მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრები
მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრები
თბილისის ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძარი
ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძარი XVIII-XIX სს. სახით არის მოღწეული.
ეკლესია გუმბათოვან-დარბაზული ტიპის ნაგებობაა და ქვით მოპირკეთებული აგურის სუბსტრუქციაზეა აღმართული.

ბეთლემის კიბე-ქუჩა 120 საფეხურიანია, ბეთლემის უბანში კლდეს აჰყვება და ზემო ბეთლემთან მთავრდება.

დეკანოზი იოანე როსტიაშვილი
(ზემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვარი):

- I საუკუნეში, როდესაც ქრისტიანობის გავრცელება დაიწყო, საქართველოშიც შემოვიდნენ მოციქულები: ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი, მატათა. ნელ-ნელა დაიწყო ერის გაქრისტიანება, მაგრამ ფესვი ვერ გაიდგა. III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში საქართველოში შემოვიდა წმიდა ნინო, ღვთის განგებულებითა და ღვთისმშობლის კურთხევით და გააქრისტიანა საქართველო.

შემდგომ მეფე მირიანმა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა მართლმადიდებლობა და დაიწყო ეკლესიების მშენებლობა.

ბეთლემი ააშენა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალმა. ვიცით, რომ მან დაუდო საფუძველი ჩვენს დედაქალაქს. აქედან 150 მეტრში არის სარიტუალო ცეცხლის სანახავი. მაზდეანობის პერიოდში იქ ინახავდნენ სარიტუალო ცეცხლს. ვახტანგ მეფემ ამ საკერპოს დაუპირისპირა მაცხოვრის შობის სახელობის ქრისტიანული სალოცავი.

ტაძარი იმ დროს მომცრო ზომის იყო.

ამ ტაძარშივე არიან დაკრძალულნი ვახტანგ მეფის დედა და და.

დღევანდელი სახით ტაძარი ააშენა გივი ამილახვარმა.

კომუნისტების დროს აქ იყო ბიჟუტერიის საამქრო, 1991 წელს საპატრიარქოს გადაეცა. გათხრების დროს აღმოჩნდა ვახტანგ გორგასლისეული ტაძრის საკურთხეველი. შემდეგ ეს ყოველივე მიწით ამოვავსეთ და იატაკი დავაგეთ. საკურთხევლის ადგილი დავტოვეთ და ბეთლემისებურად გავაფორმეთ ვარსკვლავით, სადაც შობის ხატია დაბრძანებული და კანდელები ჰკიდია.

ტაძარში სიმბოლურადაა გამოყოფილი პატარა ადგილი ისევე, როგორც ბეთლემში - ბაგა, რაც საკურთხევლის ნაწილს წარმოადგენს.

ტაძარი თავიდან გაილესა და ხელახლა მოიხატა. ძირითადად გამოყენებულია აგური. ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელი და გუმბათი გარედან მოპირკეთებულია ქვით გივი ამილახვრის მიერ. აგურის წყობა მარიამ დედოფლისეულია, რაც იშვიათ წყობას მიეკუთვნება.

კანკელი არაა მოხატული. იგი ქვისგანაა გამოთლილი. მისი ავტორები ჩვენი მრევლის წევრები არიან. კანკელის აღსავლის კარი ხისაა.

ტაძარს აქვს შედარებით გვიანდელი სამრეკლო.

ტაძარი ფუნქციონირებს 1994 წლიდან.

ტაძრის მოხატულობა და ხატები ახალია და ეკუთვნის ბასილ ზანდუკელს. ტაძარში დაბრძანებულია 6000 გარეჯელ ბერთა წმიდა ნაწილი თავიანთივე სახელობის ხატში.

ტაძრის ტიპიკონი:

პარასკევსა და შაბათ-კვირას წირვა-ლოცვები ტარდება, დღესასწაულებზე - საუფლო მსახურებები, ასი ათასი მოწამის ხსენება, ტაძრის და ქალაქის დამაარსებლის ვახტანგ გორგასლისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, 13 დეკემბერსა და იოანე ნათლისმცემლის შობის, თავისკვეთის დღეებში სრულდება ღამისთევის მსახურება.

ტარდება "იესო ტკბილოს" პარაკლისი. მარხვების პერიოდში, ყოველ პარასკევს ტარდება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პარაკლისი, რომელსაც ჰქვია "აღსარების" პარაკლისი.

ყველაზე მეტად აღინიშნება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ასევე ტაძრის დღესასწაული - შობა, რადგან ეს ტაძარი არის ქრისტეს შობის სახელობის.

ტაძარში მსახურობს სამი სასულიერო პირი: წინამძღვარი - დეკანოზი იოანე როსტიაშვილი, იღუმენი კირიონ ზეინკლიშვილი და დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.

ქვემო ბეთლემი
ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია 1725-1727 წწ. ირანიდან გადმოსახლებულმა სომხებმა ააშენეს და წმინდა სტეფანეს სახელი (სომხ. სურბ-სტეფანოზი) უწოდეს. მის ნაცვლად 1868 წელს გუმბათიანი ეკლესია აშენდა, რომელიც 1910 წელს განაახლეს. 1988 წლიდან ტაძარი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის.



"ჩაწერილი ჯვრის" ტიპის აგურითაა ნაშენი და ქვით მოპირკეთებული ეკლესია აგურის ციტადელზეა აღმართული. გუმბათი ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. აბსიდი ნახევარწრიულია. ფასადი დეკორატიული თაღებითა და მაღალი, სწორკუთხა შეღრმავებებითაა დანაწევრებული. გუმბათის სარკმლები თაღებშია ჩაწერილი. მათ ზემოთ, კედლის სიბრტყეში მართკუთხა ჩაღრმავებები და ასევე აგურის წყობით გამოყვანილი წრეები გუმბათს სარტყელივით შემოუყვებიან. ტაძარში შესასვლელი ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდანაა მოწყობილი. ჩრდილოეთის კარისკენ ქვის ფართო, ორმხრივი კიბე მიემართება. თაღოვან საპირეში მოქცეული რკინის კარის თავზე - ლუნეტში, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ფერწერული გამოსახულებაა. დასავლეთით ტაძარს საცხოვრებელი სახლი ებჯინება, რომელიც შესასვლელი კარის წინ აღმართულ მძლავრ ბოძებს ეყრდნობა, ხოლო ფასადის ზედა ნაწილს უშუალოდ ერწყმის კიდეც. ინტერიერის მოხატულობა 1991-1997 წწ. მხატვრების - დ. ხიდაშელისა და მ. ჩაკვეტაძის მიერაა შესრულებული.

კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესია
შუა საუკუნეებში ზემო იმერეთი არგვეთის საერისთავოში შედიოდა. არაბთა ხალიფატის დაცემის შემდეგ დაიწყო კულტურული აღმშენებლობა საქართველოს ყველა კუთხეში, მათ შორის არგვეთის საერისთავოშიც, რომელიც ამ დროისათვის ურჩ ფეოდალებს - კლდეკარის ერისთავებს - ბაღვაშ-ორბელიანებს ეკავათ. სწორედ ამ ბაღვაშების დროს, X-XI საუკუნეების მიჯნაზეა აგებული კაცხის ტაძარი. მდებარეობს ჭიათურის დასავლეთით, დაახლოებით 8 კმ-ზე, მდ. კაცხურას მარცხენა მხარეს აღმართულ მაღლობზე, სოფელ კაცხი-სალიეთის ცენტრში.


კაცხის ტაძარი უძველესი დროიდან ბაღუაშთა საგვარეულო ტაძარი, მათი სამარხია. წარწერების თანახმად, აგებულია ბაგრატ III მეფობის ხანაში, როდესაც დამარცხებული რატი ერისთავთ-ერისთავი იძულებული გახდა ეცხოვრა თავის საგვარეულო მამულში. ტაძრის ძირითადი კორპუსის მშენებლობა დაიწყო X საუკუნის მიწურულში, დამთავრდა 1010-1014 წლებში.

გარშემოსავლელი უთუოდ გათვალისწინებული გახლდათ კაცხის ტაძრის არქიტექტორის მიერ, როგორც ძირითადი ნაგებობის განუყრელი ნაწილი, თანახმად წარწერისა, იგი აგებულია: "იოანე ერისთავთა ერისთავისა ასულისა ცხოვრების" მიერ. ვინ იყო ეს ცხოვრება, რატის ძის ლიპარიტის მეუღლე (+1048), თუ ლიპარიტის ძის, ივანეს ასული, უცნობია. ყოველ შემთხვევაში, გარშემოსავლელი დეკორის სტილის მიხედვით აშენებულია XI საუკუნის I ნახევარში.

ტაძარი ექვს აფსიდიანი, დიდი გუმბათიანი ნაგებობაა, რომელსაც გარედან მრავალწახნაგოვანი მოყვანილობა აქვს. ტაძარს სამივე მხრიდან გარშემოსავლელი აკრავს. ტაძრის ზოგადი მასა სამი კონცენტრირებული ელემენტისგან შედგება: პირველს შეადგენს თვით გარშემოსავლელი, მეორეს უფრო მცირე დიამეტრის მქონე თვით ტაძრის კორპუსი, მესამეს კი თორმეტწახნაგოვანი გუმბათის ყელი. სამივე საფეხურის ყველა წახნაგი, გარდა აფსიდის წახნაგებისა, გადაბმულია საკუთარი ფრონტონით, რის შედეგად შენობის კოზმიდები სამმაგ ტეხილ ხაზს ქმნიან.

ტაძრის შინაგანი სივრცე არსებითად განუყოფელ ერთეულს წარმოადგენს. ცენტრალური გუმბათის ქვეშ მოქცეული ფართობის გარშემო, რადიალურად განლაგებულია აფსიდები, რომლებიც გარდა საკურთხევლის აფსიდებისა, უშუალოდ ერთვის ცენტრალურ სივრცეს. საკურთხევლის აფსიდს გარედან ხუთწახნაგოვანი მოხაზულობა აქვს. თორმეტსარკმლიანი გუმბათის ყელი აფსიდების კონქის თაღებს ებჯინება და ამრიგად, მას ექვსწახნაგოვანი საყრდენი აქვს. ექვსი წახნაგიდან გუმბათის წრეზე გადასვლა განხორციელებულია ბრტყელი ტრომპების ორი რიგის საშუალებით.

კაცხის ტაძრის შინაგანი სივრცე მონუმენტურ შთაბეჭდილებას ახდენს. ძირითადი ყურადღება ექცევა შინაგანი სივრცის მთლიანობას, არქიტექტორის ყურადღებას იპყრობს გუმბათის ქვეშ მოქცეული შენობის კომპოზიციური ცენტრის სივრცის მხატვრული აღქმა. ტაძრის ყველა ბარელიეფს ასომთავრული წარწერა აქვს დატანებული. წარწერათა უმრავლესობა დაქარაგმებულია.

ტაძრის შიდა კედლები ადრე მოპირკეთებული ყოფილა სუფთად გათლილი ქვით, მაგრამ შემდგომში შეულესავთ და ამჟამად ეს მოპირკეთება აღარ ჩანს. მდიდრულად ყოფილა ადრე მოჩუქურთმებული ტაძრის გარე კედლები. დღეისათვის მხოლოდ ნაწილობრივაა შემორჩენილი ეს არქიტექტურული მორთულობა. ტაძარი ადრეც ბევრჯერ შეუკეთებიათ, მაგრამ განსაკუთრებით იცვალა სახე მისმა გარეგანმა მოპირკეთებამ 1854 წელს ჩატარებული შეკეთების დროს, რის შედეგადაც მხოლოდ გარს შემოსავლელი კედლების ნაწილმა მოაღწია ჩვენამდე თავისი პირვანდელი სახით. ეს კედლები მნახველს ანცვიფრებს თავისი მდიდრული მოჩუქურთმებით, არქიტექტურულ ფორმათა სრულყოფითა და ქვის დამუშავების მაღალი ოსტატობით.

კაცხის ტაძრის სახელს უკავშირდება ქართული ჭედურობის შესანიშნავი ნიმუში - მაცხოვრის ხატი, რომლის წარწერაშიც მოხსენიებულია ერისთავთ-ერისთავი რატი.

გადმოცემის თანახმად, კაცხის მონასტერი დიდი კულტურული ცენტრი ყოფილა. აქ მიმდინარეობდა ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობა, ასობით წიგნი გადაწერილა. ტაძარს ჰქონია მდიდარი ბიბლიოთეკა, შემდგომ იგი დაუტაციათ.

კაცხის ტაძარში მარხია საქართველოს მეფის, ბაგრატ IV-ის (1027-1072 წწ.) დროინდელი დიდი პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი ლიპარიტ ლიპარიტის ძე. იგი სათავეში ედგა კლდეკარის საერისთავოს და ცნობილი იყო ქვეყნის გარეშე მტრებთან თავგამოდებული ბრძოლით. მაგრამ არანაკლები თავგამოდებით ებრძოდა ეს ურჩი ფეოდალი საქართველოს გაერთიანების დიდ მოღვაწეს, ბაგრატ IV-საც. ბოლოს, განდიდებულ ერისთავთ-ერისთავს განუდგნენ მისი აზნაურები, შეიპყრეს თავის შვილთან ერთად და მიჰგვარეს ბაგრატ მეფეს. მეფემ ლიპარიტი ძალით აღკვეცა ბერად და ჩამოართვა კლდეკარის საერისთავო. ლიპარიტი კონსტანტინოპოლში წავიდა და იქ გარდაიცვალა 1059 წელს. მისმა ახლობლებმა ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს და დამარხეს კაცხში.

დავით აღმაშენებლის მიერ ბაღვაშთა საგვარეულოს დამარცხების და საქართველოდან განდევნის შემდეგ, კაცხის ტაძარი უპატრონოდ დარჩა. XVI საუკუნეში მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი მისმა ახალმა მფლობელმა, აბულასარ ამირეჯიბმა აღადგინა. XVI საუკუნიდან მოყოლებული კაცხი აბაშიძეების ხელში გადავიდა, ხოლო 1804 წელს მეფე სოლომონ II-მ კაცხი უბოძა იმერეთში გადასულ სოლომონ ლიონიძეს, ერეკლე II-ის თანამებრძოლსა და ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს, რომელიც შემდგომში აქტიურად მონაწილეობდა იმერეთის სამეფო საქმეებში. 1924 წელს საქართველოს საბჭოთა მთავრობამ გააუქმა კაცხის მონასტერი. 1990 წელს კი ტაძრის დღევანდელი მოძღვრის, დეკანოზ ამირან მოდებაძის ინიციატივით, კაცხის მონასტერში კვლავ განახლდა ღვთისმსახურება.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat