაყოფით გადაეტანათ. ქრისტიანული თემის იდეა ჩვენს მრევლში მანამდეც იყო. სიაც კი შედგა, თუ ვინ წავიდოდა სოფელში, მაგრამ მიწის აღება პრობლემა გახდა, რადგანაც მიწა მაინც სოფელს ეკუთვნის და ის ნაკლებად ენდობა ქალაქიდან ჩასულებს. უწმინდესის კურთხევით, ჩვენ წმინდა გიორგის ხატს დავაბრძანებთ ოჯახებში. 1994 წელს ხატი მიბრძანდა ერთ-ერთ ოჯახში, სადაც გაირკვა, რომ ამ ოჯახს შეეძლო დახმარება სასოფლო-სამეურნეო მიწების ჩვენთვის გადმოცემაში. ეს მიწა აღმოჩნდა სოფ. ასურეთიდან 5 კმ-ის დაშორებით, ალგეთის ჭალაში. ის რომელიღაც ქარხნის დამხმარე მეურნეობა ყოფილიყო და ამ მძიმე წლებში გაპარტახებულა. აქ მოგვცეს დროებითი საცხოვრებელი ადგილი. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა დასაფუძნებლად.

მახლობლად ქალაქელთა მიტოვებული სააგარაკო მიწები იყო, რომლებიც მეპატრონეთაგან შევისყიდეთ და გავხდით კანონიერი მემკვიდრეები.

- როდის და როგორ დაიბადა მონასტრის აშენების იდეა და შესაბამისად, როდის ჩაიყარა ტაძრის და კელიების საძირკველი?

- როდესაც ადრე, 1990-91 წლებში ვფიქრობდით და ვმსჯელობდით ქრისტიანულ თემზე, რომელიც სოფელში დამკვიდრდებოდა, ამოვდიოდით წმინდა წერილიდან, რომ ღმერთმა ადამიანს მისცა ბუნებრივი გარემო ცხოვრებისა და მოღვაწეობისთვის. ესაა ედემის ბაღი, რომელშიც იყო "ხე ცხოვრებისა" - უფალთან ურთიერთობა. შესაბამისად, ჩვენ გვინდოდა მივახლოებოდით ამ პრინციპს, ყოფილიყო ეს ბაღი ცხოველებით, ფრინველებით, თანმხლები შრომით და გაჭირვებით, და ყოფილიყო ასევე ტაძარი, სადაც აღვავლენდით წირვა-ლოცვას. ეს იდეა თავიდანვე გაჩნდა, მაგრამ ისევ გავყევით ბიბლიას, რომ ჯერ შეიქმნა გარემო ადამიანისათვის, რომელშიც ის იცხოვრებდა და მერე დამკვიდრდა ედემის ბაღში. ჩვენ უნდა შეგვექმნა ცხოვრების, არსებობის პირობები. ვგულისხმობ სამეურნეო კომპლექსს - ჩვენს საქმიანობას. თან ამ პროცესში გამოიცდებოდა, ვინ არის იქ დამრჩენი და ვინ - არა. ეს გადარჩევა ბუნებრივად მოხდა.

ტაძრისა და კელიების საძირკველი ჩაიყარა 1999 წლის შემოდგომაზე, მშენებლობა 2000 წლიდან დავიწყეთ.

KARIBCHE- ვისი სახელობისაა ტაძარი და მონასტერი?

- რადგან წმინდა გიორგის ხატის მეოხებით მოვიპოვეთ მიწები, მთავარი საკურთხეველი ტაძარში მისი სახელობისაა. იმის გათვალისწინებით, რომ ქრისტიანული განათლება ჩვენს ერში წმინდა ნინომ შემოიტანა, - მართალია, მანამდე მოციქულებმა იქადაგეს, მაგრამ განმანათლებლად ითვლება წმინდა ნინო, - მეორე საკურთხეველი ამავე ტაძარში წმინდა ნინოს სახელობისაა, რომლის კურთხევაც სულ ახლახან მოხდა.

მონასტერს კი დავარქვით ასე: ალგეთის პირის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერი.

- მამაო, რატომ დედათა მონასტერი და არა მამათა?

- დედები უფრო მოღვაწეობდნენ, ვიდრე მამები... ჩვენ კი არ ვგეგმავთ, არამედ უფალი განაგებს. ვინც გამოარჩია უფალმა იქ სამკვიდრებლად, შესაბამისად, მათი საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო.

- ვიცი, რომ ზოგი მატერიალურად შეეწეოდა მონასტრის მშენებლობას, ზოგიც - ნიჭით და შრომით. ერთ-ერთი მათგანია სიდონია გაჩეჩილაძე, რომელმაც თქვენი კურთხევით დაიწყო ტაძრის მოხატვა... დღეისათვის კი უკვე მოხატული აქვს წმინდა ნინოს სახელობის საკურთხეველი. სიდონიამ მითხრა, რომ არა მამა გიორგის კურთხევა, ასეთი საპასუხისმგებლო საქმის დაწყებას ვერასდროს გავბედავდიო...

- სიდონიას ხატწერის დიდი გამოცდილება აქვს. 1989 წელს თბილისის სასულიერო აკადემიაში მან დააარსა ხატწერის სახელოსნო - საქართველოში პირველი ხატწერის სახელოსნო, სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა. შედგენილი იყო სამწლიანი კურსი, ჰქონდა შესაბამისი პროგრამა... სახელოსნოში არა მარტო სასულიერო აკადემიის სტუდენტები, არამედ ერის ხალხიც ემზადებოდა. ბევრი ხატმწერი გამოვიდა ამ სახელოსნოდან. სიდონიამ მანამდე კედლის მხატვრობის ცალკეული ნიმუშებიც შექმნა, მაგრამ მთლიანად ტაძრის მოხატვა მისთვის პირველია და დიდი კრძალულებით და რიდით შეუდგა ამ საქმეს.

- ადგილობრივი მოსახლეობა როგორ შეხვდა ამ დიდ წამოწყებას?

- თავიდან ცოტა ეჭვით გვიყურებდნენ, - რა იციან სოფლის პრობლემები, აქ დიდხანს ვერ გაძლებენო. გამოუცდელობის გამო პირველ წელს დიდი მარცხი განვიცადეთ, მიუხედავად ამისა, მაინც გავაგრძელეთ მუშაობა. ერთხელ იქაურმა მეურნეობის თავმჯდომარემ გვკითხა, - თქვენ რა, გლეხობა ხომ არ მოინდომეთო. რატომაც არა-მეთქი, - ვუპასუხე. ესიამოვნა... როცა დაინახა სოფელმა, რომ სიძნელეებს არ შევუშინდით და მართლა პატიოსნად ვშრომობდით, მიგვიღო. შემდგომ აღმოჩნდა, რომ უამრავი კავშირი გვაქვს ამ სოფელთან. დასაწყისში გოგონა რომ ვახსენე, მისი ბიძაშვილი სოფლის გამგებელი გამოდგა, ჩვენი მრევლის წევრთა ნათესავებიც ცხოვრობდნენ თურმე სოფელში... ყოველივე ამან დაგვარწმუნა, რომ შემთხვევითი არ იყო ჩვენი იქ მისვლა. უფალმა განაგო წმინდა გიორგის მეოხებით ალგეთის ჭალაში ჩვენი დამკვიდრება. სოფელი გვერდში ამოგვიდგა. ერთმა ოჯახმა ვენახი გვაჩუქა, შენობაც კი დაგვითმეს დამატებით საცხოვრებლად. გვეხმარებიან როგორც ფიზიკური შრომით, ისე რჩევა-დარიგებებით. ასე რომ, იქ მარტონი არა ვართ.

- მონასტრის არქიტექტურული სახე ორიგინალურია. შორიდან ინგლისურ ციხესიმაგრეს მაგონებს. ჩემთვის ცნობილია, რომ როგორც ტაძრის, ისე მონასტრის არქიტექტორი თქვენი მრევლის წევრი, ბატონი ირაკლი ვაჩეიშვილია. ორიგინალური არქიტექტურული ჩანაფიქრი კელიებთან დაკავშირებით მას ეკუთვნის თუ ამაში თქვენც მონაწილეობდით?

KARIBCHE- ყველაფერი ერთობლივად გავაკეთეთ. მშენებლობის პროცესში კიდევ იცვლებოდა რაღაცები. ჩანაფიქრით, შენობას უპირველესად ფუნქციური დატვირთვა აქვს. იქ უნდა ყოფილიყო დერეფნით ერთმანეთთან დაკავშირებული საცხოვრებელი ოთახები - სენაკები, სამრეცხაო ოთახები. მათი დანაწილება ითხოვდა, რომ ცენტრში საცხოვრებელი მოქცეულიყო, კიდეებში კი სამსახურებრივი დანიშნულების სათავსოები. თქვენ ინგლისურ ციხესიმაგრეს შეადარეთ, თუმცა ქართველი კაცისთვის არასდროს ყოფილა უცხო ციხესიმაგრეების შენება. ჩვენ ამის უამრავი ნიმუში გვაქვს: პალესტინაში საბაწმინდის ლავრა, ჯვრის მონასტერი იერუსალიმში, ათონის მთის მონასტრები... ასე რომ, ინგლისისკენ არც გაგვიხედავს. ერთადერთი - სენაკების გადახურვაა უცხო ჩვენთვის. აშენდა სამი კოშკი: ცენტრალური და ორი - კიდეებში. კოშკებში უკვე მეორე სართული შეიქმნა. მათ შორის არსებული სენაკების ორქანობიან გადახურვას ვაპირებდით, მაგრამ რადგანაც შესაძლებლობა გვქონდა, რაციონალურად გამოგვეყენებინა ეს სივრცე, გავაკეთეთ მანსარდა. ეს ორქანობიანი გადახურვა უფრო დასავლეთევროპულია, ამიტომ ტოვებს ინგლისური ციხესიმაგრის შთაბეჭდილებას.

- მამაო გიორგი, დამეთანხმებით, რომ ძველ საქართველოში ეკლესია-მონასტრები უმთავრეს კულტურულ და საგანმანათლებლო კერებს წარმოადგენდა. რამდენადაც ვხვდები, ასურეთის დედათა მონასტრის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ესეც იქნება, რადგან მონასტრის მშენებლობისას გათვალისწინებულია ბიბლიოთეკა და ასევე ოთახი მთარგმნელობითი სამუშაოებისთვის.

- ერთ-ერთ კოშკში იქნება ხატწერის სახელოსნო, მეორეში მოთავსდება ბიბლიოთეკა, იქნება ოთახი მთარგმნელთათვის... რა გამოგვივა, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა...

- მამაო, ასურეთში სამონასტრო მშენებლობის გაფართოებას ხომ არ გეგმავთ?

- გაფართოებას არა, მაგრამ იქ ჩვენ ჯერ არ გვაქვს დასრულებული მშენებლობა. არ არის სამრეკლო, მოძღვრის ოთახი, გალავანი, რომელიც ტაძარს და სენაკებს ერთად მოიცავს, არაა შემოზღუდული სენაკების ეზო. იქ მოღვაწეთათვის სავსებით საკმარისია ეს ადგილი. სამეურნეო კომპლექსი აღემატება კიდეც მათ შესაძლებლობებს. თუ მსურველები გამოჩნდებიან, მშენებლობის გაფართოება სხვა ადგილას შეიძლება.

- მამაო, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ამჟამად მონასტერში?

- დედებიდან ხუთიდან შვიდამდე არის ხოლმე. ზოგი მუდმივადაა, ზოგიც ჩადის, რჩება რამდენიმე კვირა და შემდეგ ბრუნდება ქალაქში. ასეთ გარდამავალ პროცესში არიან.

- დიდი მადლობა, მამა გიორგი, საინტერესო საუბრისათვის. ჟურნალ "კარიბჭის" რედაქციის სახელით მინდა მადლობა მოგახსენოთ, რომ ამდენ კეთილ და ღვთისთვის სათნო საქმეს უდგახართ ბურჯად. ალგეთის პირის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერს კი ვუსურვებ, თავისი წვლილი შეეტანოს საქართველოში "ქრისტეს მხედრობის" გამრავლებასა და გაძლიერებაში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat